წერაქვი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 28 ივლ 2009, 23:17

მოსწავლეებს ნახეთ რა გაუკეთებიათ -
მოემზადნენ ექსპედიციისათვის
დაგეგმეს
რუქებიც კი შეადგინეს
და წავიდნენ
ყოჩაღ -
რა თაობა მოდის!

Image
სოფ.წერაქვზე სტატიას მივაგენით მხოლოდ საბჭოთა ენციკლოპედიის მე-11 ტომში.
ინტერნეტში სოფ. წერაქვი ფიგურირებდა იმ ვებგვერდებზე, სადაც საუბარი იყო მიხეილ ჯავახიშვილზე ან მისი სახელობის სახლ-მუზეუმზე. სოფელში არსებული ღვთისმშობლის სახელობის მიძინების სახელობის ეკლესია კი ნახსენევი იყო მარნეულის რაიონის ღირშესანიშნაობების ჩამონათვალში და კლუბ ,,ტაძრის” მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.
ამ მინი კვლევის შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზანი:

წერაქვის ღვტისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის შესახებ მრავალმხრივი და ღირებული მასალის მოპოვება და მისი ინტერნეტსივრცეში განთავსება



http://ceraqvi.piczo.com/?g=36540476&cr=2



http://ceraqvi.piczo.com/?g=36596838&cr=2

ქ-ნმა ქეთევან ჩიხაძემ წერაქვის ღვთისმშობლის ეკლესია პირველად ნახა 1977 წელს, როდესაც მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი ატარებდა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პასპორტიზაციას. იმ დღიდან მოყოლებული უკვე 31 წელია ის ფუტკარივით ზრუნავს ამ ეკლესიის აღდგენაზე, მისხალ-მისხალ აგროვებს წერილობით თუ არქეოლოგიურ მასალებს მის შესახებ, ცდილობს გაახსენოს ქართველებს ამ უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლის არსებობა და გაუღვივოს მოზარდ თაობას წინაპართა ნაღვაწის მიმართ პატივისცემა და სიყვარული.
ისტორიული მასალა , რომელსაც ამ გვერდზე გთავაზობთ ქალბატონი ქეთევანის მიერ არის მოწოდებული წერილობითი წყაროები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული,ტ.I,1960წ
დ.ბერძენიშვილი ,,ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან”
(წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით) ისტორიკოსებს სოფ.წერაქვი და მისი მიდამოები XVII საუკუნეზე უადრეს საბუთებში არ შეხვედრიათ. 1689 წლის ერთ-ერთ საბუთში, კი წერაქვი - ბარათაშვილების ,,მკვიდრი მამულია”, ხოლო 1783 წელს - მათგან განაყარი გოსტაშაბიშვილებისა. ამ საბუთებში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ნახსენევი საერთოდ არ არის. დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი წყარო წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის შესახებ - 1958 წელს ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის დროს აღმოჩენილი წარწერაა. ის ამოკვეთილია ეკლესიის მთავარი ნავის აფსიდის წახნაგზე გარედან, სარკმლის მარჯვნივ, ერთ-ერთ დიდ კვადრატზე , ასომთავრულთან ნარევი ნუსხა ხუცურით. არათანაბარი განაწილება სტრიქონებისა, სხვადასხვა მანძილი სიტყვებსა და ასოებს შორის, შეცდომები წაეწერაში-ყველაფერი ეს თითქოს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს , რომ ოსტატს წარწერა პირდაპირ კედელზე ამოუკვეთია, როცა ქვაზე უკვე გაჩენილი ნაპრალები აიძულებდნენ ხელოსანს მათთვის გვერდი აევლო და წარწერა უსწორმასწოროდ გამოსვლოდა.
არქიტექტორ თ.ქარუმიძის ვარაუდით ეკლესია XII-XIII საუკუნისაა,ხოლო წარწერა XV საუკუნის უნდა იყოს წარწერის დღევანდელი სახე ამრიგად წარწერიდან ირკვევა , რომ ეკლესია აღსადგენი უკვე დახვედრია ,, დიდ ფანასკერტელს,, რომელსაც დაუწია მეორედ განახლება 1472 წელს, ათაბაგისგან დამარცხებული, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი დამკვიდრდა ქართლში. თავის ახალ სამფლობელოში მან ყველა ღონისძიება ჩაატარა იმისათვის , რომ ხელისუფლება განემტკიცებინა და სახელი მოეხვეჭა : ყინწვისში - წმინდა ნიკოლოზის სახ.ეკლესიისათვის დას-ის მხრიდან ეკვდერი მიუშენებია (რომლის კედელზეც მისი ფრესკაა დახატული ასომთავრული წარწერით-,,ფანასკერტელი ზაზა”), შეაკეთა სამწვერისის ეკლესია და წერაქვის ღვთისმსობლის ეკლესია(რომელიც მისი მეუღლის -ბარათაშვილების ქალის მზითევში მოჰყოლია). XV საუკუნეში შედგენილი ,,სამკურნალო წიგნი” ამავე ზაზას მიეწერება! ეს აბრა საბჭოთა კავშირის დროინდელია, დამაგრებულია ეკლესიის კარების მარცხნივ. ის გვაცნობებს , რომ წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და განეკუთვნება მე-13 საუკუნეს (დღესითვის დამტკიცებულია მე-12 საუკუნე!) , ხოლო ეზოში არსებული ნაგებობები: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მარანი, სამრეკლო და გალავანი - გვიან შუა საუკუნეებისაა. XX საუკუნის 80-იან წლებში წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ასე გამოიყურებოდა ეთნოგრაფიული მასალა რამდენიმე წლის წინ ღვთისმშობლის მიძინების სახ.ეკლესიაში ღამე გაუთენებია მორჩილს.შუაღამისას უცნაურმა ნათებამ გამოაღვიძა. მორჩილს სარკმლისკენ გაუხედია , მაგრამ მთვარე ღრუბლებს დაუფარებია.მაშინ ეკლესიისთვის მოუვლია თვალი და გაოცებულა - წმინდა ნიკოლოზის ხატი ერთიანად გაბრწყინებულიყო!ღვთაებრივი სინათლე მთელი ღამე ეფინებოდა ეკლესიას.დილიდან კი ხატებს მირონდენა დაუწყია. წმინდა მირონის ნაკვალევი დღესაც ჩანს

Image


Image



წავიდეთ ჩვენც
:D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 28 ივლ 2009, 23:20

Image


რუსთავიდან წერაქვის ღვთისმშობლის ეკლესიამდე (ზუსტად!) 78 კილომეტრია უნდა იმოძრაოთ ცენტრალური გზით, რომელიც დღესდღეობით ძალიან კარგ მდგომარეობაშია.როგორც კი გაცდებით სოფელ სიონს იყავით ყურადღებით-დააკვირდით აბრას რომელიც განიშნებთ სად უნდა გადაუხვიოთ მონასტრის კარიბჭე - უტყუარი ნიშაინია იმისა, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ სამონასტრო კომპლექსი ღრმად ტყეშია, საასფალტო გზა ჯერ არ არის გაყვანილი.თუ მანქანა მწყობრში არ გაქვთ ჯობია გაისეირნოდ ფეხით, დატკბეთ ულამაზესი ბუნებით. ამჟამად მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, ამიტომ გზაზე შეგხვდებათ პატარა ქოხი, სადაც ისვენებენ მუშები. (ძაღლის ნუ შეგეშინდებათ! არ იკბინება!) ქოხიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში - წერაქვის ღვთისმშობლის ეკლესიაა
http://ceraqvi.piczo.com/?g=36650889&cr=2
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 30 ივლ 2009, 11:28

შაუმიანის იქით ყოფილა სოფელი სიონი და იქაა გადასახვევი წერაქვისაკენ -

ვინმემ ხომ არ იცით -

საიდან გადის სარეისოები შაუმიანისკენ ან მარნეულისაკენ?

მარნეულის მძროლებს მაინც ეცოდინებათ როგორ შეიძლება ქი მისვლა
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წერაქვი

Post by Naia » 30 ივლ 2009, 15:33

Tamari-ch.
ახლა ველაპარაკე ჩემებს წერაქვში

სამწუხაროდ, წერაქვში მხოლოდ 1 ავტობუსი დადის დღეში და ისიც მარნეულიდან გადის 4 სთ-ზე. უკან მეორე დღეს, დილის 8 სთ-ზე გამოდის.

სკოლის პერიოდში თბილისიდან პირდაპირ დადის ე.წ. სკოლის ავტობუსი, რომელთაც მასწავლებლები ჩაყავთ წერაქვის სკოლაში დილის 9 სთ-ვის და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უკან მოჰყავს. მასწავლებლების გარდა ავტობუსს წერაქველებიც აქტიურად იყენებენ. ამჟამად არდადაგების გამო ეს ავტობუსი არ დადის.

თუ წერაქვში წასვლას გადაწყვეტთ მარნეულში უნდა ჩახვიდეთ სარეისოთი. მარნეულის ავტობუსები ან მინიბუსები გადის როგორც სადგურიდან, ისე სამგორიდან (სამგორში უნდა მიხვიდეთ კახეთისკენ მიმავალი ავტობუსების გაჩერებაზე და იქ ჩერდება მარნეულის ტრანსპორტიც).

მარნეულში, დღის 4 სთ-ზე ბაზართან მდებარე სკოლის ტერიტორიიდან (1 დიდი ბაზარია) გადის წერაქვის ავტობუსი, რომელიც როგორც აღვნიშნე, მეორე დღეს 8 სთ-ზე გამოდის წერაქვიდან.

სამანქანო გზა წერაქვამდე ნორმალურია. ახალი გზა არ არის, მაგრამ ძველი გზა შეარემონტეს და ძალიან დამღლელი არ არის. როგორც მახსოვს, წერაქვში 2 სთ-ში თავისუფლად ჩავდიოდით (მგონი უფრო ნაკლები დროც სჭირდება).

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
წერაქვი

Post by tekla » 30 ივლ 2009, 19:39

მადისაღმძვრელი სახელი აქვს :D წასვლა ღირს :D თუ იქაა სადაც მე მგონია მაშIნ მობილურები არ იჭერს :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წერაქვი

Post by Naia » 30 ივლ 2009, 21:17

tekla
როგორ არ იჭერს :)

დღეს სწორედ მობილით ველაპარაკე!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 31 ივლ 2009, 14:33

მადლობა ინფოსთვის ნაია

იქნებ მარნეულში ვიქირაოთ მანქანა -
ან შაუმიანში -

ნეტა შაუმიანში თუ მიდის თბილისიდან რამე...

მე მგონი აჯობებს ან მარნეულში ან შაუმიანში ჩავიდეთ დილით ადრე
და მერე იქ ვეძებოთ და ვიქირაოთ მანქნა რომელცი უკან ჩამოგვიყვანს მერე მარნეულში.

tekla
კი კი
და თან კვერცხებიც წავიღოთ..
:wink:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
წერაქვი

Post by Moqandake » 08 აგვ 2009, 17:25

სოფელ წერაქვში არის მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი. სოფელ წერაქვში დაიბადა მიხეილ ჯავახიშვილი. შემონახულია მისი ნივთები, სამუშაო მაგიდა. დაგაინტერესებთ აუცილებლად

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 12 აგვ 2009, 16:06

თუ წვიმების გამო ხრამი ადიდდა
იქნე 16 ში წერაქვში წავიდეთ
და ფიტარეთში - 23-ში ?
:roll:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
წერაქვი

Post by nikushanikusha » 12 აგვ 2009, 23:06

აუუ ფიტარეთი მინდა ძაააალიან ძააალიან :(

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2009, 10:16

nikushanikusha
თუ ხრამი ადიდებული არაა წვიმების გამო
მაშინ 16 - ში წავალთ -
უნდა გავიგო ჯერ ...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 13 აგვ 2009, 17:35

მძღოლებს ველაპარაკე -
მარნეულის მძღოლები წაგვიყვანენ წერაქვში -

მარნეულამდე 2 ლარია
მარნეულიდან წერაქვამდე 2
ანუ სულ 4 ლარი ჯდება.
უკან კიდევ 4 ლარი
ანუ მაქსიმუმ 10 ლარად წაგვიყვანს და მოგვიყვანს...

როდის?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წერაქვი

Post by Naia » 16 აგვ 2009, 16:01

რა ქენით, იყავით?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წერაქვი

Post by Tamari-ch. » 16 აგვ 2009, 17:30

Naia
ჯერ არა
ალბათ სექტემბერში გავალთ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]