მყინვარი (11-18.07.2009)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 17:46

civciva
არა, დახურული და თუ დაუკაკუნებდი მაშინ იღებოდა :D

ისე ვერ გავიგე კითხვა.. ნაპრალი ყველა ღიაა..თუ ზემოდან თოვლის ნადები ადევს და მოყინულია მაშინ შეიძლება არ ჩანდეს მაგრამ მაინც ღიად ითვლება..ვერ მივხვდი რას კითხულობ

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 17:51

სწორედ იმ ღამეს როცა წვერზე უდა გავსულიყავით ამინდმა აურია..ნისლი ცამოწვა.. ოოო ცოტას ვღელავდით მაგრამ არ ვიმჩნევდით..იმ ღამეს წვერზე გასვლა გადაიდო,შემდეგ ღამესაც უარესი ამინდი იყო..მერე კიდევ უარესი... მთელი დღეები ცაში ყურებაში,კარგი ამინდის იმედით, ჯოკერის თამაშში, საჭმელებზე,პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ოკულტიზზმზე(ამ უკანასკნელზე მაგრად დავცხეთ :))) ეზოთერაპიაზე ლაპარაკში გაგყვყავდა..
Image

Image
საღამოსკენ როცა ჩავწვებოდით ერთი მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა გვახალისებდა ანეგდოტებით და ვიხეოდით სიცილით უხეშად რომ ვთქვა :)) :lol: :lol: :lol:
მაღლა კლიმატი ხასიათზეც სხვანაირად მოქმედებს, აქ რო არაფერზე გაგეცინება იქ იმაზე კვდები სიცილით :)
ჩვენი ოთახის კედლები
Image


ეს ორი წარწერა განსაკუთრებით გვახალისებდა :))
არვიცი რამდენად კარგად დაინახავთ და MIXVDEBIტ :პ

Image

Image

16 ში საღამოს 20 მდე უკრაინელი ამოვიდა, სასადილოში შემოვიდნენ და დაიწყეს სიმღერა გაბურღეს ტვინი, ჩვენებმაც ეხლა გვიყურეთო და ქართულები დასცხეს:) მერე იმათმა კიდევ და მერე უკვე ცეკვის ხასიეთზე მოვედით გავედით გარეთ და ვიგიჟეთ... :)))
მერე ირანელებმაც შეუბერეს თავისებური და წავიდააააააა... გიჟობა მეტეოზე და ყირაზე გადასვლები ...

Image

Image

Image

ძალიან თბილი ხალხი იყვნენ ეს უკრაინელები მერე ჩვენი და მათი დროშები გამოიტანეს და პატრიოტული სიმღერების ფონზე ააფრიალეს:))

Image

Image

Image

ჩემიი ხააატიააა სააამშოოობლოოო
Image

Image

Image
Last edited by teo- on 22 ივლ 2009, 22:55, edited 1 time in total.

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by N67 » 22 ივლ 2009, 18:13

ეჰუ...
ფოტოებმა მოგონებები ამიშალა.. კაი დრო იყო... რაღაც ძალიან თავისებური განწყობა აქვს მაგ ადგილს...

ისადა... მანდაური ვალუტის(მიმიხვდით, მგონი - მანდ ერთადერთი ვალუტა არსებობს :twisted: ) კურსი როგორია?
რამე არსებითი ცვლილებები ხომ არ მომხდარა შარშანდელი ზაფხულის მერე?
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 18:25

წინ მძიმე ღამე გველოდება, როგორც უკვე დავწერე ეს ბოლო დღეა მარაგში.. არანაირი პლატოზე დარჩენა,ღამის 2 საათზე ვდგებით და მეტეო-მყინვარწვერი-მეტეო... მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა მაინც გვიანობამდე ვიხარხარეთ.. მერე ნელნელა მიეძინა ხალხს..მე ფანჯრის ქვეშ მძინავს ღრუბელი ისევ ისეა არ გადადის,მყინვარი არ გვაჩვენებს თავს, მიუხედავად ამისა გადაწყვეტოლება მიღებულია გავდივართ გავდივართთ სადამდეც მიუვალთ მივალთ..
2ზე ვიღვიძებთ, ვემზადებით და გავდივართ..
Image


Image

Image

Image
თავიდან ყინულებზე სიარული არ გვიწევს, ისევ ეს დასაწვავი ქვა-ღორღი.. 10-15 წუთი და უკვე ნელნელა ვგრძნობ სასტიკ გულის აჩქარებას, გახშირებულ სუნთქვას, ფეხები ერთმანეთში მერევა ვარაუდით ვადგამ,პირი მიშრება.. ცუდად ვარ რა..ფსიქიკურად კიდევ უარესად ავურიე.. მაგრად გავჭედე , კინაღამ გული გამისკდა.. მეთქი ეხლავე ესე მემართება მერე რაღა იქნება, თან ატყობ რო შენს გარდა ყველა მაგრად დადის და ეს უფრო გაგიჟებს, გულში ვფიქრობ ოღონდ ჯვრამდე მიმიყვანა და მერე მე ვიცი(ჯვრის მერე უკვე ყინულებია) ბოლოს უკვე ვიქცეოდი ისე ვიყავი, საშინელი შინაგანი პანიკა, იმიტო რო შენ თუ ცუდად გახდი სხვაც უნდა გამოგყვეს მარტო ვერ გაბრუნდები და ეს უფრო გაგიჟებს......... მივაღწიეთ ჯვრამდე..ჩავებით თოკებში და ცოტა დასვენებაც მოვასწარი..

Image

გამიარაა ცუდად ყოფნამ.. სიხარულისგან დავფინავ, ამას ქვია ზუსტად:) .. რა ხედები გადაიშალა.. ღრუბლებზე მაღლა ადიხარ..მაღლდები მაღლდები მაღლდები..არც გცივა , არც დაღლას გრძნობ ,მოგწონს ეს ყველაფერი.. ნელი ნაბიჯით მ,იუყვები სხვის ნაფეხურებს..

Image

Image

Image

ნელნელა თოვლი უფრო და უფრო ფაფუკი ხდება, მაგრამ მშრალია ვერ იგუნდავებ:)მაგრამ თუ რამის დაწერა გინდა მოახერხებ კარგად :) მე და ბელას გეგმაში გვაქვს პლატოზე რო ავალთ კარავი.გე დავაწეროთ და არ დამავიწყდესთქო ამ დროს მაგაზე ვფიქრობ :D

Image
მე მაგარ ჯანებზე ვარ, წესით ნელი სვლით უნდა იარო და როგორც უკან მეუბნებიან მაგრად გავრბივარ და მებუუზღუნებიან :D რაიციან ჯერ ცოტახანში რამდენი ხვეწბნა მოუწევთ ოდნავ აუჩქარე ნაბიჯსო :D:D

Image

Image
Image
Last edited by teo- on 06 ივნ 2013, 00:51, edited 3 times in total.

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by pauna » 22 ივლ 2009, 18:33

მაგადი ფოტოებია მალადეც თეო..... :shock: :shock:

მშურს შენი.... ნეტავი მანდ მეც წამოვსულიყავიი :D
ImageImage

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by nusa » 22 ივლ 2009, 18:47

აი შურიანი თვალებით ვათვალიერებ, მოვკვდი დარეFრეშებით :twisted:

როდის ვეღირსები მე მაგ განცდებს :oops:





ყოჩაღები ხართ! :*
გააგრძელეთ თხრობა :P
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by Naia » 22 ივლ 2009, 22:35

ისეთი თემაა, ვგრძნობ აქ ხშირად შემოვიხედავ!

გაგრძელებას ველი მოუთმენლად

(პს. წელსაც ვერ ავიხდინე ოცნება რა...)

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by Duckling » 22 ივლ 2009, 23:22

თეოო მაგარი ხარ :)))

ცუდად თავიდან ალბათ სიმაღლის ცვლილების გამო გახდი
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 22 ივლ 2009, 23:40

Duckling
მადლობ;)

არა

აკლიმატიზაცია არასოდეს მიჭირდა:) ისე ვიყავი ჟამრთელობით სუსტად:)

N67
კურსმა დაიწია ცოტა,შედარებით ნაკლებობაა ტურისტების, ომის გამო და

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by teo- » 23 ივლ 2009, 00:03

ეხლა დავიწყებ რეპორტაჟის გაგრძელებას , ალპინიადის მონაწილის-ზურას ფოტოებით. მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ პლატოს მივაღწიეთ, ოოო აქ კი რა ხდება.. ცივა,გყინავს ისე ქარია თოვლია სეტყვა თუ რავიცი რაიყო.. გიჟობა ამინდია , გავიკეთეთ წრიეპები დასვენებას აზრი არ აქვს უფრო იყინები და გავუდექით გზას რომელიც ყველაზე რთულია, თოვლიც მაღლდება აღმართიც დიდია, ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ.. ყველაზე რთული მონაკვეთები რაც კი ამ გასვლაში გამიჭირდა, 1 კვირის შიმშილობამ და უძილობამ თავისი ქნა,ვოცნებობ როდის მომცემენ ჩემ წილ ჩურჩხელას და შოკოლადს,ვაიმე როგორ მინდა აი ვკვდები ისეეე..მგონია ერთ ლუკმა შოკოლადს რო შევჭამ ეგრევე კარგად გავხდები, მარა ვერ ვამბობ მერიდება, ჩემ წინ გოგოს აქვს ჯიბეში სნიკერსები და ჩემი გულისთვის ხო არ გავაჩერებ მთელ ხაზს... უკვე ვიქცევი ყოველ 2 ნაბიჯში ,მაგარი ქარია და ეგეც ხელს მიწყობს წაქცევაში..
Image
ჩემს უკან მდგომი ბიჭი უკვე გრძნობს რო ვერ არის ჩემი საქმე კარგად და ჩემი ჩანთის მოკიდებას მთავაზობს, თან იმით მანუგეშებს რო ჩემზე საერთოდ არ ზრუნავს უბრალოდ შეიძლება ჩემი გულისთვის თვითონაც უკან გაბრუნება მოუწიოს და ეს არ უნდა :))ლლაპარაკის თავიც არ მაქვს ხმა ჩამეხლიჩა, თმაზე დავიხედე და ყინულებს ვხედავ, ისე კიარა თმა მთლიანად იყოს მოყინული , ყოველ თმის ღერზეა სათითაოდ ყინული, უცებ ჭაღარებიც კი მეგონა..ხელები მეყინება საშინლად, თავიდან ვცდილობ ცოტა ვამოძრაო.. მერე უკვე მტკივა მაგრად..მერე საერთოდ ვეღარ ვგრძნობ..მერე ხათუნა(ჩემს წინ მდგომი გოგო) მეკითხება როგორც იქნა ცუდად ხო არა ვარ და კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ვარ ვარ ვარ :D ზურას ეძახის კუჭავას ,ზურა მოვიდა ხელთათმანები გამხადა და ხელები მოყინული მაქ :D წავიდა მასაჟები და მთელი ამბებიიიიიიიიი.. აუ რა მტკივნეული იყოოოოოო.. კუნძზე რო ხელს დაგიდებენ და ზედ ჩაქუჩს გირტყავენ.. კოშმარიიიი.. სუ გამომაფხიზლა ამ ტკივილმა :D მერე კიდევ სხვა ხელთათმანები ჩამაცვეს და გავაგრძელეთ გზა.. აი ისევ ისე ვარ.. 2 წუთში ხელებიც ისევ ისე , ფეხებიც ,თავიც, ენერგიაც... ვიარეთ ვიარეთ და ვგრძნობ რო უკვე უნდა დავეცე და მესმის სიმღერა.. ჩვენ 5ად ვიყავით ჯგუფები დაყოფილი, ჩვენი ხაზი ყველაზე ბოლო იყო..რას მღეროდნენ არ მახსოვს მგონი ჩემი ხატია სამშობლოს.. უცებ გამომაფხიზლა.. ნუთუ მივედით ვფიქრობ, წინ დიდად არაფერი ჩანს ნისლია მაგარი..არადა ხმა ახლოს ისმის სიმღერის ჰაჰა 20 ნაბიჯი და იქ ხარ.. ნუთუ ესაა ბოლო.. დამთავრდა ყველაფერი..მეშინია ვიკითხო მივედით თუ არა..მგონი მოვედით, წარმოვიდგინე და უცებ ყელში ბურთი გამეჩხირა თვალებზეც ცრემლები მომადგა(აბაა.. ეგეც შემძლებია:D)
ხო იმის თქმა დამავიწყდა რომ 28დან მხოლოდ სამი გამოეთიშა გასვლას,1 თავიდანვე და 2 პლატომდე

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by guruli » 23 ივლ 2009, 00:43

teo-
მეშინია ვიკითხო მივედით თუ არა..მგონი მოვედით, წარმოვიდგინე და უცებ ყელში ბურთი გამეჩხირა თვალებზეც ცრემლები მომადგა
მერე, მერე - მიხვედით?
აუ, რა მაგარი თავგადასავალია - მშუუუუუუუუუუუუუუუუურს თქვენი. :D
ველოდები რეპორტაჟის გაგრძელებას. :wink:

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by kiki » 23 ივლ 2009, 00:51

თეოოო შენი ბრალიააა მე რომ შურიანი გავხდი :oops: :oops: :oops:


შენ ჩემს თვალში გმირი ხარ!!! გმირიიი!!!

მართლა ვამაყობ შენი გამბედაობით....

ბელააა, დეეე შენ მოვლენა ხარ :lol:

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by anano » 23 ივლ 2009, 00:58

თეოოოოოოოოოოოოოო აღფრთოვანებული ვკითხულობ, ჯერ ალპინიადა ხომ უმაგრესი გქონიათ და მერე შენი ვაჟკაცობა და შემართება მომეწონა, მონათხრობი ძალიან საინტერესო და დაძაბულია, გაფართოებული თვალებით ველი გაგრძელებას!!!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ივლ 2009, 01:26

teo-
bela
თქვენით ვამაყობ.
ყოჩაღი გოგოები ხართ.
აღფრთოვანებული ვარ, რომ შეძელით მყინვარზე ასვლა.

თეოტირე
ჩემს თვალში დონე ფოტოგრაფიც ხარ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
მყინვარი (11-18.07.2009)

Post by nusa » 23 ივლ 2009, 01:29

თეო, ძალიან ცხადად გადმოსცემ ემოციებს...

ლამისაა დავიჯერო რომ მეც ვიყავი თქვენთან :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]