ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 12 მაი 2009, 22:38

ჩხოროწყუ-ლებარდე და სხვა


სამეგრელოს ექსპერტებო, როგორც ვიცი, ლებარდეც და ჩხოროწყუც საინტერესო დასალაშქრია...

ვინ რა იცით და როგორ მირჩევთ ამ მარშრუტის შედგენას?


ლებარდე, ადგილობრივი მნიშვნელობია მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ეგრისის ქედზე, მარტვილის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მ. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა - 4,1°C) და ზომიერად გრილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16°C). ნალექები 1500 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი (წყლის ტემპერატურა 7-13°C, მინერალიზაცია - 0,6-1,0გ/ლ; საერთო დებიტი დღე-ღამეში 41 ათ. ლ). სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. სეზონი - ივნისი-ოქტომბერი.

ოდიშის დაბლობში ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, ზამტარი თბილი, ზაფხული ცხელი. კარგად გამოსახული მუსონური ქარებით. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8გრ. ცელსიუსით. ნალექების რაოდენობა 2040 მმ წელიწადში.

ლებარდეს ჰავა და წყალი
ლებარდე ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიუ�
�ი კურორტია. იგი მდებარეობს ეგრისის ქედზე, ეკუთვნის მარტვილის რაიონს. ლებარდე ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი (იანვარი -4,1 C) და ზომიერად გრილი ზაფხული (აგვისტო +16 C). ნალექების რაოდენობა საშუალოდ წელიწადში 1500მმ-ია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი, რომლის ტემპერატურე 7-13 C _მდეა. მინერალიზაცია კი 0,1-1,0 გ/ლ. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. საკურორტო სეზონია: ივნისი-სექტემბერი. ლებარდე მთლიანად ტყეშია ჩაფლულული. აქ გვხვდება როგორც ფართოფოთლოვანი, ასევე წიწოვანი ნარგავები. მისი მჟავე წყალი კი განთქმული სამკურნალო საშუალებაა.


შესანიშნავი პეიზაჟისა და სამკურნალო წყლების გარდა, ლებარდეში ასევე წმ. სამების სახელობის ეკლესიას ვნახავთ.
Last edited by ARCHILI on 20 მაი 2009, 23:37, edited 4 times in total.

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by z g a r b i » 12 მაი 2009, 23:01

ჩემს ფესვებს ვუახლოვდებით :)
მუხურისკენ რომ წავიდეთ,ულამაზესია იქურობა.. მაგრამ ვერ მოესწრება ალბათ :roll:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 12 მაი 2009, 23:04

z g a r b i wrote:ჩემს ფესვებს ვუახლოვდებით :)
მუხურისკენ რომ წავიდეთ,ულამაზესია იქურობა.. მაგრამ ვერ მოესწრება ალბათ :roll:

ჰოდა, წავიდეთ შენს ფეხვებშიც...

და რა არ მოესწრება?

:)

და რა იცი ამ მხარის შესახებ, აი, ლებადრე, ჩხოროწყუ, მუხური, როგორ და რამდენ დღეში შეიძლება დავამუშავოთ?

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by z g a r b i » 12 მაი 2009, 23:18

ARCHILI

მუხურზე ვიცი მარტო, ერთხელ ვარ ნამყოფი. ჩხოროწყუსთან ახლოსაა. უცივესი მდინარე ჩამოდის დიდ ლოდებზე.. ლამაზია ძალიან იქურობა :)
მაგის ნახვას დიდი არაფერი დრო ჭირდება.. მისვლა თუ არ იქნა პრობლემა
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by teo- » 12 მაი 2009, 23:29

დღს დამპატიჟეს ჩხოროწყუშიიიიიიიიიიიიიი:D
თუ ახსოვს ნეტა

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by zura N. » 12 მაი 2009, 23:58

z g a r b i wrote:მუხურისკენ რომ წავიდეთ,ულამაზესია იქურობა.. :roll:
ARCHILI wrote: და რა იცი ამ მხარის შესახებ?
სოფ. მუხური მდებარეობს ქ. ჩხოროწყუდან 18 კმ-ში მდ. "ხობის წყლის" ხეობაში. სიტყვა "ჩხუროწყუ" ნიშნავს: "ჩხორო"-"ცხრას", და "წყუ"- "წყაროს" ანუ ცხრა წაროს, თუმცა ეს სახელი სოფ. მუხურს უფრო შეეფერება ალბათ... :roll: :) მდ. ხობის წყლის ხეობა ულამაზესია სავსეა წყაროებით... ასევე იქ მიწიდან ამოდის და მდინარეში ჩადის მინერალური წყალი "ლუგელა" ანუ იგივე ბუნებრივი კალცი, რომელიც ძალიან სასარგებლოა... ასევე ხობის წყლის ხეობაში არის გამოქვაბული რომელიც ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მისი სიგრძე არაა დადგენილი, თუმცა ვარაუდობენ რომ ერთ-ერთი ეგრძელესია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით...! ასევე მდინარე ხობის წყალს გააჩნია ბევრი შენაკადი ულამაზესი ხეობებით, დაბურული ტყით და უამრავი პატარ-პატარა და არც ისე პატარა ჩანჩქერებით...

ხოლო მდინარე ხობის წყლის სათავეებთან მდებარეობს ალპური ტბა "ტობავარჩხილი", რომელიც მგონი კარავზე საკმაოდ ცნობილია... :) :roll: :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 00:09

zura N. wrote:
ხოლო მდინარე ხობის წყლის სათავეებთან მდებარეობს ალპური ტბა "ტობავარჩხილი", რომელიც მგონი კარავზე საკმაოდ ცნობილია... :) :roll: :wink:
და რომელზეც, მგონი, ვერაფრით შედგა გასვლა?

:roll:

დღეს რომ ვეცნობოდი ჩხოროწყუს - იმდენი მღვმე ყოფილა...

და ზურა...

როგორ შეიძლება გავაკეტო ეს მარშრუტი?

აი, ჩხოროწყუც, ლებარდეც და მუხურიც რომ მოთავსდეს ერთ სქემაში?

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by zura N. » 13 მაი 2009, 00:11

თქვენის ნებართვით რამდენიმე ფოტოს დავდებ "ხობის წყლის" ხეობისას:

სურათების ხარისხისთვის ბოდიშს მოგიხდით.. :oops: :oops: :oops:


მდ. "ხობის წყლის" ხეობა
Image

ჩანჩქერი
Image

ესეც მე გამოქვაბულში
Image

"ხობის წყლის" ერთ-ერთი შენაკადი მდ. "გვალაშარა(მთის გზა)"
Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 00:12

zura N.


არ გინდა ზაფხულის მეორე ნახევარში ცვენი მეგზურობა ითავსო?

აი, თუ ძალიან გთხოვთ...


:roll:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by zura N. » 13 მაი 2009, 00:15

ARCHILI wrote:
zura N. wrote:
ხოლო მდინარე ხობის წყლის სათავეებთან მდებარეობს ალპური ტბა "ტობავარჩხილი", რომელიც მგონი კარავზე საკმაოდ ცნობილია... :) :roll: :wink:
და რომელზეც, მგონი, ვერაფრით შედგა გასვლა?

:roll:

დღეს რომ ვეცნობოდი ჩხოროწყუს - იმდენი მღვმე ყოფილა...

და ზურა...

როგორ შეიძლება გავაკეტო ეს მარშრუტი?

აი, ჩხოროწყუც, ლებარდეც და მუხურიც რომ მოთავსდეს ერთ სქემაში?
ხოო... გასვლა ვერაფრით შედგა... :? :( :oops:

ლებარდეზე არაფერი არ ვიცი ვერაფერს გეტყვი... :oops:

ისე მანდ კიდევ ერთი ხეობაა ულამაზესი "სქურის ხეობა", ესეც მინერალური წყალია, ოღონდ ლუგელასგან განსხვავებიტ სასიამოვნო გემო აქ.. :D აი ხობის წყლის ხეობის და სქურის ხეობის ნახვა შესაძლებელია მგონი ერთ გასვლაში... ლებარდეზე არაფერი არ ვიცი სამწუხაროდ...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by zura N. » 13 მაი 2009, 00:17

ARCHILI wrote:zura N.


არ გინდა ზაფხულის მეორე ნახევარში ცვენი მეგზურობა ითავსო?

აი, თუ ძალიან გთხოვთ...


:roll:
მეგზურობისა რა გითხრათ არც ისე ბევრი ვიცი... თუმცა რაც დავდე ამ ადგილებს კარგად ვიცნობ და რითაც შევძლებ კი ბატონო... :oops: მაგრამ ამათ გარდა კიდევ ძალიან ბევრია რომელზედაც არაფერი ვიცი მეც... ისე კი წამოსვლა და ნახვა ძალიან მინდა მაქეთ...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by z g a r b i » 13 მაი 2009, 00:21

სქუში ბანაკი იყო, პატრიოტული.. ეგეც ძალიან ლამაზია გამიგია :)
მოკლედ ამ გასვლაზე ერთად იმდენი კარგი ადგილი გროვდება რომ, არ უნდა გავბედო ვერ წამოსვლა :oops:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 00:28

z g a r b i wrote:სქუში ბანაკი იყო, პატრიოტული.. ეგეც ძალიან ლამაზია გამიგია :)
მოკლედ ამ გასვლაზე ერთად იმდენი კარგი ადგილი გროვდება რომ, არ უნდა გავბედო ვერ წამოსვლა :oops:
შენ ძმას ხომ უნდოდა ტობოვარჩხილზე, ჰოდა...

აი, ახლა მე და ზურა ვფიქრობთ, ხომ არ გავაკეთოთ ჩხოროწყუ-ხობისწყალი- და ა.შ. ტობპვარჩხილი და მერე სვანეთი (ქვემო/ზემო)

ანუ სვანეთის ტრუ შემოვატრიალოთ ასე ვთქვათ...

და...

რაღაც ეგეთი დაგეგმოთ...

ნიკას დაუძახე რა...

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 01:26

ეს ლინკი zura N.-მა მომცა მუხური-ლუგელას ხეობის შესახებ:

http://lugelasxeoba.blogspot.com/2008/11/blog-post.html

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტობავარჩხილ-ლენტეხ-ცაგერი/მეგრულ-სვანურ-ლეჩხუმურ ტურში

Post by Wanderer » 13 მაი 2009, 12:57

ARCHILI
დიდი სიხარულით შემოგიერთდებით. დიდი ხანია მანდ წასვლაზე ვფიქრობ.

არჩილ, შეგვიძლია მე, შენ, ზურა და ნიკა შევიკრიბოთ ჩემთან და დავამუშავოთ ეს მარშრუტი დეტალურად.
ხომ არ გავაკეთოთ ჩხოროწყუ-ხობისწყალი- და ა.შ. ტობპვარჩხილი და მერე სვანეთი (ქვემო/ზემო)
1 თვე მოვუნდებით... :roll:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]