წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 25 აპრ 2009, 00:28

ჰოოდა, ჩავედით ბეთანიის დასახლებაში იმედით, რომ ვნახავდით იმ დარაჯს და რამე ბუხრიან ან "ფეჩიან" სახლში შეგვიშვებდა...
მარა ვერ მოგვართვეს.
ადამიანი ვერა ვნახეთ დასახლებაში.
ერთგან ჭიშკარიც ღია იყო, სახლის კარებიც... სარეცხიც ეფინა გარეთ. ჭიშკარზე ვაკაკუნეთ ქვით, მაგრამ არავინ არ გამოიხედა.
მერე მე და ზღარბმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი სახლი ვნახეთ, რომელსაც შესასვლელი კარის გისოსი გაწეული ჰქონდა (ისეთი სახლი იყო, წესით არ უნდა ჰქონოდა გაწეული)... მაგის ჭიშკარზეც ვაკაკუნეთ ქვით, მაგრამ სულიერი არ ჭაჭანებდა.

არადა უკვე 4 საათი იყო, თუ ბინას ვერ ვნახავდით და კარავებს დროზე არ გავშლიდით, ვერ გავაშრობდით და კვლავ სისველეში მოგვიწევდა ძილი.

ვიღაც თენგიზსაც დავურეკე, მობილურის ნომერი ეწერა ჯიხურზე, აგიშენებთ აგარაკებს ან დაგეხმარებით ნაკვეთის შესწყიდვაშიო. ვიფიქრე, იქნებ ის მაინც იცოდეს, ამ დროს აქ ვის უნდა მივმართო-თქო, მაგრამ მასაც გამორთული ჰქონდა მობილი.

მერე მე და ბუდამ გავიარეთ და როგორც იქნა, ვიღაც მოხუც ქალს და ბავშვს მივადექით სახლში.
ქალაქელები იყვნენ აშკარად... ალბათ სააღდგომოდ იყვნენ ჩამოსულები.
ამ აგარაკების დარაჯი ქალიაო და მონასტერშია წასული, რამდენიმე დღეში ჩამოვაო.
ამ სახლებში შესვლა შეიძლება თუ არა, არ ვიცი... მონასტერში ჩადით, იქ შეგიფარებენო.

სახლები თორე... ზოგი მოლოდ ამოყვანილი კედლები და გადახურული იყო, ზოგი კი ძველი და დანაგვიანებული.
მოკლედ, ნებართვის გარეშე არცერთგან ვაპირებდით შესვლას (პრინციპში დიდი სურვილი არც გვქონდა :D).

მოკლედ ბევრი ვიკამათეთ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მონასტერთან ახლოს, ტყესთან ჩავსულიყავით და კარვები გაგვეშალა.
იქ შეშას მაინც ვნახავდით და საძილეებს გავიშრობდით.

დაახლოებით 30-40 წუთი მოვუნდით ჩასვლას.
ჯერ ცხენების რანჩოსთან გავჩერდით, სადაც ჭიშკარზე ეწერა, შესვლა აკრძალულიაო.
ყურადღება არავინ მოგვაქცია და მონასტრამდე გავაგრძელეთ გზა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 25 აპრ 2009, 00:57

მონასტერთან არასასიამოვნო სურპრიზი დაგვხვდა...
იმ ადგილას, სადაც დაბანაკებას ვაპირებდით (მონასტრის თავზე მინდორია), დიდი კარავი და ტენტი დაგვხვდა, სადაც საკმაოდ ხმაურიანი ახალგაზრდობა მისხდომოდა გრძელ მაგიდას.

მარცხენა მხარეს სამ პატარა ბიჭს (18 წლამდე) ბევრი შეშა აუკოკოლავებია, ცეცხლის დანთებას აპირებდნენ და ასანთი არ ჰქონდათ.

ამ შეშის დანახვა გაგვიხარდა, საძილეებს მაინც გავაშრობთო, მაგრამ კარვის გასაშლელი ადგილი აღარ იყო. გზის პირას არ გვინდოდა, იმათი ხმაური მოდიოდა. თან ღამე დალევდნენ და რა გაუძლებდა...

იმ პატარა მრგვალ მინდორშიც ეს სამი ბიჭი იყო და კიდევ ელოდნენ თავისიანებს.

ერთადერთი, მათ შორის, ცოტა ქვემოთ იყო მოსწორებული ადგილი, მაგრამ ნაგვით და ბოთლის შუშებით იყო სავსე.

აღარ ვიცოდით რა გვექნა, წაგვიხდა ხასიათი.

მერე მე გამახსენდა, რომ ბეთანიის შესასვლელთან, კიდევ ერთი გზა ჩადიოდა მდინარე ვერესკენ და შესაძლებელი იყო, იქ გვეპოვა რამე ადგილი.
ზღარბი გავიყოლიე და წავედით დასაზვერად.

ერთგან კი იყო დიდი მოსწორებული ადგილი (სულ ცოტა მოსუფთავება სჭირდებოდა) და ზღარბს მოეწონა კიდეც (ეტყობოდა ჯერ სუნი არ ჰქონდა შეგრძნებული).
თუმცა რომ გადავახედე დაბლა, მაშინვე გადაიფიქრა :).

აი ეს კადრი გადაგვეშალა :S:

Image

ხევში ჩასასვლელი ნაგვით იყო სავსე :(.
ალბათ მონასტრის ნაგავსაყრელი იყო ეს...
არ მესმის, რა გაუჭირდათ, ერთი ან ორი ურნა დაედგათ მონასტრის შესასვლელთან და კვირაში ერთხელ ან ორჯერ წაეღო მანქანას.
თუნდაც თვეში ერთხელ იყოს...

გავაგრძელეთ გზა და კიდევ რამდენიმე ათეული მეტრი რომ გავიარეთ, ცოტა ქვემოთ დავინახეთ ცეცხლის კვალი და მოსწორებული ადგილი. სამი კარავი გაჭირვებით გაიშლებოდა.

ავბრუნდით და ჩამოვიყვანეთ ჩვენები.

მერე კარვები გავშალეთ, შეშა მოვაგროვეთ და მუცელსაც მივხედეთ :).
ამდენი ენერგია დავხარჯეთ და 12 საათის მერე არ გვქონდა ნაჭამი :) (ეს ამბები დაახლოებით 8-ზე ხდება).

მერე ისეთი არაფერი. ცეცხლთან ვისხედით ცოტა ხანი.
საძილეებს და სველ წინდა/ფეხსაცმელებს ვაშრობდით.

აგერ თეო და ზღარბი ასე ერთობოდნენ თეოს წინდებით:

Image

დაღლილობამ თავისი ქნა და დახლოებით 10 საათისთვის ყველანი კარვებში შეძვრნენ.
მხოლოდ მე და ზღარბი დავრჩით ცეცხლთან. საათნახევარში მონასტერთან უნდა ავსულიყავით.
ცეცხლთან ვისხედით და ვსაუბრობდით :).

წასვლის დრო რომ მოვიდა, თეოტირეს დავუძახეთ და სამივენი მონასტერთან ავედით.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 25 აპრ 2009, 01:23

მონასტერთან ბევრი მანქანა იდგა, ძირითადად ჯიპები.

ეზოშიც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო.
ჩვენ ჯერ წყალთან მივედით. ხელის დაბანა და დალევა გვინდოდა.

წყალთან ეს უსახლკარო ლოკოკინა შევნიშნეთ.
ალბათ სახლიდან გამოაგდეს... დამწუხრებული მისლიპინობდა.

Image

უცებ მონასტრის ეზოდან ვიღაც გამოვიდა და გამოგვძახა: შემოდით, ლიტანიობა იწყებაო.

ჩვენც შევუერთდით ხალხს.
ხატები იყო გამობრძანებული და საცაა დაიწყებოდა მსვლელობა.

Image

პირველად ვიყავი აღდგომის ლიტანიობაზე და არ ვიცოდი, რა როგორ მოხდებოდა.

დაიწყო მსვლელობა და ჩვენც გავყევით.
ქარი ქროდა და სანთელი ხშირად გვიქრებოდა. ხან ერთმანეთის, ხან სხვების სანთლებზე გადაკიდებით, შემოვუარეთ სამჯერ ტაძარს და შემდეგ შიგნით შევედით.

იქ მოსახსენებელის ძებნა დავიწყე და აღმოჩნდა, რომ ცარიელ ფურცელზე უნდა დამეწერა.
ჯიბეში მხოლოს კაუკაუსის გადახდილი ქვითარი აღმომაჩნდა.
საწერ-კალამიც ვიშოვე და ჩამოვწერეთ ჩვენი შემადგენლობა და ოჯახის წევრები.
შეპირებისამებრ არჩილ-აბალდუიც მოვიხსენიეთ :).

შემდეგ ცოტა ხანი გავჩერდით და დავუბრუნდით ბანაკს.

იქ ზღარბმა წითელი კვერცხი შემოგვთავაზა.
პასკაც გვქონდა, მაგრამ დილით ვაპირებდით დაჭრას, როცა ყველა გაღვიძებული იქნებოდა.

Image

ჩემმა კვერცხმა ორივეს კვერცხი დაამტვრია :P.

Image

ამის შემდეგ დაახლოებით ერთი საათი კიდევ ვისხედით.
კარტოფილებს ვწვავდით და ეგრევე მურიან მიწიანს მივირთმევდით :).

Image

დაახლოებით 2 საათისთვის ძილი მოგვერია და კარვებში შევძვერით :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 25 აპრ 2009, 02:18

დილით 8-ზე გამეღვიძა მგონი, მაგრამ ძილი გავაგრძელე.
მერე 10-ზე და ბარემ მძღოლსაც დავურეკე... 12:30-ზე დავიბარე ბეთანიასთან.

ბეთანიასთან იმიტომ რომ, ასე გადაწყვიტა უმეტესობამ.
მე მინდოდა, ჯვართან ავსულიყავით და იქიდან სამადლომდე, სადაც მიკროავტობუსი დაგვხვდებოდა.
თუმცა უმრავლესობამ როგორ გადაწყვიტა, ისე მოვიქეცით :).

დაუჯერებლად თბილოდა კარავში.
იმდენად, რომ ჯემპრიც გავიხადე, შარვალიც და საერთოდ არ შემცივნია.
მაშინ ვიფიქრეთ, რომ ის, ზამთრის ბოლო გაბრძოლება იყო :).
თუმცა ახლა რომ ვაკვირდები ამინდებს, ვხედავ, რომ კიდევ არ გვეშვება ზამთარი :(.

თეო ყველაზე ბოლოს ადგა მგონი.
თბილი საძილის დატოვება არ უნდოდა :)

Image

აი ასე გამოიყურებოდა დილით ჩვენი ბანაკი:

Image


სუფრა გავშალეთ და პასკით და წითელი კვერცხებით დავიწყეთ საუზმე.

Image


ჭამის მერე გაახსენდათ, რომ არაყი ჰქონდათ კიდე მორჩენილი და დალევაზე ფიქრობდნენ.
მაგრამ გეგმები ჩავუფუშე... კარვების ალაგება იყო საჭირო. მიკროავტობუსის მოსვლამდე უნდა აგველაგებინა ყველაფერი და გზაზე დავხვედროდით.

ავიბარგეთ, ნაგავი მოვაგროვეთ და მონასტერთან ავედით.

მე ცოტა წინ გავიქეცი, ფოტოების გადაღება რომ მომესწრო

Image


Image


Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Int3lig3nt » 25 აპრ 2009, 02:37

ესეც ჩვენ :)

Image

მონასტრის ისტორია:

Image

ზღარბის და თეოს ანარეკლი, ჭისებრ ნაგებობაში

Image

ეს ისე, მონასტრის წყარო და თიხის ჭიქა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მანდ დევს.
მიკვირს, აქამდე როგორ არ გატყდა :).

Image

15 აკლდა უკვე პირველს. მიკროავტობუსი კი არ ჩანდა.
მონასტრამდე ცუდი გზებია და ალბათ გაუჭირდა ჩამოსვლაო, დავასკვენით.
ავიკარით გუდა-ნაბადი და ავუყევით ფეხით გზას.

Image

გზა რთული იყო. ნახევარ საათზე მეტი მოვუნდით ზემოთ ასვლას.
თან ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მაგრად დაცხა.
როგორც ზღარბმა დაწერა, ერთ დღეს თოვლში და ყინვაში გვიწევდა სველი ფეხით სიარული... მეორე დღეს კი მზეს გავურბოდით :)

მიკროავტობუსი რანჩოდან 200 მეტრით ქვემოთ გვიცდიდა.
მეტი ვეღარ ჩამოვედიო.

ჩავსხედით და წამოვედით თბილისში :).

სულ ესაა.
თუ რამე გამომრჩა, დანარჩენები დაწერენ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by Tamusia » 25 აპრ 2009, 17:04

ინტელ

არ შემიძლია არ შეგაქო: საოცრად ცხადი და ზომიერი რეპორტაჟები გაქვს ხოლმე
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Post by z g a r b i » 25 აპრ 2009, 21:59

Int3lig3nt

მშვენიერი იყო :!: :!: ვეთანხმები თამუსიას :)

VooDoo-ს და ჯაბას ფოტოებს ველოდები :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]