პატპუტინა, არჩილი და ლამა წარმოგიდგენთ:
"კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი
I ნაწილი
პროლოგისათვის
ტურის მენეჯერი: არჩილი
ტურის მუზა: პატპუტინა
ტურის გიდი: პატპუტინა, ლამა
ტურის აღმოჩენა: ქოჩო
ვიწყებთ მოყოლას.
არა-ჩვეულებრივ, სამთო ქიმიასთან შეხვედრის ფოტოკოლაჟით ან სქემებით, არამედ მთავარი მესიჯით ვიწყებთ...
მთავარი მესიჯი კი ასეთია: დღევანდელმა ლაშქრობამ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი კარაველების გაზარმაცების შესახებ და აჩვენა, რომ მოთხოვნა თავგადასავლებზე, ფეხით სიარულზე, დაღლაზე, ფორთხიალზე, დასვრაზე, დაკარგვაზე, ფრენაზეც კი ძალზე დიდია...
რომ ყოველი ასეთი გასვლაა კარავი და ეს ვართ ჩვენ - კარაველები.
დღევანდელი გასვლა სიახლეებით და აღმოჩენებით იყო სავსე. უამრავი დებიუტანტი, არაერთი აღმოჩენა...
ლაშქრობების მართვის მიდგომაზე მუშაობა. მუშაობს გუნდი და მაქსიმალურად ყველა, მენეჯერი კი მთლიანობას ქმნის იდეიდან დაწყებული - დამშვიდობებით დამთავრებული.
ამ ლაშქრობაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და კიდეც ლამაზად გამოვიდა... მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს ცოტა ლოდინი მოუწია... არ გაესწროთ გიდისათვის და

არ მოუწევდათ ლოდინი
სანამ ამბებსა და თავგადასავალს შევუდგებოდეთ ყველა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ადმინიდან და ჭუნადან დაწყებული და ახალი კარაველებით დამთავრებული.
ახლებმა განსაკუთრებით იყოჩაღეს, კიდეც ისიამოვნეს, იმედია, და სანიმუშოდაც იარეს საკმაოდ რთულ მარშრუტზე...
ყოჩაღ! ყოჩაღ! ყოჩაღ!