ვაზი და ვაზის კულტურა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by caucasica » 02 თებ 2009, 13:20

თანაკარველის ქვევრის დახმარებით უამრავი რამ შევიუტყვეთ ვაზის და ზოგადად ვაზის კულტურის შესახებ:მოვლა, მოყვანა,ჯიშები ამა თუ იმ სასმელის დაყენების ტექნოლოგია და სხვა. სამწუხაროდა უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა თემაშია გაბნეული იქნებ მოვახერხოთ და ერთ თემაში მოვუყაროთ თავი :D
qvevri wrote:Image
ასურეთული
ასურეთული (ასურეთული შავი) ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ჯიში ახლო წარსულში ასურეთის ტყეებში იქნა აღმოჩენილი, საიდანაც მიიღო ეს სახელწოდება. სამეურნეო დანიშნულებით ასურეთული საღვინე მიმართულებისაა. უხვმოსავლიანობისა და წვენის მაღალი გამოსავლიანობის გამო მისგან მზადდება ღია წითელი ფერის ორდინარული სუფრის ღვინო, რომელსაც ახასიათებს შედარებით დაბალი ალკოჰოლი, ხალისიანი სიმჟავე და კარგი გემური მაჩვენებლები. გარდა ამისა მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება ყურძნის უალკოჰოლო წვენის დასამზადებლადაც. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. იგი მასიურ მწიფობაში სექტემბრის 15-20-დან შედის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ასურეთელის ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია.
ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა. ზოგჯერ დიდი. ცილინდრულ-კონუსურია, ხშირად უფორმო. განტოტვილია და მხრიანი. მტევანი მკვრივია ან ძლიერ მკვრივი, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა და მომრგვალო, რომელიც სრულ სიმწიფეში იღებს მუქ იისფერს, გარდამავალს შავ ფერში. თხელკანიანია. საკმაოდ ხორციანია და მომეტებულწვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
Last edited by caucasica on 08 დეკ 2009, 20:06, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 02 თებ 2009, 13:52

ფრიადი მადლობა ესოდენ დიდი ნდობისათვის. მინდა გითხრათ, რომ ამ თემაში გავმართოთ კითხვა-პასუხი ქართული ვაზის შესახებ და თუ ვინმეს აინტერესებს რაიმე ამ თემის გარშემო დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ და გავუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. ამ თემაში მე შიგა და შიგ დავაწყობ ქართული ვაზის ჯიშების სურათებსა და ტექსტებს, მაგრამ თუ რომელიმე თქვენთაგანი კონკრეტულ შეკითხვას დასვავს მაშინ უფრო მეტი ინტერესითა და სიამოვნებით გავცემ პასუხს დასმულ შეკითხვას.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 02 თებ 2009, 18:03

გადავინაცვლოთ გურიისაკენ
Image
ორონა
ორონა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს.
ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული.
ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ორონა საკმაო გამძლეობას იჩენს. ჯიშს ყვავილცვენა არ ახასიათებს. ორონა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ პროდუქციას იძლევა სამხრეთისაკენ მიმართულ არა მძიმე და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე.
ჭაჭაზე დადუღებული ორონას ღვინო მუქი მოვარდისფრო და ექსტრაქტულია, ამავე დროს საკმაოდ სხეულის მქონე და ხალისიანი სასმელია.
ორონა მიეკუთვნება საკმაოდ ხარისხოვან პროდუქციის მომცემ ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 02 თებ 2009, 20:24

ქართული ვაზის ჯიში "მხარგრძელი"
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by caucasica » 03 თებ 2009, 14:24

qvevri
დიდი სიამოვნებით "ვიყოლიებდი" "მხარგრძელს" ჩემს ვენახში.

და ერტი ვაზის ჯიში მაინტერესებს ზეიმბერიი რა ინფორმაცია გააქვს ამ ჯიშზე და მისგან დაყენებულ ღვინოზე.
და კიდევ სულ კამათი მომდის ხოლმე ერთ ტემაძე კერძოდ ჩემთვის ცნობილია რომ ე.წ. "თეთრი ადესა" დაბალი საღვინე ღირებულების ყურძენია.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by caucasica » 03 თებ 2009, 14:25

qvevri
დიდი სიამოვნებით "ვიყოლიებდი" "მხარგრძელს" ჩემს ვენახში.

და ერტი ვაზის ჯიში მაინტერესებს ზეიმბერიი რა ინფორმაცია გააქვს ამ ჯიშზე და მისგან დაყენებულ ღვინოზე.
და კიდევ სულ კამათი მომდის ხოლმე ერთ ტემაძე კერძოდ ჩემთვის ცნობილია რომ ე.წ. "თეთრი ადესა" დაბალი საღვინე ღირებულების ყურძენია.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 03 თებ 2009, 16:19

caucasica
რაც შეეხება თეთრ ადესას: ეს გახლავთ ამერუკული ჰიბრიდი "ნიუ"-- ქართულად "ახალი" რომელსაც თეთრ ადესას ეძახიან, ასევე ეძახიან ნოეს ვაზსაც და ნოასაც. ეს ვაზი ნოერთან არაფერ შუაშია და ეს სახელი მან შეიძინა თავისი ამერუკული სახელიდან "ნიუ" (ისე ნოეს კი გავს მართლაც ეს სახელი...). მოკლედ ჰიბრიდია და მისი ღვინო -კანონით ვაზისა და ღვინის შესახებ იკრძალება. ცოტა კრიტიკული შეფასება გამომივიდა, მაგრამ ესეა და მე რა ვქნა?
Last edited by qvevri on 04 თებ 2009, 09:44, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 03 თებ 2009, 20:18

caucasica wrote:qvevri
დიდი სიამოვნებით "ვიყოლიებდი" "მხარგრძელს" ჩემს ვენახში.

და ერტი ვაზის ჯიში მაინტერესებს ზეიმბერიი რა ინფორმაცია გააქვს ამ ჯიშზე და მისგან დაყენებულ ღვინოზე.
და კიდევ სულ კამათი მომდის ხოლმე ერთ ტემაძე კერძოდ ჩემთვის ცნობილია რომ ე.წ. "თეთრი ადესა" დაბალი საღვინე ღირებულების ყურძენია.
ეს ჯიში არც გამიგია... ისე კი ხშირად ხალხი თვითნებურად არქმევს სახელებს ვაზს, ასე მაგალითად რატომღაც ყურძნის ჯიშს "მოლდავანკას", რომელის არის საღვინედ გამოუსადებარი შეარქვეს ალადასტური და ვისაც არ ეზარება ყველა ალადასუურს გაიძახის ამ ჯიშის მიმართულებით. ეს ვაზი (მოლდავანკა) ძალიანაა გავრცელებული საქართველოში, რომლის გავრცელებაც ბოლო ათი წლის წინ დაიწყო და თვით კახეთშიც კი მოიკიდა ფეხი. მე პირადად ასეთ ჯიშებს უჯიშო ჯიშებს ვეძახი ხოლმე.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ttt » 26 მარ 2009, 20:06

ეხლახანს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანამ" გამოსცა 2009 წლის კალენდარი, სადაც ქართული ვაზის 24 ჯიშია აღწერილი. გაეცნობით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართულ ვაზის ჯიშებს,. შემდგომში იგეგმება სხვა გამოცემებიც :)
1. ხოფათური
2. ავშილური
3. ხუშია
4. კახური ჭროღა
5. ასურეთული შავი
6. ჭიჭიბერა
7. ორონა
8. ხარისთვალა თეთრი
9. ამლახუ
10. ჩიტიკვერცხა
11. ღვანურა
12. ოქროულა
13. საფენა
14. მგალობლიშვილი
15. ჭუმუტა
16. ჭნორის თეთრი
17. ბუერა
18. საწურავი
19. ალმურა
20. კახური ღრუბელა
21. ჭვიტილური
22. შავთხილა
23. ტაგიძურა
24. ინგილოური

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 26 მარ 2009, 20:34

ttt
უი რა საინტერესოა... სად შეიძლება მაგ კალენდარის შოვნა. შემთხვევით ერთი ცალი ზედმეტი ხომ არა გაქვთ?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ლეონტი » 26 მარ 2009, 21:08

qvevri
ბოდიში უტაქტო ჩარევისტვის, სანამ თთთ გიპასუხებთ მე გეტყვით, ამას წინათ შემთხვევით ვნახე მეორადების მაღაზიაში 20 ეგზემპლარიღა იდო პერეხადნოი ხიდზე, თუ იჩქარებთ მიასწრებთ.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by ttt » 28 მარ 2009, 00:17

qvevri wrote:ttt
უი რა საინტერესოა... სად შეიძლება მაგ კალენდარის შოვნა. შემთხვევით ერთი ცალი ზედმეტი ხომ არა გაქვთ?
შეგიძლიათ თვით ,,ელკანაში" შეიძინოთ
მისამართი: გაზაფხულის ქუჩა #16 ( დელისთან საბაგიროს გვერდზე ასხვევი ქუჩაა)
0177, თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 536487
ფაქსი: (+995 32) 536487
ელ. ფოსტა: biofarm@elkana.org.ge
www.elkana.org
სამწუხაროდ მე ზედმეტი არ მაქვს :(

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by paata_ » 28 მარ 2009, 00:27

ttt

დიდი მადლობა

იქნება კიდე?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by qvevri » 30 მარ 2009, 08:44

paata_
თუ იშოვე ჩემთვისაც გაითვალისწინე რა ერთი ცალი...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ვაზი და ვაზის კულტურა

Post by paata_ » 30 მარ 2009, 19:17

qvevri

მე რამდენიმე მინდა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]