სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by guruli » 15 ივნ 2006, 19:50

ყველას, ყველას, ყველას!!! ალპინისტს, მეკლდეურს, ექსტრემალს, მოგზაურს, მაწანწალას ბილიკზე და ასფალტზე მოარულს, მედიის წამომადგენელს, ვინც ამ და სხვა ფორუმებით სარგებლობთ!
ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე იქ სადაც შენდება ივანიშვილის სასტუმრო და არის კარი, საიდანაც 60 წელზე მეტია ალპინისტები დადიან შედგება იმ ხალხის შეხვედრა მედიის წარმომადგენელებთან, ვისაც ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურების ბედი ადარდებს!!!
16 ივნისი, 19 საათი - ბოტანიკური ბაღის შესასვლელი ლეღვთახევში.

მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს - პოზიციიდან, ოპოზიციიდან, საქარველოდან და მის ფარგლებს გარეთა ტერიტორიებიდან!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by Gvalva » 15 ივნ 2006, 21:25

ყველას, ყველას, ყველას! დავეხმაროთ მეგობრებს!!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by mika » 16 ივნ 2006, 00:32

guruli

მაგ მშენებლობის დირექტორი არის მამაჩემი :?
medical student

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by Mao » 16 ივნ 2006, 03:59

mika

:D :D :D :D gamariazhdi??? :D :D :D
sulit da gulit tqventan var. samtsuxarod amjerad mxolod ese :( :( :(
together on the top!!

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by toga » 16 ივნ 2006, 09:17

Mao
ეგ რანაირი სულიძთ და გულით ყოფნაა :D :D :D აი ესე უნდა იყო :D

User avatar
luka95
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 27 დეკ 2005, 19:02
Location: Tbilisi
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by luka95 » 16 ივნ 2006, 09:34

მე დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ არ მცალია :(
mogzauroba mogzauroba da mogzauroba.

User avatar
a12
მაწანწალა
Posts: 621
Joined: 15 ივნ 2005, 11:38
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by a12 » 16 ივნ 2006, 11:15

რას ამბობთ ალბათ მანდ დავდიოდი 2 წელი რას ქვისა არ უშვებენ?
ბიჭები მყინვარზე არიან წასულები.
მღეს 7ზე მამულიშვილების პრეზენტაციაზე უნდა მივიდე თორემ აუცილებლად წამოვიდოდი
მართლა იპოვა კონჭკათში დათიკო ნებიერიძემ დინოზავრის კვერცხები?

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by niamori » 16 ივნ 2006, 11:55

ვისი მამა, ძმა, შვილი, ბიძა და ა.შ. არ უნდა იყოს მშენებლობის დირექტორი, მოადგილე, დაცვის უფროსი და ა.შ. დღეს ბოტანიკურში აღარ შეგიშვებენ, ხვალ მდინარეების პრივატიზაციას გააკეთებენ, ზეგ ჰაერის და კიდევ მერე სპელეოლოგებსაც მიადგებიან... "რევოლუციის" მოწყობა არავის არ უნდა, მაგრამ სანამ დროა, იმ ადგილს მაინც მივხედოთ და შევინარჩუნოთ, სადაც გიორგი ნიკოლაძე, ჯაფარიძეები, ხერგიანები, გელდიაშვილები... და დრევანდელი აპლინიტური და მეკლდეურთა თაობები იზრდება... სპორტის სხვა სახეობებისტან განსხვავებით აქ გაერთიანებულებს ხელფას და სტიპენდიებს არავინ უხდის... სავარჯიშოდ და ფორმის შესანარჩუნებლად ისინი მთელი დღის მუშაობის შემდეგ მოდიან...
ამგზის ჩაკეტვით ისინი უბრალოდ მივლენ სავარჯიშო ადგილამდე, ერთი-ორს ჰაერს ღრმად ჩაისუნთქვენ, ფორმას გამოიცვლია და უკვე სახლში წასვლის დროც დადგება... იმ გზით საიდანაც "დაცვები" მიგითითებენ იარო, ნორმალური ადამიანი მარტო ვერ წავა. ვიყავი გუშინ და ვნახე. თან თუ გზა კარგად არ იცი შეიძლება ისე დაიკარგო, რომ... ყრია შპრიცები, ბოთლები, დახეული მატერია, ზოგო რისიდა ზოგიც რისი. მიდით და ნახეთ!
ამას გარდა მარტო გზაზე არ არის საუბარი... აპირებენ იმ ბოძების ჩაჭრასაც რაზეც საცოცი თოკის დაცვა კეთდება.
არ მგონია, რომ ამის ინიციატორი ბიძინა იყოს... უბრალოდ ბიძინასთანაც, ბადრისთანაც, თუგინდ იმ ხალხთან ვინც ხელისუფლების სატავეებშია, ნუ მიწყენენ და არიან პატარ-პატარა "პეშკა-ჩინოვნიკები", რომლებიც დიდკაცობანას ან დიდქალობანას თამაშობენ... პირველკაცებმა კი დამიჯერეთ, უმეტესწილად არ იციან, რა კეთდება მათი სახელით!!!ამას გარდა არიან ისეთებიც, ვინც უნდა ხმა ამოიღოს, მაგრამ სირაქლემას პოზიციას დაიკავებენ... არა, რა პოზიციაზეა და ოპოზიციაზეა საუბარი? ბოტანიკური ბაღის ამ შესასვლელს ართმევენ სოლოლაკელებსაც...
მოკლედ შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ დაფიქრდით!!!
ერთხელ, დუდუ დადიანმა ვოვა სტეფანიას წერილი მიწერა - ნაკრებს ახლა სჭირდები, თორემ სპორტი დამთავრდება და კაცობა დარჩებაო... ალბათ, მთავარია ეს კაცობა და ადამიანობა არ დავკარგოთ!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by Gvalva » 16 ივნ 2006, 12:07

niamori

მე ვერ გავიგე, იმ ჭიშკარს საერთოდ აღარ გააღებენ თუ გაღება ფასიანი იქნება??

ხომ შეიძლება მოინახოს გამოსავალი: გაკეთდეს ფედერაციის საშვი, რომელიც მიეცემათ მოვარჯიშეებს, და ამ საშვის მქონე ადამიანები უფასოდ შევლენ ამავე კარებიდან. მოვარჯიშეებიც ერთხელ მივიდნენ და ეს საშვი გააკეთონ ფედერაციაში.

რაც შეეხება მილების გადაჭრას, ეს ვის მოუვიდა აზრად??? არ მინდა დავიჯერო!! თორემ ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ჩვენს გოგო-ბიჭებს ფეხი ან მკლავი მოაჭრან შემდეგ ეტაპად!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by გვალდა » 16 ივნ 2006, 12:21

niamori
მაგარი სიტყვა იყო! :!:

გამაჟრიალა თავიდან ბოლომდე. :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by guruli » 16 ივნ 2006, 13:21

გვალდა
ცნობისათვის - პირველი პოსტიც მაგის დაწერილია, ჩემი ნიკით ისარგებლა. მე არ მეცალა და მაგას გავახსნევინე, თორემ ვერ გადავურჩებოდი მაგ მართლა დრაკონს. :wink:
ისე, mika-ს გამბედაობაც შემიქია ამის დაწერისთვის
მაგ მშენებლობის დირექტორი არის მამაჩემი
mika, მამაშენს ურჩიე, მშენებლობა კი არა, რაც შეიძლება ღრმა აკოფი ეძებოს. :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by გვალდა » 16 ივნ 2006, 14:16

guruli
:D :D

პ.ს. ისე, ჩვენ, ადამიანებსაც კულტურული მეთოდებით როდის გაგვყიდიან? :roll: :oops:
სვანეთოლოგი

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by Gvalva » 16 ივნ 2006, 14:40

გვალდა

გაჩერდი თორე, ამერიკას ომი გამოვუცხადეთ და დავნებდითო ხო აგვიხდა და ეხლა ეგეც არ აგვიხდეს :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by Kakha » 16 ივნ 2006, 14:54

გვალდა
Gvalva
რაღაი მაინც გაოფტოპიკდა და ამაში ადმინიც ჩაერთო მინდა ვთქვა, რომ მე პირადად ვიყიდები ყოფელ დღე, ანუ ვყიდი იმას რაც შემიძლია და ვიცი და ამაში ხელფასს მიხიდიან. მართალი გითხრა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

მსგავის კონფლიქტები კი მთელს მსოფლიოში მინახავს, არადა საკმოდ ბევრგან ვარ ნამყოფი. ჰოდა საზოგადოების ვალია ხმა აიმაღლოს და შეეცადოს კომპრომისული ვარიანტამდე მივიდეს. მაგალითად ისეთ ვარიანტამდე რომელსაც გვალვა აღწერს.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
სოს!!! ალპინისტებს ბოტანიკურში აღარ უშვებენ

Post by mika » 16 ივნ 2006, 21:51

guruli
თან თვეშო 2ჯერ ნახულობს ხოლმე ეხლა თბილისში არაა...
მაგ მშენებლობაზე რომ მივა შეგატყობინებთ თუ გინდა და დახვდით :D :D
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]