ვინც მე არ მიცნობთ, მოგახსენებთ, რომ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ადამიანის, მირანდას თანამშრომელი ვარ... ეკა-კაკატული, მაგრამ უკვე მხოლოდ რამოდენიმე საათით. ორშაბათიდან მირანდა ჩვენი ოფისიდან გადადის ახალ სამსახურში. ვინაიდან მირანდამ თავი დაგვამახსოვრა როგორც უაღრესად მხიარულმა და კარგმა ადამიანმა, გადავწყვიტეთ მისი წასვლა განსაკუთრებულად აღგვენიშნა.
რადგანაც მან ჩვენს ოფისურ რუტინაში "კარვული" მხიარულება შემოიტანა, ჩვენი გაცილების მთავარი ატრიბუტი გახდა კარავი.... დადგმული შუა ოფისში

მირანდას ოფისური ზედმეტი სახელი წილად ხვდა ერთი შეხედვით არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ სამაგიეროდ სიყვარულით და მოფერებით შერქმეული - "გოიმი". წარწერაც კარავზე შესაბამისი გაკეთდა. შიგ კარვულ-ოფისური სუფრაც გაიშალა და მირანდას დასახვედრად გავემზადეთ.

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია საერთაშორისოა, შესაბამისად მისთვის განკუთვნილი სადედოფლო კაბაც ამ საერთაშირისო სიმბოლიკას მაიცავდა.

თავზე გვირგვინიც დავადგით

თუმცა დედოფალმა გვირგვინზე გაკეთებული წარწერა ოდნავ მოგვიანებით ამოიკითხა


და გაიმართა მხიაული ოფისურ-კარვული "ლანჩი"


დედოფალი სუფრის თავში, რა თქმა უნდა

იდეის ავტორთან ერთად...

აი ასეთი იყო ჩვენი დედოფალი ბოლოს...

და მე, თვენი ერთგული...
