GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2008, 03:41

ele wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აბა გადაგვირჩენია და რაღაა სანერვიულო?
ორთავიანი არწივიც კი ვერას დაგვაკლებს !?.
:roll:
რა ადვილად უყურებ ამ ყველაფერს...

ARCHIL_i wrote: მაქვს იდეა, გოგა - იგივე "გამარჯბა საქართველო" წამოვაყენოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის (წშემდგომში საქართველოს სოფლის მეურნეობისა ა და სრულიად დასუფთავების) მინისტრის კანდიდატად...

მე მხარს ვუჭერ...
:roll: :wink: :D
არ იშლი, არა, შენსას?
კანდიდატობის რა გითხრა, მაგრამ ნაგვის დამყრელთა დამჯარიმებლად კი დიიიიიიიიიიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.
და სა1ოდ, ძნ მაინტერესებს, აბრებს რომ გვიწერენ, დამნაგვიანებელი 200-500 ლარით დაჯარიმდებაო,
როგორც აღმოვაჩინე, ნაგვის დამყრელებზე ჯარიმის გამომწერი სამსხური არც კი ყოფილა შექმნილი.

თბილისში, თითქოს, რაღაც ამდაგვარი კია შექმნილი, მაგრამ საქართველო მხოლოდ თბილისია?
ყველაზე სუფთა ხალხად კარაველები მიმაჩნია, მაგრამ შატილში ზოგი1 ისეთ შავ საქმეში შევნიშნე, შემრცხვა, რომ იქ ვიყავი.
ხმამაღლა გავიძახოდით, ნაგვის პარკები გვაქვს, არავინ დაანაგვიანოთ აქაურობა-მეთქი, მაგრამ რად გინდა...
ეეჰ...
არა, ხელის ცაქნევა მაინც არ შეიძლება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ele » 11 ივლ 2008, 11:08

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ele wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აბა გადაგვირჩენია და რაღაა სანერვიულო?
ორთავიანი არწივიც კი ვერას დაგვაკლებს !?.
:roll:
რა ადვილად უყურებ ამ ყველაფერს...


GAMARJOBA SAKARTVELO


სამწუხაროა ნაწერს ის ტონი რო არ მოყვება როგორითაც წარმოვთქვი ეგ,

თორემ ნამდვილად მიხვდებოდი რომ ადვილად არ ვუყურებ ამ ყველაფერს. . .

:wink:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

irine.i.
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 07 აპრ 2008, 00:29
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by irine.i. » 13 ივლ 2008, 10:52

ყურადღებით წავიკითხე მთელი 11 გვერდი. სიტყვა არ გამომიტოვებია.

ყველა სურვილი ლამაზია, მეტიც, ბუნებრივიც კია.

ყველა იდეა მშვენიერია, განხორციელების გეგმებზე, სულაც არ მიფიქრია, უბრალოდ გამიხარდა ასეთი ფიქრები.

ვერ შევძელი უთქმელობა, თითები თავისით მიეწება კლავიატურას :lol:

წლების წინ ერთი ფრანგის დაწერილი წიგნი წავიკითხე, დასწყევლოს ღმერთმა ეს სკლეროზიო, რომ იტყვიან, აღარც წიგნის სახელი მახსოვს და ვერც იმ ფრანგის გვარს ვიხსენებ.

ამ ხსენებული ფრანგის აზრით, დაკარგული ატლანტიდა, არც მეტი, არც ნაკლები ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა თურმე, რომელიც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიად ითვლება. ოქროს ქალაქი იყოო ატლანტიდა, ამბობს ლეგენდა, ყველა შენობა ოქროსი იყოო. ამ ლეგენდას როცა ვიხსენებ, ყოველთვის მაგონდება ერთი რუსი ჟურნალისტის მგზავრობის ამბავი საქართველოში, რომელმაც, ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან, რამოდენიმე წლით ადრე გაგვლანძღა, მიწასთან გაგვასწორა, თუმცა რატომღაც მაინც სთქვა, რომ "ვ გრუზიი, ნა კაჟდომ ძერევე, ბრილიანტი რასტუტო" :roll: ისევ სკლეროზის ამბავია სახელ-გვარები, მაგრამ ეს ამბავი ისეთი გახმაურებული იყო მაშინ და ისეთი მწარ-მწარი პასუხები მიიღო უმადურმა სტუმარმა, რომ მაშინდელ 2 კინკილა გაზეთში უცებ იპოვის ადამიანი საჯაროში თუ წავა. იქ სადაც ოქროა, აუცილებლად იქნება ძვირფასი ქვები, მითუმეტეს კი ბრილიანტი, ნამეტანი უხდება ერთმანეთს.

ჰო! ლეგენდისა და რუსის აბრჭყვიალებულ თვალებზე კი, გურამ ასათიანი არ მომგონებოდა, შეუძლებელი იყო, ისე, ვინც ძალიან მიყვარს, მის სახელ-გვარზე კი არ მემართება ხოლმე სკლეროზი :lol: ხოდა, ბატონი გურამის აზრით, ქართველს მზესავით სული ჰქონია, ისე ლამაზად წერს ქართულობაზე, წმინდა წყლის მამულიშვილიც რომ იყო, კიდევ მეტი მამულიშვილობა მოგინდება. ქართველი, მუდამ იმიტომ მეტოქეობს ქართველსავეო, რომ ამ დედამიწაზე, სხვა არც არავინ არის მისთვის ღირსეული სამეტოქეოდ სხვა ერშიო. მზეც აკი ოქროსთან ასოცირდება, ან პირიქით, ოქრო იწვევს მზიურობის განცდას, მაგრამ არა როგორც მეტალი.

21 საუკუნეა და დროში ჩარჩენილი არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყანა. თვითგამორკვევისა და საკუთარი გზის გააზრების თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული ადრე, აქვს ეხლაც, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. რას ვეძახი ქართულ დროში ჩაურჩენლობას? რასა და ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში ხდებოდა, იქმნებოდა, პირველები თუ არა, ნამდვილად უკანასკნელები არ ვიყავით ინფორმაციის მიღების რიგში. რიგი და ქართველი?! :D თვითონ სიტყვა, ჩამორჩენილობა, იმდენად შეუფერებელ-შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ თუნდაც ამიტომ ვერ ვიქნებოდით ჩამორჩენილნი. ხოდა ავირიეთ და დავირიეთ, მუდამ სხვის განკარგვასა შინა მყოფმა ზესულიერი ერის ქვეყანამ, საკუთარი მზიური სულის წინსვლის ნაცვლად, აჯაფსანდალი მიიღო. ისიც გვინდა და ესეც. თავი მოგაბეზრეთ ამდენი ლაპარაკით, მოკლედ დავასრულებ ეხლა და...

ჩემს სურვილსაც ვიტყვი ბარემ. რომ ინებებდეს უფალი და გვიბოძებდეს დამოუკიდებლობას, სიტყვით კი არა, საქმით, ნაღდად, ფაქტად, მთელი მსოფლიო დაინახავდა( ჩვენ გვიყვარს როცა გვხედავენ, გვაქებენ, ვუყვარვართ, რადგან ასმაგად გვეხერხება მადლიანი კეთილშობილების უკან დაბრუნება, სხვანაირი ვერც წარმომიდგენია ქართველი), რომ საქართველო მართლაც არის ატლანტიდის მემკვიდრე. თუ სახელმწიფო ადამიანების გარეშე არ არსებობს, ძვირფასი მეტალით აგებული შენობები თუ წერია ლეგენდაში და სულ რამოდენიმე წლის წინ რუს ჟურნალისტსაც მოეჩვენა რომ საქართველოში ხეზე ბრილიანტები იზრდება, ეგება ქართული სულიერებაა ეს ოქრო და არა ხილული წიაღისეული, ეგება სწორედ ეს სულერება იწვევს პარანორმალურ ხილვებს, მე რა ვიცი?! ვითომ რატომ უნდა ჩამთვალოთ ჩემი მოსაზრების გამო ურაპატრიოტად?! ბერძნებმაც მაინცადამაინც ოქროს საწმისი მოგვპარეს. აი ასეა! ჩვენგან მიაქვთ ყველაფერი ღირებული საუკუნეებია, გვიტოვებენ ჭუჭყსა და წყალსაც გვიკეტავენ მერე, ემანდ ჭუჭყის ჩამორეცხვის ხასიათზე არ დადგნენ ქართველებიო.

ნეტავი ყველა თავს დაგვანებებდეს უფალო! აი, მერე ნახეთ თქვენა! დაწკრიალებული, უმშვენიერესი ქვეყანა თავისი ოქროს შენობებით, ქართველებით! არაფრის გატანა არ გვჭირდება, არც შემოტანა, უფლის საცხოვრებლად ღირსეულ მიწა-წყალზე, უფლის შვილობის ღირსი ხალხი ცხოვრობს, ოღონდ ვინ გვაცლის და უფლებას ვინ გვაძლევს, რომ ეს ღირსეული ნაზავი მიწისა და სულისა, ღიად გამოვაცხადოთ კი არა, რომ არ დავმალოთ შიშისა და მთლიანად გაქრობის რეალური საფრთხის გამო.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2008, 01:47

როგორ ჭირს ინტერნეტში საქართველოს ბილიკებიანი რუკების მოძიება.
რა იქნება, ვინმემ დადოს
თავის ვებ-გვერდზე, სადაც მათ დიდ ზომების ვერსიებს ან სხვა და სხვა გამოცემაში გამოქვეყნების ნებართვებს
გაყიდიან, მოლაშქრე-მოსიარულეებს კი სიარულში შეგვიწყობენ ხელს.
ვაჰ, არადა, წიგნისა თუ ატლასების სახითაც არ არის გამოცემული ბილიკების რუკები.
არადა, ბევრ ქვეყანას ეს საკითხი მოგვარებული აქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2008, 11:15

იმედია, ჩვენი დიპლომატია იმ ჭკუაზეც მოვა, უცხოეთის ბევრ ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები ვიზის
ასაღებად მოსკოვში აღარ გააგზავნოს.

და, სხვათა შორის, ფრენები აღდგება-არ აღდგება, არავის ვურჩევ რუსული ავიარეისებით მგზავრობას.
საქართველოს მოქალაქეებს სერიოზული დისკომფორტის რისკის ქვეშ არიან. იგულისხმება თვალთვალი, საბუთების,
ბარგის განსაკუთრებული შემოწმება, დახლებთან დიდ ხანს ლოდინი.
ამის გარდა, რუსული რეისებით ფრენით რუსეთისა და მისი კომპანიების ბიუჯეტს ვეხმარებით,
რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას აფინანსებს.

1მა თქვა, ვიდრე რუსეთში ჩვენი ღვინო და მინწყლები არ დაბრუნდება, რუსულ ნაწარმს არ ვიყიდიო.

ახლა იმასაც ამბობს, რომც დაბრუნდეს, მაინც აღარ ვიყიდი, რადგანაც ეს ჩემი და ჩემი ქვეყნის მკვლელობის ტოლფასიაო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ARCHILI » 26 აგვ 2008, 12:02

GAMARJOBA SAKARTVELO


კაი.. გოგა... ჩვენ თუ არვიყიდით მაგათ ნაქწარმს, ხომ იცი შიმშილით ამოწყდებიან უბედურები... ჩაეკეტებათ ბიზნესის ყველა გზა...

ცოდოები არიან...


ნუ ... რას ვუშვრებით ხომე რა ამ საწყალ რუსებს ეს ქართველები რა...

ხან მთელ შეიარაღებას ვუნადგურებთ -- ხან ეკონომიკას;


და აი.. რუსულ პროდუქტს თუ არ იყიდი, იმენნა მაგარი პატრიოტობაა რა... გეთანხები!!!

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by guruli » 26 აგვ 2008, 12:18

GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა იმასაც ამბობს, რომც დაბრუნდეს, მაინც აღარ ვიყიდი, რადგანაც ეს ჩემი და ჩემი ქვეყნის მკვლელობის ტოლფასიაო.
მეც მაგ აზრზე ვარ და რუსულ ნაწარს არ ვყიდულობ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2008, 12:54

ARCHIL_i wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


კაი.. გოგა... ჩვენ თუ არვიყიდით მაგათ ნაქწარმს, ხომ იცი შიმშილით ამოწყდებიან უბედურები... ჩაეკეტებათ ბიზნესის ყველა გზა...

ცოდოები არიან...


ნუ ... რას ვუშვრებით ხომე რა ამ საწყალ რუსებს ეს ქართველები რა...



ეჰ, არჩილი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს დავაკლებთ რუსეთის ბიუჯეტს.
ჩვენი ასეთი ქცევა გამოხატავს დამოკიდებულას შენი ქვეყნის მიმართ, ეს სიმბოლურია, სოლიდარულია...

და რაც ნაკლებად მოიხმარ მის ნაწარმს, მით ნაკლები გახდება შენი სამომხმარებლო დამოკიდებულება-ურთი1ობა რუსეთთან.
სამწუხაროდ, რუსული გაზის მოხმარებით საქართველო სერიოზულად ამდიდრებს რუსეთის ბიუჯეტს. და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ გვაქვს სხვა არჩევანი.

და უბრალოდ, რუსის თვალი კგდ დაინახავს, რომ მისი აგრესიული საქციელის გამო, მის წარმოებას არაფერი ესაქმება საქართველოში.
ასეთ დროს, კი რაღაც დროის შემდეგ ეგებ მათგან რომელიღაცამ სხვანაირადაც დაიწყოს ფიქრი...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by NINUCA » 26 აგვ 2008, 18:20

ერთ ჩემს მეგობარს ყოველთვის დავცინოდი ხოლმე, როცა რუსულ პროდუქციას პროტესტს უცხადებდა. დღეს კი აღმოვაჩინე რომ თურმე მეც იგივეს განვიცდი რუსეთის მიმართ. მართალია ჩვენი პროტესტით რუსეთის ბიუჯეტს ბევრს ვერაფერს დავაკლებთ, მაგრამ დამერწმუნეთ რუსეთის ეკონომიკა ამას იგრძნობს. მიხვდება რომ ასე თუ ისე ბაზრის არცთუმსხვილი მაგრამ ვფიქრობ მაინც მნიშვნელოვანი სეგმენტი დაკარგა საქართველოს ბაზარზე. გარდა ამისა კარგი იქნება თუ პროტესტს გამოვხატავთ რუსული საიტების მიმართ, რომელიც საშინელ დეზინფორმციას ავრცელებენ. ამით დაახლოებით 1/6 ით შემცირდება ტრეფიკი რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს რუსეთს რომ არც მათი საიტები ჭირდება ვინმეს. რაც შეეხება ავიარეისებს, პროტესტი მაშინ უნდა გამოგვეხატა და უარი გვეთქვა ფრენაზე, როცა კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს და ფეხქვეშ გათელეს ქართველები და სულში ჩაგვაფურთხეს, როდესაც ასობით ჩვენი თანამოქალქე სატვირთო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს და თავმოყვარეობა შეულახეს. უმძიმესი მოსასმენი იყო ჩემთვის როდესაც თურქმა ნაცნობმა მომწერა რომ მუსულმანურ დღესასწაულზე მიდიოდა და საქართველოსთვის ილოცებდა. ძალიან მწარე განცდა მქონდა რომ წარმოვიდგინე მუსულმანი ჩვენზე ლოცულობდა, მაშინ როდესაც ქრისტიანებს საქართველოსთვის განაჩენი გამოქონდათ კრემლში.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by lama » 26 აგვ 2008, 19:44

NINUCA wrote:მწარე განცდა მქონდა რომ წარმოვიდგინე მუსულმანი ჩვენზე ლოცულობდა, მაშინ როდესაც ქრისტიანებს საქართველოსთვის განაჩენი გამოქონდათ კრემლში.
რით ვერ გავიგეთ, რომ სარწმუნოებას არ აქვს მნიშვნელობა

ადამიანის და სახელმწიფოს ქცევის შეფასების დროს

რუსეთისთვის მართმადიდებლობა ყოველთვის იყო შირმა რითიც ინიღბებოდა

რუსეთის ჯარი საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინოს ჯვრით და მოახდინა ქვეყნის ანექსია და მეფობის გაუქმება ქართლსა და კახეთში

ახლა ამაზე წუწუნი, რომ აი რუსეთი ქრისტიანულია და თურქეთი კი მუსლიმანი

სისულელეა

ვენაცვალე ასეთ მუსლიმანებს


"ჩვენ ვიტყვით მარტო ჩვენა ვართ
მარტოს ჩვენ გვზრდიან დედანი
ჩვენა ვცხონდებით სხვას ყველას
კუპრში მიელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ
ღვთის შვილთ უკეთეს იციან
ყველანი მართალს ამბობენ
განა ვინაცა ჰფიციან?!"

ვაჟა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ARCHILI » 26 აგვ 2008, 22:40

მარტივად ვიტყვი: რუსულ პროდუქტებზე თუ რაღაც მისთანების მიმართ პროტესტი, გარდა იმისა, რომ ძალზე პრიმიტიული თვითგამოხატულების ფორმაა, ასევე ძალზე სასაცილოც...

სერიოზული ნაწილი კი ამ ქცევის მოტივაციისა ის არის, რომ ფობიების შედეგია და როდესაც რუსებს ვადანაშაულებთ ფობიაში, ცვენც არ უნდა დაგვემართოს იგივე...

ასეთი ქცევები კი ფობიაა და მეტი არაფერი...

თუ რამე ნორმალურია, იქნება ეს პროდუქტი თუ სახელოვნებო ნაწარმოები, არაფერს არ ვუცხადებ ბოიკოტს...

დილას, მაგალითად, ჩაიკოვსკის ვუსმენდი და ამჟამად დუბროვინს ვკიტხილობ ვინ იცის მერამდენედ...

და აბა, თქვენ იცით და ვინმემ გაზომეთ ჩემი პატრიოტიზმი ამ საზომით...

თქვენი საქმისა თქვენ იცით, ვაფასებ თქვენს გულწრფელ მოტივაციას, მაგრამ აქ ნუ აწარმოებთ "ამგდებ" პოლიტიკას. რომ სხვამაც ისევე დაგმოს განუსაზღვრელად ყველაფერი, რასაც თქვენ გმობთ...

ეს არის და ეს...

მე კი ვიტყვი, რუსეთის პრეზიდენტს თავის დამქაშებიანად კიდეც ვაგინებ ყველა შესაძლო გინებით (გულის მოსაოხებლად , ცხადია) და რისი ტრაკიც მექნება, ამ პოლიტიკან-მოძალადეების ყველა გამოვლინებას შევეწინააღმდეგები... ამავე დროს, დიდი სიამოვნებით მოვუდლემ რუს კომპოზიტორებს, წავიკთხავ რუსულ მწერლობას, ვნახავ რუს მხატვართა ნამუშევრებსა და ა.შ. და განა იმიტომ, რომ რუსულია, არამედ იმიტომ, რომ რაც კარგია, ის კარგია ზოგადად...

და... კიდეც ვიყიდი ყველა იმ პროდუქციას, რაც თუმცა რუსულია, ამავე დროს სარისხიანიც...

და სულ მკიდია, პატრიოტიზმის რა საზომით მიუდგებიან ჩემ ქცევებს... და თუ ამ საზომში ჩემი განწყობები ისე არ მოვხვდები, როგორც მრავალი პროპაგანდისტული მსხვერპლისა...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 26 აგვ 2008, 22:50

----------------------------
Last edited by ლეონტი on 27 აგვ 2008, 13:09, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ARCHILI » 26 აგვ 2008, 23:03

ლეონტი


მიუხედავად თქვენი დიდი პატივისცემისა, მე ასე არვ ვფიქრობ და თანაც რადიკალურად არ ვფიქრობ ასე...

თუმცა... ცხადია, ვაფასებ თქვენს აზრს...

მიუხედავად იმისა, რომ კამათი ჩემი სტიქიაა, ასეთ ემოციურ ფონზე კამათი არ ღირს...

მე ჩემი აზრი დავაფიქსირე... თქვენ-თქვენი...

მთავარია ჩვენ დავრჩეთ მეგობრებად!!!
Image

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by Sikvdila » 26 აგვ 2008, 23:31

Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Post by ლეონტი » 26 აგვ 2008, 23:41

ARCHIL_i
ჩვენი მიწიდან გაეთრენ და თავის ჩაიკოვსკი და ყველა პროდუქტი თვითონ მოიხმარონ.
1000 წელი მაგათი პროდუქტების გარეში არ გავწყდებით.
დასავლეთის აგორებულია რუსული კულტურის თაყვანისცემა, მაშინ როცა რუსმა ჯარისკაცებმა ყოველი მესამე ქალი გაჟიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]