უბრალოდ ხევსურეთი....

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 18 აგვ 2008, 12:55

caucasica wrote:1. ბორჯომ-ხარაგაული იანვარში და შემდეგშიც +( იანვარში იყვნენ და კიდევ მოესწრება ;))
2. ბოდბე
3. ბირთვისები
4. აბუდელაური
5. სვანეთი - მესტია-უშგული
6. ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი-ლენტეხი) ფეხით
7. თუშეთი
8. ხევსურეთი (შატილი-მუცო და ა.შ)
9. აბუდელაური
10. ყაზბეგი-გერგეტი-დარიალის ხეობა
11. ჯუთა
12. თრუსოს ხეობა
13. გოდერძის უღელტეხილი
14. ვარძია
15. ბახმარო
16. ტაბაწყური (ბაკურიანიდან ფეხით)
17. შოვი
18. სათაფლია
19. ნავენახევის მღვიმე
20. მყინვარი
21. ენგური-ხუდონი
22. ნოქალაქევი
23. ვაშლოვანი
24. ჯვარი-ზედაზენი
25. ბეთანია
26. დმანისი
27. ზემო აფხაზეთი, კოდორი
28. ბოლნისი-წუღრუღაშენი
29. პალიასტომი
30. პანკისის ხეობა
31. ძამის ხეობა-ქოზიფას მონასტერი
32. მთიანი აწარა:
32.1. კინტრიშის ნაკრძალი http://www.dpa.gov.ge/index.php?lan=ge&id=21&iid=119
32.2. მტირალას ეროვნული პარკი http://www.dpa.gov.ge/index.php?lan=ge&id=20&iid=215
32.3. მაჭახელას ხეობა
33. გუდამაყარი-ჩოხი გოდერზი ჩოხელის ხსოვნას მივუძღვნათ, წავიღოთ ნაწარმოებები და იქ წავიკითხოთ.( მერე კი ბექას ბაკურხევს ვესტუმროთ)
34 . სვანეთი ადაიშის მყინვარი
მარშუტი ჟაბეში-უშგული http://www.svanetitrekking.ge/geo/jabeshi_info.htm
ადიშის მყინვარი
Image


ყველაფერი ასე დაიწყო...


http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=60
Last edited by jaba picxelauri on 18 აგვ 2008, 13:54, edited 1 time in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by namcecuna » 18 აგვ 2008, 13:49

შემოდგომას, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში ოცნებად მაქვს ხევსურეთი...
იმედია ამისრულდება...

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by nusa » 18 აგვ 2008, 14:01

jaba picxelauri

მერე? :roll:
Image

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 18 აგვ 2008, 14:05

meore monadire wrote:ჩემი სოფლიდან გადავიდეთ უძირო ტბაზე, იქიდან ოხერხევზე და იქიდან აბუდელაურებზე :)

ყველაფერზე გეთანხმებით და ლოკოს ადგილს ვუთმობ და თუ უნდა ჩემს მაგივრადაც დადოს სამგზავრო ფული არ მეწყინება :)
ასეთი რაღაცები იგეგმებოდა...


http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... ht=#115165

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Mta Mkvarebia » 18 აგვ 2008, 14:20

კი ვიცი, რაც ხდება, მაგრამ მერე, მერე? :)
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by namcecuna » 18 აგვ 2008, 14:25

აი, მერე :

კიდევაც ვნახავთ ხევსურეთს...
წამო, ზღაპარში ...
Image

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 18 აგვ 2008, 14:38

meore monadire wrote:კვირის მოლოდინიო და ...

სანამ კვირა მოვიდოდეს, ისეთი კვირა,

ლამა რომ სიმღერის ხასიათზეა

კოტე იდეოგრაფიის

აბალდუი საუბრის

გობე სიმღერის

გვალვა გაკვირვების

გვალდაც გაკვირვების

გოგა ჩახუტების

ქვევრი თხრობის

შატილი და ბალალაიკა ტირილის

მე კი მოსმენის


მანამდე ისევ ამ თემას მოვაწყდები დახარჯვად

ისევ ლოთობას და შფოთობას მოფარებული

თითქმის გაზაფხულიც მოვიდა და ...

დიდი გასვლებიც დაიწყება

თუშეთი

ტობავარჩხლი

მერე უკვე

ჩემს მამულში დაველოდები კარველებს

და საფიხვნოში ჩამომსხდარი "გზას თვალით დავიჭერ"

საღამოობით, როცა ერთ დროს სახელიანი ხევსურების ნასახლარების ჩრდილები ფერდებს შეაწვება...

სიპ ქვაზე ჩამომჯდარს ისევ გამიყინავს სხეულს წინაპართა მამაცობანი...

მოხუცი ხევსურების ბუბუნით ნათხრობი...

ისევ დავავსებთ ჭიქებს წინწარაქალით ...

ხვალინდელი დღის დადგომას დავლოცავთ ...

მჭვარტლიან ფანდურს ჩაუსვამ ხელს ...

და ისევ დავაწყობ ამბებს კარველებისად სათხრობად...

მერე იოცნებებოდა...

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... %98#101759

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 18 აგვ 2008, 14:44

შაბათს მივდივართ მეც და ჩემი ძმაც, და კიდევ მოდიან მსურველებიც რომელთა რაოდენობა ჯერ არაა გარკვეული...

მიგვაქვს ყველაფერი, რაც მხოლოდ მ(ი)თიური დასვენებისთვისაა საჭირო, და არაფერი აქვს საერთო ცივილიზაციასთან

იქნება ნადირობა, მწირი ჭამა, უთავბოლო სმა, და ბევრი პოეზია მთებში :)



ასე იწყებოდა...
Last edited by jaba picxelauri on 18 აგვ 2008, 14:57, edited 1 time in total.

jaba picxelauri
ბოდიალა
Posts: 156
Joined: 15 ივლ 2008, 22:32
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by jaba picxelauri » 18 აგვ 2008, 14:56

გასვლა 23 აგვისტო 2008 წელი
დაბრუნება 31აგვისტო 2008 წელი


წამომსველია ყველა, ვისაც სურვილი ექნება და ვინც რამდენიმე დღეს გამონახავს 23 აგვისტოდან 31 აგვისტოდან

(ეს პოსტი ჩასწორდება, როგორც კი თითოული დღის გეგმები საბოლოო სახეს მიიღებს, იქნება ნადირობები, ქამა სოკოს კრეფა, ძირძველ ხევსურებთან სტუმრობა, ორი მწვერვალის დალაშქვრა, 2800 იანის და 3000 იანის, უძირო ტბაზე გადასვლა, დევების ნასახლარების ნახვა, ჭიუხების ძირას ღამის გათევა, აბუდელაურებზე ჩასვლა, ძველი საქართველო რუსეტის გზაზე გასეირნება, აჯანყებულ ხევსურთა და რუსების 12 არმიის ბრძოლის ველის ველის მონახულება და დაღუპულ რუს სალდათთა საფლავებისთვის პატივის მიგება(ეს შეიძება ამოვიღოთ) მარიამობის წარმართულ დღე სასწაულზე დასწრება, პირიმზე ფუძის ანგელეზობის წარმართულ დღე სასწაულზე დასწრება, არაგვის სათავეებში საბანაოს დაგუბება, უძველეს წისქვილში სტუმრობა, მუცოში აღმოჩენილი ნიშნების ჩემს სოფელში არსებულ ნიშნებთან შედარება, ჩოხის მთებში მზის ჩასვენების ხილვა, მზის სხივების ათამაშების ხილვა, ჭიუხის ძირში ნანადირევის მწვადებით და ბალალაიკით და პოეზიით ღამის გატეხვა (რამდენიმე სიურპრიზი ბოლომდე არ გახმოვანდება ;))

ასე იგეგმებოდა :)
Last edited by jaba picxelauri on 18 აგვ 2008, 16:46, edited 1 time in total.

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by bela » 18 აგვ 2008, 16:20

jaba picxelauri

შენა და, ასე იგეგმებოდა რას ნიშნავს?

აბა, ცოტა მეტად დაკონკრეტდი....

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by lika-li » 18 აგვ 2008, 16:57

ვახ!!! რა ძალიან მაცდუნებელია.

ხევსურეთი ჯერ სურათებიდან მიყვარდა, მერე კარველებთან ერთად ვნახე პირველად და აქამდე მომყვება მისით აღტაცება.

მაგრამ.... :( ამდენი თავისუფალი დღე სად გამოვნახო?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by Int3lig3nt » 18 აგვ 2008, 17:58

lika-li
ამდენი თავისუფალი დღე სად გამოვნახო?
მართლაც რომ მაცდუნებელი შემოთავაზებაა, ისეთი, მაცდუნებელი, რომ გაგაჟრიალებს ტანში...

მაგრამ მეც შენს გასაჭირში ვარ :(.
სამსახურს რა ვუყო :(.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by bela » 18 აგვ 2008, 18:37

იმედი მაქვს, 23-მდე ჯარები გავლენ, და სიტუაცია მეტად არ გრთულდება...

რაღაცნაირად მრცხვენია, ისე გამიხარდა ბექას შემოთავაზებები...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by ნინი_85 » 19 აგვ 2008, 12:56

bela, lika-li, Int3lig3nt


აბა, აბა წამომსვლელები რიგში მოვეწყვეთ :wink:

თავისუფალი დრო სულ არ მაქვს და არც წამოსვლის შანსებია ძალიან დიდი, მარა მთავარი სურვილია!

გინდა ხევსურეთის ნახვა, ყველაფრ იმის განცდა რაც ზემო პოსტში წერია?

მაშ მიზანი გქონია, ხოდა იბრძოლე მიზნის განხორციელებისათვის და მერწმუნე პრობლემები დაპატარავდება და სრულიადაც გაქრება :)

ხოდა, ამ ოპტოპიკის ჟამს გავიეტებულვარ და საკუთარ თავს ვულოცავ :P
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
უბრალოდ ხევსურეთი....

Post by lika-li » 19 აგვ 2008, 13:43

ნინი_85
გილოცავ ჩემო კარგო!
იეტობა დიდი პასუხისმგებლობაა :)

შენ ყოჩაღი გოგო ხარ და ვიცი, თავს გაართმევ :)

კიდევ ერთხელ გილოცავ! :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]