მერე გავემართეთ მადათაფის ტბისკენ სომხეთის საზღვართან. გზად სოფელ გორელოვკაში გავჩერდით, ნაწილი მაღაზიაში შევიდა, ნაწილი ისევ ლაკლაკებს უღებდა ფოტოს. უცებ გოგა მოვიდა და გვეუბნება, "გადმოდით, დროზე, დროზე, ყავაზე ვართ დაპატიჟებული, 15 წუთი გვაქვსო

", და შეგვიძღვა სომეხი ეროვნების ადგილობრივის ეზოში. სახლის პატრონის სტუმრად ჩამოსული და მშვენიერი ქართულით მეტყველებდა, მაგრამ უფრო მეტი გაკვირვება წინ გველოდა, მისი მეუღლე კახური აქცენტით მოლაპარაკე ფირო, თურმე კახეთში დაბადებული და გაზრდილი სომეხი ყოფილა, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს იძულებული გამხდარა, მიეტოვებინა სახლ-კარი და ოჯახთან ერთად სომხეთში გადახვეწილიყო

, მაიძულებდნენ გვარი შეიცვალე ან აქაურობა დატოვეო, გვითხრა, ძალიან მატკინეს გული, ახლა რომ მეხვეწონ არაფრით არ დავბრუნდები, მიუხედავად იმისა რომ კახეთი ჩემი სამშობლოაო. ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა მონათხრობმა, ზოგიერთს ეჭვიც კი გაუჩნდა, ასე აშკარად ვინ დაემუქრებოდაო.
მოკლედ ეს ჩვენი კახელი ფიროი, ახალგაზრდობაში რაღაც ბედად ფარავნის ტბისკენ მოხვედრილა, იქ უნახავს თავისი მომავალი მეუღლე და წამოუყვანია კახეთში

.
ესეც ფირო და ჩვენ
აი, ასეა როცა გოგასთან ერთად სადმე ვმგზავრობთ, მისი ექსპრესიულობის წყალობით ხან ვინ გვეპატიჟება რამეზე და ხან ვინ

, სურათის გადასაღებად წასულს რომ შეაგვიანდებოდა ხოლმე, ვხუმრობდით, "ალბათ, ყავას სვამს სადმეო"

.