საძილეს შერჩევა

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
საძილეს შერჩევა

Post by Gamge » 19 ივნ 2008, 14:01

როგორც ვატყობ ბევრს უნდა საძილეს ყიდვა, ვინც გამოცდილია ამ საქმეშI, იქნებ თქვენი რჩევები დაწეროთ, როგორი უნდა ეძებო და რას მიაქციო ყურადღება და ა.შ. რომ მოტყუებული არ დარჩეს კაცი.

ხო, კიდევ სად იყიდება ისიც დავწეროთ...

1 კითხვა საძილე -იანი თუ არის, ზაფხულში არ გამოდგება?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საძილეს შერჩევა

Post by qvevri » 19 ივნ 2008, 14:10

მე ვიყიდე ერთი კვირის წინ დანიურში 150 ლარად. მინუს 17-იანი საძილე. 2300გრამია. კომფორტული ტემპერატურა პლიუს 10-დან მინუს 5-მდეაქვს.
იქვე არის მინუს 12-იანები და ასევე პლიუსიანებიც. ფასემი 95 დან 150 ლარამდეა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილეს შერჩევა

Post by Mta Mkvarebia » 19 ივნ 2008, 14:11

Gamge
გააჩნია, შენთვის რა მახასიათებლებია მტავარი და რისთვის გინდა, მთისთვის ბარისთვის და ა.შ.
მეც ახლახან შევიძინე საძილე. გადამწყვეტი კრიტერიუმი მისი მსუბუქი წონა იყო - 800 გრამი, რადგან ბევრი ბარგის ტარება არ შემიძლია. მარტალია ცივიაო როგორც ამბობენ (მე ჯერ არ მძინებია შიგ) ფოკის გასვლაში ერთერთ კარველს ვათხოვე, და ძალიან შესცივდა, მაგრამ ყველგან ხომ ფოკის ტემპერატურა არ იქნება სადაც წავალ, თან ტანსაცმლით დავიძინებ. ისე ყოველთვის შემიძლია ახლობელს გამოვართვა ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან თბილი საძილე, თუკი ცივ ადგილას წავალ და დასაბანაკებელ;ი ადგილი მინიბუსთან ახლოს იქნება (სხვანაირად 4 კილომდეა და ვერაფრით ვატარებ სხვა ბარგთან ერთად).

ისე დანიურ სახლში ფართო არჩევანი აქვთ -17 გრადუსიანი ქვევრმა შეიძინა 150 ლარად. წონა არარ მახსოვს. არ ვიცი როგორი კმაყოფილია, ახლახან შეიძინა და ტესტირება მოასწრო თუ არა არ ვიცი :roll:

ისე ეს გვერდი ნახე
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=81 ... c&start=60

აქაცაა რჩევები საძილეებზე
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილეს შერჩევა

Post by Mta Mkvarebia » 19 ივნ 2008, 16:41

Gamge
ისე კარგი თემა გახსენი შენ, ხომ იცი? მეც მაწუხებდა სულ მაგ აზრები, შეიძლება კიდევ ვინმეს დასჭირდეს, ამიტომ როცა მოვიცლი, ერთერთ საიტზე მიგნებულ სტატიას Guide to Sleeping Bag დავამუშავებ და შემოგთავაზებთ.[/i]
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
საძილეს შერჩევა

Post by Truli » 19 ივნ 2008, 17:15

ჰმ.. დანიურში უნდა შევიხედო ესე იგი...
რომელ დანიურში იყო? საბურთალოზე თუ თამარ მეფეზე? თუ ერთი და იგივეა?
მე 45 ლარად ჩინური ვიყიდე 1 თვის წინად. 0-დან +20-მდე არის...
აბასთუმანში აპრილის ბოლოს თბილად მეძინა.. ერთადერთი ბორჯომ ხარაგაულში დასველდა, მეც დავსველდი და მაშინ შემცივდა. ჩემი აზრით 0 არა მარა +5ზე კომფორტულად ძილი შეიძლება. მძიმეც არაა.
მი მალატ შვან

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საძილეს შერჩევა

Post by qvevri » 19 ივნ 2008, 17:28

მე საბურთალოზე ვიყიდე და შეიძლება თამარ მეფეზეც იყოს

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილეს შერჩევა

Post by Mta Mkvarebia » 19 ივნ 2008, 20:39

კი თამარ მეფის დანიურშიც აქვთ საძილეები, ამ შაბათს ვნახე...

....სტატია კი მზად არის მაგრამ კონვერტ.გე-ს დაემართა რაღაც :roll:
Image

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
საძილეს შერჩევა

Post by Gamge » 20 ივნ 2008, 10:30

გუშინ ვნახე X-tream-ში ვაჟაზე საძილე -23* იყო მგონი და 89ლარი ღირდა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
საძილეს შერჩევა

Post by Naia » 20 ივნ 2008, 10:35

Gamge wrote:გუშინ ვნახე X-tream-ში ვაჟაზე საძილე -23* იყო მგონი და 89ლარი ღირდა.
წონა ხომ არ გახსოვს?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილეს შერჩევა

Post by Mta Mkvarebia » 20 ივნ 2008, 12:19

მოკლედ ბექას წყალობით მოვარჯულე ტექსტი "სილფაენში" კონვერტ.გე-ს დაუხმარებლად :wink:

მე რომ ეს სტატია საძილის ყიდვამდე მენახა, სულ სხვანაირს ვიყიდიდი :( . იქნებ თქვენც გამოგადგეთ ეს რჩევები :) :

http://www.trailspace.com/gear/guide/sleeping-bags.html

ესეც თავისუფალი თარგმანი:

როგორ ავირჩიოთ საძილე ტომარა?

ღინღლის თუ სინთეტიკის? რა ტემპერატურის? მუმიისებური თუ მართკუთხა ფორმის? ექსტრა-გრძელი თუ სპეციფიკური ზომის (ქალებისათვის), ეს ის კითხვებია, რაც ბაზარზე არსებული საძილე ტომრების უამრავი მარკისა და ასარჩევი ვარიანტების შეხედვისას უჩნდება მომხმარებელს.

თბოიზოლაციის ტიპი:

ღინღლის თუ სინთეტიკის? საძილე ტიპის შერჩევისას ეს არის კლასიკური ტიპის კითხვა. თქვენს მიერ არჩეული თბოიზოლაციის ტიპი დამოკიდებულია იმ მეტეოროლოგიურ პირობებზე, რა დროსაც უნდა გამოიყენოთ თქვენი საძილე ტომარა (თუკი წვიმების სეზონში მიემართებით ლაშქრობაში, სინთეტიკის აირჩიეთ). გარდა ამისა თქვენი არჩევანი განპირობებული უნდა იყოს თქვენთვის სასურველ მოცულობითა და წონით. ქვემოთ მოცემულია ორივე სახის საძილე ტომრის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

ბატის ღინღლის:
ეს არის ღინღლით დატენილი საძილე ტომრების სტანდარტული ვარიანტი, რადგან ყველაზე კარგად იპრისება, უმსუბუქესია და ყველაზე ეფექტური თბოიზოლაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წონასთან შედარებით ყველაზე თბილი საძილეა. თუმცა ღინღლის საძილე ტომრები კარგავს თავის თბოიზოლაციის მაჩვენებელს, როცა სველდება. სველი საძილე კი ლაშქრობაში გამოუსადეგარი ხდება და თან ამ სახის საძილე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შრება.

სინთეტიკური:
ამ ტიპის საძილის დადებითი მხარე ის არის, რომ არ კარგავს თბოიზოლაციის მაჩვენებელს როცა სველდება და მალევე შრება. ასე რომ სინთეტიკური ბოჭკოსაგან დამზადებული ტომრები კარგი არჩევანია, როცა წვიმიან სეზონში გიწევთ ლაშქრობა. სინთეტიკური საძილე ტომრები უფრო იაფია, ვიდრე ბატის ღინღლის, ასევე ის საუკეთესო არჩევანია ალერგიული ადამიანებისათვის. თუმცა მიუხედავად ამ დადებითი თვისებებისა, სინთეტიკური საძილე ტომრები როგორც წესი უფრო მძიმე და მოცულობითია.

რაც შეეხება საძილე ტომრის ფორმას:

მუმიისებრი: ანუ ტანზე გამოყვანილი, ფეხებისკენ დავიწროვებული. ამ სახის საძილე ტომარა ყველაზე თბილია, მისი ფორმიდან გამომდინარე, რადგან ის მჭიდროდ ეკვრის სხეულს და უფრო ცოტა თავისუფალ ადგილს ტოვებს საძილეში და სხეულსაც უფრო ცოტა დრო სჭირდება გასათბობად. ასეთი ტიპის საძილეებს კაპუშონიც აქვთ ზედა ნაწილში. მათი ფორმიდან გამომდინარე, ამ ტიპის საძილე ტომრები ყველაზე ცოტა ადგილს იჭერს, და ყველაზე მსუბუქია და საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ფეხით უწევს ლაშქრობა, მთელ ბარგს ზურგით ატარებს და ტვირთის თითოეულ გრამი ანგარიშში აქვს მისაღები. ასეთ საძილეს აქვს უარყოფითი მხარეც - თავისუფლად მოძრაობას ზღუდავს და შეიძლება ზოგიერთ ადამიანს კლაუსტროფობიური შეტევა დაემართოს, თუმცა არის სპეციალური დიზაინით შემუშავებული მოქნილი მასალისგან დამზადებული საძილეები, რომლებიც ადვილად იწელება და თავისუფალი მოძრაობის საშუალებას იძლევა

ოთხკუთხედი ფორმის:
ამ ტიპის საძილეები ყველაზე ფართო და ტევადია, უფრო მეტს იწონის და უმეტესად განკუთვნილია თბილი ამინდისათვის, რადგან თბოიზოლაცია ისეთი მაღალი არა აქვს და სითბოს ისე კარგად ვერ იკავებს, როგორც მუმიისებრი ფორმის საძილე ტომრები. ეს საძილეები ძალზე მძიმე და მოუხერხებელია ქვეითად მოლაშქრეებისათვის, მაგრამ შეიძლება კარგი არჩევანი იყოს თბილ ამინდში მანქანით ლაშქრობისთვის, როცა წონა და თბოიზოლაცია გასათვალისწინებელი არ არის. თუმცა არსებობს ასეთი ფორმის საძილე ტომრები ცივი და ძალიან ცივი ამინდისათვის*.

ზოგიერთი მწარმოებელი აწარმოებს ნახევრად მართკუთხა ან კონუსისებურ საძილე ტომრებს, რაც წარმოადგენს თავისუფალი მართკუთხა და უთბილესი მუმიისებური საძილეების შუალედურ ვარიანტს.

ქალის სპეციფიური ფორმის საძილე ტომრები ისეთი დიზაინით არის შემუშავებული, რომ საუკეთესოდ მოხაზავს ქალის სხეულის ფორმებს. მოკლეა სიგრძეში, ვიწროა მხრებში და ფართოა თეძოებში. ასეთი ტიპის საძილეებს შეიძლება მეტი თბოიზოლაცია ჰქონდეს ფეხის და ტორსის არეში, რადგან ქალები უფრო მცივანა ადამიანებად ითვლება, ვიდრე მამაკაცები და უფრო მეტ სითბოს კარგავენ ამ ადგილებში.

საძილეები ბავშვებისათვის ან მოზარდებისათვის უფრო მოკლე და აქედან გამომდინარე მსუბუქია, ზოგიერთი საძილის ზომა შეიძლება გაზარდოთ თქვენი ბავშვის ზომის ზრდასთან ერთად.

ექსტრა-გრძელი საძილე ტომრები განკუთვნილია ძალიან მაღალი ადამიანებისათვის

ექსტრა-ფართო საძილე კი ან დიდი წონის ადამიანებისათვის, ან მათთვის ვისაც მეტი თავისუფალი სივრცე უნდა საძილეში.

გსურთ ორი საძილე ელვა-შესაკრავით გააერთიანოთ? * თუკი ამ საძილეები ერთნაირი ელვა-შესაკრავი აქვთ, ეს ადვილი შესაძლებელია.

ტემპერატურა


საძილე ტომრის არჩევისას, სითბოს შენარჩუნება მთავარი კრიტერიუმია. ისეთი საძილე აირჩიეთ, რომელიც იმ სეზონზე და ტემპერატურაზე გამოგადგებათ, რა პირობებშიც ყველაზე მეტად მოგიწევთ საძილის გამოყენება.

საძილე ტომრის ტემპერატურა ან კომფორტულობის მაჩვენებელი აჩვენებს ყველაზე დაბალ ტემპერატურას, რის პირობებშიც მომხმარებელი ყველაზე კომფორტულად დაიძინებს. თუმცა კომფორტულობისთვის ყველას სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. თუ თქვენ მცივანა ხართ, ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურის ქვედა ზღვარს, თუკი პირიქით – ტემპერატურეს ზედა ზღვარს.

თუკი ყოყმანობთ, ყოველტვის დაბალ-ტემპერატურიანი საძილე აირჩიეთ, რადგან თუკი დაგცხებათ, ელვა შესაკრავის გახსნა ყოველთვის შეიძლება.

ტემპერატურეს რეიტინგი მოცემულია იმის გათვალისწინებით, რომ საძილე ტომარაში პარალონზე გძინავთ. რადგან პარალონი დამატებით თბოიზოლაციას უქმნის თქვენს სხეულს დ ხელს უშლის სითბოს კარგვას.

თუკი თქვენ სხვადასხვა კლიმატში გიწევთ საძილე ტომრის გამოყენება, ჯობია ორი საძილე გქონდეთ: თბილი და შედარებით გრილი.

ასევე გამოიყენება საძილე ტომრის შალითები ანუ გარედან გასაკეთებელი მეორე საძილე ტომარა, რომელსაც ძილისას საძილე ტომარას გარედან შემოაცვამთ, რაც რამდენიმე გრადუს ტემპარატურას უმატებს თქვენი საძილის თბოიზოლაციას და სამ-სეზონიან საძილეს ოთხ-სეზონიანად გადააქცევს. შეგიძლიათ ეს შალითა ისე გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი საზაფხულო საძილე ტომარა.

ასევე იყიდება საძილე ტომრის თეთრეული, რომელიც საძილე ტომრის შიგნით შეგიძლიათ იხმაროთ. ეს ასევე მატებს ორიოდე გრადუსს თქვენი საძილის თბოიზოლაციას, სუფთად ინახავს მას და მისი გამოყენების ვადას კიდევ უფრო ზრდის*.

ნ-------------------------

* - მე ოთხკუთხა ფორმის საძილე შევიძინე, კი არის მსუბუქი, მაგრამ მუმიისებური რომ მეყიდა მაგ წონის, გაცილებით თბილი და სქელი გამოვიდოდა, რადგან ასეთი ფართე არ იქნებოდა და თან ამდენი სივრცეც არ დამრჩებოდა საძილეში, და სხეულიც უფრო მალე გათბებოდა :(

* - ალბათ შეიძლება ორი მართკუთხა ერთნაირი საძილის შეერთებისას სამმა თხელმა გოგომ დაიძინოს ერთად, მაგალითად ჩემი საძილე ფართოა, კიდევ მეორე საძილის სიგანე რომ დაემატება, გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება ერთად და უფრო თბილად დაძინებაც :wink:

* - მე მაგალითად ჩვეულებრივ თეთრეულს, კონკრეტულად კი საბნის შალითას ვხმარობ. ვისი საძილეც არ უნდა ვითხოვო, მაინც კომფორტულად ვგრძნობ შიგ თავს :wink:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საძილეს შერჩევა

Post by ARCHILI » 20 ივნ 2008, 12:23

Mta Mkvarebia


shen sadzileebis magaziashi xom ar daicke mushaoba?..

;)

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
საძილეს შერჩევა

Post by Druides » 20 ივნ 2008, 14:06

ARCHIL_i

მაგან ბიზნესი დაიწყო საძილეების და კარველებზე იწყებს გაყიდვას PR-შიკმა როგორ ვერ მიხვდი რომ ეს ყველაფერი მარკეტინგია :D :D თორემ მთაშენკა ამხელა სტატიას ეგრე არ დადებდა :D :D

Gamge

და ისე ზამთარშიც თუ დადიხარ მაშინ 2 საზილეს გირჩევ იყიდო ერთი ზამთრისდთვის ბატის ღინღლით და თავისი ჩიხოლით და ზაფხულისთვის კი გირჩევ სინთეტიკის იყიდო.....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საძილეს შერჩევა

Post by Mta Mkvarebia » 20 ივნ 2008, 14:08

Druides
თქვენ მთაშენკას, როგორც სულით ალტრუისტს არ იცნობთ (ჯერ საკუთარ ტყავზე არ გამოგიცდიათ :wink: ) თორემ მაგას არ იტყოდით :wink:
Druides wrote:Gamge

და ისე ზამთარშიც თუ დადიხარ მაშინ 2 საზილეს გირჩევ იყიდო ერთი ზამთრისდთვის ბატის ღინღლით და თავისი ჩიხოლით და ზაფხულისთვის კი გირჩევ სინთეტიკის იყიდო.....
გამაგადგათ არა? :wink:
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
საძილეს შერჩევა

Post by Druides » 20 ივნ 2008, 14:16

Mta Mkvarebia


მაგარი ხარ რააა აი დასტო პასუხიც გამეცი მაგ ალტრუიზმს ველოდებოდი ზუსტად შენგან :D :)
არ გეღადავები სერიოზულად გეუბნები :)
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
საძილეს შერჩევა

Post by TuTa » 25 ივნ 2008, 16:10

Mta Mkvarebia

მთაშენკა გაიხარე, როგორი დაუზარელი და ყურადღებიანი ხარ :)

არა ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ შენი მზრუნველობით, მაგრამ კვლავ მაოცებ :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]