ჰო, მართალი ხარ. გავიპარე ახლა აქედანNaia wrote:კარგი იქნება ნიჩბისის მონახულება. მაგრამ რაღაც მეეჭვება ერთ დღეში მოვასწროთ ხეების დარგვაც და ამ ძეგლების დათვალიერებაცnamcecuna wrote:Naia
დიდგორისკენ გზაზეა, 28-ში მაქეთ მივდივართ, სწორედ მაგიტომ მომასწავლა ქვევრმა ეს თემა.
შეიძლება შანსი იყოს მონახულების
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
წამო, ზღაპარში ...
- Kavtaradze
- იეტი
- Posts: 1151
- Joined: 27 მაი 2007, 23:34
- Location: კოსმოს
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
და ფრესკებზე ისევ ვერ ავცდით რეალობას...
ეს ქვევრი შენი აზრით როდინდელი იქნება?
ქვევრზე როდესმე გინახავს ჯვარცმა გამოსახული?
ეს ქვევრი შენი აზრით როდინდელი იქნება?
ქვევრზე როდესმე გინახავს ჯვარცმა გამოსახული?
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
ქვევრზე ჯვარცმა ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ მინახავს დამღები რომლებზეც ჯვრებია გამოსახული. ამ ქვევრზე წარწერაც არის, რომელიც ამბობს, რომ : ვეკუთვნი ამ ეკლესიასო და აქედან გამომდინარე სავარაუდია რომ ქე ქვევრი ან ამ ეკლესიის ტოლოა ან უფრო გვიანდელი. თავად ეკლესია რომელი საუკუნისაა ეს ზუსტად არ ვიცი მაგრამ შეიძლება იყოს მეთექვსმეტე მეჩვიდმეტესიKavtaradze wrote:და ფრესკებზე ისევ ვერ ავცდით რეალობას...
ეს ქვევრი შენი აზრით როდინდელი იქნება?
ქვევრზე როდესმე გინახავს ჯვარცმა გამოსახული?
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
ქვემო ნიჩბისამდე მისასვლელი გზა არმაზისხევიდანაა ხომ?
მცხეთიდან რომ შედის გზა კასპისკენ და წინარეხისაკენ ( არგასული ტრასაზე)- ესაა ხომ?
მცხეთიდან რომ შედის გზა კასპისკენ და წინარეხისაკენ ( არგასული ტრასაზე)- ესაა ხომ?
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
და რამდენი კმ იქნება მცხეთიდან ხომ არ იცით?
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
ქვემონიჩბისაკენ მიმავალი გზა მიდის მცხეთიდან კასპისაკენ მიმავალ გზაზე, ძეგვის გავლით. სოფელ სასხორთან გზები იყოფა, ერთ მიდის ზემო ნიჩბისისაკენ და აქედან გამომდინარე კასპი გუდარეხისაკენ ხოლო გზა რომელიც მარცხნივ შედის მიდის სოფელ ქვემონიჩბისში საიდანაც ადის დიდგორის გზაც(დაახლ 15 კილომეტრი). აქვე ნახავთ ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს.Tamari-ch. wrote:ქვემო ნიჩბისამდე მისასვლელი გზა არმაზისხევიდანაა ხომ?
მცხეთიდან რომ შედის გზა კასპისკენ და წინარეხისაკენ ( არგასული ტრასაზე)- ესაა ხომ?
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
მცხეთიდან ქვემო ნიჩბისამდე მანქანით დაახლ ნახევარ საათის სავალია.Tamari-ch. wrote:და რამდენი კმ იქნება მცხეთიდან ხომ არ იცით?
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
qvevri
მაგისტრალური ტრასიდან მივდივართ თუ არმაზისხევით?
მაგისტრალური ტრასიდან მივდივართ თუ არმაზისხევით?
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
შეგიძლიათ გვითხრათ კიდევ რისი ნახვა შეიძლება?ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს.
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
თან ასფალტი დააგეს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
ერთდღიანისათვის ესენიც ბევრია ხოლო საერთოდ რისი ნახვა შეიძლება მაგ მხარეში ესე ძალიან ბევრია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ისე ერთს გირჩევთ: აუცილებლად ნახოთ "ჩახერგილი" ამავე გვერდზე ჩემი თემაა და ჰქვია "ჩახერგილი" დაათვალიერეთ და აუცილებლად გადაინტრესებთ.Tamari-ch. wrote:შეგიძლიათ გვითხრათ კიდევ რისი ნახვა შეიძლება?ციციშვილების ციხეს, უმზეურას წმ. ნიკოლოზის ტაძარს და სხვა მრავალს.
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
qvevri
თქვენ მითხარით რა ძეგლებია ახლომახლო - და მოვასწრებთ თუ არა -
ეს ვინც გვიცნობს - იმან იცის -
ანუ ახლომახლო - რა არის -
ციციშვილების ციხე საითკენაა?
უმზეურას წმ გიორგი - ნიჩბისშია თუ ძეგვში?
წინარეხი შორსაა?
ანუ ეს რადიუსი - ძეგვი - ნიჩბისი - წინარეხი..
ამათ შუა რეებია კიდევ?
ძეგვიდან ნიჩბისამდე რამდენი კმ-ია და როგორი გზაა?

ჩახერგილამდე როგორ უნდა მივიდეთ? რამდენი კმ -ია? და ფეხით უნდა ვიაროთ თუ მანქანა მივა ?
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
უმზეურას წმ. ნიკოლოზი და ციციშვილების ციხე ქვემო ნიჩბისშია და ერთმანეთისაგან არც თუ ისე შორსაა და ფეხითაც მალევე მიხავალთ. რაც შეეხება წინარეხს, ეს უკვე კასპისაკენ მიმავალ გზაზეა და ზემო ნიჩბისი უნდა გაიარო რომ მიხვიდეთ. წინარეხს რომ გასცდები კავთისხევია რის შემდეგაც უკვე ფავნისია და ერთაწმინდაა. ესენი ერთმანეთთან ახლოსაა(მანქანით 15წთ) და ძალიან საინტერესოა. თუ დაგაინტერესა ამავე გვერდზეა ჩემიო თემა "ფავნისი" და გადაავლეთ თვალი. საერთოდ ამავე ზოლშია მაგალითად ნოსტე- გიორგი სააკაძის კოშკი და ნასახლარი, იქვეა ერთი ეკლესია(ან მთავარანგელოზი ან წმ. გიორგი) რომელშიც საკმაოდ საინტერესო ფრესკებია. სოფელი ნოსტე სოფელ ახალცისესთანაა. ახალციხეში ნახავთ ასევე ძალიან საინტერესო ციხეს რომლის ახლოსაც არის ასევე ერთი ახლად აღდგენილი წმ. გიორგის ეკლესია. თავად ძეგვში ცოტა უხარისხო გზაა მაგრამ არ ცუდი. ძეგვიდან ნიჩბისამდე ახლად დაგებული ასფალტი მიდის. საერთოდ ნიჩბისიდან კასპისაკენ მიმავალი გზაც არ არის რთული და მსუბუქი მანქანსთვის არანაირი პრობლემა არაა. ასე რომ აბა თქვენ იცითTamari-ch. wrote:qvevri
თქვენ მითხარით რა ძეგლებია ახლომახლო - და მოვასწრებთ თუ არა -
ეს ვინც გვიცნობს - იმან იცის -
ანუ ახლომახლო - რა არის -
ციციშვილების ციხე საითკენაა?
უმზეურას წმ გიორგი - ნიჩბისშია თუ ძეგვში?
წინარეხი შორსაა?
ანუ ეს რადიუსი - ძეგვი - ნიჩბისი - წინარეხი..
ამათ შუა რეებია კიდევ?
ძეგვიდან ნიჩბისამდე რამდენი კმ-ია და როგორი გზაა?
ქვემო ნიჩბისი ანუ ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა
ჩახერგილამდე მისასვლელი გზა: მცხეთიდან მივდივართ ძეგვის მიმართულებით და არმაზის დასახლებას როგორც კი გავცდებით შეგვხვდება მატარებელის ხიდი, რომლის ქვეშაც უნდა გაძვრე გზა რომ გააგრძელო. ხიდში გავძვრებით თუ არა პირდაპირ ხეობა რომ ჩამოდის რომელსაც პატარა ხევისწყალიც მოუვვება იმ ხეობას უნდა აუყვეთ. მიდის მხოლოდ ბილიკი. სამანქანო გზა არ მიდის. გზიდან ჩახერგილამდე დაახლ. 1 საათია საჭირო.Tamari-ch. wrote:ჩახერგილამდე როგორ უნდა მივიდეთ? რამდენი კმ -ია? და ფეხით უნდა ვიაროთ თუ მანქანა მივა ?