შევიმუშავოთ კარავის წესდება

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Gvalva » 22 თებ 2008, 23:01

Wanderer

ყველაზე ძალიან "რეფორმების გატარებისას" იმის მეშინია ზედმეტი არ მოგვივიდეს! სამსახურეობრივი და ყოფითი პრობლემებით დაღლილ ადამიანებს აქ სწორდი! სმენა! არ ვეძახოთ.

შევიმუშაოთ ისეთი წესები რომ იყოს თავისუფლება და არ იყოს თავგასულობა.

აქ უკვე ადამიანები მეგობრობენ და ერთმანეთის დაბადების დღის მილოცვა როგორ ან რატომ უნდა ავკრძალოთ?? ამისთვის არის ცალკე განყოფილება და იქ მივულოცოთ.

რაც შეეხება სახინკლეებში სიარულს და მერე იქ ყოფნის როპორტაჟებს ეს მართლა მოსაფიქრებელია. ქართველი ხალხი დადის ამ სახინკლეებში, ეს რეალობა და ეს ვერა გადაწყვეტილებით ან დადგენილებით ვერ აილაგმება. მოსაფიქრებელია როგორი ფორმით აისახოს ეს კარავზე? რამე 100 გვერდიანი თემა ხომ არ იყოს, სადაც წინა 50 გვერდი წაიშლება ხოლმე? როგორც "აუ რაღაც მინდა ვთქვაა"? თუ ეს სურათები ჯობია რომ მუდმივად ინახებოდეს? ვინმე ნახულობს 2 თვის წინანდელ სახიკლის თემას?

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by mika » 22 თებ 2008, 23:26

Gvalva


მე ვპიქრობ რომ 2თემა(როგორც მინიმუმ) უნდა შეინახოს სუფთათ ოფფ ტოპიკების გარეშე (თუ იქნება ოფფ ტოპიკები ან ვინმემ გაწმინდოს ან ვინმემ მონიშნოს და მერე ავტორმა წაშალოს) ეს განყიფილებებია 1.სამომავლო გეგმები 2. ლაშქრობები



ლელ ეგრე შეიძლება ტექნიკურად ოფფ ტოპიკები რომ მოინიშნოს და მერე ავტორმა თვითონ წაშალოს რომ რაიმე კონფლიქტი არ იყოს მოდერატორის მიმართ
medical student

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Toma » 22 თებ 2008, 23:27

Gvalva wrote:Wanderer

ვინმე ნახულობს 2 თვის წინანდელ სახიკლის თემას?
კი პატივცემულო

მე მაგალითად ამ თაღლაურას http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=15 ... c&start=90

და კიდევ აი ამასაც ვათვალიერებ http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=16 ... c&start=45

იმიტომ რომ როცა იქ ვიყავი კარგი იყო და კარგად მახსენდება :roll:

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by nodari » 22 თებ 2008, 23:34

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:19, edited 1 time in total.

User avatar
korti
ბოდიალა
Posts: 143
Joined: 11 დეკ 2007, 13:06
Location: TBILISI
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by korti » 22 თებ 2008, 23:51

ყველაზე ძალიან "რეფორმების გატარებისას" იმის მეშინია ზედმეტი არ მოგვივიდეს! სამსახურეობრივი და ყოფითი პრობლემებით დაღლილ ადამიანებს აქ სწორდი! სმენა! არ ვეძახოთ.

:arrow:

ამაში სრულიად გეთანხმებით, მე პირადად სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მივეკუთნები (სამსახურეობრივი და ყოფითი პრობლემებით დაღლილი) და ნამდვილად არ იქნება ჩემთვის სასიამოვნო ყოველ წუთს ვიღაცამ მეძახოს ეს არ შეიძლება და ის არ შეიძლება, აქ თავგასული კი არ უნდა იყოს კარველი არამედ თავისუფალი, სწორედ ეს მომეწონა პირველ დღეს კარავში როდესაც მე სტუმრის სტატუსით ვიყავი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეც თქვენიანი გამხდარიყავი, აქ უნდა იყოს განსაზღვრული საერთო პირობები, და ყველა უნდა ემორჩილებოდეს. ეს პირობები უნდა განსაზღვროს უმრავლესობამ ადმინთან ერთად.

პატივისცემით,

კორტი

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Gvalva » 23 თებ 2008, 00:29

nodari

კი ასეა, ფაქტიურად არ ხდება მოდერირება, მე მინდოდა რომ აქ შემომსვლელებს კარავი ყვარებოდათ და გაფრთხილებოდნენ, და არა დასჯის შიში ქონოდათ.

ეხლა ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა

ეხლა ძალიან გთხოვთ ცოტა უფრო ახლოს მივიდეთ ამ წესდების დაწერასთან, რადგან ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო, მე არც ვიცი ამ წესდებაში რა უნდა ეწეროს, თითქოს ყველაფერი ისედაც ცხადია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Wanderer » 23 თებ 2008, 01:29

Gvalva
ყველაზე ძალიან "რეფორმების გატარებისას" იმის მეშინია ზედმეტი არ მოგვივიდეს! სამსახურეობრივი და ყოფითი პრობლემებით დაღლილ ადამიანებს აქ სწორდი! სმენა! არ ვეძახოთ.
აბსოლუტურად მესმის ლელა, მაგრამ სულ ტყულად გეშინია. :) სწორდი-სმენა არცერთ შემთხვევაში არ იქნება. ყველაზე მკაცრ ფორუმებზეც კი ხალხი მშვენივრად ერთობა. უბრალოდ საჭიროა თემების და პოსტების გარკვეულ კალაპოტში ჩაყენება. გარკვეულ კალაპოტში უკვე არის რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი სიმკაცრეა საჭირო რომ თემატიკა დაცული იქნას.
შევიმუშაოთ ისეთი წესები რომ იყოს თავისუფლება და არ იყოს თავგასულობა.
გენიალური ნათქვამია! :)
აქ უკვე ადამიანები მეგობრობენ და ერთმანეთის დაბადების დღის მილოცვა როგორ ან რატომ უნდა ავკრძალოთ?? ამისთვის არის ცალკე განყოფილება და იქ მივულოცოთ.
არა, მე დაბადების დღეების დაგეგმვა ვიგულისხმე(როგორც ლაშქრობის). მილოცვა შესაძლებელი უნდა იყოს რა თქმა უნდა. :)
რაც შეეხება სახინკლეებში სიარულს და მერე იქ ყოფნის როპორტაჟებს ეს მართლა მოსაფიქრებელია. ქართველი ხალხი დადის ამ სახინკლეებში, ეს რეალობა და ეს ვერა გადაწყვეტილებით ან დადგენილებით ვერ აილაგმება. მოსაფიქრებელია როგორი ფორმით აისახოს ეს კარავზე?
ჩემი აზრით, სადმე "სხვადასხვა"-ში ან მსგავს განყოფილებაში უნდა წავიდეს სახინკლეები და არა "სამომავლო გეგმებში".

ისე თუ სწორად მესმის კარავი ეძღვნება ღია ცის ქვეშ აქტივობას, რასაც ხინკლაობა მემგონი არ მიეკუთვნება.
ისე ეხლა მომივიდა იდეა ღია ცის ქვეშ, კარდალაში ხინკლის მოხარშვის... :D

nodari
აი, იმ მოთხოვნების განხორციელება, ამ თემის პირველ პოსტში რომ არის ჩამოყალიბებული, ფორუმის ფარგლებში ცოტა ძნელია. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს ტექნიკურად, მაგრამ პორტალის შექმნა გაამართლებდა, მგონი. სადაც ღირებული ლაშქრობების აღწერა–ფოტოებს გადაიტანდით, შესაბამისი რედაქტირების შემდეგ. ფორუმი კი... ფორუმი თავისი ფორუმული გზით განაგრძობდა სვლას და პორტალისათვის "შავი" სამუშაო შესრულდებოდა აქ.
ამას ვიძახი რამდენი ხანია! ფორუმი ფორუმია და საიტიც და ფორუმიც ვერ იქნება ერთდროულად. იმედია მომავალში თავს მოვაბამთ რამეს...



სხვათა შორის, მემგონი საჭიროება ჯერჯერობით ამისი არ ყოფილა, მაგრამ კარგი იქნება თუ წესდებაში უწმაწური სიტყვების შესახებაც იქნება ერთი მუხლი...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by paata_ » 23 თებ 2008, 01:29

Gvalva


1. თემები გაიხსნას მხოლოდ მოდერების მიერ

2. მოდერები ცოტა მკაცრი უნდა იყვნენ და პასუხისმგებელნი, ანუ "დრო არა მაქვს", "არ მინდა ვინმეს ვაწყენინო" - ასეთი რაღაცეები არ უნდა იყოს


თავად იუზერებს ვერ მოვთხოვთ ვერაფერს, თუ არ მივუთითებთ, რომ ესა თუ ის თემა ან პოსტი არაა კაი

არც ნამეტანი სიმკაცრეა საჭირო რა თქმა უნდა, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ

ადრეც იყო თაღლაურა და ამისთანა თემები, მაგრამ ლაშქრობებზე უფრო მეტი საუბრები მიმდინარეობდა

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by mika » 23 თებ 2008, 01:45

Gvalva


მე მაქვს ესეთი იდეა მოდი ავიღოთ ერთი განყოფილება და იქ იყოს ვინმე მოდერატორი რომელიც წაშლის ოფფ ტოპიკებს და გააკონტროლებს სიტუაციას ვნახოთ რა მოხდება 2-3კვირაში რა შედეგები გვექნება რა მინუსები და პლიუსები ექნება ამ მოდერირებას დავინახავთ თვალნათლივ
medical student

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Wanderer » 23 თებ 2008, 01:52

paata_
1. თემები გაიხსნას მხოლოდ მოდერების მიერ
იქნებ მოდერი თბილად იჯდა ბუხართან ლაშქრობის დროს და აზრზე არაა რა ხდებოდა იქ. რომ გახსნას თემა რა უნდა დაწეროს შიგნით? აგერ საცხა არიან მგონი, მოვლენ და მოგიყვებიან დეტალურადო? :D :D :D
"დრო არა მაქვს"
მოცლილი არცერთი მოდერი არაა და ვერ დაავალდებულებ, რომ კარავზე იყოს მიშტერებული მუდამ...

Gvalva
ეს ვერ დაგვეხმარება ვერაფერში: http://forum.ge/rules.html

მართალია ძალიან გრძელია და დეტალური და ჩვენ მასეთი არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება წაგვეხმაროს რამეში.

mika
მე მაქვს ესეთი იდეა მოდი ავიღოთ ერთი განყოფილება და იქ იყოს ვინმე მოდერატორი რომელიც წაშლის ოფფ ტოპიკებს და გააკონტროლებს სიტუაციას ვნახოთ რა მოხდება 2-3კვირაში რა შედეგები გვექნება რა მინუსები და პლიუსები ექნება ამ მოდერირებას დავინახავთ თვალნათლივ
გეთანხმები კარგი იდეაა ნამდვილად! :)

თუმცა აქ კარვის წესებზე არის ლაპარაკი და არა მოდერირებაზე...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Gvalva » 23 თებ 2008, 02:43

Wanderer

მაგის წაკითხვა კარგი აზრია! აუცილებლად ვნახავ.

ისე ერთი ძირეული საკითხი: რა ჯობია ამ წესდებაში ეწეროს, რისი ჩამონათვალი იყოს, რაც შეიძლება თუ რაც არ შეიძლება?

ანუ წესები იყოს თუ აკრძალვები?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by lama » 23 თებ 2008, 03:05

Gvalva wrote:Wanderer


ანუ წესები იყოს თუ აკრძალვები?
akrzalvebi
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by Wanderer » 23 თებ 2008, 12:10

Gvalva
ისე ერთი ძირეული საკითხი: რა ჯობია ამ წესდებაში ეწეროს, რისი ჩამონათვალი იყოს, რაც შეიძლება თუ რაც არ შეიძლება?

ანუ წესები იყოს თუ აკრძალვები?
მე მაქვს ასეთი იდეა: ჯერ ჩამოვწეროთ ის თუ რა შეუძლია აკეთოს ადამიანმა ამ ფორუმზე(ანუ რაც შეიძლება). ასევე შეიძლება იყოს ლაპარაკი იუზერის, მოდერის და ადმინის უფლება-მოვალეობებზე. ამის შემდეგ წავიდეს სექცია "აკრძალულია" და ჩამოვწეროთ ის რაც არ შეიძლება.

"აკრძალულია"-ს გარეშე მემგონი ბუნდოვანი დარჩება ის თუ რა არ შეიძლება...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
bellge
მაწანწალა
Posts: 915
Joined: 12 ივნ 2007, 10:50
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by bellge » 23 თებ 2008, 12:34

mika wrote:კარავი=ჩეთ რუმს :roll:
ისე ჩეთ რუმი რომ დავამატოთ? მაგის საშუაელბა თუ იქნება ოფფტოპიკების უმრავლესობა ჩეთში გადაინაცვლებს, თქვენ რას ფიქრობთ?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
შევიმუშავოთ კარავის წესდება

Post by paata_ » 23 თებ 2008, 12:38

საჩეთაოდ მილიონი სხვა საშუალება არსებობს

სკყპე, ყაჰოო, იცქ, მსნ, გოოგლე ტალკ, სმს

მაგრამ მაინც ფორუმზეხდება ჩეთაობა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]