Page 2 of 2

ხერთვისის ციხე

Posted: 28 დეკ 2006, 10:58
by Kakha
ლობო
მაგ მეორე მდინარესაც მტკავრი ჰქვია, ოღონ მაგას ჯავახეთის მტკავრს ეძახიან. აი ისე როგორც ფშავის არაგვია ანდა ფრონე(ებ)ი.

ეგ გვირაბი ნაწილობრივ ნაკაფია და ნაწილობრივ ნაშენი ისევე, როგორც დმიანისში ანდა თმოგვის ციხეზე. თმოგვის ციხეზე ცოტა თუ გადარჩა გვირაბიდან, მაგრამ იმდენი მაინცაა რომ წარმოიდგიონო როგორი იყო.

კარგად გადარჩენილი გვირაბები არის უფლისციხეში და ნოქალაქევში. ალბათ გინახავთ.

ბოდიში ოფტოპიკისათვის
:wink:

ხერთვისის ციხე

Posted: 28 დეკ 2006, 18:36
by ლობო
Kakha
ვახ ეგ არ ვიცოდი არასდროს მიკითხია მაგ მდინარის სახელი არადა კი იმსახურებდა იმხელაა:) თოგვის და ეგ გვირაბები ვიცი კეშის დადების მერეც ვიყავით და PINKY მაგ გვირაბით შევიდა ხერთვისში კარიდან არ იკადრა:D

მგონი ვარძიასაც ჰქონდა ეგ გვირაბი მაგრამ აღარ უშვებენ და მხოლოდ ჩახედილი მაქ შიგნით:) ისე ხერთვისის ეგ ნახევრად ნაშენი და ბოლომდე არ მისული გვირაბი ნაკლებად საიმედო და საიდუმლოს შთაბეჭდილებას ტოვებს ეხლა ალბათ ადრე მიწით იყო დაფარული და ბოლომდე მიდიოდა..

Kakha

ბოდიში ოფტოპიკისათვის

მეც ვიზიარებ ამ წინადადებას:D;)

ხერთვისის ციხე

Posted: 09 აგვ 2007, 17:59
by teonala
აუ ხერთვისის ციხეში წასულან ვეღაცეები და ნეტავ ჩვენს მიერ დადებულ ქეშს თუ იპოვნიან ?


:) აუ რა ვიწვალეთ
:D

ხერთვისის ციხე

Posted: 26 ნოე 2007, 03:33
by ლობო
teonala
ჰეჰ ტეო ვიკავი იკ და ტოვლი იდო ვეგარ მოვიკიდე ხელიფეხი კედელზე რომ ავმდვრალიკავი და მენახა იკ იკო ტუ არა : ( პრინციპსჰი იკნება მგონი ჰეჰ

ხერთვისის ციხე

Posted: 08 დეკ 2007, 15:05
by Niniset
Kakha wrote:ლობო
მაგ მეორე მდინარესაც მტკავრი ჰქვია, ოღონ მაგას ჯავახეთის მტკავრს ეძახიან. აი ისე როგორც ფშავის არაგვია ანდა ფრონე(ებ)ი.

ეგ გვირაბი ნაწილობრივ ნაკაფია და ნაწილობრივ ნაშენი ისევე, როგორც დმიანისში ანდა თმოგვის ციხეზე. თმოგვის ციხეზე ცოტა თუ გადარჩა გვირაბიდან, მაგრამ იმდენი მაინცაა რომ წარმოიდგიონო როგორი იყო.

კარგად გადარჩენილი გვირაბები არის უფლისციხეში და ნოქალაქევში. ალბათ გინახავთ.

ბოდიში ოფტოპიკისათვის
:wink:
მტკავრი რა მდინარეა? არგავი როა ისეთია?:))

ხერთვისის ციხე

Posted: 02 იან 2008, 21:58
by x mindia x
flora
დაახლოებით მტკვრის ხელაა :) ხომ ასეთია

როგორ ხარ ნინო მასწ? :wink:

ხერთვისის ციხე

Posted: 25 მარ 2008, 22:16
by Mta Mkvarebia
2008 წლის 23 მარტს "ვარძია ყაზბეგის გავლით" http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=108132#108132
მარშრუტის მონაწილეებმა ახალი კეში დავმალეთ ხერთვისის ციხეში. კეში დავმალეთ: ჭუნამ, გამარჯობა საქართველომ, ნაიამ, გვალდამ, ქვევრმა, ზვიოსულმა, პატაპუტინამ, ელოიზამ, მთა მყვარებიამ, ნინუკალამ, ნუსამ, ტომამ, არჩილმა (დაკოტა), ვარვარამ, ნავიგატორმა. ასეთივე კეში დავმალეთ ვანის ქვაბებში, თუმცა იქ წერილი არ დაგვიტოვებია. რადგან იდეა სპონტანურად მოგვივიდა, სამწუხაროდ, თან საინტერესო სუვენირები არ გვქონდა. კეშში ჩავდეთ: ჩემი ცალი საყურე, (მეორე საყურე ვანის ქვაბებში დამალულ კეშშია), პატაპუტინას თმის რეზინა, კიდევ ერთი თმის სარჭი, 5 თეთრიანი და 1 თეთრიანი, ასანთი და ქაღალდის ხელსასხოცი. ასევე წერილი, სადაც ჩამოთვლილია ლაშქრობის ყველა მონაწილე, და მითითებულია ფორუმის მისამართი, თუ სად უნდა შემოვიდნენ და დაპოსტონ არაფორუმელებმა კეშის პოვნის შემთხვევაში.
Image

Image

რადგან ციხე დიდია, ოდნავ დავაკონკრეტებ ადგილმდებარეობას, კეში დამალულია ამ მიდამოებში

Image

ხერთვისის ციხე

Posted: 26 მარ 2008, 11:32
by shatilis asuli
Mta Mkvarebia
მთაო, ეს მინიშნებაა? რამე უფრო კონკრეტული თქვი რა? რომელ მხარეს, ქვის ქვეშაა, გამოქვაბულშია თუ ციხის კედელში? მგონი მოსულა ასეთი მინიშნებები. პოვნას ვაპირებ :D

ხერთვისის ციხე

Posted: 27 მარ 2008, 00:23
by Mta Mkvarebia
shatilis asuli

ციხის კედელში, ამაზე უფრო ზუსტი მინიშნება როგორ გითხრა? :) შენ იქ ყველა ქვა ზეპირად გეცოდინება, შენი აშენებული არაა? :wink: