Page 1 of 3

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 27 ნოე 2006, 12:37
by Kakha
26 ნოემბერს, 2006 კეში დაიდო ფუძნარში.

ამ ლაშქრობის შესახებ ნახეთ შემდეგ თემაში http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=25689#25689

კეში დადეს კარველებმა: მე (კახა), მჭრელმა თვალმა (თინათინი), ლუკა 95 (ცახდია ლუკა) და არა კარველებმა ელისომ მჭრელი თვალისა და ლუკას დედამ (ჩემი მეუღლე) და ელისოს მამამ.

ფუძნარის სურათი პირველად ვნახე ჩვენთან, განყოფილებაში ”ვინ გამოიცნობს”, სადაც ფუძნარის სურათი ნიკამ შემოგვთავაზა და რათა თქმა უნდა, გიორგი ბაგრატიონმა გამოიცნო. იმ ფოტომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადავწყვიტე ფუძნარი თავად მენახა. თანაც თბილისიდან შორს არაა.

ფუძნარი თბილისიდან ასე 60-65 კილომეტრშია. ჟინვალთან ხევსურეთის გზაზე უნდა გადაუხვიოთ, როგორც კი გაცდებით სოფელ ჩინთს, არმისული ჟინვალის წყლასაცავამდე გზა იყოფა (ნიშანიც დგას) პირდაპირ მიდის ბარისახო-შატილისკენ, მარჯვნივ კი უხვევს თიანეთისკენ.

ამ გზით დღესაც თიანეთის მარშრუტკები დადაინ თიანეთში. გზაში რამდენიმე ვნახე მიმავალიც და მომავალიც. ასე რომ წასვლა-წამოსვლა წესით არ უნდა გაჭირდეს.

გადასახვევიდან ფუძნარი 9 კილომეტრშია (სპიდომეტრზე დავინიშნე). რომ გადაუხვევთ დაახლოებით შვიდ კილომეტრში არის პატარა სოფელი ბოდავი, იმის შემდეგ ორიოდე კილომეტრში კი, ზედ გზის პირას (ალბათ გზიდან სულ რაღაც 30-50 მეტრშია) დგას ფუძნარის ეკლესია.

ფუძნარი მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნმეების ძეგლია, გუმბათიანი ტაძარი. დღეს ძლიერ დაზიანებული - ნახევარი გუმბათი ჩამოქცეულია, ასევე დანარჩენი გადახრუვის დიდი ნაწილი. თუმცა ნანგრევებს თავისი ხიბლი აქვს ხოლმე.

უფრო მეტი ფუძნარის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ გიორგი ბაგრატიონის გამოცემულ კომპაქტ დისკზე - ”აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსები” და ასევე საქართველოს ძეგლთა ნუსხის მეორე ტომში.

აი ასეთია ფუძნარი გზიდან (ოღონდ ახლა, როცა ტყე გაფოთლილი არაა, ზაფხულიში შეიძლება ვერც კი დაინახოთ, როგორც ვხდები, ყოველ შემთხვევაში ყურადღბით უნდა დააკვირდეთ). ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

Image

კეში დადებულია სამხრეთ კარში. ეს საკმაოდ დეტალური მინიშნებაა. მეტს არ გეტყვით. კეში გამჭვირვალე პლასტიკის კონტეინერშია და ფანქრისა და ფურცლების გარდა შიგ მცირე სუვენირებიცაა, პატარა კოშკის ჩათვლით. აი კეშის ფოტოც

Image

ბოლოს მინდა გითხრად, რომ ფუძნარში თავისუფლად შეიძლება ნახევარ დღეში ასვლა-ჩამოსვლა. გზის უდიდესი ნაწილი კარგია. დაახლოებით 12 კილომტრი იქნება გრუნტის გზა, რომელზედაც პატარა მანქანებიც თავისუფლად გაივლიან, თუმცა ორხიდიანი ჯობია. ასე რომ გირჩევთ წახვიდეთ, კეში მონახოთ და თან ლამაზი ბუნება და ლამაზი ეკლესიაც ნახოთ.

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 03 დეკ 2006, 19:37
by PINKY
Image

Image

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 03 დეკ 2006, 20:31
by Gvalva
PINKY

რა მაგარია!!! :)

აბა იქეთ თემაში მოყევი როგორ გაიყინეთ

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 03 დეკ 2006, 23:03
by gobe
PINKY,
Image Image Image

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 03 დეკ 2006, 23:16
by Mao
PINKY

magari xar! gilotsav!

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 დეკ 2006, 05:32
by PINKY
Gvalva
gobe
Mao

Image

Gvalva
აბა იქეთ თემაში მაყევი როგორ გაიყინეთ
მაგდენყ მერამ არშემიდზლ ია..

მაგასალბათ ეგშეძლებს..


The newest registered user is teonala

Image

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 დეკ 2006, 09:40
by Kakha
PINKY
მაგარია! გემხარდა რომ წახვედით და კეში იპოვეთ, თორემ თამაში რაღაც მოდუნდასავით. გარდა ამისა, და უფრო მეტად, კაცმა რომ თქვას, ის გამეხარდა, რომ ჩემი აზრით, ლამაზ და კარგ ადგილზე შეგიტყუეთ კეშის ხათრით.

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 07 დეკ 2006, 19:08
by luka95
პინკი ბრავო

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 08 დეკ 2006, 14:25
by Mao
luka95

shen da shianebi rom ara amden sixaruls ver mivigebdit!
madlobt!

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 20 დეკ 2006, 23:24
by ლობო
ისე სამალავის სულ ცოტა შეცვლა უნდა შეიძლებოდეს ჩემი აზრით თუ დაწერ ახალ მდებარეობას.. ძაან მარტივად იყო დამალული:(

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 მარ 2008, 14:16
by TuTa
კეში ისევ ვიპოვეთ!!!!

2008 წლის 2 მარტს "კეშის მაძიებელთა" ექსპედიციამ მაკენას, რუხის, მთა მყვარებიას, შატილის ასულის, კოლხი გოგოს და თუთას შემადგენლობით ვიპოვეთ ფუძნარის ტაძრის სამხრეთ კედელში დამალული კეში :)
ამოვიღეთ პატარა მამალი, რომელიც პინკის ფოტოზე ჩანს და ჩავდეთ საახალწლო წრუწუნა და შატილის ასულის ლეგენდარული თმის სამაგრი :)

მართლაც ულამაზესი ადგილია, ძალიან მიხარია რომ იმ მზიან და მშვენიერ დღეს სწორედ იქ ვიყავი!!! წარმატებებს ვუსურვებ მომავალ მაძიებლებს :wink:

ფოტოები სამწუხაროდ მე არ მაქვს, ალბათ მალე მომაშველებს ვინმე :)

PS ამავე დღეს ვიპოვეთ ავენისის კეშიც :)

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 მარ 2008, 14:23
by legenda
TuTa

მაგრებო.... :wink:

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 მარ 2008, 14:34
by Kakha
TuTa
კარგია, კარგი - გეოკეშინგი ისევ გამოცოცხლდა.

ერთი რაც შემიძლია დავამატო როგორც კეშის დამდებმა და როგორც კეშის მპოვნელმაც - ორივე ამაღელვებელია და ემოციური - კეშის პოვნაც და შენს კეშს რომ იპოვნიან და გამოგეხამურებიან ისიც.

თანაც ეს კეშები როგორც წესი ლამაზ ადგილებშია დადებული, ჰოდა რა ჯობია იმას თუ შენს მეგობარს ლამაზ და მშენიაერ ადგილას შეიტყუებ კეშის ხათრით.

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 მარ 2008, 14:43
by shatilis asuli
მეგობრებო, მართლაც გამოცოცხლდა ეს თემა! მე ისეთი ეგზალტირებული ვიყავი იმ დღეს! ხუმრობა ხომ არ არის? ორი კეში ერთ დღეს. როგორც თუთამ აღნიშნა ავენისში და ფუძნარში ვიპოვეთ! ყველას მოვუყევი ეს ამბავი და ალბათ კეშებზე მონადირეთა არმია უფრო გაიზრდება! კარგი იქნება, თუ ამ თამაშის პოპულარიზაციის სხვა გზებსაც მივმართავთ, გარდა კარავისა!

ფუძნარი, 26 ნოემბერი, 2006

Posted: 04 მარ 2008, 15:11
by TuTa
Kakha

მართალია, ეხლა უფრო ახალი სამალავების ძიების და კეშების დადების მიმართულებით უნდა გავიხალისოთ ცხოვრება :wink:
ამ თემაში რამოდენიმე ვარიანტი ამოვკრიფეთ და ბოლოს ავენისი ფუძნარზე შევაჩერეთ არჩევანი. დიდი მადლობა დადებული კეშებისთვის და შესაბამისი დეტალური აღწერისთვის :)

თან გაზაფხულიც მოვიდა, მოგზაურობების და ლაშქრობების სეზონი ეხლა იწყება :)

ჰო ორივე კეში შატილის ასულმა იპოვა, არავის აცლიდა ისეთი სისწრაფით მოქმდებდა :) ეს თამაში მართლაც ძალიან აზარტულია!!!