Page 1 of 1

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 14:56
by Kakha
დღეს ვიყავით ავენისში სამი მანქანით – კარველიები მე, ლუკა95, მჭრელი თვალი და ელისო და ორი მანქნით ჩვენი მეგობრები.

ადგილზე მისულებმა ავუხსენით გეოკეშინგის თამაშის არსი და ჩვენი წტუმრებიც აქტიურად ჩაერთვენენ განძის ძებნაში. ერთადერთი მითითება იყო რომ განძი უნდა ეზებნათ ხე–ში.

იპოვეს და გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი და ჩადეს რამდენიმე სუვენირი, მათ შორის შვედური ერთ–კრონიანი მონეტა.

გვალვა, ნამდილად მახსოვს რომ გეოკეშინგის განყოფილებაში ავენისი იყო ლიდერი პოსტინგების რაოდენობით. დღეს ვეძებე ავენისის თემა ამ განყოფილებაში, მაგრამ ვერ ვიპოვე. თუ დაიკარგა შემხმიანე და ხეახლა დავდებ შესაბამის ინფორმაციას.

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 19:40
by Kakha
გვალვა,

შენი დახმარება მჭირდება და თანაც თუ გამარკვევ რაშია საქმე კიდევ უკეთესი.

როგორც ზემოთ დავწერე ავენისის თემა გაქრა გეოკეშინგის განყოფილებიდან. მაგრამ.... მაგრამ ავენისი მივეცი გუგლის ძიებაში და ამოაგდო სწორედ ჩევნი კარვის ავენისის თემა გეოკეშინგის განყოფილებიდან რომელსაც ჰქვია ავენისი (არაგვიდან არაგვამდე). რაც მთავარია გუგლის ბმულს რომ გავყევი აღმოჩნიდა რომ ის მუშაობს. არადა კიდევ ერთხელ შევამოწმე და ნამდვილად არ ჩანს თემა განყოფილებაში.

შეგიძლია მიხედო ამ უცანურობას და თუ ძალიან რთული რამ არაა ამიხსნა რაშია საქმე.

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 20:16
by Mchreli tvali
ავენისში ლამაზი მდინარეა უფრო წყარო შემდეგ წამსვლელს კი ვურჩევ რომ იქაც ჩავიდეს. იქ არის 3000 წლის ხე, ურთხმელი. ურთხმელი წითელ წიგნშია შეტანილი.

აი ეს ურთხმელიც
Image

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 20:27
by Mchreli tvali
აი ეს არის ავენისის ტაძარი!

Image

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 21:57
by Nika
პრობლემაა პოსტების და თემის გვერდების არევის გამო.
http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=248

ავენისი

Posted: 29 ოქტ 2006, 22:58
by Kakha
ეს კიდევ უკეთ მუშაობს ვიდრე იატპ მაგრამ მოძებნა მხოლოდ გუგლიდან შეიძლება
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 006b6658af

ფაქტია რომ პრობლემაა. მე არ ვიცი რა უნდა ვუშველოდ.

ავენისი

Posted: 30 ოქტ 2006, 12:03
by Nika
Kakha
მე არ ვიცი რა უნდა ვუშველოდ.
მე ვიცი რომ გვალვამ იცის :D

ავენისი

Posted: 27 თებ 2007, 22:21
by nicalagua
ეჰ... ბუნდოვნად მახსოვს :D
არადა ისე მართლა მაგარი ადგილია და როცა წავედი კოლუმბივით არ ვიცოდი სად მივდიოდი

ავენისი

Posted: 12 მარ 2007, 10:11
by lama
nicalagua
ასე დავდივარ მეც ;) :lol: :lol: :lol: :lol:

ავენისი

Posted: 06 აპრ 2007, 22:49
by kopeina
ეჰ, კარგი იყო ავენისში. ტკბილად მაგონდება...

ავენისი

Posted: 13 აპრ 2007, 11:06
by lama
kopeina
მარა მე ვერ წამოვედი და ცუდად მაგონდება :D:D:D:D:D:D:D

ავენისი

Posted: 27 მაი 2008, 20:25
by Nika
ბოლო მისვლაზე 2 კვირის წინ რო ვიყავი ვერ ვნახე ეგ კეში სამწუხაროდ :(