Page 1 of 1

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 14 ივნ 2010, 16:24
by tamuna_gudarexi
2010 წლის 5-6 ივნისს კლდეკარის მიდამოები დავლაშქრეთ:
Falcon-მა, rifi-მ, Mari_kela-მ, Buacha-მ, ნამიმ და tamuna_gudarexi-მა
და კლდეკარის ციხეზე 6 ივნისს დავმალეთ განძი (ე.წ. კეში).

მიახლოებითი მდებარეობა შემდეგია:

კასპის მიმართულებას რომ ზურგს აქცევთ და ციხისკენ ასე ახვალთ, ხელმარცხნივ არის ციხის ნაწილი, თუმცა თქვენ განძი ხელმარჯვნივ რომ ციხის კედლის ნანგრევებია, იქ უნდა ეძებოთ. აქვე ახლოს რკინის ჯვარიც არის აღმართული. აი, ჯვარი რომ ჩანს, ციხის იმ ნაწილისკენ უნდა გადახვიდეთ:

Image

სწორედ ამ ნაწილის მიმდებარედ არის ციხის ნანგრევები, შესამჩნევად ცალკე არის შემორჩენილი კედლის ნაშთი. ჰოდა, კონტეინერი აქ, კედლის ერთ-ერთი ქვის უკან არის მიმალული. ახლოდან შეიმჩნევა. სადმე აძრომა და ჩაძრომა საჭირო არ არის. ხელმისაწვდომად მდებარეობს.

განძი და კონტეინერი ასე გამოიყურება:

Image

Image

წარმატებებს გისურვებთ!
ამ ლაშქრობის შესახებ ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4299&start=0

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 15 ივნ 2010, 17:04
by tamuna_gudarexi
აი, ამ ფოტოზე ჩანს ის ადგილი, სადაც უნდა ეძებოთ ;)

Image

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 19 ივნ 2010, 20:10
by Hereti
ნეტა რა დამალეს?

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 13 აგვ 2010, 18:41
by meleksa
იმედია მოვხვდები კლდეკარის ციხეზე და გადავმალავ :)

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 15 აგვ 2010, 23:48
by tamuna_gudarexi
meleksa
ჯერ უნდა იპოვო, მელექს, სანამ გადამალავ! ;)

სიამოვნებით წავიდოდი იქით კიდევ... შეუდარებელი ადგილებია!

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 03 დეკ 2010, 19:41
by waikiki
მგონი ვიპოვნე თქვენს მიერ დამალული კეში. 21 ნოემბერს ვიყავით კლდეკარზე, ღამე დავრჩით. კეშს წავაწყდი შემთხვევით, ალბათ იმიტომ რომ მაინცდამაინც რთული მისაგნები არ არის :)

ბლოკნოტი არ იყო.
თევზები შიგნით აღარ დევს. იყო ცოტა ქართული ხურდა და თვითმფრინავის ბორდინგ პასი ტაშკენტის (!:)) მიმართულებით.
არაფერი ამოგვიღია, დავტოვეთ 1 დოლარიანი, პატარა ჩანაწერი და კეში თავის ადგილას დავაბრუნეთ.
აი ბმული ალბომზე

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 04 დეკ 2010, 00:33
by tamuna_gudarexi
waikiki
გილოცავთ, განძის პოვნას!
ნეტავ, მართლა ის იპოვეთ, რომელიც ჩვენ დავმალეთ?
რადგან ადრე მაგ მიდამოებში climber-საც აქვს დამალული.. ჩვენთან არცერთი ზემოთხსენებული ნივთი არ ყოფილა კონტეინერში - ხურდა, ჩასხდომის ბილეთი ტაშკენტისკენ...
ერთადერთი შემოწმების საშუალებაა, კიდევ წავიდეთ! :)
აბა, დაირაზმეთ რიფი, ფალკონ, ბუაჩა, ნამი, მარიკელა! წავედით კლდეკარისკენ! :))

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 04 დეკ 2010, 10:52
by t.d
tamuna_gudarexi
წამიყვანეთთთთთთ :lol: :lol:

კეში კლდეკარის ციხეზე

Posted: 04 დეკ 2010, 13:04
by Falcon
tamuna_gudarexi
t.d

წავედით, რა პრობლემაა :)