აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 03 იან 2006, 00:10

რომელია არა რეალური 5 ჯგუფი თუ 4 განძი? პრინციპში შეიძლება შევამციროთ
ერთი ჯგუფი ერთ დგეში ხომ შეძლებს დაახლოებით სულ მინიმუმ 10 კილომეტრით გადაადგილდეს ისე რომ მოხუცები და ბავშვები არ დატოვოს :) ფეხით სიარულზე მაქვს საუბარი ეგეც სეირნ სეირნობით :) ჩვენ იმ ფართობზე შევთანხმდეთ რომელზედაც განძი უნდა გაიშალოს და უკვე მერე რაოდენობაზე და დროზე

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Nika » 03 იან 2006, 01:50

LOKI
აუცილებელია ეტაპებად დაყოფა
1) ჯგუფების რაოდენობისა და ჯგუფში ხალხის რაოდენობის განსაზღვრა (სასურველია თითო ჯგუფში 1 ადამიანი მანქანიანი იყოს).
2) განძის დამალვის რაიონის განსაზღვრა.
3) ცოტა არარეალურად მიმაჩნია 1 კვირა ლაშქრობაში გასვლა მარტო ამისთვის ძლენია 10 კაცზე მეტმა ერთდროულად მოახერხოს. ეს ყველაზე დასახვეწი მომენტია.
4) განძების დამალვა
5) საკონტროლო ჯგუფის მიერ დამალული განძების გადამოწმება (თორემ შეიძლება ვინმემ ისე დამალოს რომ ვერავინ ნახავს.
6) თვითონ ძიების პოცესი.
7) შედეგების შეჯამება. (ქულების დათვლა წინასწარ მოფიქრებული სისტემით).

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by PINKY » 03 იან 2006, 06:06

ჰაააა..

არვიცი.. არვიცი..

მერაღაც ის უFრამამწანდა..

:roll: :roll:
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Kakha » 03 იან 2006, 12:16

თუ ნებას მომცემთ შემოვუერთდები თქვენს დისკუსიას, მით უმეტეს რომ საკმაოდ ბევრი კეშის დამალვაში მიმიღია მონაწილეობა. ერთიც ვიპოვე (მარტყოფში) და ერთიც ვერ ვიპოვე - ავენისში, სადაც აუცილებლად ვაპირებ დაბრუნებას.

ლოკის იდეები ძირიტდად იმ ამოსავალ პოსტულატს ემყარება რომ თუ შემოვტანეთ შეჯიბრის მომენტი ძებნა უფრო საინტერესო გახდება. შეიძლება ასეც იყოს საკმაოდ მევრი ხალხისთვის. მაგრამ მე, როცა ვცდილობ შევარჩიო სად წავიდე იმასაც ვითვალისწინებ არის თუ არა იქ კეში დამალული და პრიორიტეტს კეშიან ადგილებს ვაძლევ.

მე მგონია, რომ ყველაზე სწორია თუ ორი პარალელური ხაზი გაგრძელდება - ერთი როგორც არის ყელა იმ ხარვეზით რომელიც აღნიშნული აქვს გვალვას - სპონტანურობა და ა. შ. და მეორე შეჯიბრის ფორმატით გაკეთებული გეოკეშინგი.

მე ამ ფორუმსა და კარველებში ის მომწონს რომ ყველა მისთვის მისაღებ ფომატსა, მარშრუტსა და ა.შ. იღებს. ანუ ჩემთვის კარვის სიძლიერე მის არასტრუქტურირებულ ფორმაშია, რაც ძალზე მოქნის ხდის სისტემას - ერთიანდები და გადიხარ მაშინ როცა გცალია, და როცა გაინტრესებს კონკრეტული ადგილი, ძეგლი თუ სხვა.

ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეული კაცია დარეგისტრირებული, რეალურად აქტიურად ჩაბმულია გნებავთ ფორუმში და გნებავთ თავად გასვლებში რამდენიმე ათეული ადამიანი. ჰოდა შეიძლება ძნელი იყოს შეჯიბრის ორგანიზება (ამას ნიკაც მიუთითებს).

ისე ნამდვილად ღირს გავაგრძელოთ ამ იდეებთან დაკავშირებით მსჯელობა. თუმცა მე თუ სადმე მოვაბი თავი ამ ზამთარს გასვლას ნამდვილად დავდებ კეშს ტრადიციული წესით! ჰოდა თუ ვინმე შევიტყუე ამ კეშის მოსაძებნად ხომ ძალზე მოხარული ვიქნები.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 03 იან 2006, 13:38

PINKY

Kakha

რა თქმა უნდა ჩემთვის გასაგებია გეოკეშინგის სისტემა. ამ სისტემის მიხედვით ნებისმიერ დროს შეიძლება კაცი გახვიდე და თუ გინდ დამალო თუ გინდ იპოვო. მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით ეს ხდება უფრო გასვლის მიზნით ვიდრე პოვნის მიზნით, უფრო სწორედ აზარტის ხარისხი ნაკკლებია ვიდრე შეჯიბრებაში. მოდი აქ წავალ და ბარემ კეშსაც ვიპოვი რაღაც ამდაგვარი ალბათ ვამბობ იმიტომ რომ მე პირადად არ ვყოფილვარ საძებნად და საერთოდ არც ვიცოდი ესეთი რამე თუ არსებობდა. უბრალოდ ჩემი იდეა იყო რაღაც სეზონური შეჯიბრების ვარიანტები ყოფილიყო. ზოგისთვის მისაღები იქნება ზოგისთვის არა. მაინტერესებს უბრალოდ რამდენი ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს და რამდენი მონაწილე დაინტერესდება ამგვარი გართობით

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 03 იან 2006, 14:02

Nika
რაც შეეხება ეტაპებს
1. ჩემი აზრით ჯგუფში ნორმალური იქნება 4-5 ადამიანი საშუალოდ თუმცა ალბათ გამონაკლისებიც იქნება ნუ ვფიქრობ მინიმუმ 2 ადამიანი და მაქსიმუმ 6 ალბათ ეს უკვე შესატანხმებელია მაშინ როცა ჯგუფები რეალურად დაიწყებს ჩამოყალიბებას
2. განძის დამალვის რაიონის განსაზღვრაც მოხდება მაშინ როცა ჯგუფები შეიქმნება თითიოეული ჯგუფის წარმომადგენელი თავის წინადადებას იტყვის დაახლოებით ადგილის და ფართობის შესახებ არა მგონია ამაში თანხმობას ვერ მივაღწიოთ
3. რაც შეეხება 1 კვირიან ლაშქრობას მოდით ეს ცოტა მომავლის საქმედ გადავდოთ და ეხლა ასეთი ცვლილება შევიტანოთ. იმის მაგივრად რომ ყველა ჯგუფმა გააკეთოს სამალავი და ერთდროულად გავიდეთ შევთანხმდეთ და გავაკეთოთ ასე დავუშვათ ამ კვირის განმავლობაში ერთი ჯგუფი აკეთებს სამალავს და რუკას და მომავალი კვირის პარასკევს აძლევს რუკას დანარჩენ ჯგუფებს. გასვლა მოხდება შაბათ კვირას და ყველა მოხალისე ჯგუფი ეძებს ერთი ჯგუფის განძს. რა თქმა უნდა ამ ძებნაში თვითონ ის ჯგუფი არ მონაწილეობს :D ვინც მალავს. შემდეგ სხვა ჯგუფი აკეთებს სამალავს და უკვე დანარჩენები ეძებენ. ასე და ამგვარად გასვლა მოხდება ორ კვირაში ერთხელ შაბათ-კვირას მემგონი ეს მისაღები დრო იქნება. :) ამგვარად ჩამოყალიბდება რაღაც რეიტინგი იმ ჯგუფებისა რომლებიც კარგად მალავენ ან კარგად ეძებენ რაგაც ჩემპიონატის მაგვარი გამოვა მემგონი ხოლო ერთ კვირიანი გასვლა შეიძლება ზაფხულში მოეწყოს როგორც ფინალი ან რაგაც ამდაგვარი ვნახოთ ვნახოთ:)
4-5განძების დამალვა შეიძლება ნებისმიერ ადგილას არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ჯანმრთელობიშტვის სახიფათო ადგილები :D გოგირDმჯავაში ნუ ცავდებტ შუშის კონტეინერით :D :D
აი საკონტროლო ჯგუფი კი სერიოზული დასახვეწია მას უნდა ევალებოდეს რუკების გადამოწმება. გადამოწმებაში იგულისხმება რომ საკონტროლო ჯგუფი უნდა გაყვეს დამმალავი ჯგუფის წევრებს და რუკის სიზუსტე და განვლადობა შეამოწმოს ეს კი დასახვეწი და მოსაფიქრებელია.
6. თვითონ ძიების პროცესი არ იქნება შეზღუდული მემგონი. უბრალოდ უნდა დავაკონკრეტოთ იმ აუცილებელი ნივთების რაოდენობა რისი წაღების უფლებაც ექნება ჯგუფს და რაც აუცილებელი იქნება.
7. ნუ შედეგების შეჯამება უნდა მოხდეს რაღაც ქულების სისტემის მიხედვიტ. დავუშვათ განძის პოვნა ამდენი ქულა. რუკისშედგენა ამდენი ქულა(კარგი საშუალო ცუდი რუკა) მონაწილეობა ამდენი ქულა... და ა.შ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Kakha » 03 იან 2006, 16:43

LOKI
მართალი გითხრა საკონტროლო ჯგუფის საჭიროებაში საერთოდ ეჭვი მეპარება. და აი რატომ, პირველ რიგში, მგონია, რომ ეს უფრო მოუქნელსა და ბიუროკრატილუს გახდის სისტემას. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობაში მონაწილეები მუდმივად იცვლებიან და შესაბამისად ხშირად გასვლის დღეს ხდება ჩვენი გაცნობა (თუმცა ამის გამო არც ერთხელ არ შემქმნია დისკომპორტი), გარკვეულად ეს ფორუმი ნოდბასა და ერთანირი ინტერესების არსებობაზეა დაფუძნებული. ყოველ შემთხვევაში ასეა ჯერ-ჯერობით (მე ასე ვხედავ და ვგრძნობ).

ჰოდა, თუ ერმანეთს ვენდობით მიუხედავად იმისა ვიცნობთ თუ არა, თუ მზად ვართ რომ სადღაც წავიდეთ რაღა საჭიროა საკონტროლო ჯგუფი? გასაგებია რომ ზოგი რუკა უკეთესი იქნება, ზოგიც უარესი, განა ამისთვის არ გვთავაზობ რუკების შეფასებას, მაგრამ მე ჩემი რამდენიმეთვიანი კარველობის გამოცდილებიდან გამომდინარე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ვინმემ შეგნებულად დაამახინჯოს რუკა.

თანაც, რაღაც ისე მგნოია, რომ საკონტროლო ჯგუფში მოხვედრა მაინცა და მაინც სახალისო არ უნდა იყოს. გაცილებით უფრო სახალისოა დამალვა და შესაბამისად ძებნა, თორემ სხვისი ნებსით თუ უნებლიედ გაკეთებული შეცდომების სწორება, ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში, მე პირადად მაინცა და მაინც არ მხიბლავს.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 03 იან 2006, 17:21

Kakha
მდააა შენც მართალი ხარ მაგრამ არის ერთი მაგრამ :)
თუ შეჯიბრია მაშინ შეჯიბრი უნდა იყოს. მეგობრობა და ნდობა გასაგებია. მაშინ ასე გამოდის რომ მეგობრების ერთი ჯგუფი წავა რაგაცას დამალავს და მერე ის მეგობარი რომელიც იმ მომენტში ვერ წავიდა სხვა ლაშქრობაში მიდის და პოულობს მემგონი ასე ხდება როგორც მივხვდი. ამასთანავე რეალური ბირთვი რომელიც ამას აკეთებს ამ ფორუმის წაკითხვის შემდეგ ვხვდები რომ რამდენიმე ადამიანია დაახლოებით 20. ასე თუ ისე იმ სქემით რომლითაც ეხლა ხდება გასვლა მაინც პირობითად ჯგუფებად არის დაყოფილი მემგონი იმიტომ რომ ის ვინც დამალვაში იღებს მონაწილეობას ძებნის დროს არ მიდის ხომ???
აქედან გამომდინარე 2 ჯგუფი მაინც მივიღეთ. ჯგუფების რაოდენობის გაზრდით მემგონი თვითონ სისტემა არ იცვლება პლუს ამას თუ შეჯიბრის სახე ექნება ესეც მემგონი დამატებითი აზარტია. კიდევ რაც შეეხება უცხო ადამიანებთან ერთად ლაშქრობაში წასვლას არ ვიცი შენ როგორ მაგრამ ყოფილა ისეთი სიტუაცია რომ იმ მომენტში თუ არ იცი ვინ დგას შენს გვერდით და სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არ იცი კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოყვეს. ამიტომ სანადიროდ და ლაშქრობაში სანამ წავალ ვცდილობ ცოტა მაინც გავიცნო ადამიანი ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ამიტომ როცა ჯგუფი იქნება იცი თითოეული წევრი რას აკეთებს და ყველამ თავისი მოვალეობა იცის ასე როგორც წესი უფრო ნაყოფიერია ნებისმიერი საქმე

ეხლა რაც შეეხება რუკის დამახინჯებას. მე ამას არ ვუსვავ ხაზს და არ არის სავალდებულო ეს ვინმემ შეგნებულად გააკეთოს უბრალოდ უნდა შემოწმდეს რამდენად განვლადია და რეალური რუკა. პლუს რუკა უნდა იყოს არა გეოგრაფიული სტანდარტული რუკა. ეს უნდა იყოს მინიშნებების და გამოცანების შემცველი რუკა. ამიტომ საკონტროლო ჯგუფი არა მარტო სისწორეს ამოწმებს არამედ ხარისხს და ამაში შეჯიბრებაში გუნდს დამატებითი ქულები ეწერება

რაც შეეხება საკონტროლო ჯგიფში მოხვედრას შეიძლება მთლად სახალისო არ იყოს მაგრამ თუ გვინდა მართლა აზარტული და საინტერესო თამაში გამოვიდეს ვიღაც უნდა მსხვერპლზეც წავიდეს :)

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Mrs. Robinson » 03 იან 2006, 22:12

LOKI
შენი იდეები მართლა საინტერესოა და მგონი მომავალ გეოკეშერებს უსათოოდ გამოადგებათ, მაგრამ ამ წუთას რეალური სურათი რადიკალურად სხვაა და შენს პუნქტებთან თანხვედრი ვერ იქნება, და თუ რატომ, კახამ და ნიკამ მშვენივრად განმარტეს.
ძალიან ნუ ჩქარობ!
გაგვიცნობ ვინ ვართ, როგორ ვართ, რამდენი ვართ და თვითონვე უპასუხებ შენს კითხვებს.
მაგ. მე ხომ სულ დავდივარ, მაგრამ გეოკეშერი არანაირად არ ვარ....
აქეთ PINKY-იც ამობობს, მე ძველი ვარიანტი მომწონსო და ა.შ.
მოკლედ თვითონ გაერკევი.
გულახდილად გითხრა, საინტერესო ადამიანი ჩანხარ და მიხარია კარავში შენი ყოფნა. წარმატებებს გისურვებ.......

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 03 იან 2006, 22:20

Mrs. Robinson
:D მოკლედ არავის არ ვახვევ ჩემს აზრზს უბრალოდ მაინტეერსებს აქ ასეთი გართობისთვის თუ შეიკრიბება ხალხი. მე მაგალითად 4-5-6 კაციან ჯგუფთან ერთად ამ საქმეში ჩავერთვები. შეიძლება ორი ასეთი ჯგუფიც მოვქექო (ეგ იდეალურ შემთხვევაში) მოკლედ თუ იქნება იდეები და მმონაწილეობის სურვილი გაზაფხულამდე კარგად დავხვეწავთ და ჩემი ღრმა რწმენიტ არც ტუ ურიგო საქმე გამოვა. მე ხომ არ ვამბობ რომ აქამდე ჩამოყალიბებული წესების შეცვლა მინდა ვისაც როგორ მოსწონს ისე მიჰყოს ხელი გეოკეშინგს:) უბრალოდ იდეა იყო ასეთი



იდეებს რა ვუყო :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Mrs. Robinson » 04 იან 2006, 14:14

რას ამბობ - საინტერესო იდეები დაგვაბედე!!!!!
თანადგომის ნიშნად ერთხელ მეც წამოვალ კეშის საძებნელად.........
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 04 იან 2006, 14:24

Mrs. Robinson

ჩემთვის პატივი იქნება :)


User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by Druides » 04 იან 2006, 22:23

LOKI
za ideiu
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
აი ასეთი იდეა დამებადა შეაფასეთ

Post by LOKI » 05 იან 2006, 13:49

მოკლედ მაშინ ეს იდეა ცოტა ხნით მტვრიან თაროზე დავდოთ და მომავალი განხილვისთვის გადავინახოთ ჯერ ჯერობიტ მაინც დიდი ენთუზიაზმი არ ჩანს:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]