Page 1 of 1

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 04 სექ 2005, 20:27
by Druides
ამდენ ქეშს რა მოძებნის???? და კიდევ რამდენს დავმალავთთთთთთთთთთთთთთთ :D :D :D :D :D :D :D :D :D

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 09:52
by Kakha
კოზა - კეშები ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრია.

ავენისის მაგალითმა ერთი აზრი თუ შემოთავაზება გამიჩინა - მეჩვენება, რომ კეშები, რომლებიც თბილისთან ახლოსაა ისეთ ადგილებში ერთ-ორ საათში რომ შეიძლება მიაღწიო უფრო პოპლარული ჩანს სრულიად გასაგები მიზეზების გამო. ვთქვათ ვანის ქვაბებში წასვალა-წამოსვლა ან ჭობისხევში კი შეიძლება ერთ დღეში მაგრამ მეტს ვერაფერს ასწერებ. სწრაფ ტემპში უნდა წახვიდე და წამოხვიდე. არ დაგავიწყდეს ბენზინის გაძვირების ფაქტორიც. ვანის ქვავებებში მანქანით წასვლა-წამოსვლა ახლა ალბათ 60-70 ლარი შეიძლება დაჯდეს.

იმის თქმა მინდა, რომ, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს კეშების დამალვა ყველგან სადაც გვგონია, რომ კარგი ადგილია, მიუხედავად იმისა, ახლოსაა თუ შორს თბილისიდან, მაგრამ უნდა უფრო ინტენსიურად დავმალოთ კეშები თბილისის გარშემო. მაგალითად ნიკა და ნავიგატორი რომ იყვნენ კუს ტბა-ფუნიკულორზე, ანდა ქოროღოს ციხეზე (აღარ მახსოს ვინ იყო) და ა. შ.

თბილისთან ახლოს ჯერ-ჯერობით ავენისის გარდა კიდევ ორი კეში მეგულება:; ერთი ბაგინეთში (მაგრამ რადგან დამალვაში მეც ვმონაწილეობდი მის საძებნელად ცხადია მე რაღა მინდა) და მეორე მარტყოფში.

რას ფიქრობთ?

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 11:35
by Gvalva
გეთანხმები, მეც ეს ვიფიქრე ზუსტად, უბრალოდ აღარ დამიწერია. მაშინ გავაგრძელებ რაც ვიფიქრე იმეების გადმოლაგებას. ავენისის კეში კიდევ იმით გახდა პოპულარული რომ ნაპოვნი ადგილია. ანუ, ამ ადგილის არსებობა ფაქტიურად არავინ ვიცოდით. როცა ასეთ ადგილს ვიპოვით, არაა აუცილებელი რამე განსაკუთრებული სუვენირების ხურჯინი გვქონდეს თან. მთავარია დავკეშოთ და მერე აღწერა არ დაგვეზაროს. შემდეგ "მადლიერი ქართველი" გეოკეშერები განავრცობენ და გააფართოებენ ამ შემთხვევით დაკეშილ ადგილს.

ხო, კახა, კიდევ თბილისის ახლოს არის სხალტბის კეში, ვირტუალურია, მარა ლამაზი ადგილია, თან შემოდგომა/ზაფხულიც სულერთია მანდ.

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 11:56
by Gvalva
თბილისის სიახლოვეზე კი ვლაპარაკობთ მარა ძალიან ვნანობ რომ რაჭაში არც ერთი კეში არ გავაკეთე. საჯაროდ ვიხდი ბოდიშს! :oops:

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 11:57
by Nika
ვინაიდან geocaching.ru-ზე არავინ ამატებს კეშებს მე ვიზავ მაგ საქმეს. და ავენისს დავამატებ. გვალვა აგერ უკვე 3 თვეა ვარძიის დროინდელ კეშებს ვერ ამატებს.

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 12:35
by Mao
აბსოლუტურად გეთანხმებით გუშინ 3 საათზე გადავწყვიტე წასვლა. უცებ, სპონტანურად. ახლოს რომ არ ყოფილიყო ნამდვილად ვერ მოვახერხებდი. და კიდევ უცებ შეიძლება წაიყვანო ადამიანი რომელიც დაინტერესდება და განავცობს ამას

ამდენ ქეშს რა მოძებნის????

Posted: 09 სექ 2005, 14:59
by Nika
კი მაგარი აზრია. კოჯორში მე ამ თამაშის დაწყების შემდეგ არ ვყოფილვარ. მარა რო აღმოვჩნდები აუცილებლად დავკეშავ იქაურობას.