იკვის მონასტერი

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იკვის მონასტერი

Post by Kakha » 29 ოქტ 2008, 10:09

19 ოქტომბერს ვიყავი ოჯახთან ერთად თეზამის ხეობაში. მოვინახულეთ რამდენიმე ძეგლი - მეტეხი, ფავნისი, ერთაწმინდა, ჩაჩუბეთი, რკონი და იკვი.

იკვის მონასტერში დავდეთ კეში. ვისაც არ გაინახავთ ესაა იკვის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრი. თუმცა ძალზე ახლოა სოფელ რკონიდან, მაგრამ რამდენადაც პოპულარულია რკინი (სრულიად დამსახურებულად), იმდენად ნაკლები ხალხი დადის იკვში. კეშის ხათრით თუ წახვალთ მანდეთკენ გამეხარდება. მოკლედ ეს იკვის ტაძარია

Image

კეში დადეს კახამ, მჭრელმა თვალმა, ლუკა 95, მჭრელი თვალისა და ლუკას კლასელებმა ნინომ და ლუკამ და ასევე კარვის მეგობრებმა ელისომ და ნინომ. კეში ჩადებულია მწვანე სასაპნეში - სუვენირები და ტრადიციული ბარათი და ფანქარი

Image

კეში დადებულია იკვის ტაძრის გალავნის კარიბჭის ჩრდილოეთ ნაწილში, სხვანაირად რომ ვთქვათ როცა ჭიშკარს მიადგებით მარცხენა მხარეა. აი გალავნის ამ ნაწილში - გადაღებულია ტაძრის ეზოდან
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
იკვის მონასტერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 ოქტ 2008, 03:38

Kakha
ისე, რა დამთხვევაა. ვიდრე ამ თემას ვნახავდი, მანამდე გამიჩნდა ამ ძეგლების ნახვის სურვილი.
ვიმედოვნებ, სამალავს მივაგნებთ.
და რა მაინტერესებს - ნაპოვნი ვის რჩება, მპოვნელს და მერე ის ვალდებულია ახალი ნივთი დამალოს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იკვის მონასტერი

Post by Kakha » 31 ოქტ 2008, 12:11

უკაცრავად სურათEბს შემოვაბრუნებ, რომ მოვიცლი.

GAMARJOBA SAKARTVELO
გეოკეშინგის განყოფილებაში წესებიც წერია, მაგრამ რომ არ იწვალო - კეშიდან შეგიძლია ამოიღო სავენირი სახსოვრად, მაგრამ შენი უნდა ჩადო. ამისთან აკეთებ ჩანაწერს კეშში დატოვებულ ბლოკნოტში როდის და ვინ იპოვა. და რაც მთავარია აბრუნებ იგივე ადგილზე, გარდა იმ შემთვევისა თუ კეშს რაიმე აშკარა სფრთხე ემუქრება. ამის შემდეგ კმაყოფილი და ამაყი აკეთებ განცხადებს პოვნის შესახებ შესაბამის თემაში და იწვევ სხვესაც რომ წავიდნენ და იპოვონ კეში. მოკლედ კეში ადგილიდან არ იძვრის, უბრალოდ ახალ-ახალ ჩამსვლელებს ეძლევათ საშუალება მოძებნონ კეში.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2710
Joined: 06 სექ 2007, 11:45
იკვის მონასტერი

Post by MIRANDA » 03 ნოე 2008, 14:27

Kakha wrote:უკაცრავად სურათEბს შემოვაბრუნებ, რომ მოვიცლი.
მე შემოვაბრუნებ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით ...

Image

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იკვის მონასტერი

Post by Kakha » 03 ნოე 2008, 16:18

MIRANDA
დიდი მადლობა, დამავალე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]