Page 1 of 1

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 სექ 2008, 03:08
by Int3lig3nt
ე.ი. 6 აგვისტოს, ოთხშაბათს კარაველი ”უსაქმურები” წავედით ჭილის ტბაზე.

ვიყავით ხუთნი: მირანდა, ლინდა, ნუსა, კაკულია (ქლიმბერი) და მე.

თავიდან აზრადაც არ გვქონია კეშის დამალვა, მაგრამ ნუსას წამოღებული მიწის თხილის კონტეინერი რომ დავინახეთ, მაშინვე გაგვინათდა გონება :).

მოვიქექეთ ჯიბე-ჩანთები და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინეთ :(.

ნუ, რადგან კონტეინერი გვქონდა და კეშის დადებაც ძალიან გვინდოდა, აღარ მივაქციეთ ყურადღება ჩვენს ჯიბეგამოფხეკილობას და რაც გვქონდა, ის ჩავდეთ (აი დავდებ სურათებს და ნახავთ :)).

ტექსტის წერა მირანდამ ითავა

Image

აი კეშის შემადგენლობა
(ამ ტექსტზე თვალებს ნუ დაითხრით, დავდებ დიდ ვარიანტსაც :P)

Image

ტექსტი

Image

დაწერა ჩალაგებას რომ მოვრჩით, დასადები ადგილის ძებნა დავიწყეთ.

ფართო არჩევანი არ გვქონდა სამწუხაროდ, სულ ხეები იყო გარშემო და ტბაზე ერთი ტივი.

Image

მე და ქლიმბერს ტივზე გვინდოდა დადება, მაგრამ გოგონებმა გააპროტესტეს.

ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ და კინაღამ დავკარგეთ კეში :roll:.

ტივის იატაკში შევდე და გაჭედვა რომ დავაპირე, გამისხლტა... შიგნით შემივარდა :(.

გავწიეთ ტივი, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ალბათ შიგნით სადღაც იყო გაჩერებული.

ვუტრიალეთ, ვეწვალეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

გოგონებისთვის თვალში ჩახედვა გვრცხვენოდა :).

საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. ქლიმბერმა დაინახა სადაც იყო და გამოვიღე :).

მეორე ვარიანტი ხე იყო, სადაც ტივის სამოძრაო ტროსი იყო დაბმული.

Image

ავძვერი ზედ და კარგი შესატენი ადგილები მოვნახე.

თუმცა კაი დიდი დიამეტრის იყო ჩვენი კონტეინერი და ყოველი შეტენვის მცდელობაზე, დამპალი ქერქი ატყდებოდა.

Image

ამ წვალება წვალებაში, სულ შემომეფრცქვნა ეს ქერქი და კიდევ ერთხელ დამასხა ჭირის ოფლმა :D...

დავიწყე ჯოხით გამოთხრა (დამპალი იყო ხე და როგორღაც ვახერხებდი).

დამესიენ ადგილობრივი ჭიანჭველები და კაარგად დამკბინეს.

როგორღაც გამოვთხარე იმდენი, რომ ჩვენი კონტეინერი ნახევრად მაინც შეტენილიყო და გაჩერებულიყო.

Image

პრობლემა გახდა მიჩქმალვაც.
ჩამოტეხილი ქერქები ძლივს მივაფარე

აი ახლოდან ჩვენი დამალული კეში როგორ გამოიყურება

Image

შორიდან არ ჩანს... თუ კარგად არ დააკვირდი, ვერ მიხვდები, მანდ რომ რამეა დამალული

მოკლედ ეგაა, რა...

არ ვიცი კიდევ რა დავწერო... შეიძლება უკვე ბევრი მომივიდა და კეშის სტანდარტული გამოქვეყნების წესიც დავარღვიე :(.

აბა თქვენ იცით :).

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 10 სექ 2008, 13:11
by lama
Int3lig3nt wrote:
Image
მაგ დროს მე, კახა ხიმშიაშვილს, თინათინს, ელისოს და ლუკას

BEQA GE-ს "HONDA სივიკი"

ე.წ. "ბუქსირით"
ანუ მისაბმელიდ მოგვყავდა ხაიშიდან ზუგდიდისკენ

70 კილომეტრს 3 საათ ნახევარი მოვანდომეთ

:)

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 05 ოქტ 2008, 00:22
by Linda
werilshi moxseniebuli var, magram keshis damalvis processhi me ik ar viyavi, adre wamovedi imitom rom mechkareboda. ase rom shemidzlia povna :D

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 10:32
by MIRANDA
Linda wrote:werilshi moxseniebuli var, magram keshis damalvis processhi me ik ar viyavi, adre wamovedi imitom rom mechkareboda. ase rom shemidzlia povna :D
რა ქენით, ლინ.. იპოვეთ კეში??? 8)

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 10:56
by Linda
MIRANDA

keshi ukve sxvas konda napovni :) axali werili iyo da axali nivtebi, mogvianebit davdeb fotoebs. raxan saweri kalami aravis gvkonda, chven werili ar dagviweria, magram chavamatet axali nivti da sxvagan davmalet keshi, imitom rom im xeshi sheudzlebeli iyo

Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 14:38
by nusa
გამიხარდა მპოვნელი წესის დაცვით რომ მოეკიდა ამ ამბავს... :D

ზოგან საერთოდ ქრება დატოვებული კეში, მაგალითად თმოგვზე :evil:


თამაში გრძელდება!
ლინდა, აბა ველოდებით შენს მინიშნებებს... გურული და მისის რობინსონი აპირებენ თუ არ ვცდები ასვლას, იქნებ მიაგნონ ;)

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 22:11
by Linda
ეს ნაპოვნი კეში და წერილი რომელიც ჩვენამდე სხვებს უპოვიათ


Image

Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 22:22
by Linda
Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 22:38
by Linda
კეშის ახალი სამალავი

Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 22:42
by Linda
ზევიდან ფოთლები დავაყარეთ
Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 22:47
by Linda
ადიხარ ჭილის ტბაზე, გაუყვები ტბას მარჯვნივ და დაახლოებით რომ მიაღწევ ტბის შუა ნაწილს არის გადაჭრილი ხე, (იქ ბევრი გადაჭრილი ხეა და წყალთან რომელიც ყველაზე ახლოსაა იქ უნდა ეძებოთ) კეში დევს შიგნით და თავზე ფოთლები აყრია



P.S უკეთესად მე ვერ ავხსენი, და ვერც ფოტო გადავიღეთ უკეთესად რომ გამოგვეჩინა



Image

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 06 ოქტ 2008, 23:38
by MIRANDA
Linda
მემგონი საკმარისი მინიშნებებია...

ვინც ეძებს, ის პოულობს :)

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 16 ნოე 2008, 18:18
by popins
აფსუს მენახა მაინც ეს თემა.. :(

კეში ჭილის ტბაზე - 06.08.08

Posted: 14 მაი 2009, 10:22
by N67
აქ რომ ჩამოვეხეტე, ჭილის ტბისკენ გამიწია გულმა...
(მანდ წასვლის ერთი მცდელობა მოულოდნელ თოვლში დასველება-გაყინვით დამთავრდა, მეორე - დაკარგვით)

გადაწყვეტილი მქონდა, რომ გამომესწორებინა მანდ ჯერ არ ნამყოფობა; ჰოდა მოვხიკე საჭირო ნივთები, მრჩევლებად რუკა და კომპასი გავიყოლე და გზას დავადექი.

დაწვრილებით არ მოვყვები, რა ძლიერ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დატოვა იქაურობამ და განსაკუთრებით - ტბამ.

აი, ჩემი სახლი... : )

Image


ბინდბუნდში, როცა შეშის მოსაგროვებელ მორიგ რეიდს ვაწარმოებდი, სრულიად შემთხვევით ერთ ამოღრუტნულ კუნძში საინტერესო კოლოფი შევნიშნე...
სწორედ ეს კეში აღმოჩნდა, ერთხელ უკვე ნანახი ვიღაც უცხოების მიერ (გრამატიკის სიღრმეებს რომ ვერა, ვერ წვდებოდნენ სათანადოდ).

ნაპოვნმა ლარიანმა და ხურდებმა ძალიან გამახარა (თორემ ფეხით მიწევდა დიღმამდე სიარული), სიგარეტის ღერმა - გამაბრაზა და შესაბამისადაც მოვექეცი - ჯერ ზედ შევდექი, მერე ბოლს მოვერიდე და ცეცხლში ჩავუძახე.

კეშის სხვა შიგთავსისთვის ხელი არ მიხლია, ჩემი მხრივ კი რუკა დავამატე (რომელსაც, სხვათაშორის, ვუმადლოდი ჩემს იქ ყოფნას), ნახშირით ზედ მცირე წარწერით (კალამი არ მქონდა...).

კეში ლურჯ პარკში გავახვიე და ისევ იგივე ადგილას დავაბრუნე.

მერე რა მოხდა, თქვენთვის საინტერესო აღარაა (რომც იყოს, ფხიზელს მეტის მოყოლის გამბედაობა არ მეყოფა).
კეში კი ალბათ ისევ იქ ელოდება მორიგ მპოვნელს, ჩემს თავს გადახდენილ ამბებთან კავშირი არ ჰქონია.