Page 1 of 7
					
				ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)
				Posted: 19 აგვ 2005, 22:37
				by Nika
				ალბათ ჯობდა ბოლო პოსტის გარდა დანარჩენი ლაშქრობების განყოფილებაში დაგეწერა. სხვათაშორის ნავი სადაც გეწერა ჯერ ნივა წავიკითხე 

 
			
					
				ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)
				Posted: 20 აგვ 2005, 09:36
				by toga
				Nika
მართალი ხარ აქ არ არის მაგის ადგილი ლაშქრობებში უნდა დაგეწერა
			 
			
					
				ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)
				Posted: 22 აგვ 2005, 14:45
				by Gvalva
				nicalagua
გამეხარდა შენი ხმის (და იუმორის) გაგონება, მე უკვე არაბულ ქვეყანაში მეგონე, ისე იყავი დაკარგული.
ამ თემას რომ ვკითხულობდი, მეც ვიფიქრე ამას აქ რა უნდა მეთქი, მარა, გზაზე დგახარ და რა გითხრა...
კეში რომ დაგიმალია ძალიან კაია, როგორც გავიგე (ისე კი გამიჭირდა გაგება, გამოგიტყდები) პირველ ფოტოზე რომ გზა ჩანს იმაზე უნდა მოვხვდეთ როგორმე ხო? ყოველთვის მინდოდა მანდ მოხვედრა, ზუსტად დასაკეში ადგილია 

. მაგ გზით პირველი ხეობა რომელიც ადის ზემოთ იმას უნდა ავყვეთ? ეგ ციხე წყალში ჩამალული ორ თვეზე მეტი არ იქნება ალბათ წელიწადში ასე რომ, იქნებ იმ პირველ ფოტოზე, თუ ჩანს,  წერტილი დასვა დაახლოებით, სად არის. და... ეკლესიის ფოტოზეც ერთი წითელი წერტილი არ გვაწყენდა 

 თორემ იქ იმდენი ქვებია, მტერმა ეძება თითოეულის ქვეშ ბლოკნოტი. სამი კვადრატი რომაა იმათში თუა კიდე არა უშავს 

 
			 
			
					
				ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)
				Posted: 23 აგვ 2005, 08:30
				by Kakha
				კვადრატებს რას ეძახი? უკანა პლანზე გალავნის კედელი რომ ჩანს და იმ კედელში სამი ნიში, ამ ნიშებს ეძახი კვადრატებს?
დამიზუსტე რა - ვინაიდან ჩემი ოჯახობა ჯერ კიდევ აგარაკზეა, აგარაკი კი ბაზალეთის ტბასთან ანუ არც ისე შორს ანანურიდან ამ შაბათ-კვირას არა (რადგან მივლინებაში მიშვებენ ჩვენს მოძმე უკრაინაში), მაგრამ სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას კი წავიდე ჩემს შვილებთან ერთად კეშის მოსაძებნად.