Page 5 of 7

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 16 სექ 2005, 08:29
by Kakha
ნიკალაგუას და სხვების გასაგონად - ავენისი სომ ვინც ვიყავით ყველანი ადგილით აღფრთოვანებულები დავრჩით მაგრამ რაც გუშინ გავიგე ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

ავენისი სრულიად უნიკალური და გამორჩეული ადგილი ყოფილა თურმე, მაგრამ არა არქიტექტურით და გარემოთი რომელიც ლამაზია, არამედ ავენისის კარიბჭესთან მდგარი ურთხემილით, რომელიც სპიციალისტების აზრით 2000 (ორი ათასი!!!!!!!) წელზე მეტი ხნის უნდა იყოს. ხალხო წარმოგიდგენიათ ორი ათასი წელი და კიდევ მეტი. თავად ურთხმელი წითელ წიგნიშია შეტანილი და ტაძრის უკან კი ურთხელი კორომი ყოფილა.

აი ასეთი ადგილში შეგვიტყუე ნიკალაგუა თურმე!

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - მე მანდ კიდევ წავალ.

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 16 სექ 2005, 09:41
by Gvalva
Kakha

რომელ ურთხმელზეა საუბარი, ნიკამ რომ გადაუღო მზის ჩასვლისას? ანუ, წყალსაცავის პირას რომ დგას იმაზე?

და რა თქვი ტაძრის უკანო? ვერ გავიგე რას ნიშნავს :oops:

არა, არა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ საუკეთესო კეშისთვის!! :)

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 16 სექ 2005, 09:54
by Gvalva
ეხლა ვნახე ნიკას ფოტო, ის ხე 2000 წლის არაა, ესე იგი იქ გავიარე, ასეთი რამ იდგა და არც შემიმჩნევია??? ვაი სირცხვილო!! :oops:

კიდევ რომ წავალ უეჭველია, მარა ძალიან შევშფოთდი, ასეთი რამე ასე უპატრონოდ როგორ დგას? დაცვის პოლიციიდან ერთი ადამიანი რომ მიემაგრებინათ ნეტავი არ შეიძლება? პარლამენტარების დაცვას ეგ აჯობებდა, იმიტომ რომ რომელიმე მშიერი გლეხი მივიდეს შეიძლება და ფეჩისთვის მოჭრას ერთ დღეში ის რაც 2000 წელი იზრდებოდა

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 16 სექ 2005, 10:28
by Kakha
გვალვა,

მეც ვნახე ჩემი ფოტოები. არც მე მაქვს გადაღებული ეგ ურთხმელი. უბრალოდ ყარადღება არ მიმიქცევია, თანაც ჩემი ბოტანიკაში განსწავლულობით, მართალი გითხრა, ურთხემელს ვერ ვცნობ. აი გაგებით კი გამიგია, რომ ძალზე ნელა იზრდება და წითელ წიგნშია შეტანილი.

როგორც მითხრეს, ეგ ხე დგას ავენისის ეკლესიის ტერიტორიაზე შესასვლელი პატარა კარი (პრობითად კარიბჭე) რომაა იმის შორიახლოს. დიდი ფუღუროიანი ურთხემლიაო. ჰოდა უნდა წავიდე და ვნახო.

რაც შეესება ეკლესიის უკან ურთხემლებს ისინი გაცილებით ახალგაზრდებია (თუმცა, როგორც ვხდები, ურთხმელთან მიმართებაში ეს ცნება შედარებითია), მაგრამ გამორჩეულია იმითი რომ მთელი კორომიაო.

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 12:16
by Mzia
ძალიან გთხავთ ვერ ვხვდები და კეშის ძებნა რას ნიშნავს ამიხსენიტ რა?

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 12:34
by Gvalva
მზია
აბა ეს თემა ნახე, და თუ დაინტერესდი, გეოკეშინგის განყოფილებაში თვალშისაცემი თემები გადაიკითხე :).

ახალი გეოკეშერები გვჭირდება, ჩვენი დამალული კეშები რომ იპოვოს!

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 12:38
by Mzia
Gvalva
მადლაბ. ეხლავე გადავიკითხავ

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 16:51
by Mao
Kakha
მე მაქვს გადაღებული

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 16:55
by Gvalva
Mao

შენ გაიხარე!!!
ეგ ხე მეც მახსოვს, მარცხნივ არის რომ მიდიხარ შესასვლელად, შიგ შევიხედე და გიორგის ვკითხე ეს ქოხია თუ ხეა მეთქი :)

P.შ. სად დაიკარგე??

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 19 სექ 2005, 19:44
by Mao
Gvalva

დღეს ჩამოვედი მოსკოვიდან.

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 17 ოქტ 2005, 16:32
by Kakha
გვალვა,

ხომ არ შეგიძლია ამ თემის სათაური გამოცვალი და ავენისი დაარქვა, თორემ კაციშვილი ვერ მიხვდება თემის დასახელებით რომელ ძეგლზეა კეში დამალული.

სხვათა შორის ამ შაბათს ვიყავი, მაგრამ არა კეში საძებნელად. სტუმარი მყავდა რომელზედაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგლიმაც, ეკლესიამაც და განსაკუთრებით 2000 წელზე მეტი ხნის ურთხმელმა. კეში მოსაძებნად კი ისევ ჩემს ბავშვებთან ერთად ვაპირებ წასვლას - ძალზე ხალისობენ ძებნთაც და თუ საშუალება აქვთ დამალვითაც.

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 18 ოქტ 2005, 14:43
by Mrs. Robinson
ავენისის შესახებ პირველად კახასგან გავიგე. ამ თემას კი მხოლოდ ახლა მოვაგენი. აი კეშის ძებნაც ამას ჰქვია..............
:lol: :roll: :lol:
ავენისში უახლოეს მომავალში წავალ, ან იქნებ ამ შაბათ-კვირასაც კი მოხერხდეს, ცხადია თუ რაიმე სხვა იდეა არ გაჩნდა.

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 16 დეკ 2005, 23:16
by PINKY
ვაააა...

ეგუკვე მეორედ აგვFრთავანდი.. რაც ამFარუმზე ვარ..

მემგონი აჰალწლამდე მანდაც წავალ..

მეჰომ.. აქშემასვლის მერრე.. აგმავაჩინე.. რომ თურმე ჩემი ჰაბი კაFილა არგანული ბუნების ძეგლების მანაჰულება..

Image

ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Posted: 18 დეკ 2005, 01:08
by Gvalva
PINKY

:))) პირველი როდის იყო ვერ შეგვახსენებ? 8)