ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:17

გუშინ, 4 სექტემბერს ვიყავი ოჯახთან ერთად კეშის მოსაძებნად.

თავიდანვე გეტყვით, რომ კეში არაა ნაპოვნი.

მაგრამ დიდი მადლობა ნიკალაგუას მანდ კეშის დამალვისათვის - ფანტასტიკური ადგილი ვნახე რომელზედაც წარმოდგენაც კი არ მქონდა. მგონი ესაა გეოკეშინგის ძირითადი აზრიც, რომ შეგიტყუოს ისეთ ადგილებში რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.

ჩემს გეგმებზე ათოიდე დღის წინ გწერდით. ჰოდა, როგორც გადაწყვეტილი მქონდა თვითფირნავის ტრაპიდან ჩამოვედი თუ არა თითქმის მაშინვე წავედით კეშის მოსაძებნად. დილიდან კარგი ამინდი იყო, გახსაოვთ ალბათ, მაგრამ გზაში გაწვიმდა და თან როგორ. ჩემი მანქანით წავედით. ავენისის ეკლესიამდე ადვილად მივედით. ანანურს შემდეგ არის სოფელი ციხისჯვარი (თუ ციხისძირი არ მახსოვს და თან ახლა რუკაც არ მაქვს ახლოს), იმას რომ გაცდებით დიდი კაპიტალური ხიდია გადებული არაგვზე. აქამდე ასფალდის გზა მიდის. არაგვის მარცხენა სანაპიროზე კი უკან ანანურისკენ უნდა გამობრუნდეთ - ასე ხუთიოდე კილომეტრი იქნება ავენისამდე.

ეკლესიის მიგნება არ გაგვიჭირდა, თუმცა თავიდან გზა შემეშალა. ეკლესია პატარა მდინარის პირასაა, მარჯვენა ნაპირზე მე კი მარცხენა ნაპირს ავუყევი და ასეთი დავინახე ავენისი

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:22

რომ დიდხანს არ გავაგრძელო დივიწყეთ კეშის ძებნა. წვიმა კი უმატებდა და უმატებდა. ვერაფრით ვერ მივხდი რა იგულისმებოდა კვადრატებში. და ვერც ის იმას მივხდი რას ნიშნავს ეკლესიის უკანა მხარე - ჩემთვის როგორც ყოფილი არქიტექტორისათვის უკანა მხარე დასავლეთის მახრეა, ანუ ყველაზე მთავარი საკურთხევლის, რომელიც აღმოსაველთითაა საწინააღმდეგო მხარე.

სასტიკად დავსველდით და ცოტა ხნით ეკლესიას შევეფარეთ.

ესაა ჩვენი გუნდი ბიძაშვილ ნინოს გამოკლებით რომელიც სურათს გვიღებდა

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:37

ვინაიდან ათი დღის განმავლობაში კომპიუტერთან არ მივსულვარ იმის იმედით რომ დამატებით ინსტრუქციები იქნებოდა ნიკალაგუასგან მობილურით დავუკავშირდით გვალვას, რომელმაც წაგვიკითხა ნიკალაგუას ბოლო პოსტინგი. დამატებითი ინსტრუქციების მიღების შემდეგ გაათმაგებული ენერგიით შევუდექით ძებნას, მაგრამ..... ვერაფერიც ვერ ვიპოვეთ. იქ სადაც ნიკალაგუა კვადრატებზე ლაპარაკოს კვადრატებს ვე მივაგენით. ისე მაინც ვერ ვხდები რა კვადრატებზეა ლაპარაკი. ეკლესიის ეზოში, შესასვლელთან ახლოს რამდენიმე დაზიანებული სამარხი იყო, ისეთი ქვაყუთებს რომ ეძახიან რომელიც თავისუფლად შეიძლება კვადრატათაც მონათლო, მაგრამ ასეთბი არ იყო ეკლესიის ”უკან”, მის ჩრდოლოეთ კედელთან.

აი ასე გამოიყურება ეკლესია დასავლეთიდან. ჩანს მისი ”უკანა”, ჩრდილოეთი ფასადიც, მის გაყოებაზე უნდა იყოს სადღაც კეში.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:45

უღმერთოდ დავსველდით, დილას კარგმა ამინდმა შეგვაცდინა და სათანადოთ არ ვიყავით ჩაცმულები, ამიტომ გადავწყვიტეთ ძებნა შეგვეწყვიტა, მაგრამ იმ პირობით რომ აუცილებლად დავბრუნდებით ახლა უკვე ნიკალაგუას ბოლო ფოტოთი შეიარაღბულები. როგორც ვხდები, რამდენიმე კვირაში ავენისი, მას შემდეგ რაც შემოდგომის ფერებს დაიდებს, კიდევ უფრო ლამაზი გახდება. ჰოდა ჩვენც ამ დროს გავაგრძელებთ კეშის ძებნას.

ასე და ამგვარად, მთალად გაწუწულები, მაგრამ ძელზე კმაყოფილები იმით, რომ ვნახეთ კიდევ ერთი კოხტა ეკლესია მშენიერი გარემოთი და კიდევ კმაყოფილები იმით, რომ ისევ გვაქვს საბაბი ჩავიდეთ ავენისში წამოვედით უკან.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:48

ასეთი იყო ანანური წვიმიან ამინდში არაგვის მარცხენა სანაპიროდან

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Nika » 05 სექ 2005, 10:53

Kakha
მგონი უკანაში იგულისხმებოდა ნიკალაგუას ფოტოზე რო ჩანს აი იქ უკან რაცაა ის მხარე. ისე ძაან საინტერესოა. რადგან მარტო ნავი კი არა და ნივაც უდგება მეც აუცილებლად გავალ მანდ.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 10:58

ბოლოს მინდა რამდენიმე მოსაზრება შემოგთავაზოთ. ეს ეხება კეშის ადგილმედბარეობის აღწერას. მგონია, რომ ჯობია თავი ავარიდოთ აღწერებში ისთი სიტყვებს როგორიცაა წინ-უკან, მარცხნივ-მარჯვნივ. ამას ჯობია მივუთითოდ ქვეყნის რომელ მხარესაა ორიენტირიდან - აღმოსავლეთით, დასავლეთით, და ა. შ. როგორც ჩვენს შემთხვევაში გაირკვა ეკლესიის წინ და უკან შეიძლება სხვადასხვაგვარად გაიგოს კაცმა. ასევე უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ტერმინებს. მაგალათად, როგორც ზემოთ ვწერდი, ახლაც არ ვიცი რა იგულსხმება კვადრატში.

იქ სადაც ახლომახო ეკლესიაა მხარეების მითითება არ უნდა იყოს ძნელი მაშინაც კი როცა კომპასი არ გაქვთ. ეკლესიის საკურთხევლი ხომ ყოველთვის აღმოსავლეთითაა გამართული!

მშვენიერი თამაშია გეოკეშინგი!!!!!

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 11:03

Nika wrote:Kakha
მგონი უკანაში იგულისხმებოდა ნიკალაგუას ფოტოზე რო ჩანს აი იქ უკან რაცაა ის მხარე. ისე ძაან საინტერესოა. რადგან მარტო ნავი კი არა და ნივაც უდგება მეც აუცილებლად გავალ მანდ.
ახლა ვნახე შენი წერილი - ნივა საჭიროა რომ მთალად ეკლესიას მიადგე. ხოლო ჩვეულებირი მსუბუქი მანქანით თავისუფლად მივა კაცი ეკლესიის ასახვევამდე, საიდანაც ეკლესიამდე ასე 150-200 მეტრი იქნება

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 05 სექ 2005, 16:03

კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს გადაღებულ ფოტოებს. თუ ნიკალგუას ფოტოთი ვიმსჯელებთ ისრით მითითებული ადგილი ჩემს ფოტოზეც კარგად ჩანს, მარჯენა მხარს. ეკლესიის უკანა მხარე აქ უკეთ ჩანს მაგრამ აბა დააკვიდრით ხედავთ კვადრატებს?

მხოლოდ დიდი ხე და ბუჩქებია

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Nika » 06 სექ 2005, 11:12

მოკლედ წავიკითხე თუ არა კახას ნაწერები ეგრევე მეც მომინდა მაგრად მაგ კეშის მოძებნა. მარა მერე შაბათ-კვირის გეგმები შეიცვალა და ვეღარ წავიდოდი. გავიხედე ფანჯარაში: ფანტასტიური ცა იყო. და გადავწყვიტე ეგრევე წავსულვიყავი. ნუ ეგრევე არა მარა გუშინვე. დავურეკე გვაკვას და კიდე ერთ ნაცნობს და ასე 17.00-ზე გავედით. გზად ხან იღრუბლებოდა ხან პირიქით. მოკლედ ჯერ იყო და ნიკალაგუას ნაწერმა ცოტა გზა აგვირია. ყვითელი ხიდიო და მაგას ვეძებდით. ყვითელი ხიდი კიდე ფეხით მოსიარულეებისთვის აღმოჩნდა. ადგილობრივებს პრინციპულად არ ვეკითხებოდით. ისე ინტერესი არ ექნებოდა. მოკლედ ბოლოს გადავედით მეორე ნაპირზე და იქაც პატარა გამოძიების შედეგად გავუყევით სწორ გზას (ჯერ ზევით წავედი რატომრაც, მარჯვნივ გზა არ მომეწონა). მივადექით ავენისს. გზად სასწაული განათება იყო მარა დაღამებას შეშინებული მანქანას არ ვაჩერებდი სურათების გადასაღებად. ბოლოს მაინც გავბედე და აი ეს ფოტოები გადავიღე.

Image

ერთი პანორამაც.

Image

ხო სულ დამავიწყდა. გზად კოტეტბელის აგარაკზე ეგ და კოზა ნოსტრა შევნიშნეთ :D :D :D რაღაც თოკებს ჭიმავდნენ. წარმომიდგენია რა დაემართა კოტეს როცა გვალვამ დაურეკა და თოკი ცოტა კიდე დაჭიმეო უთხრა.

ახლა ისევ საქმე. მოკლედ ეკლესია საკმაოდ ადვილად ვიპოვეთ. დიდი კამათის შედეგად ის "კვადრატებიც" ვიპოვეთ (?). მოკლედ ჩვენი ვერსიით ეგ იყო 4 მეტრი 4 მეტრზე არეები ეზოში, კედლებით შემოფარგლული. ალბათ კახამაც ნახა ეგენი მარა კვადრატებად ვერ მონათლა უბრალოდ. აქ ისევ წამოიჭრა ეკლესიის უკანა მხარის საკითხი. ახსნაში ეწერა რომ ამ უკანისკენ სახით რომ დადეგბი ყველაზე მარცხენა კვადრატიო. მარა ასეთი კვადრატი არ არსებობდა. თანაც რაღაც "გალავანის კედელი არა" ეს კიდევ უფრო გვაბნევდა. ბოლოს ლამის ყველა კვადრატში ყველა ქვა ამოვატრიალეთ მარა უშედეგოდ. ყველაზე რეალურ ვერსიად მივიჩნიეთ ასეთი რამე. ეკლესიას უტარდება რეკონსტრუქცია. შეიძლება ამ პროცესში ის ქვები ვინმე იქ მომუშავემ ამოატრიალა და კეშიც იპოვა მარა აღარ დააბრუნა. უფრო მეტიც ქვები მშენებლობა/რეკონსტრუქციის პროცესში გამოიყენა. ამ ძებნა ძებნაში ვნახეთ კეშის დასამალი მაგარი ადგილი სადაც დავმალეთ კიდევაც. სამწუხაროდ ბლოკნოტი არ გვქონდა და არც კონტეინერი. უბრალოდ თან წაღებული ნიკალაგუას აღწერის ფურცლები და ფოტო, კალმისტარი და ჩინური წებო ჩავდეთ ფაილში. კარგად შევახვიეთ და დავმალეთ. ასე რომ ვინც ამ კეშის საძებრად წავა აუცილებლად წაიღოს ფანქარი, კონტეინერი და რაც მთავარია ბლოკნოტი. ხო კეშის ახალ ადგილმდებარეობას გვალვასთან შეთანხმების შემდეგ დავდებ. საქმე იმაშია რომ ასეთი რთული ძებნა მაგრა მოგვეწონა და ვფიქრობთ რომ რამენაირად ამოცანა თქვენც გაგირთულოთ. თორე ბირთვისის კეში ეგრევე რო მოვძებნეთ არც ისე საინტერესო იყო. აქ კიდე ლამის 1 საათი ვეძებდით.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Nika » 06 სექ 2005, 12:40

აჰა აგერ კეშის ადგილმდებარეობის ახალი აღწერილობა: ნუ მისასვლელი გასაგებია მგონი.
1) ფეხით: ანანური მერე აუყვები არაგვს ყვიტელ ხიდამდე და გადახვალ მეორე ნაპირზე. მერე წამოხვალ უკან და პირველივე დასახლებულ პუნქტთან იქნება პაწა მდინარე. ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზეა ეკლესია გზიდან ასე 100-200 მეტრში.
2) მანქანით მიდიხართ უფრო შორს ანანურიდან რო გახვალთ იწყება სოფელი ციხისძირი. ამ სოფელსაც რო გასცდებიტ მდინარეზე გადადის ხიდი. ხიდზე გადასვლის შემდეგ მოუხვევთ მარჯვნივ და სამანქანე გზას გაუყვებით ანანურის მიმართულებით ოღონდ მეორე ნაპირით. დანარჩენი იგივეა.

ახლა კეშის ადგილმდებარეობა (ცოტა გართულებულია ძებნის წასახალისებლად)
როცა ადგილზე მიხვალთ ეკლესიას მიუახლოვდებით სამხრეთიდან. ეკლესიის უკან (ანუ ჩრდილოეთით) ნახავთ განძის დასამალად ყველაზე კარგ ადგილს (მიხვდებით რა) იქაა განძი დამალული.
გავიმეორებ განძში რა დევს: ნიკალაგუას აღწერის 2 ცალი A4 ფურცელი და ფოტო, კალმისტარი და ჩინური წებო. ძალიან მადლობელი ვიქნებით თუ: ვინც ამ კეშის საძებრად წავა აუცილებლად წაიღოს ფანქარი, კონტეინერი და რაც მთავარია ბლოკნოტი.

სახლში რო მივალ კოორდინატებსაც დავამატებ. თუმცა GPS ჯერ მარტო მე მაქვს სასტავში მარა მაინც იყოს.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Kakha » 06 სექ 2005, 13:30

სხვები არ ვიცი და მე ნამდვილად წავალ, ოღონდ ალბათ რამდენიმე კვირაში, როცა ტყე შემოდგომის ფერებს დაიდებს.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Gvalva » 06 სექ 2005, 13:55

ეს კეში ძალიან პოპულარული გახდა :) (ამიტომაც მეორეც მივმალეთ)

ჯერ kakha რა მაგარია რომ ისეთ ამინდში მაინც წავიდა კეშის მოსაძებნად. მარა რომ დარეკა ბავშვებს ისეთი ჟრიამული ქონდათ, წვიმა აშკარად ვერაფერს დააკლებდა იმ ენთუზიაზმს.

ჩვენ რომ მივედით კახას საბურავების კვალი ვნახეთ.

თვითონ ეზოში დიდხანს ვიარეთ და ვეძებეთ განძი. დაბლა გზასთან ადგილობრივები ისხდნენ, იმედია ჩვენი ხმები არ ესმოდათ, თორემ ხვალვე გადათხრიდნენ მთელ ეზოს ისეთი ფრაზები იყო.

ნიკალაგუა, არ დაიზარო და ან კვადრატები სად ნახე ან ქვები იმ ეზოში გვითხარი :). კახამ რომ თქვა ვერ ვიპოვე, და გაუგებარი იყოო მე იმან უფრო დამაინტერესა, მშვენივრად დაწერა მარცხენა კვადრატში, ქვებს შორისო, როგორ ვერ იპოვა მეტქი, მარა ასეთი შეუსაბამო აღწერა მე ვერც წარმომედგინა :) :D

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მართლა დიდხანს ვეძებეთ, სულ გადავთელეთ ბალახეულობა და ყველა კენჭი გადავაბრუნეთ. ვთქვით რომ აი დასამალი ადგილი, თუ დამალვა უნდოდა, იმ დალოცვილმა აქ ვერ დამალაო? და რადგან ყველას მოგვეწონა ეს ადგილი ავიღეთ და დავმალეთ ახალი კეში. რადგან მთავარი კეში უკვე რთულადაა აღწერილი და მის მომძებნს მაინც ბევრი ძებნა მოუწევს, ახალი კეშიც, ამ სულისკვეთების შესანარჩუნებლად, გადავწყვითეთ ძალიან არ დაგვეკონკრეტებინა. ერთბაშად ნურაფერს დაანგრევთ და აფოფხდებით, მიიხედ მოიხედეთ, და დაინახავთ შესანიშნავ დასაკეშ ადგილს.

აბა, წარმატებები!! ;)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ავენისი (არაგვიდან არაგვამდე)

Post by Gvalva » 06 სექ 2005, 19:40

მოიცა, მოიცა, დაახლოებით სად დამალე, კახას სურატზე კარგად ჩანს უკანა ეზო, და როგორი ქვები იყო? მიწაზე იდო ეს ქვები თუ სად იყო?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]