Page 1 of 1

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 10 ივლ 2005, 09:47
by Gvalva
კეში გაკეთდა ჯავახეთის მოგზაურობიდ დროს.

მასთან ერთად გაკეთებულია კიდევ 2 კეში ვანის ქვაბები და ფია

ჩავთვალეთ რომ ხერთვისს და ვარძიას ყველა ისედაც მიაგნებს, უმჯობესი იქნებოდა საინტერესო და ნაკლებ ცნობილი ადგილები დაგვეკეშა :)

ბორჯომი-ახალციხის მონაკვეთზე, ბორჯომიდან მიმავალი, მარცხნივ არის მაჩვენებელი "ჭობისხევი", გადაუხვევთ თუ არა შლაგბაუმია. გრუნტიანი გზა ტყეში შედის, გადასახვევიდან სამიოდე კილომეტრში მარჯვნივ მთის ფერდაზე შეამჩნევთ "ამოჭრილ" ოთახს, მსხვილი ქვებით ნაშენი კედლების ნაშთით. აქედან აყოლებული მთის ფერდა მოფენილია მეექვსე -მეშვიდე საუკუნის ნასოფლარით, პატარა სახლები ნაგებია ვეება ქვებით, რომლებიც "ურასტვოროდ" არის ერთმანეთზე დალაგებული. სახლის წინ ეზოები ასეთივე ღობეებით ყოფილა შემოფარგლული. შემორჩენილ ოთახებში არის ფსევდოგვირგვინული გადახურვა, შუაცეცხლისთვის დარჩენილი საკვამურით.

კეშის ადგილმდებარეობა: ნასოფლარში ერთ ადგილას ალბათ ეკლესია იყო, ხატებია დალაგებული და სანთლის კვალიც შეიმჩნევა. ეკლესიის მეზობლად მარჯვნივ არის კარგად შემორჩენილი სახლი, რადგან მას კარის თავზე "ძელად" ერთი მთლიანი დიდი ქვა უდევს. პირველი დიდი ოთახიდან არის დაბალი და გრძელი, 1.5მეტრამდე შესაძრომი პატარა კელიაში, სადაც ადამიანი მხოლოდ ჩაცუცქული გაჩერდება. ამ კელიაში, შემოსაძრომის თავზე არის გამოთხრილი ნიშა, ნიშაში კიდევ მარჯვნივ არის ქვე-ნიშა, სადაც შენახულია კეში და ქვა აქვს მიფარებული.

კეშის შიგთავსი ჩიქაზე პატარა, თავდახურული კონტეინერი, პაწია ფანქარი, ფურცელი, სანთებელა. თუ გსურთ რამე ჩადოთ კეშში, გაითვალისწინეთ რომ ნივთი პატარა უნდა იყოს.

GPS კოორდინატები
N 41 47.721
E 43 17.728

კეშის ადგილი იპოვა buina-მ.
სურათები გადაღებულია ilias აპარატით
გოგიჩაანთ ღელეში მეგზურობა გაგვიწია კახამ.
კოორდინატები მოგვაწოდა ნიკამ. (კოორდინატები სავარაუდოა რადგან ნიკა თავის GPS-ით მანქანასთან დარჩა)

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 10 ივლ 2005, 09:55
by Gvalva
წინა სურათი გადაღებულია სალოცავის და კეშის საერთო ღობესთან აი ამ სალოცავის წერტილიდან

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 10 ივლ 2005, 09:57
by Gvalva
ესაა შესასვლელი კეშის სახლში. დაიმახსოვრთ კარებზე გადებული მთლიან ქვა და ხე სახლის თავზე.

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 10 ივლ 2005, 10:05
by Gvalva
შესაძრომი პატარა კელიაში, სადაც დამალულია კეში

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 24 ივნ 2009, 22:31
by Tamari-ch.
კეში ვიპოვეთ
და ჩვენი სახელებიც (+ თარიღიც) მივაწერეთ...

Image

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 01 ივლ 2009, 19:46
by mika
მაგარია :D

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:16
by Gvalva
აუუუუ, ეგ კეში იპოვეეთ??? ამდენი ხანი იყო და არავის გაუნადგურებია??

ძლივს შევეტიე მე იქ (მაშინ გამხდარი ვიყავი :oops: ) და ჯნოსი როგორ შეეტია??

ჩვენი ტექსტი ეწერა?? დადეთ რა კიდევ ფოტოები, გამეხარდება 5 წლის წინ დამალულ კეშს რომ ვნახავ!!!

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:21
by lama
Gvalva wrote: ძლივს შევეტიე მე იქ (მაშინ გამხდარი ვიყავი :oops: ) და ჯნოსი როგორ შეეტია??
ჯნოსიც გახდა :roll:

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:21
by Tamari-ch.
Gvalva
თითქმის წაშლილი იყო ნაწერი -

სიტყვა კარავი ამოვიკითხეთ
:D

ჩვენ მივაწერეთ ჩვენი სახელები და თარიღი.
და ისევ დავდეთ იქ...

ისე ჯნოსის+ მა იპოვა

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3470&start=0
აქაა ჩვენი ფოტოები ამ გასვლის

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:30
by Gvalva
შემთხვევით იპოვეთ თუ ეძებდით? კონტეინერი და სანთებელა იყო? ანუ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, თქვენამდე ვინმემ ნახა თუ არა?

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:42
by Tamari-ch.
Gvalva
ადრე კი მქოდნა წაკითხული რომ იქ კეში იყო-
მაგრამიქ როცა მივედით, გადამავიწყდა
ბავშვებმა შემთხვევით იპოვეს
პირდაპირ ეყარა ფურცელი და ფანქარი
კონტეინერი არ იყო...

სადღაც ფოტო უნდა მქონდეს...
მამენტ!

გოგიჩაანთ ღელე 26.06.2005

Posted: 03 ივლ 2009, 00:44
by Tamari-ch.
აი ეს ფოტო გადავიღე მაშინ სიბნელეში
და მერე სახლში როცა ვათვალიერებდი,
მაშინღა აღმოვაჩინე
რომ ფანქარი და ფურცელი გდია მიწაზე -
მაშინ მე არ შემინიშნავს ეს
სხვებმა ნახეს...
ეტყობა ვიღაცამ (ან რაღაცამ) გახსნა კონტეინერი.

Image