Page 1 of 1

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 06 ივლ 2005, 08:53
by Kakha
სანამ საზაფხულო არდადაგების გამო დაგემშვიდობებით ვირტუალური კეშის მოძებნას შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ჩემთვის უსაყვარლეს და ულამაზეს ადგილას - კახეთში, ნეკრესის მონასტერში.

ნეკრესის მონასტერი მთის ფერდობზეა გრემსა და ყვარელს შორის. მონასტრამდე დაახლოებით 2-3 კილომეტრი ფეხით უნდა იაროთ. ორხიდიანი მანქნითაც კი ახვალთ, მაგრამ ის მუღამი ნამდვილად არ იქნება.

ნეკრესის მონასტერში რამდენიმე ტაძარია, სატრაპეზო და ეპისკოპოსის სასახლის ნაშთები. ითვლება, რომ ერთ-ერთი ტაძარი, ყველზე პატარა მონასტერში, აგებული უნდა იყოს მეოთხე საუკუნეში, ანუ უასდრესია შემორჩენილ ტაძართა შორის. როგორც არქიტექტურის ისტრიკოსს, ძალზე მეეჭვება, რომ ეს შეხედულება სწორი იყოს (თუ რატომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს). ასეა თუ ისეა, ტაძრები ზოგადად საკმაოდ ადრეულია.

ახლა კეში - ნეკრესის ერთ-ერთი ნაგებობის ნიშაში, ბათქაშზე ფანქრით გაკეთებულია ავტოგრაფი. იგი შესრულებულია 1911 წლის 12 აგვისტოს და ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს.

კითხვა - რომელ შენობაში და ზუსტად სადაა ეს, მგონი ჩვენთვის ძალზე ღირებული, ავტოგრაფი?


კოორდინატები არ ვიცი, მაგრამ ნეკრესის მონასტრის მიგნება, იმედია, არ გაგიჭირდებათ.

კიდევ რამდენიმე დღ თბილისში ვიქნები და თუ კითხვები გაქვთ გიპასუხებთ.

გისურვებთ წარმატებას! ისე უკეშოდაც ღირს ნეკრესის ნახვა.

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 06 ივლ 2005, 10:02
by mika
Kakha

მეტად მნიშვნელოვანი ვირტუალური კეშია............

და ალბათ ყველა შეეცდება რომ იპოვოს................

ვინც იპოვის ჯობია გადაუღოს ფოტო და ასე მოგვაწოდოს..... და დაამტკიცოს რომ იქ იყო და ნახა....................

რას იტყვით?

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 06 ივლ 2006, 01:43
by mohammad_dito
ფოტოს გარეშე არ შეიძლება? მე ვიცი სადაც არის ეგ ავტოგრაფი, და თუ გინდათ სიტყვიერად შემიძლია აგიხსნათ,

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 06 ივლ 2006, 18:17
by Mrs. Robinson
mohammad_dito
კეთილი იყოს შენი შემოკარვება! :D
გვჯერა!
მარტო ის გვითხარი მასთან ერთად თუ ნახე კიდევ ერთი, დიდი ადამიანის ავტოგრაფი? :wink:

კახა ამბობს, არც ერთ გადახურულ ნაგებობაში (ეკლესიების ჩათვლით) არააო. ეს უკვე მინიშნებაა და კიდევ მეტს თუ იტყვი, მოსაძებნად წასული ადამიანისთვის საინტერესო აღარ იქნება. :wink:
თუმცა კეშის უნახავადაც ნეკრესიდან გულდაწყვეტილი ალბათ არავინ წამოვა.

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 08 ივლ 2006, 16:46
by keto
ვაიმეე, მცოდნოდა, 10ოდე დღის წინ ვიყავი :( იმედია უახლოეს მომავალში კიდევ მომიწევს და აუცილებლად მოგართმევთ ფოტოს:) ისე სულ 2 ნაგებობაა რომელსაჭ ჭერი არ აქვს მგონი :roll:

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 10 ივლ 2006, 23:13
by mohammad_dito
Mrs. Robinson
კაი გამარჯობა შენი,
მოკლედ მეორე დიდი ადამიანის მიხეილ ჯავახიშვილის ავტოგრაფიც და გარდა მაგ ორისა კიდევ რამოდენიმეა, სამწუხაროდ სხვების გვარებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ არც ეგენი უნდა იყვნენ ურიგო მამულიშვილები. და მართალია დახურულ ნაგებობაში ნამდვილად არ არის.

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 15 ივლ 2008, 11:42
by Mrs. Robinson
აი ამ კეშის პოვნა მინდოდა დაააააააააა!!!!!!!!!!!!!!

ვი-პო-ვე! :D

ფოტოებს მოგართმევთ.............. საღამოსკენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 18 ივლ 2008, 22:35
by Mrs. Robinson
კეში საკმაოდ ადვილი მისაგნებია.
ესეც შეპირებული ფოტოები:
აი ამ კედელზე:
Image

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 18 ივლ 2008, 22:36
by Mrs. Robinson
უფრო ახლოს................
Image

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 18 ივლ 2008, 22:39
by Mrs. Robinson
და კიდევ უფრო ახლოს, ექვთიმეს ავტოგრაფი სულ ზევითაა......
Image

ნეკრესის მონასტერი - ვირტუალური კ

Posted: 21 ივლ 2008, 10:23
by Kakha
მომილოცავს. ყოჩაღ.

ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფი იპოვე?