Page 1 of 1

ფია - ჯავახეთი 25/06/2005

Posted: 01 ივლ 2005, 19:12
by Gvalva
ჯავახეთში მოგზაურობის დროს დავმალეთ სამი კეში.

ვანის ქვაბები
ფია
გოგიჩაანთ ღელე.



პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-ვარძიის მიმართულობით, ხერთვისსა და წუნდას შორის, მტკვრის მეორე ნაპირზე.
გადასახვევი საავტომობილე გზიდან: სამანქანე ხიდი გადადის მტკვარზე.
უახლოესი დასახლებული პუნქტი:ფიაში ცხოვრობს 3-4 ოჯახი, მაგრამ სკოლაში, მტკვრის გაღმა, ნაქალაქევში დადიან.
ღირსშესანიშნავობა: ნასოფლარი, მე-10 საუკუნის ორი ეკლესიით, წმინდა თევდორეს და ???? სახელობის. ეკლესიები ერთმანეთიდან 100 მეტრით არის დაშორებული.
სირთულე: არანაირი
დამატებითი ფოტომასალა: კამინსუნ :)
სამალავის ადგილმდებარეობა: ჩამონგრეული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედელზე, მარჯვნივ, ქვემოთ, დიდი ქვა არის გამოღებული არის, წარმოქმნილ "ქვაბულში" მარჯვნივ კიდევ არის "ქვე-ქვაბული".
განძის აღწერა: განძის კონტეინერი შეხვეულია ცელოფანის პარკში. შიგ დევს ბლოკნოტი, ფანქარი, ბოქლომი, სანთებელა.
განძისთვის ადგილი შეარჩია Mikaმ? (ხომ არ მეშლება, შემისწორეთ)
განძის მფლობელი: Gvalva

ფია - ჯავახეთი 25/06/2005

Posted: 04 ივლ 2005, 00:13
by Nika
განძის კოორდინატები:
N 41 26.302
E 44 18.148
სიმაღლე: 1289 მ.