Page 2 of 3

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 14:00
by Nico
გვალვა,

ჩვენ როგორც უკვე ითქვა განძი სრულიად უნებლიედ აღმოვაჩინეთ. (უშუალო აღმომჩენი სტრინგერი იყო, რომელიც პირევლი აძვრა იმ პატარა ეკლესიაში).
ბლოკნოტში დატოვებული ჩანაწერი რომ წავიკითხეთ მივხდით რა უნდა გვექნა (ანუ ჩანაწერი რომ უნდა დაგვეტოვა). მაგრამ თვითონ წესები ამ თამაშის მანდ არ ეწერა. შემდეგ ჩვენ დიდ ხანს ვმარჩიელობდით თუ რაში უნდა ყოფილიყო თამაშის წესები. უნდა აღინიშნოს, რომ მე ეს წესები უფრო რთულად წარმომედგინა. მე მეგონა, რომ ის ვინც იპოვის პირველ განძს უნდა მიხვდეს იქ არსებული აღწერილობის მიხედვით სხვა განძის ადგილმდებარეობას, თვითონ განძი კი რაიმეს უნდა სიმბოლურად ასახავდეს, და წარმოადგენდეს რაიმე გამოცანის ამოხსნის მინიშნებას. ანუ მე მეგონა რომ ჯერ ყველა განძი უნდა იპოვო, ნახო ეს ნივთები მიხვდე თუ რაზე მიუთითებენ ეს ნივთები გამოიცანო გამოცანა და მიხვდე თუ სად არის მთავარი პრიზი.

ისე კარგად რომ დაფიქრდეს კაცი, შეიძლება გეოკეშინგის თამაშის ამგვარი განვითარებაც, მე რატომღაც მგონია რომ ეს ინტერეს გაუზრდის მოთამაშეებს. რას იტყვი???

რაც შეეხება ვანის ქვაბების განძს, ჩვენ მანდ ალბათ კიდევ ერთხელ ავალთ, (ძაან მოგვეწონა იქაურობა) და რაიმეს დავტოვებთ ჩვენგან.

ნიკო

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 14:35
by Gvalva
Nico

მართალია ეს საქმე უნებლიედ დაიწყო მარა, შენ სულით გეოკეშერი გამხდარხარ უკვე. მე იმის თქმა მინდა რომ თამაშის განვითარება სწორედ ისე წარმოიდგინე როგორც ეს უკვე მოხდა უფრო წინ წასულ ქვეყნებში. შენ და შენი მეგობრები, ფაქტიურად პირველი ქართველი გეოკეშერები ხართ (ეს სახელი ბევრჯერ ვიხმარეთ მარა, რაღაც გაგებით ყველას შეეფერება), აქამდე ჩვენ ვმალავდით და ჩვენივე ამხანაგები, რომლებიც დამალვას ვერ დაესწრნენ პოულობდნენ. მე იმედი მაქვს როცა მარტივი განძების დამალვა/პოვნა უკვე მოასწყენი გახდება, ჩვენც მივალთ მრავალეტაპიანი სამალავების იდეამდე.

ჯერ-ჯერობით კი მარტივი განძის დამალვა/პოვნაც კი გვახარებს :)

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 14:53
by lama
Nico
Gvalva
გეთანხმებით მეგობრებო უბრალოდ თავიდან მინდა ნიულოცო nico-ს ის რომ იგი ნამდვილად გახდა პირველი ქართველი გეოკეშერი და მინდა სიხარული გამოვხატო იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ ეს თამაში რეალურად იკრებს ძალას და მალე იმედია რომ როგორც შენ თქვი ჩემო გვალვა მივალთ მრავალეტაპიანი განძების დამალვამდე და შემდგომ მათ მოძიებამდე

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 16:58
by Nico
ალბათ უნდა დაგეთანხმოთ.

მე არ ვიცოდი რომ ეს თამაში ახალი დაწყებულია. მაგრამ ის რომ ის ნამდვილად განვითარდება მომავალში ეს აშკარაა. მე მომავალ ლაშქრობაში როგორც კი წავალ აუცილებლად ვეცდები გავაკეთო განძთა ჯაჭვი. და მრავალსაფეხურიანი თავსატეხი მოვიფიქრო. იმედია არ მიწყენთ ამ ინიციატივისთვის. :)

მომავალში ახალ პახოდებს ხომ არ გეგმავთ.
ამ ზაფხულის ბოლომდე დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე.

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 17:05
by Nico
ლამა


დიდი მადლობა მოლოცვისთვის :D

რა მინდა გკითხოთ გეოკეშინგი რას ნიშნავს?
როგორ ითარგმნება ეს სიტყვა?

ვანის ქვაბები

Posted: 28 ივლ 2005, 23:32
by Mao
lama
Gvalva
მე თუ არ მღალატობს მახსოვრობა :D მეც ვიპოვე ოდესღაც კეში? :cry:

ვანის ქვაბები

Posted: 11 აგვ 2005, 13:30
by lama
მეგობრებო აწი ყველა მოგზაურობაზე უნდა დაიმალოს განძი და გახურდეს თამაში "გეოკეშინგი" აბა ჩვენ ვიცით წინ და წინ განძის ძიებისაკენ

ვანის ქვაბები

Posted: 11 აგვ 2005, 20:56
by Gvalva
lama
შენ ის გირჩევია ეხლა რომ წახვალ ეს კეში მოძებნო

ვანის ქვაბები

Posted: 16 ნოე 2005, 05:24
by PINKY
ვაააააა..

ყველგან ყაFილა სამალავები.. ვბარზდები ეჰლა რამვიგებ ამყველაFერს..

აგერჩვენ..

Image

ვანის ქვაბები

Posted: 16 ნოე 2005, 14:50
by Gvalva
PINKY

მანდ როდის იყავით, ზუსტად სამალავისფონზეჰართ გადაღებული :) :D

ვანის ქვაბები

Posted: 16 ნოე 2005, 15:04
by lama
PINKY
მაგრები ხართ, მაგრები. ძალიან მაგარია ვანის ქვაბები

ვანის ქვაბები

Posted: 16 ნოე 2005, 15:15
by PINKY
Gvalva.. სექტემბერშივიყავით..

ჰეჰ.. მაგათახშიცშევძვერით.. მარრა რადგინდა..

lama

Image

ვანის ქვაბები

Posted: 16 ნოე 2005, 15:33
by lama
PINKY
იქნება გამოყო სიტყვები ერთმანეთისგან?? :wink: ძალიან დამღლელია :oops: :oops:

ვანის ქვაბები

Posted: 11 დეკ 2006, 02:12
by PINKY
lama
იქნება გამაყა სიტყვები ერთმანეთისგან??
შარშანთურმე არავისესმადა ჩემყ..

: )

კიარადა..

ჰვალე მანდმივდივართ..

ვანის ქვაბები

Posted: 27 დეკ 2006, 00:13
by teonala
Image

აი ასე ჩავუარეთ გვერდით ვანის ქვაბებს ... დროის სიმცირის გამო ვერ ავედით./.. ხერთვისი ვამჯობინეთ და ვანის ქვაბები შემდეგისთვის გადავდეთ...