Page 1 of 3

ვანის ქვაბები

Posted: 01 ივლ 2005, 11:41
by Gvalva
ჯავახეთში მოგზაურობის დროს დავმალეთ სამი კეში.

ვანის ქვაბები
ფია
გოგიჩაანთ ღელე.



პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-ვარძიის მიმართულობით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვარძიამდე არმისული 2 კილომეტრში.
გადასახვევი საავტომობილე გზიდან: გზაზე არის მაჩვენებელი. ყოველშემთხვევაში იყო.
ღირსშესანიშნავობა: კლდეში ნაკვეთი ქვაბულები და ეკლესია, რომელიშიც შემონახულია ვეფხისტყაოსნის სტროფების უძველესი წარწერა.
სირთულე: ერთ ადგილას ასაძრომია 5 მეტრის სიმაღლეზე საკმაოდ რთული.
დამატებითი ფოტომასალა: კამინსუნ :)
სამალავის ადგილმდებარეობა: ვანის ქვაბებში არსებული თეთრი ეკლესიის უკან ქვაბულში.
განძის აღწერა: განძის კონტეინერი შეხვეულია ცელოფანის პარკში. შიგ დევს ბლოკნოტი, ფანქარი, და სხვა წვრილმანი ნივთები
განძი განათავს სამალავში: tabuka, ilia, kakha, eliso
განძის მფლობელი: Gvalva

ვანის ქვაბები

Posted: 04 ივლ 2005, 00:12
by Nika
განძის ზუსტი კოორდინატები:
N 41 22.966
E 44 18.538

ვანის ქვაბები

Posted: 04 ივლ 2005, 11:15
by ilia
უნდა შეხვიდეთ ამ ოთახში, შემდეგ მარცხნივ და შემდეგ ისევ მარჯვნივ

ვანის ქვაბები

Posted: 04 ივლ 2005, 11:17
by ilia
კეშზე ქვებია მიფარებული

ვანის ქვაბები

Posted: 25 ივლ 2005, 22:39
by Nico
ტესტი

ვანის ქვაბები

Posted: 25 ივლ 2005, 22:48
by Nico
გამარჯობათ ხალხო,

მე მგონი ჩვენ ვიპოვეთ თქვენი განძი ვანის ქვაბებში.
სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცოდით, ამ თამაშის წესების შესახებ,
ამიტომაც სხვა რაიმე განძი კონტეინერში არ ჩაგვიდია. :(

ამისთვის მინდა ბოდიში მოგიხადოთ. :roll:

ერთი კითხვა მაქვს:

თაბუკ, შენ გიორგი თაბუკაშვილი ხომ არ ხარ მეტსახელად "ვოჟდი"???

მსურველთ შეუძლიათ დამეკონტაკტონ:

Mail ocinos2@yahoo.com
ICQ 45354191

ვანის ქვაბები

Posted: 26 ივლ 2005, 11:34
by Mao
Nico
მშვენიერია რომ იპოვეთ, სამწუხაროა რომ უკან არ ჩადეთ რაიმე სხვა. ე. ი. უნდა დაბრუნდეთ ისევ იქ :D :D :D :D :D :D

ვანის ქვაბები

Posted: 26 ივლ 2005, 11:55
by Nika
Nico
და კონტეინერი თვითონ თუ დატოვეთ ადგილზე? ბლოკნოტი და ფანქარი ხო დატოვეთ რაც მთავარია? თუ დატოვეთ ჩანაწერი გააკეთეთ?

ვანის ქვაბები

Posted: 26 ივლ 2005, 17:34
by stringer
Nika wrote:Nico
და კონტეინერი თვითონ თუ დატოვეთ ადგილზე? ბლოკნოტი და ფანქარი ხო დატოვეთ რაც მთავარია? თუ დატოვეთ ჩანაწერი გააკეთეთ?
კონტეინერი, ბლაკნოტი და ფანქარიფ კანეშნა დავტოვეთ, ჩანაწერიც გავაკეთეთ

კონტეინერი მე ვიპოვე, და ფული რო არ იყო გამიტყდა :lol:

ვანის ქვაბები

Posted: 26 ივლ 2005, 19:58
by tbiliser
ხოოოოო, სამწუხაროდ არ ვიცოდით თამაშის წესები და ამიტომ წამოვიღეთ განძი :) მაგრამ ეს ვანის ქვაბში ჩვენი უკანასკნელი ლაშქრობა როდია :) ასე რომ - დავაბრუნებთ ადგილზე... :)


... ისე, თუ იცით ვინმე, გაკეთებულია თუ არა ქვაბების აზომვა? საქმე იმაშია, რო კომპლექსი ნელნელა ინგრევა, ჩემს ბოლო ჩამოსვლებში (97 წ. და 2000 წ.) იქ სხვანაირად იყო რაგაცეები, მაგალითად, ის ადგილები, სადაც ადრე ვდგავდით კარავს, ახლა უბრალოდ არ არსებობს... :(

ვანის ქვაბები

Posted: 26 ივლ 2005, 21:53
by Nico
ჩვენ მხოლოდ განძი (ბოქლომი)ამოვიღეთ.

კონტეინერი ბლოკნოტით და ფანქრით ადგილზე დავტოვეთ სადაც იყო, თან ზემოდან ქვები დავადეთ რომ ქარს ან ცხოველს არ წაეღო.
ბლოკნოტში ჩავწერეთ თუ ვინ ვიკავით აგმომჩენები თავისი სრული რეკვიზიტებით.

ვანის ქვაბებში აუცილებლად დავბრუნდებით და განძსაც დავტოვებტ ამის სიტყვას გაძლევთ. :D


აქ ეხლა სურათები დავათვალიერე, და მე მგონი "თაბუკა" მართლაც "ვოჯდი"-ა.

ვოჟდ, თუ კითხულობ ამ ფორუმს შემომეხმიანე (ვახოს ძმა ვარ - ნიკო).
ჩემი ICQ 45354191
maili: nicoloz@gmail.com

ვანის ქვაბები

Posted: 27 ივლ 2005, 13:00
by Gvalva
3 დღით გავედი ქალაქიდან და რა კარგი ამბები მომხდარა აქ.

Nico

მე როგორც გავიგე, თქვენ გახდით უნებლიე გეოკეშერები :D, ეს ყველაზე კარგია. აღარ მახსოვს იქ ეწერა თუ თქვენით გაერკვიეთ სიტუაციაში, მარა რაც გაგიკეთებიათ, ყველაფერი სწორედ გაგიკეთებიათ!! ის რომ განძი ვერ ჩადეთ დიდი ტრაგედია არ არის, მთავარია ჩანაწერი გააკეთეთ და ბლოკნოტ/ფანქარ/კონტეინერი ადგილზე დატოვეთ.

ბოქლომი როგორ მოგეწონათ? :D :D ეგ ჩემი, ასე ვთქვათ, ავატარია :D ყველა კეშში ვდებ ბოქლომს. თუ რამე გაქვთ დასაკეტი სხვა კეშებიც ჩამოიარეთ :)

თაბუკას გვარი-სახელი მართლაც ეგაა, ვოჟდადაც გამოდგება ალბათ :), ეხლა რაჭაშია ერთი კვირით, ჩამოვა და შემოიხედავს აქ იმედია. დარეგისტრირდი და PM მიწერე, შენთვისაც კაია და ისიც ნაღდად იპოვის შენს დაწერილს.

ვანის ქვაბები

Posted: 27 ივლ 2005, 13:07
by Gvalva
stringer

ისე, რომ იპოვე როგორი შეძახილები იყო? მიდი რა დეტალებში მოგვიყევი. მაგ მომენტისთვის ათას ადგილას დავძვრებით და ვმალავთ რაღაცეებს :)