Page 3 of 3

გეოკეშინგის წესები

Posted: 17 მაი 2007, 15:12
by Bocho
მოიცა მოიცა. მაინც-და მაინც რამე უნდა დავმალოთ? ტვითონ რომ დავიმალო არ მოსულა?

გეოკეშინგის წესები

Posted: 17 მაი 2007, 15:32
by gobe
Bocho,
რა ვიცი აბა :roll:
ალბათ არა, რადგან ჯერ ერთი, შენი ზომის კონტეინერის შოვნა გაგვიჭირდება და მეორეც ის, რომ ამ ბოლო დროს ისეთი ტემპით მიდის კეშის ძიება, რომ არა მგონია მოგნებისას სუნთქავდე.

გეოკეშინგის წესები

Posted: 18 მაი 2007, 14:41
by lama
gobe
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

გეოკეშინგის წესები

Posted: 11 ოქტ 2007, 13:43
by abazi
David wrote:წესების გადმოქართულება საჭირო საქმეა. მოკლედ, nicalagua-სთან ერთად გადავწყვიტეთ სერიოზულად მივუდგეთ გეოქეშინგის ქართული საიტის შექმნის საკითხს.

ეს არის წესების ჩემი თარგმანი რუსული ვარიანტის და koza-nostra-ს თარგმანის გამოყენებით, რომელიც თავისთავად კარგია, მაგრამ საიტზე ალბათ უფრო სრული დაგვჭირდება.

გეოქეშინგი
(თამაშის წესები)

I. თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საკუთარი სამალავების შექმნა და სხვისი სამალავების აღმოჩენა.

II. სამალავის ძებნის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) ყურადღებით გაეცნოს სამალავის აღწერილობასა და სამალავის ავტორის დავალებებს. ჩაიწეროს კოორდინატები;
2) სამალავის ავტორისა და თამაშის სხვა მონაწილეების მინიშნებების მიხედვით აღმოაჩინოს სამალავი;
3) დამალული კონტეინერიდან ნებადართულია ნებისმიერი ნივთის აღება. მის მაგივრად აუცილებელია სხვა ნივთის დატოვება;
4) სამალავის ბლოკნოტში გააკეთოს ჩანაწერი აღმოჩენის შესახებ. აგრეთვე სავალდებულოა აღებული და დატოვებული არტეფაქტების მითითება;
5) კონტეინერის სამალავში დაბრუნება და მისი შენიღბვა;
6) სამალავის ავტორის დავალების შესრულება;
7) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის აღმოჩენის შესახებ განაცხადის გაკეთება.

III. სამალავის მოწყობის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) სამალავები განთავსოს საინტერესო ადგილებში;
2) ჩაიწეროს სამალავის კოორდინატები;
3) ?ექსტრიმის? ტიპის სამალავის შექმნის შემთხვევაში მოთამაშეების წინასწარ გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეებისა და აუცილებელი აღჭურვილობის შესახებ.
4) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის განთავსების შესახებ განაცხადის გაკეთება.

IV. აკრძალულია:
1) სამალავების კერძო, სამხედრო და სხვა სახის დახურულ/დაცულ, აგრეთვე ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე მოწყობა;
2) სამალავების მოწყობა არქეოლოგიური გათხრების ადგილებში;
3) სამალავებში მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული (იარაღი, საბრძოლო მასალები, ნარკოტიკები და ა.შ.), არაჯანსაღი ცხოვრების საგნების (ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმი და ა.შ.), მალფუჭებადი პროდუქტების და აგრეთვე ისეთი არტეფაქტების განთავსება, რომელბსაც შეუძლია კლიმატური პირობების გამო გამოიწვიონ სამალავის/კონტეინერის დაზიანება ან გარეული ცხოველების ყურადღების მიქცევა.

V. თამაშის საიტზე აკრძალულია:
1) უცენზურო გამოთქმების გამოყენება და მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2) სამალავების არასწორი კოორდინატების გამოქვეყნება.
3) სამალავების ამსახველი მონტაჟირებული ფოტოსურათების განთავსება.

VI. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ზემოთჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში უარი თქვას სამალავების შექმნის, ან მათი აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და წესების დამრღვევ მოთამაშეებს გაუუქმოს რეგისტრაცია.

VII. თამაშის პრიოირტეტებია:
1) სამალავების განთავსება ბუნებრივად, კულტურულად, ისტორიულად და გეოგრაფიულად საინტერესო ადგილებში;
2) სამალავების საინტერესო და ფოტო-ილუსტრირებული აღწერილობის შექმნა;
3) ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესი.

VIII. თამაშისას კარგ ტონად ითვლება:
1) ყურადღება და კეთილგანწყობა თამაშის მონაწილეებს შორის;
2) სამალავის აღმოჩენის შესახებ ფორუმზე შესაბამის თემაში შთაბეჭდილებების გაზიარება;
3) თამაშის სხვა მონაწილეების ციტირებისას ან ფოტოების გამოყენებისას პირველწყაროს მითითება;

IX. თამაშისას შესაძლებელია წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანა ან ახალი წესების დამატება. ცვლილებები ხორციელდება მოთამაშეთა ინიციატივით, საღი აზრისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.


აბა, რას იტყვით?
და დავით ამ თამაშის ქართული საიტი არსებობს? რო შევიდე და წავიკითხო ინფორმაცია. თუ არ არსებობს შევქმნათ რა ფრობლემაა :)

გეოკეშინგის წესები

Posted: 11 ოქტ 2007, 15:22
by Kakha
abazi
აბა დააკვირდი რომელ განყოფილებაში ხარ - ზუსტად აქ მიდის ეგ თამაში, თუმცა ზოგჯერ უფრო ინტენსიურად - უმეტესად ნაკლებ ინტენსიურად.

ნახე ამ განყოფილებაში სადაა კეშები დადებული - წადი და მოძებნე. მაგარი აზარტია - თავად გამომიცდია.

ანდა მეორე ალტერნატივა - წადი და თავად დადე კეშები და გააკეთე შესაბამისი განცხადება.

წარმატებას გისურვებ!

გეოკეშინგის წესები

Posted: 12 ოქტ 2007, 00:49
by abazi
Kakha wrote:abazi
აბა დააკვირდი რომელ განყოფილებაში ხარ - ზუსტად აქ მიდის ეგ თამაში, თუმცა ზოგჯერ უფრო ინტენსიურად - უმეტესად ნაკლებ ინტენსიურად.

ნახე ამ განყოფილებაში სადაა კეშები დადებული - წადი და მოძებნე. მაგარი აზარტია - თავად გამომიცდია.

ანდა მეორე ალტერნატივა - წადი და თავად დადე კეშები და გააკეთე შესაბამისი განცხადება.

წარმატებას გისურვებ!
გაიხარე ინფორმაციისათვის მეგობარო მე უბრალოდ დამაინტერესარაგაც რაგაცეები ესე ეგრევე ძებნის დაწყებას არ ვაპირებ ცოტა გავერკვიო თუ დამაინტერესა ხო კაი, მარა ერთი რამე მიანტერესებს რო იპოვი იმ დამალულ რაღაცას მერე რა ხდება? :wink:

გეოკეშინგის წესები

Posted: 12 ოქტ 2007, 08:46
by Kakha
აი რა ხდება
II. სამალავის ძებნის დროს თამაშში მონაწილე ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ქმედებები:
1) ყურადღებით გაეცნოს სამალავის აღწერილობასა და სამალავის ავტორის დავალებებს. ჩაიწეროს კოორდინატები;
2) სამალავის ავტორისა და თამაშის სხვა მონაწილეების მინიშნებების მიხედვით აღმოაჩინოს სამალავი;
3) დამალული კონტეინერიდან ნებადართულია ნებისმიერი ნივთის აღება. მის მაგივრად აუცილებელია სხვა ნივთის დატოვება;
4) სამალავის ბლოკნოტში გააკეთოს ჩანაწერი აღმოჩენის შესახებ. აგრეთვე სავალდებულოა აღებული და დატოვებული არტეფაქტების მითითება;
5) კონტეინერის სამალავში დაბრუნება და მისი შენიღბვა;
6) სამალავის ავტორის დავალების შესრულება;
7) ფორუმზე შესაბამის თემაში სამალავის აღმოჩენის შესახებ განაცხადის გაკეთება.

გეოკეშინგის წესები

Posted: 05 აგვ 2008, 14:15
by Druides
xalxoo sworad gamiget geocachingis wesebi irgveva aravs jini ar mchirs magram irgveva da ra vqna vaaaaa

Re: გეოკეშინგის წესები

Posted: 21 სექ 2019, 18:22
by Nika
თითქმის 15 წელი გავიდა რაც ეს თამაში დაიწყო კარავზე. ამასობაში ტექნოლოგიები ბევრად წინ წავიდა. ამიტომაც გთავაზობთ განახლებულ ვერსიას.

ამჟამად საქართველოში აქტიურად თამაშობენ ორ საიტზე.
1) Geocaching.com - ამ საიტზე მეტი ხალხია. კეშებიც მეტს აქვს ნაპოვნი, თუმცა უფრო ადვილად მისადგომ ადგილებშია ხოლმე დამალული. სამაგიეროდ ადგილზე მძებნაა ხოლმე უფრო რთული.
2) Geocaching.su - რუსები სუსურუკუს ვერ გაცდნენ :D აქ უფრო მეტი კეშია. დამალულია უფრო მეტ ადგილას. ოღონდ ნანახი ნაკლებ ხალხს აქვს. მთავარი განსხვავება რუსულ კეშებსი არის ე.წ. კოდური სიტყვა, რომელიც კეშის ნახვის დასადასტურბლად გჭირდებათ. ეს სიტყვა ბლოკნოტის სათაურში წერია ხოლმე.

ორივე საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. ამის მერე გუგლ ფლეი სთორიდან იწერთ გეოკეშინგის უნივერსალურ აპლიკაციას
https://play.google.com/store/apps/deta ... geocaching

ამ აპლოკაციაში Settings-ში უნდა დაამატოთ სერვისებად ეს ორივე საიტი და შიგნით უნდა შეიყვანოთ ორივეში თქვენი მომხმარებილის სახელი და პაროლი.

მორჩა. ამის მერე აპლიკაციაშ live რუკაზე გამოჩნდება ორივე საიტის კეშები. იქიდანვე შეგილიათ გადახვიდეთ ხოლმე კეშების ინტერნეტ გვერდებზე, ნახოთ ფოტოები და ა.შ.

მე წელს საკმაოდ ვიხალისე უკვე ნაცნობ ადგილებში კეშების ძებნით.

ვეტერანი გეოკეშერები თრუსოში ზაქაგორის ციხეზე
Image