ხულუტი - ფიტარეთი

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხულუტი - ფიტარეთი

Post by Gvalva » 01 ივნ 2005, 07:56

პუნქტის ადგილმდებარეობა: ბოლნისის რაიონი,
უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ტანძია,
გადასახვევი საავტომობილე გზიდან: სოფ. ტანძია
ღირსშესანიშნავობა: შთამბეჭდავი ციხე, ულამაზესი ჩუქურთმებიანი მე-13 საუკუნის ეკლესია.
სირთულე: რთული
დამატებითი ფოტომასალა: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=143
სამალავი ორეტაპიანია: ვირტუალური და ჩვეულებრივი
ვირტუალური: რამდენი სართულია ხულუტის ციხის ზედა კოშკში?
ჩვეულებრივი:
სამალავის ადგილმდებარეობა: ეკლესიის ეზოში სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავნის მომრგვალებულ კუთხეში დგას მარტო ხე. განძი ჩაფლულია მიწაში, ხის ქვეშ.
განძის აღწერა: განძის კონტეინერი შეხვეულია ცელოფანის პარკში.
საგანძური შეიცავს: ბლოკნოტი, ფანქარი, ფანქრის სათლელი, სამარილე მარილით :), ბოქლომი :lol: , წებო, შუშის სანთელი და სხვა წვრილმანი ნივთები

გთხოვთ განძის პოვნის შემთხვევაში გააკეთეთ ჩანაწერი ბლოკნოტში და ამ თემაში.

ხულუტის ციხემდე მისასვლელად მდინარე ხრამის გადალახვაა საჭირო. ხიდი წაღებულია და წელიწადის დროის მიხედვით მდინარეში გატოპვა სხვადასხვა სირთულეს წარმოადგენს. გაზაფხულზე მდინარე საკმაოდ ძლიერია, ივლის-აგვისტოში კი შეიძლება უფრო ადვილად გასვლა. ციხესთან არის ხიდის ნარჩენები, რომელზე გადასვლა სარისკო, მაგრამ არც ისე საშიშია. ჩვენ ერთ მხარეს გავტოპეთ, მეორე მხარეს ხიდად გადადებულ რელსებზე გადმოვიარეთ. ციხეში არის საკმაოდ გრძელი საიდუმლო გვირაბი. ამ ლაშქრობისას სამჯერ ავედი ამ გვირაბით, მინდოდა კიბის საფეხურების რაოდენობა გამომეყენებინა ვირტუალურ სამალავად მარა, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე.
ხულუტის ციხიდან ფიტარეთამდე გზა არაფერი განსაკუთრებულობით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ თავად ფიტარეთის ეკლესიის ჩუქურთმები სამუდამოდ დასამახსოვრებელია. ეკლესიის მაღალი ყელის ყველა სარკმელი სხვადასხვანაირი ჩუქურთმითაა დამუშავებული. ეკლესია მიტოვებულია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კარზე ბოქლომია, რომელიც შესაძლებელია რომ გაიღოს, რაც ალბათ იმის მაჩვენებელია რომ იქამდე მისული ადამიანის ნდობა შეიძლება.

User avatar
nunuka sharvashidZe
ბილიკზე მოარული
Posts: 70
Joined: 20 მაი 2005, 09:47
Location: Tbilisi
ხულუტი - ფიტარეთი

Post by nunuka sharvashidZe » 01 ივნ 2005, 10:12

ვისაც ხიდის გამო მდინარეში გაპოტვა არ შეუზლია მისთვის მეორე მარშრუტი მართალია უფრო გრძელი მაგრამ სამაგიეროდ მშრალი გზა ჩვენ თავიდან ამგზით დავდიოდით
თეთრი წყაროს რაიონი-სოფ. დმანისი მდებარეობს მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე, ფიტარეთის ტაძარი სოფლიდა მოშორებით 15 კმ -შია, სოფელი დმანისიდან მიდის გზა ტყისკენ, რომელიც სამანქანო გზადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამ გზამდე მისასვლელ ბილიკს ყველა სოფლის მკვიდრი მიგასწავლით.ეს გზა ტაძრამდე მიდის. . ფიტარეთის მახლობლად მდებარეობს, ხულუტის ციხე-დარბაზი, მდ. ხრამი. ამგზიდან გადახვევა ან დაკარგვა ფაქტიურად შეუძლებელია თუ მაინდამაინც არ მოინდომებთ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხულუტი - ფიტარეთი

Post by Nika » 04 ივლ 2005, 00:44

ხულუტი:
N 41 27.869
E 44 20.979

ფიტარეთი:
N 41 28.793
E 44 19.286

გვალვა დროზე დადე ეს ორი კეში http://www.geocaching.ru -ზე

Nico
ხულუტი - ფიტარეთი

Post by Nico » 26 ივლ 2005, 22:29

ერთი შენიშვნა მაქვს.

ეგ ორივე ძეგლი არა ბოლნისის არამედ თეთრი წყაროს ტერიტორიაზეა.

მანდ როგორც ითქვა ორი გზაა ერთი ბოლნისიდან მოკლე (სველი) გზა. მეორე გრძელი (მშრალი) გზა სოფელ ალექსეევკიდან. ჩვენ მანდ შარშან სწორედ რომ ამ გზით წავედით. თუ ლაშქრობა გსურთ ჯობია გრძელი გზით წახვიდეთ უფრო საინტერესო ლანდშაფტებს გაივლით.

ხულუთის დიდი კოშკი კი თუ სწორედ მახსოვს 7/8 სართულიანია. საქმე ის არის რომ კოშკი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მხრიდან 7 სართულია მეორე მხრიდან კი 8. მაგრამ ზემოდ ვერ ახვალთ, რამეთუ სართულები ჩამოშლილია. ციხე-კოშკი ძალზედ კარგად არის შემონახული.

ფიტარეტს რაც შეეხება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა ალექსეევკაში გასაგები უნდა იკითხოთ. მაგ ბოქლომის გასაგემი მანდ აქვთ.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ხულუტი - ფიტარეთი

Post by PINKY » 16 ნოე 2005, 05:28

ჰეჰე.. აქააც ?

ივნისის მერე 2-ჯერვიყავიმანდ.. 1 ხელ ბავშვებიც გვყავდა..

ძაანმიყვარს ფიტარეთი.. სამწუხარაა რამეგარვიცოდი.. ნეტავ კიდევმანდიქნება..

წავალალბათ წელს კიდევ 1ჰელ..

ესბოლოსრამვიყავი მაშინ..

Image

ეკიდე 5-6 წლისწინ..

Image

რამდენჯერვარ Fიტარეთში ნამყაFი.. დადღემდე არვიცოდი.. რომ შიგნითშესვლა სესაძლებელიყა..

:(
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

nikoloz
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 27 ივნ 2007, 11:01
ხულუტი - ფიტარეთი

Post by nikoloz » 05 ივლ 2007, 16:01

მაგარი იდეაა. 20 ივლისს მივდივარ ფიტარეთში და შევეცდები ვიპოვო. ისე, საიტის ადმინისტრატორს ვთხოვ, თუ ძნელი არ არის აღრიცხვის გაკეთება კარგი იქნება წლის ბოლოს გამარჯვებული გუნდი თუ გამოვლინდება. ანუ ვინც ყველაზე მეტ საგანძურს იპოვის.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხულუტი - ფიტარეთი

Post by Gvalva » 05 ივლ 2007, 18:48

nikoloz

არ მინდა გული გაგიტეხო მარა, რამდენადაც ჩემამდე ხმა მოვიდა ფიტარეთის კეში განადგურებულია :(

რაც იყო ყველაფერი ამოიღესო, ბლოკნოტიც კი, ჯოკერი ითამაშესო...

მაგრამ რამდენადაც ვიცი კონტეინერი დატოვესო, ერთი ფურცლით, თუ ეს მართლაც ასე, შენ შეგიძლია კეშს სიცოცხლე გაუხანგრძილვო, თუ რაიმე პატარა სუვენერჩიკებს წაიღებ...

გაგვაგებინე შედეგები, გთხოვ

nikoloz
ასფალტზე მოარული
Posts: 9
Joined: 27 ივნ 2007, 11:01
ხულუტი - ფიტარეთი

Post by nikoloz » 06 ივლ 2007, 10:38

აუცილებლად წავიღებ და აღვადგენ თუ რამეს მივაგენი. თან ვაპირებთ, რომ ხრამის ხეობას თეთრიწყარომდე დავუყვეთ და გზაში სამშვილდეში ან სადმე სხვა კეშსაც შევქმნით.

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
ხულუტი - ფიტარეთი

Post by PINKY » 18 ივლ 2007, 04:30

ჰა..

დაკიდე ეგკეშყ ზაანადვილადიკა..

კიარადა ამ 2 Fატათყ კველა ზაანმარტივად იპავიდა..

სატართულად რამავჰსნათხოლმე არჯაბ ია ? ? ?

რამ პავნა გართულდეს ცატათყ..

დაუყFრა არგაუხარდება მპავნელს ? ? ?

: )

რავიცყ რავიცყ..
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
ხულუტი - ფიტარეთი

Post by Gio-horus » 13 აგვ 2007, 19:40

ეეეჰ რა კეში დავტოვე უნახავი....
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]