Page 6 of 7

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 24 მარ 2008, 19:07
by MIRANDA
ბირთვისის კეში - რომელიც ლამამ, ketuna4-მა, კოტეტბელმა და ა.შ. დამალეს - ნაპოვნია ;)

მპოვნელი ilia-ს ვაჟკაცი - დიტო...

P.S. /სავარაუდოდ/ ketuna4-ის თმის სამაგრის დანახვამ ისე გამახარა, რომ ბოთლიდან (რომელიც კეშს წარმოადგენდა) ამოვიღე ეს სამაგრი და თმა დავიმაგრე :D ხოოდა.... როცა გნახავ დაგიბრუნებ, ქეთ :D
P.P.S. რამდენადაც ვიცი ნინი_85-მა ახალი კეშიც დამალა... მოგვიანებით ალბათ თვითონაც დაწერს ამის შესახებ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 25 მარ 2008, 02:36
by meore monadire
მე საერთოდ არ ვიცოდი ეს კეშაობა რა იყო :)

და ახლა ბირთვისებში ნინიმ კეში დამალა, მეც ვეხმარებოდი

ძალიან მაგარი რამ ყოფილა :)

ერთ ერთი ხის ფუღუროში კი არადა ნინი რომ მოიცლის თვითონ დადებს ალბათ მითითებასაც სად უნდა ეძიოთ

:)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 25 მარ 2008, 18:48
by meore monadire
აჰა

ახალი კეშის ადგილმდებარეობის აღწერა მე მერგო :)

და რადგან ამ სფეროში სრული უგამოცდილებო ვარ, ამიტომ ადმინის ადრინდელი აღწერით ვიხელმძღვანელებ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 25 მარ 2008, 18:50
by meore monadire
რუკის დადება არაა მგონი საჭირო

პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულობით,

უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ასურეთი,

გადასახვევი საავტომობილე გზიდან: სოფ. ტბისი

ღირსშესანიშნავობა: საქართველოსთვის შედარებით უცხო კლდოვანი
ლანდშაფტი, ისტორიული ციხეები შეუპოვარი, აუღებელი, დედაციხე.

სირთულე: აი, არც ადვილია მაგრამ უფ რა არისო მაგასაც ვერ იტყვის კაცი 

დამატებითი ფოტომასალა: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2010&start=0

სამალავის ადგილმდებარეობა: დედაციხის კარიბჭეში შესვლისთანავე უხვევთ
მარცხნივ, ადიხართ ამარლებულ მდელოსავითზე, იქ დიაგონალურად იწყებთ სვლას მარჯვნივ, სანამ კლდეს არ მიადგებით იქ კი არც ისე ბევრი ფუღუროიანი ხეა... ;)
განძის აღწერა: განძი ჩადებულია შავ ამერიკულ ღამის ფარნის ყუთში, დევს ბლოკნოტი , სადღაცაური მონეტა, ფსალმუნი და ფანქარი

განსაკუთრებული მადლობა პატრულს :)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 25 მარ 2008, 18:58
by ნინი_85
ესეც ფოტომასალა :wink:

Image

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 25 მარ 2008, 19:06
by ნინი_85
კომპაქტურად ჩაწყობილი კეშის ინგრედიენტები :D

Image

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 23 ნოე 2008, 21:50
by tamuna_gudarexi
კეში ნაპოვნია! :) ძალიან სასიამოვნო განცდა ყოფილა :)
დღეს, 2008 წლის 23 ნოემბერს ვიპოვე მეგობრებთან ერთად.
ცოტა გამიჭირდა... პოვნა იმდენად არა, მაგრამ სამალავიდან ამოღება... აქამდე არავის უთქვამს ჩემთვის დიდი ხელები გაქვსო, ლამისაა დავეჭვდე :D სამალავში კინაღამ ჩამრჩა, ისეთი ვიწრო იყო ;)
ესეც ნაპოვნი:
Image

ესეც ვიწრო სამალავი ;):
Image

ვიყავით მე - tamuna_gudarexi, გენო, ჭუკო, ლელა, მამუკა, ნათია, თეა.
დიდი მადლობა კეშის დამტოვებლებს! ფსალმუნი წამოვიღე... როგორი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ! უკვე თან ვატარებ!

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 23 ნოე 2008, 22:13
by tamuna_gudarexi
რაც შეეხება დატოვებულ კეშს და მის ადგილმდებარეობას. როგორც აღვნიშნე, ფსალმუნი წამოვიღე, დარჩა მონეტა და დავამატე ჭიამაია, რომელსაც სულ თან დავატარებდი...

ადგილმდებარეობა იგივეა, რაც meore monadire-ს ეწერა, სამალავის ადგილი არ შემიცვლია. მაინც ჩამოვწერ:

პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულებით

უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ასურეთი

გადასახვევი საავტომობილო გზიდან: სოფ. ტბისი

ღირსშესანიშნაობა: საქართველოსთვის შედარებით უცხო, კლდოვანი
ლანდშაფტი, ისტორიული ციხე გოდოლებით... შეუპოვარი, ზედა ციხე...

სირთულე: ძალიან რთული არ არის, თუმცა არც მარტივია ;)

სამალავის ადგილმდებარეობა: ზედა ციხის (აქ მოიხსენიებენ, როგორც დედაციხეს) კარიბჭეში შესვლისთანავე მარცხნივ აღმართზე ამოშენებული კედლის ნაშთები კარგად შეიმჩნევა, მის მიღმა გადააბიჯებთ თუ არა, პატარა მდელოა. შესასვლელიდან პირდაპირ დგას ხეები, მათგან ერთ-ერთი მარჯვენა ფუღუროიანია (ვიწროა... ფრთხილად, ხელი არ ჩაგრჩეთ ანდა ჯოხი დაიხმარეთ).;)

განძის აღწერა: განძი ჩადებულია შავ ამერიკულ ღამის ფარნის ყუთში, დევს ბლოკნოტი და ფანქარი, არაბეთის გაერთიანებული ემირატების (თუ არ ვცდები) მონეტა და ჭიამაია :) ნუ დარდობთ, სანამ არ იპოვით, ჭიამაია ფეხს არ მოიცვლის.
ესეც ფოტო იმ ნივთებისა, რაც უნდა იპოვოთ:
Image
წარმატებებს გისურვებთ!

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 13 დეკ 2008, 12:58
by ნინი_85
tamuna_gudarexi

ყოჩაღი გოგო ხარ, გამიხარდა კეში რომ გიპოვნია :)

მე და ბექამ იმდენი ვიალიჩეთ დამალვაზე, ხან რომელი ხის ფუღუროში ვტენიდით და არ ეტეოდა, ხან რომელში იკარგებოდა :lol:

იმედია ჩვენი მოლაშქრეებიც იპოვნიან...

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 14 დეკ 2008, 01:46
by lama
tamuna_gudarexi
ზუსტად ვიცი ეგ ხე სად დგას :)

თვალდახუჭული მივაგნებ :)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 16 დეკ 2008, 13:14
by meore monadire
ვაა :))))))))))))))


ძალიან გამიხარდა რომ იპოვეთ :)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 16 დეკ 2008, 22:00
by tamuna_gudarexi
ნინი_85,
meore monadire

მადლობა თქვენ, რომ ასეთი ძვირფასი განძი დატოვეთ!
წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა აღმოჩენა!

lama
მიაგნებ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინცდამაინც თვალდახუჭული ნუ ივლი ;)
და ერთი პატარა ხელებიანი მოლაშქრეც თან იყოლიეთ! ხორნაბუჯის გასვლიდან მახსოვს, ხელებს რომ ატოლებდით, შენი ხელი მთლად პატარა არ უნდა იყოს ;)
წარმატებები!

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 28 სექ 2009, 00:34
by Shanshika
კეში ნაპოვნია!!! :D ...
დღეს 2009 წლის 27 სექტემბერს მივაგენი ფუღუროიან ხეს...და ისე გამიხარდა დანარჩენ კარაველებსაც შევძახე კეში ვიპოვე მეთქი ... ფუღუროში ხელის ჩაყოფა მეც გამიჩირდა, მაგრამ არ დავნებდი და მაინც ამოვიღე... :D

ამის დამადასტურებელ ფოტო მასალას მოგვიანებით დავდებ...

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 28 სექ 2009, 15:38
by Shanshika
დანაპირები ფოტომასალაც By Pataputina...

ნაპოვნი კეში...
Image

Image

Image

პუტინამ წაბლი დაამატა... :D
Image

დიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა ხათოო... :D :*

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 28 სექ 2009, 23:20
by tamuna_gudarexi
ყოჩაღ, შანშიკ, რომ იპოვე!
როგორ გამიხარდა ჩემი მეგობარი ჭიამაიას დანახვა!
ე.ი. ისევ იქ დარჩა, ხომ? მგონი, მეორე ზამთარსაც ბირთვისებში გაატარებს :)