Page 5 of 7

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 16 ივლ 2006, 23:09
by Nika
Berlioz
ეგ ალბათ სულ ზედა წერტილის კოორდინატებია. მე კიდე კეშის კოორდინატები ავიღე. კეში ბოლომდე არ მისული იდო.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 00:05
by Berlioz
Nika wrote:Berlioz
ეგ ალბათ სულ ზედა წერტილის კოორდინატებია. მე კიდე კეშის კოორდინატები ავიღე. კეში ბოლომდე არ მისული იდო.
არა, ეგ ანათვალი კეშის სავარაუდო ადგილსამყოფელთან ავიღე, ...073–ზე მისაღწევად კლდიდან გადახტომა გვიწევდა :)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 09:14
by Nika
Berlioz
ხო ეგ ცუდია 40 მეტრამდე გამოდის ცდომილება.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 11:00
by Berlioz
Nika
20 მეტრი შენი GPS-ის ცდომილება, 20 მ ჩემი – სხვადასხვა მხარეს, და არაფერი ბევრი არაა.. ;)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 11:49
by Nika
Berlioz
ჩემის ცდომილება 5 მეტრამდეა როცა 5-6 თანამგზავრს იჭერს. ეტყობა იტყუება ხოლმე.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 12:55
by dato
ნიკა, ყველაფერი რიგზეა, ტრეკი გადმოვქაჩე და ჩემს რუკაზეც ზუსტად ისევე დაჯდა, როგორც შენსაზე. GPS-სის ცდომილება 5-6 თანმგზავრზე მართლაც არ არის 5 მეტრზე მეტი, ნაკლებად არის სავარაუდო, რომ აპარატი იტყუებოდეს. ალბათ აჯობებს კეში სადმე სხვაგან დავდოთ მაგ ტერიტორიაზე მოიძებნება მაგისთვის კარგი და ლამზი ადგილი. ვეცდები ასეც გავაკეთო. კოორდინატებს და სურათებს რა თქმა უნდა აქვე განვათავსებ. მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი როდის წავალთ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 17 ივლ 2006, 13:15
by Nika
dato
ახლა გადავხედე და ჩემ GPS-ს საიტხე 15 მეტრი უწერია ცდომილება. ასე რომ ეტყობა ტყუის მაინც. ნუ მე რო მკითხო პახოდში 50 მეტრიც ნორმალურია.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 18 ივლ 2006, 10:06
by dato
რა მარკის GPS-ი გაქვს? ჩემია Garmin GPSMAP 60CS, ძალიან კმაყოფილი ვარ, რამოდენიმეჯერ შევამოწმე სხვა აპარატით და ფაქტობრივად 5-6 თანამგზავრზე 4-5 მაქსიმუმ 6 მეტრია ცდომილება, გააჩნია თანამგზავრები როგორ არის იმ მომენტში განლაგებული. რომელ რუკას ხმარობ მისთვის? Geoland-ის მიერ რომ არის დამზადებული? ამ რუკაზეც საკმაოდ არის უზუსტობანი. ისე საქართველოს კარგი რუკა ვერსად მოვიპოვე, ერთი შანსია თავად გავაკეთო, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოა და არ მიღირს. სიმაღლეების იზოხაზები NASA-ს საიტიდან ავიღე, გავაკეთე და ჩავტვირთე , სხვათაშორის ძალიან კარგი სიზუსტით გამოვიდა. უფრო კარგი, როგორც ამბობენ Geolend-ს აქვს, მაგრამ როგორც ჩანს მოცემას დიდი ხალისით მაინც არ აპირებენ. მე სრულად მაკმაყოფილებს ჩემი გაკეთებული. საინტერესოა ვინმეს თუ აქვს საქართველოს უკეთესი რუკა GPS-ისთვის?

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 18 ივლ 2006, 10:44
by Nika
dato
http://www.garmin.com/products/gpsmap60cs/spec.html
<15 უწერია მაგასაც და ჩემსასაც. ჩემია eTrex Summit. თვითონ GPS-ში ჩემსაში რუკები არ მიდის. ამიტომაც OziExplorer-ს ვხმარობ და PocketPC-სთვის OziCE-ს. მერე კაბელით ვაკავშირებ და ეგაა. 50-იანი რუკები მაქ. მთავარია რომ პულკოვოდან WGS-84-ზე გადაიყვანო სწორად რაშიც ზევით რო დავპოსტე ეგ საიტი დამეხმარა.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 18 ივლ 2006, 15:49
by dato
მართალია. მადლობა ტრეკისთვის, აუცილებლად გამოვიყენებ. თუ გაგიგია ასეთი პიროვნება Peter Nasmith , რომელმაც გამოსცა წიგნი _ Walking in the caucasus (Georgia). მას საკმაოდ ბევრი ადგილი მოუვლია საქართველოში, მათ შორის ყოფილა ბირთვისში, წიგნში მოცემული აქვს სამი ვეიპოუნტ-ი გპს-ისთვის. ვეცდები ეს წიგნი გამოვართვა მეგობარს და ეს წერტილები რუკაზე მივანიშნო. საინტერესოა სად დაჯდება.
ამ მეხუთე წერილს კი ძირითადად იმიტომ ვწერ, რომ მინდა მალე მომენიჭოს ასფალტზე მოარულის საპატიო სტატუსი. :lol:

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 20 ივლ 2006, 15:57
by dato
გადასარევად დაჯდა ჩემს გპს-ში ტრეკი. კიდევ ერთხელ მადლობა. Peter Nasmith-ის წიგნში მითითებული ვეიპოინტები აღნიშნულია როგორც ბირთვისი 1-2-3.
ვერაფრით ვერ ჩავტვირთე სურათი ამ საიტზე, ზომაც შესაბამისია და ფორმატიც, მიწერს Upload Error: Could not upload Attachment to ./http://karavi.iatp.ge/files/birt1_166.gif. ვერ ვხვდები რა უბედურებაა. ამიტომ ვდებ ლინკს.

http://putkaradze.myphotoalbum.com/view ... 1&id=birt1

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 20 ივლ 2006, 16:45
by Nika
dato
სურათი აქ არ იდება. უნდა დადო სადმე გარეთ და აქ მერე img-ებში ჩასვა

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 15 აგვ 2007, 01:10
by teonala
Nika wrote:Berlioz
ეგ ალბათ სულ ზედა წერტილის კოორდინატებია. მე კიდე კეშის კოორდინატები ავიღე. კეში ბოლომდე არ მისული იდო.


ანუ იპოვე ჩევნი სიგარეტის კოლოფიანი კეში?
:)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 01 ოქტ 2007, 15:20
by hellen
teonala wrote:
ანუ იპოვე ჩევნი სიგარეტის კოლოფიანი კეში?
:)
ჩვენ ვერა.. :cry:

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 21 მარ 2008, 10:37
by ნინი_85
ვა, დავინტერესდი, უნდა ვიპოვო კეში აუცილებლად :wink:

კვირას რამეს წამოვიღებ დასატოვებლად :)