Page 1 of 7

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 09 მაი 2005, 14:33
by Gvalva
ბირთვისები სადაც არის მგონი ყველამ იცის მარა, რუკას მაინც დავდებ. დედაციხე და შეუპოვარი მითითებულია ისრებით. ვთვლი რომ ეს ცნობილი ადგილია და GPS-ის არქონის შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი როგორც აღწერა ასევე პოვნა.

მაშ ასე,
პუნქტის ადგილმდებარეობა: თბილისი-თეთრიწყაროს მიმართულობით,
უახლოესი ცნობილი დასახლება: სოფ. ასურეთი,
გადასახვევი საავტომობილე გზიდან: სოფ. ტბისი
ღირსშესანიშნავობა: საქართველოსთვის შედარებით უცხო კლდოვანი ლანდშაფტი, ისტორიული ციხეები შეუპოვარი, აუღებელი, დედაციხე.
სირთულე: საკმაოდ რთული
დამატებითი ფოტომასალა: http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=128
სამალავის ადგილმდებარეობა: დედაციხეზე ასული ყველა ადამიანი დაინახავს წყლის საგუბარს, საგუბართან მისული, უნდა წახვიდეთ არა პირდაპირ მთის წვერისკენ, არამედ მარჯვნივ, ასე 20 მეტრში არის მომრგვალებული ფორმის კლდე.

განძის აღწერა: განძი შეხვეულია ცელოფანის პარკში. შიგ დევს ბლოკნოტი (სამწუხაროდ შიგ არაფერი წერია :( ), ფანქარი, და სხვა წვრილმანი ნივთები ;)

განსაკუთრებული მადლობა wanderer-ს, რომელმაც უშუალოდ განათავსა განძი სამალავში.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 14 მაი 2005, 21:26
by Nika
იხილეთ სამალავის გვერდი geochaching.ru-ზე http://www.geocaching.ru/?pn=101&cid=799

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 23 მაი 2005, 15:18
by Nika
ყურადღება! რუკაზე სამალავი არასწორადაა არნიშნული. შაბათს ვიყავი 1229.2-ზე და ეგ არაა "დედაციხე". მოკლედ იხილეტ ჩემი ვარაუდით გაკეთებული რუკა.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 23 მაი 2005, 16:27
by Gvalva
ყველას დიდი ბოდიში!

გეოგრაფიამ მიღალატა! :) და ციხის აღნიშვნებმაც შემიყვანეს შეცდომაში.

დადგინდა რომ დედაციხე იქ არ არის სადაც მე მივუთითე რუკაზე. სავარაუდოდ სადაც ნიკამ აღნიშნა იქ არის, მარა, კიდევ რომ არ შემეშალოს, ვეცდები დავაზუსტო.

თუ ვინმემ დანამდვილებით იცის სად არის ამ რუკაზე დედაციხე, კარგი იქნება თუ დაწერთ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 23 მაი 2005, 22:14
by Nika
26-ში მეორე ცდა მაქ დაგეგმილი წინასწარ. ამჯერად ტბისიდან უნდა ავიდე და მერე ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 მაი 2005, 08:29
by Ivane Goliadze
Nika
რა ქენი?

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 მაი 2005, 09:51
by Nika
Roger Waters(vanichkebi)
ვერავინ ავიყოლიე და მარტო მანდ წამსვლელი ნაღდად არ ვიყავი.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 18 ივნ 2005, 14:39
by tekla
ხვალ მივდივარ და ვნახოთ, რას ვიპოვი ;)

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 ივნ 2005, 12:26
by ilia
tekla
რა ქენი იპოვე?

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 ივნ 2005, 12:34
by Nika
ilia
არა მგონი ეგ სამალავი ისევ არაა მონათლული. აუცილებლად უნდა ვნახოთ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 ივნ 2005, 12:42
by ilia
Nika
მე მზად ვარ ძმაო, შენ ოღონდ თქვი როდის წავიდეთ.

ბირთვისები, დედაციხე

Posted: 29 ივნ 2005, 15:28
by Gvalva
nicalagua

შაილება კი არა, აუცილებელიც კია :), რამდენი ხანია კარავში ხარ და ვერსად წამოხვედი. მორჩი გამოცდებს?