Page 3 of 5

გეოკეშინგი

Posted: 18 ივნ 2005, 10:56
by David
b]Gvalva[/b]
Berlioz

კარგი იდეა იყო და რატომ დაივიწყეთ? ერთი თვეა ახალი პოსტი არ არის. ისე მაგრად დამაინტერესა. ჩემი მხრიდან რა შემიძლია, დიზაინერი ვარ და ე.ი. ვებდიზაინშიც აზრზე ვარ (თუმცა გვალვას დონეზე შეიძლება ვერ გავქაჩო). საქმე საქმეზე თუ მიდგა ჩვენც შეიძლება მსგავსი საიტი ვაჯახოთ. www.geocaching.ge და რამე. პატარა ფინანსური დახმარებაც შემიძლია. მოკლედ იქნება არ გავაბანძოთ იდეა?

გეოკეშინგი

Posted: 18 ივნ 2005, 12:26
by David
nicalagua
Berlioz
b]Gvalva[/b]

ძალიან კარგი, მაგრამ რა ეტაპზე უნდა დავიწყათ მაგაზე მუშააბა? მე მგონი, ჯობია ჯერ ერთი-არი გასვლა გავაკეთათ. ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე გამავცადათ რა ხილია ეს გეოქეშინგი და მერე ვაჯახოთ საიტი. დომენისა და ჰოსტინგის ხარჯები არც ისე დიდია. მაგას მე გავქაჩოვ. დიზაინსაც საკაიფას გავაკეთებთ, ფლეში და რამე. ისე, მოდი ვნახოთ სხვა მსგავსი საიტები, იმათგან ნავიგაცია ავიღათ და ამ ფორუმზე დავდათ. ვნახოთ ხალხი რას იტყვის და დიზაინი მერე შევუბერათ. მოკლედ ვიფიქროთ რა...

P.S. შენიშვნაზე ბოდიშს ვიხდი, პირველ გვერდზე ვიყავი და ვერ შევამჩნიე :D

გეოკეშინგი

Posted: 20 ივნ 2005, 13:30
by Gvalva
რა კარგი ხალხი ვართ ეს ქართველები, ნიჭიერები მარა ზარმაცები... :)

კეში დავმალეთ... 15 ადამიანი ესწრებოდა/მონაწილეობდა... 3 დღე გავიდა... სამალავის პასპორტი არ არის...

გეოკეშინგი

Posted: 20 ივნ 2005, 13:58
by David
Gvalva
აბა, აბა :D რას იზამ ძმაა, რაცა ვართ ესა ვართ...ისე მე წინადადება შემამაქვს ქართული გეოქეშინგის დაბადების დღედ ჩაითვალას 2005 წლის 17 ივნისი...თუ როდის დამალეთ პირველი კეში?

გეოკეშინგი

Posted: 20 ივნ 2005, 21:46
by Nika
David
აბა, აბა რას იზამ ძმაო, რაცა ვართ ესა ვართ
ქართული კეშების ნახვა აქ შეგიძლია. http://www.geocaching.ru/?pn=102
ანუ პირველი ვირტუალური კეში დაიდო. 24.04.05-ში
პირველი ტრადიციული ბირთვისში 8 მაისს.

გეოკეშინგი

Posted: 04 ივლ 2005, 00:26
by Nika
ხალხო ახლა ვნახე. გეოკეშინგ.რუ-ზე ახალი ქვეყანაა რომელშიც კეშები დამალეს. ესაა აზერბაიჯანი. იქაც ჩვენნაირად 3 კეშია. ანუ დაგვეწიენ. გვალვა დროზე იაქტიურე. გადაიფორმე ბირთვისის კეში რომ ჩვენ მისი მოძებნის პროცესი აღვწეროთ. ასევე დადე ვანის ქვაბები, ფია, და მესამე კიდე. ფიტარეთის კოორდინატებს დავდებ ახლა შესაბამის თემაში ჩვენთან. იჩქარე!

გეოკეშინგი

Posted: 19 აგვ 2005, 23:42
by David
აუცილებელია ამ საქმეში რუსეთზე ვიყათ მიბმული?

გეოკეშინგი

Posted: 20 აგვ 2005, 08:21
by Nika
David
არა ცხადია მარა ეგ პრომოუშენის ამბავია. იქ რო წერია ვმარიაჟობთ რა. თან მზა საიტია უკვე. აბა www.geocaching.com-ზე საქართველო საერთოდ არაა ნახსენები.

გეოკეშინგი

Posted: 21 აგვ 2005, 13:24
by navigator
მოკლედ უნებლიედ ჩავერთე ამ თამაშში.
გუშინ კოჯრის ტყეში დავკარგე გასაღები ბრელოკი-ფანრით :(
ხოდა ვისაც სურვილი ექნება არეალსაც მიგითითებთ ზუსტად :D
აბა ვინ იპოვნის :D

გეოკეშინგი

Posted: 21 აგვ 2005, 18:35
by David
Nika

გასაგებია. მე მგონი უკვე დრაა, რომ www.geocaching.ge-ც არსებობდეს. თუმცა გვალვა ფიქრაბს რომ ჯერ ადრეა, ჯერ ქეშები მამრავლდესა. აქედან ნიკალაგუამ გამბურღა :) გავაკეთათა.

გვალვაც სადღაც სწარია, მაგრამ მე მაინც მგონია რომ პირიქით, ასეთი საიტი უფრო შეუწყაბს ხელს ქეშების გამრავლებას. შენ რას ფიქრაბ? კარგი იქნება თუ სხვებიც გამათქვამენ თავის აზრს. აი აქ http://www.karavi.iatp.ge/viewforum.php?f=9

გეოკეშინგი

Posted: 22 აგვ 2005, 14:56
by Gvalva
navigator

მასეთი კეში ჩვენც გავაკეთეთ :)

ღებიდან კირტიშომდე სადღაც დაკარგულია ავტომობილი ნივას გასაღები, ბრელოკი-ფანარი-გველით და სიგნალიზაციის სამართავი პულტით.

უფრო სერიოზულ საკითხზეც ვიტყვი რამეს, ოღონდ ცოტას რომ დავისვენებ მერე, კაი? :)

გეოკეშინგი

Posted: 25 ოქტ 2005, 23:15
by Gvalva
ამ თემაში სულ სხვა მიზეზით შემოვედი (მასაც გეტყვით, ცხადია) მარა რადგან აქ ჩემს მიერ წამოჭრილი, ნაწილობრივ ოფთოპიკური პოსტი ვიპოვე ვიტყვი რომ ზემოაღნიშნული გასაღები/კეში ღებელებმა იპოვეს და თბილისში ჩამოგვივიდა, მართალია ჩვენს მეგობარს ყველაფერი უკვე შეცვლილი ქონდა მარა, როგორ არ გიყვარდეს ამის შემდეგ რაჭველები?!!!

ეხლა რატომ შემოვედი აქ:

თუ თქვენ მოულოდნელად სადმე კარგ ადგილას მიემგზავრებით და ვერ ასწრებთ კონტეინერის შეძენას, მისი მაგივრობა შეიძლება გასწიოს რკინის ცილინდრული ფორმის ტარამ, რომელშიც მანდილოსნის ერთგარი ტიპის "კოლგოტკი" იყიდება.

სთხოვეთ თქვენს ახლობელ მანდილოსანს შეიძინოს კოგოტი რკინის კოლოფში და კოლოფი მოგცეთ თქვენ მოულოდნელი გასვლებისთვის.
იმედია რკინის კოლოფიანი კოლგოტის დისტრიბუტორები ამას წაიკითხავენ და დამიფასებენ :D

გეოკეშინგი

Posted: 26 ოქტ 2005, 20:09
by Mrs. Robinson
Gvalva wrote: იმედია რკინის კოლოფიანი კოლგოტის დისტრიბუტორები ამას წაიკითხავენ და დამიფასებენ :D
ბოლო მონაცემებით, რკინის კოლოფიან კოლგოტებზე მოთხოვნამ რეკორდულ დონეს მიაღწია და მსოფლიოში ყველა სხვა მაჩვენებელს კატასტორფულად გადააჭარბა....
8) 8) 8) 8) 8) 8) 8)

კონტეინერი სულ მავიწყდება ხოლმე. ამიტომ ეს მშვენიერი იდეააააა, ცხადია გამოუვალ მდგომარეობაში.....