გეოკეშინგი

თამაში: სამალავების გაკეთება ღირსშესანიშნავ ადგილებში

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

Berlioz
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 27 აპრ 2005, 15:12
გეოკეშინგი

Post by Berlioz » 27 აპრ 2005, 16:30

მოგესალმებით

ქვემოთ, დროებით თემებში ერთერთი ასეთიც იყო – "აღმოჩენითი ტურიზმი", თემის ავტორს რისი თქმა სურდა რა თქმა უნდა ვერ მივხვდი (და მოპასუხეებიც არანაკლებ აბურდულად "ღადაობდნენ"), მარა საერთოდ ეს ტერმინი შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმის ერთერთი სახეობის – Geocaching-ის თარგმანად (თუ ავტორი ამას გულისხმობდა, მივხვედრილვარ მაინც :) ).

"გეო" – კი მოგეხსენებათ რაც არის და cache ინგლისურიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც "სამალავი, ან ექსპედიციის მიერ დატოვებული პროვიანტის მარაგი უკანა გზისათვის, ან იარაღის საიდუმლო სამალავი" და ა.შ – მოკლედ სამალავი).

დაინტერესების შემთხვევაში მოგვიანებით ვეცდები შედარებით ვრცლად ავხსნა პრინციპები , მანამდე შეგიძლიათ ნახოთ გვერდები http://www.geocaching.com, http://www.geocaching.ru ან საერთოდ დაgoogle-თ geocaching და ნახავთ რამდენი ხალხია გატაცებული ტურიზმის ასეთი სახეობით.

მოკლე ახსნით:
თამაშის მონაწილე სადმე ღირსშესანიშნავ ადგილას აკეთებს მცირე სამალავს ე.წ. "საგანძურით", განთავსების ადგილი, "საგანძურის" შიგთავსი, მასთან მისვლის გზების აღწერა და ა.შ. მთლიანად დამმალავის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შემდგომში დგება ე.წ. "სამალავის პასპორტი" – რომელშიც მითითებულია ძებნისათვის აუცილებელი პარამეტრები და განთავსდება შესაბამის ვებ საიტზე. სხვა მონაწილეები ამ ინფორმაციით ცდილობენ სამალავის პოვნას და მასში პოვნის დამადასტურებელ ნიშანს ტოვებენ, რომელსაც შემდგომი მონაწილე აიღებს და ა.შ. დაახლოებით – ალპინისტების მიერ მწვერვალზე დატოვებული ნიშნულების მსგავსად.

საერთოდ ძებნას მოწყობილობა GPS-ის საშუალებით აწარმოებენ ხოლმე და ეს თამაშიც მისი პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, მაგრამ დამმალავის კარგი ფანტაზიის შემთხვევაში არავითარი მოწყობილობა იქნება საჭირო და საკმაოდ საინტერესოს გახდის ობიექტის ძებნის პროცესს.

ყველა წესიერ ქვეყანაში ვებ გვერდის სპონსორირებას და თამაშის ძირითადი ფაბულის ორგანიზებას თავისთავზე ნავიგაციის მოწყობილობების იმპორტიორი ფირმები იღებენ ხოლმე თავისთავზე, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყოს ეს – ისე ორიოდ კაცს კი ვიცნობ ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული.

აქ საკმაოდ საინტერესო ხალხია თავმოყრილი და ლაშქრობებიც ხშირად ტარდება, ჩემი გამოცდილებით 7–10 კაციანზე მეტი რაზმები უკვე ცოტათი "ბარდაგდება" :), საქმისაგან მოცლის, ურთიერთობისა და მეტი მანევრულობის თვალსაზრისით უპრიანია სწორედ ასეთი ჯგუფებით ლაშქრობა და შესაბამისად რამოდენიმე მათგანს შეუძლია ერთმანეთს ზემოხსენებული თამაშიც შესთავაზოს – მოგზაურობა დამატებით აზარტს შეიძენს და სპორტული ინტერესიც გაჩნდება.

გარდა ამისა ვებ გვერდს შეუძლია მსოფლიო გეოკეშინგის ქსელში ინტეგრირება და საქართველოში არსებული კულტურისა და ხუროთმოძრვრების ძეგლების კიდევ ერთხელ წარმოჩინება ახალი კუთხით.

ბოლო ბოლო – "ზემოდან" გაუთავებელი ლაქლაქით ტურიზმის განვითარება არ ხდება.. ჩვენც რითიც შეგვიძლია წავახმაროთ ხელი ამ ქვეყანას, თამაშ–თამაშით მოზიდული რამოდენიმე ტურისტიც საქმეა – ის თავისიანებს ეტყვის და ა.შ.

ნიუ–ვასიუკი არ ამიშენებია.. სულ მცირე ძალისხმევა ჭირდება ამ ყველაფერს.
მე პირადად – რითიც შემიძლია დაგეხმარებით, მაქვს რამოდენიმე მოწყობილობა ნავიგაციისა და ტურიზმისათვის, მაქვს რუკები, ახლახან არა, მაგრამ ადრე ბევრგან ვარ ნამყოფი და შემიძლია გამოცდილებაც გაგიზიაროთ, მცირედი ფინანსური დახმარებაც შემიძლია.. დრო არა მაქვს ბევრი სამწუხაროდ :(

გამოთქვით აზრი და დავიწყოთ პირველივე ლაშქრობისას..

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
გეოკეშინგი

Post by Druides » 27 აპრ 2005, 16:38

აღმოჩენითი ტურიზმი ნიშნავს ე.წ. discovery tourism-ს რომელიც თავის თავში მოიცავს tracking-ს da hicking-ს. ისე ეს ხალხი სხვა სფეროდანააა და ტურიზმი როგორც ბიზნესი არ ესმით. ისე ამ თამშის შესახებ არაფერი მსმენია.
პირველად გავიგე შენგან.
Last edited by Druides on 27 აპრ 2005, 16:42, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გეოკეშინგი

Post by lama » 27 აპრ 2005, 16:40

Berlioz
მივესალმებით თქვენს ინიციატივას და დიდი მადლობა, რომ ამ თამაშის წესები ასე კარგად და კონკრეტულად აგვიხსენით ახლა უკვე დროა რომ ამაზე სერიოზულად დავფიქრდეთ და უახლოეს მომავალში განვახორციელოთ კიდეც ჩემი აზრით ამ თამაშის გამართვა ყველაზე კარგი იქნება ბირთვისებში. :lol: :lol: :lol: აბა ჰე ვიწყებთ მოქმედებას წინ მეგობრებო!!!!!!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გეოკეშინგი

Post by Gvalva » 27 აპრ 2005, 16:49

Berlioz

არა აქვს მნიშვნელობა აღმოჩენითი ტურიზმია ეს თუ გეოქეშინგი, მთავარია რომ იდეა გენიალურია!!!

აუცილებლად ვნახავ მითითებულ მისამართებს და როცა უფრო დეტალურად გავეცნობი თამაშის წესებს შეკითხვებიც უფრო აზრიანი მექნება :)

რამდენადაც მე ფორუმის მონაწილეებს ვიცნობ, დარმუნებული ვარ ექნება გამოხმაურება და პირველი რაუნდიც დიდხანს არ დააგვიანებს.

Berlioz
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 27 აპრ 2005, 15:12
გეოკეშინგი

Post by Berlioz » 28 აპრ 2005, 12:05

Gvalva wrote:Berlioz

არა აქვს მნიშვნელობა აღმოჩენითი ტურიზმია ეს თუ გეოქეშინგი, მთავარია რომ იდეა გენიალურია!!!

აუცილებლად ვნახავ მითითებულ მისამართებს და როცა უფრო დეტალურად გავეცნობი თამაშის წესებს შეკითხვებიც უფრო აზრიანი მექნება :)

რამდენადაც მე ფორუმის მონაწილეებს ვიცნობ, დარმუნებული ვარ ექნება გამოხმაურება და პირველი რაუნდიც დიდხანს არ დააგვიანებს.
აი მაგალითად:
რუსების ერთერთი "სამალავის პასპორტი" – http://geocaching.ru/?pn=101&cid=739
შედგენილია საერთაშორისო გეოკეშინგის სტანდარტების შესაბამისად
გადახედეთ – შეუძლებელი და გაუკეთებელი არაფერია
რუსებზე ნაკლები ფანტაზია გვაქვს ვითომ??

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 28 აპრ 2005, 16:58

Berlioz
ფანტასტიური იდეაა! მაგრა მომეწონა.
lama
ბირთვისი ზეპირად იცით და მაგიტო არა? რამე ნეიტრალური ტერიტორია უნდა იყოს ჩემი აზრით. "ალაზნის ველის" ტიპის.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 28 აპრ 2005, 17:05

რუსების ერთერთი "სამალავის პასპორტი" – http://geocaching.ru/?pn=101&cid=739

წავიკითხე და ახლა იდეა მომივიდა სადაც მივალ საინტერესო ადგილას ყველგან ჩავაგდებ ეგეთ განძს :)
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გეოკეშინგი

Post by Gvalva » 28 აპრ 2005, 21:52

ეს იდეა ალბათ ინტერნეტამდეც იარსებებდა, რადგან გამახსენდა რომ როცა პატარები ვიყავით და მამას ლაშქრობებში დავყავდით გვქონდა იდეა სადმე რამე ჩაგვეფლო და "როცა გავიზრდებით" ამოგვეთხარა. ასევე უფროსი მეგობრებისგან მსმენია რომ ერთ-ერთმა მათგანმა 30 წლის წინ, ლექსების წერას რომ თავი დაანება ის ლექსები ერთ-ერთ ადგილას დამარხეს და ეხლაც იქ არისო, ღიმილით ამბობდნენ. :)

ახლანდელს რაც შეეხება, საკმაოდ წავიკითხე და გავერკვიე, თამაშის წესებში, რა უნდა დამალო, როგორი ადგილი ჯობია, და რა არ ჯობია საერთოდ. ერთი რამე ვერ გავიგე, თუ წარმოვიდგინე მარტო. ვთქვათ ვთქვი რომ ამ ღირსშესანიშნავ ადგილს ვირჩევ. კონკრეტულად სად უნდა დავმალო კონტეინერი, რომ არც ქარმა გამოაჩინოს, არც წყალმა გააფუჭოს, ზამთარსაც გაუძლოს და არც შემთხვევით იქ მოხვედრილმა ადამიანმა იპოვოს. არ ვიცი ასეთი ადგილი რომ არ მიძებნია იმის ბრალია თუ რაა, მარა, სადაც ვყოფილვარ, ვერ გავიხსენე ამ საქმისთვის შესაფერისი ვერც ხე, ვერც ლოდი, ვერც კლდე. დავათვალიერე პასპორტებიც, კიდევ დავათვალიერებ, თანაც ალბათ ადგილზე უფროა ეგ გადასაწყვეტი :)

ალბათ ყველა ქალაქს თავისი სერვერი აქვსო, ასე უკეთესიცაა. რეალურად ახლომდებარე სამალავები უფრო საინტერესოა. დამაწყნარა იმ ფაქტმა რომ სომხეტი, აზერბეიჯანი და ყირგიზეთი ვნახე, არც ისინი იყვნენ გეოკეშერ.რუ-ზე. GPS თუ საერთაშორისო სერვერებს გვინდა შევუერთდეთ მაშინაა აუცილებელი თორემ ადგილობრივად მისი არ ქონის შემთხვევაშიც შეიძლება თამაში, თუ კარგად აღწერ სამალავის ადგილმდებარეობას.

თუ ვინმე უკვე მუშაობთ მითხარით თუ არა, მე ვეცდები ქართულად დავწერო წესები, FAQ, პასპორტისთვის აუცილებელი მონაცემების "ანკეტა" და სხვა ასეთები. ოღონდ, შედეგი ერთ კვირაზე ადრე ვერ იქნება ჩემგან :( .

როგორც კი წესები და პირველი პასპორტი გამოჩნდება "გეოკეშინგი" ცალკე ფორუმად გამოვყოთ და ... ჩავატაროთ ჭადრაკის ჩემპიონატი ;) :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 29 აპრ 2005, 09:43

Gvalva
მგონი GPS-ის გარეშე უინტერესო იქნება. მანდ მთელი მუღამი იმაშია რო ადგილი იცი მარა მისასვლელი გზები არა :) გარდა ამისა:
На первый взгляд, кажется, что найти тайник с помощью GPS приемника просто. Однако точность, с которой GPS-приемник определяет позицию, составляет несколько десятков метров. GPS-приемник позволяет только "очертить" небольшой район местонахождения тайника. Для более точного поиска надо пользоваться подсказками из его описания.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 29 აპრ 2005, 09:53

საქართველოში მგონი კაი იდეა იქნება ვირტუალური სამალავების სისტემა. პრაქტიკულად ყველა ეკლესიის ეზოში არის საფლავები და შეიძლება ქვაზე დაწერილი გვარის ან თარიღის კითხვა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

Berlioz
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 27 აპრ 2005, 15:12
გეოკეშინგი

Post by Berlioz » 29 აპრ 2005, 18:02

Nika wrote:Gvalva
მგონი GPS-ის გარეშე უინტერესო იქნება. მანდ მთელი მუღამი იმაშია რო ადგილი იცი მარა მისასვლელი გზები არა :) გარდა ამისა:
არ უნდა იყოს უინტერესო. GPS-ის მფლობელები ჯერჯერობით ბევრი არ მეგულება, ამიტომ ვცადოთ რომ მის გარეშეც შესაძლებელი იყოს მიგნება(თუმცა კოორდინატებიც მივუთითოთ).

საბავშვო სათავგადასავლოდან შეუძლებელია არ გახსოვდეთ: "ამა და ამ საათზე , მზე რომ მიმართულებას გიჩვენებს" "ამდენი ნაბიჯი დასავლეთით"და ა შ. :)

გარდა ამისა, შესაძლებელია ე.წ მულტი-სამალავების ორგანიზება, ერთერთის აღმოუჩენლად ვერ ნახავ მეორეს, მესამეს და ა.Ⴘ ანუ წახალისება შემდეგი ექსპედიციებისათვის - ე.წ ვირტუალური თამაში/ქვესტი/RPG შეიძლება გადმოიტანო რეალობაში (მოდაშია ახლა virtual to real :) ), ანდა არ ვიცი გითამაშიათ თუ არა - ათიოდე წლის წინ იყო თამაშები Island of dr.Brain, Myst .. რამოდენიმე კვირა კარგად გავერთე :) . თანამშრომლები მყავდა ღამეებს ათენებდნენ ხოლმე solution -ების ძებნა/შედგენაში.

ხოლო სამალავში (თუ ტრადიციული ტიპისაა) არაა აუცილებელი მაინცდამაინც საგვარეულო ოქროულობა ჩააწყო :) საკმარისია თუნუქის/პლასტიკის მცირე ყუთი , პოლიეთილენის პარკში გადახვეული, ბლოკნოტით და რამოდენიმე სამახსოვრო ნივთით (მპოვნელი თუ რამეს აიღებს სამაგიეროს დატოვებს) - ბევრგან შეიძლება მოათავსო, ბოლობოლო 20სმ-ის ამოთხრაც არაა ძნელი საქმე ..

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 29 აპრ 2005, 18:56

Berlioz
ხო ისე მართალი ხარ. OziExplorer და მისი ჯანი. კოორდინატები თუ იცი რუკაზე ეგრევე იპოვი წერტილს საკმაოდ დიდი სიზუსტით. მულტი სამალავების იდეაც კარგია. ახლა მთავარია რამე მოვიფიქრო. თავიდან სადმე რო წავალ რამე ვირტუალურ სამალავს გავაკეთებ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
გეოკეშინგი

Post by Nika » 03 მაი 2005, 11:07

ერთი ვირტუალური სამალავი დავამატე და თქვენი აზრი მაინტერესებს. წავა? ოღონდ წერილებს ნუ დაწერთ თუ შეიძლება. სამალავი ჩვენი ვიზიტის მერეა შექმნილი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გეოკეშინგი

Post by Gvalva » 03 მაი 2005, 23:14

Nika
მშვენიერია, რაც მთავარია პირველი ნაბიჯი გადაიდგა!
ნუ, ზოგიერთ სამალავებს უფრო კონკრეტული შეკითხვა აქვს ხოლმე, მაგრამ როცა გვეცოდინება რომ "რამეს ვმალავთ" უფრო ზუსტი შეკითხვაც იქნება ალბათ :)

P.S. ცხადია რომ მე პასუხი ვიცი :)

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
გეოკეშინგი

Post by pauna » 05 მაი 2005, 09:24

იდეა კარგია!!!!!!! თუ ჩვენ ლაშქრობებს რაიმე სახალისო მიზანს მივცემთ მაგას რა ჯობია......... მაგრამ ერთი მაინტერესებს განძს რომელი ჩვენტაგანი დამალავს ყველას ალბატ მისი ძებნა მოუნდება......?! 8) ვპიქრობ ალბატ ჯგუპები უნდა შევქმნათ და რიგრიგობით მალოთ ჩვენი საგანძური.... ტერიტორიას რაც შეეხება ვინც მალავს მისი ტერიტორია იქნება ანუ კარგად ექნება შესწავლილი მაგალითად lama ბამალავს ბირთვისებში...
p.s მე ესე ვფიქრობ... იდეა კი ძალიან კარგია...... :D
ImageImage

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]