Page 1 of 2

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 13 ივლ 2006, 16:46
by guruli
ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის ერთი დაუვიწყარი მხარე ლამას კურიოზებიც იყო. ავტორის ნებართვით, თქვენც გაგაცნობთ, რასაც გავიხსენებთ.
1. კურიოზები თბილისიდან გასვლისთანავე დაიწყო, რამაც მოგზაურობა კინაღამ გასვლისთანავე ფატალურად დაგვასრულებინა.
ავტობუსში ლამა ჩემს გვერდით ზის - ის ფანჯრისკენ, მე აქეთ, უკანა სავარძელზე კი ბოკელი შომი - მიშა შომახიაა გამაგრებული. დიღმის ტრასაზე არ ვართ ჩასულები, შომი საავარიო თოკზე ეხუმრა ლამას, თუ კაცი ხარ, ერთი ეგ ტოკი მომაწოდეო. ესეც ადგა და ექაჩება თავისკენ. თან, ნაღდი სვანივით ბრაზობს, არ მოდის კაცოო. :lol: :lol: :lol: სანამ შომი ხელში არ ეტაკა, მანამ არ შეეშვა.
უნებლიე შარდვა არა, მაგრამ უნებლიე ევაკუაცია კინაღამ გაგვაკეთებინა ავტობუსიდან. :lol: ეგ იყო და სასრაფოდ გავუცვალე ადგილი, ემანდ, კიდე არ წაგძლიოს სულმა მაგ თოკისკენ-მეთქი. :D
2. სადღაც გორის ტრასაზე ლამას ბანანი მოუნდა. გაფცქვნა სანახევროდ ამბობ - ბანანის გაფქვნის პროცესი ცუდ ასოციაციებს აღმიძრავს და არ მინდაო. :lol: იდგა შუა ავტობუსში ნახევრად გარჩეული ბანანით და თავის დაწუნებულს გულუხვად გვთავაზობდა ჩვენ. :lol: ისეთი შესავალი გაუკეთა, ერთმანეთს გადავჯეკავდით ვითომ და ისე გამოვტაცებდით ხელიდან. ჰაი, შე სვანო!!! :lol: :lol: :lol:
სიცილისგან უკვე მეტისმეტი მოგვივიდა და ლამა მკაცრად გავაფრთხილეთ, ბორჯომში შესვლამდე კურიოზები კმარაო.
3. რაც მართალია, ლამას ჩვენი გაფრთხილება ახალციხემდე ეყო. ახალციხეში შევდივართ. ლამა მთელი განცდით ჰყვება *ქართულ ხმებს* - *თოვლის ფანტელი გაშიშვლებულ ტოტებს აცვივა*. უცებ ფანჯრისკენ მობრუნდა და ე, წყალი აღმა მიდისო! :lol: :lol: :lol: მერე თვითონაც კვდებოდა სიცილით, წამიერად მართლა ისე მომეჩვენაო.
4. ლამა ძალიან აღაშფოთა გიდის გაფრთხილებამ, შესაძლოა, თურქეთში ბავშვებმა გამოწვევის მიზნით კენჭები გესროლონ და არ აჰყვეთო. რას ქვია კენჭებს მესვრიან, კენჭებს მესვრიან და ქვას ვესვრი. ეტყობა, მაგათ არ გაუგონიათ გამოთქმა, მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვაო. :lol:

5. ცხადია, ლამა მთელი გზა *დამესტყვე ცაოს* იძახდა, მაგრამ მაგის ჯიბრზე არ გაწვიმდა და არა. ამით გაბეზრებული ადგა და დათვის აბანოში იმხელა ჩანჩქერს შეეყუდა, ლამის ცოცხლად გამოვიტირეთ. თან *დამსეტყვე ცაოს* ძახილს იქაც აგრძელებდა. მერე ამბობდა, მშვენიერი მასაჟი გამოვიდაო. :D ისემც მაგას რა ვუთხარი. :D
6. ოსმანას სასტუმროზე რომ წიხლი ვუკარით (ისე მოუხდება იმას! :evil: ), გვიან წამოვედით იუსუფელში. გზა ძაან ვიწრო და დაკლაკნილ ხეობაში გადიოდა, მძღოლები კი ფრინადნენ. ლამა უკუღმა იჯდა და ცუდად გახდა. ჯერ ხომ მძღოლს ვერ გავაგებინეთ, მანქანა გაეჩერებინა. როგორც იქნა, გააჩერა, გადახტა ლამა და ისეთი ქარაფის კიდეზე ჩაცუცქდა... ნემსის წვერზეო, რომ იტყვიან, ისეთ ადგილას იყო. ალალად ვამბობ - მართლა სისხლი გამეყინა. ვიფიქრე, ცუდადაა და ან არ გადააქანოს, ან ისეც თავბრუ ესხმის და... ნუ, მოკლედ, რა იცი, რა ხდება... ივლიტამ წყალი მიაწოდა, სახეზე სველი ხელიც მოუსვა და ეხვეწება, ცოტა აქეთ გადმოდიო, მაგრამ ლამა სვანივით გაჯიუტდა - არა, შემეშვით, მომეშვით, გამიშვით, ხელი არ მომკიდოთ, წყალი არ მინდა, არ გადმოვალ... სუფთა ის პონტი იჩალიჩა, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო. :lol: გადმოსვლა კი არა, წყალიც მოიშორა. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ გული ლამის ზევით ამომივარდა. უკან ნაბულზე განაბული ძაღლივით ვედექი - ხელებმომარჯვებული და მომზადებული. ვფიქრობდი, მართლა რომ გადააქანოს, ხელის წავლება მოვასწრო-მეთქი. მერე ნელ-ნელა შევაპარე ხელი მაჯაზე და რაც შემეძლო, ჩავბღუჯე, არ გამექცეს-მეთქი. როდის-როდის ხვეწნა-მუდარით გადმოვიყვანეთ აქეთა მხარეს.
7. პარხალში რომ თათრის ქალმა კინაღამ გვიცემა, ლაშქრობის თემაში დავწერე და თავიდან არ მოვყვები.
8. ყველაზე მაგარი ეს იყო.
ხანძთიდან რომ ვეშვებოდით, ლამამ აიჩემა, ბუზებმა დამჭამესო. მერე თემა განავრცო და ოთხმა მიკბინაო, დაიჩემა, თითქოს ბუზებმა სატრაპეზოდ მისი ფეხი აირჩიეს. :lol: შე კაცო, თუ შეხედე, ოთხი გკბენდა, რას ითვლიდი, ხელი გაგექნია-მეთქი. :D
მაგრამ ფაქტია, ლამას ფეხი გაუსივდა და დღის ბოლოს სიარული სერიოზულად უჭირდა. ჯერ ხომ ამაზე დაემართა ერთი შიში-ფეთება - ჰა, როგორ ვიქნები, ჰა, კიდე ხომ არ გასივდება, ჰა, ხომ არ მოვკვდები და ერეკება ამგვარად. :lol: ხოფაში სასტუმროში ანახა ექიმს და ის ინგლისურად ეკითხება, გველმა ხომ არ გიკბინაო. ლამამ *გველი* ვერ გაიგო. სამაგიეროდ, გაუხარდა, ექიმმა მიზეზ გამიგო და აღარ მოვკვდებიო და გახარებულმა, კი, კი, მაგან მიკბინა, თანაც ოთხმაო, ხელით აჩვენა. :lol: :lol: თურქების სახეებს ალბათ, იოლად წარმოიდგენთ - ხალხი სავარძლებში მიესვენა. ფიქრობდნენ, ოთხმა თუ უკბინა, ცოცხალი როგორააოო. :D :D მეცნიერები დმანისურ თავის ქალებს არ უყურებდნენ ისე გაოცებით, როგორც ისინი - ლამას. ბოლოს, სავარძლებზე მისვენებულები ცოტა აზრზე რომ მოვიდნენ, ლამას იმდენი წამალი გამოუწერეს, მოსაზიდად ლამის ვაგონი გამოვიძახეთ. :lol: ოთახში რომ აგვყავდა, ლიფტთან დაგვეწივნენ და არ შეიძლება ამის წაყვანა, უნდა იმკურნალოსო, არ გაგვატანეს. :lol: თურქებს იმდენად *სტრანი* სახეები ჰქონდათ, ლამამ, გამიკვირდა, ასეთი საოცარი რა ვუთხარიო. ამის მერე თვითონ გადახარშა თურმე ის წინადადება და *გველის* მნიშვნელობას მერე მიხვდა. არა, არა, მაგან არა, ბუზმა მიკბინაო, უთხრა, მაგრამ ინგლისურად არც ბუზი იცოდა და სულ ბზუილ-ბზუილ ატეხა, რომ მიეხვედრებინა. :lol: იმათაც, ჰო, ბუზმა თუ გიკბინა, მაშინ გადარჩებიო და ვაგონით წამლებიდან ეგრევე ორ ანტიბიოტიკზე ჩამოხტნენ.
მეორე დღეს (აღარ აწუხებდა უკვე) შომი ეხუმრება, ლამა, რა თარსი ყოფილხარ, ამ დილით როგორც კი ფეხის გასივება მიხსენე, მეც ეგრევე გამისივდაო. მე ვუთხარი, ეგ არაფერი, ილოცე, 4 გველი არ გიხსენოს, თორემ წასულია შენი მტრის საქმე-მეთქი. :lol: :lol:
9. სარფის საბაჟოზე, ჩვენების მხარეს დეკლარაციას ვავსებთ. ლამა და სასტავი გამოსასვლელთან დგას, ღობის იქით კი ჭერში რაღაცას სვარკავენ. უცებ გაიფანტა ნაპერწკლები და დააცვივდა ლამას, როგორც ყველაზე მაღალს. აყარა ამანაც ტავისი 2-მეტრიანი ხელ-ფეხი და აყვირდა სიმწრისგან, მუშა კი ამშვიდებს, ნუ გეშინია, არაფერი მოგივაო. :lol: :lol: :lol: დავიწვი კაცი და მეტი რა უნდა მომივიდესო, ამან. :D
P.S. ლამა, მე ესენი გავიხსენე მხოლოდ და თუ რამე დამავიწყდა, სორი. :lol:

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 13 ივლ 2006, 17:04
by amuri
guruli
ჯერ ხომ ტაოში ვერ წასვლამ დამწყვიტა გული და ეხლა კიდევ ლამას კურიოზებმა...მოკლედ მაგარი რამ გამომიტოვებია...განსაკუთრებით გველის ამბავი მომეწონა:D :D :D :D :D მაგის ინგლისური რომ ვიცი მე...
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 13 ივლ 2006, 17:54
by guruli
amuri
და მარტო ინგლისური? იცი, რას ეჟღურტულებოდა თურქებს? :lol:
იშხანში ყოფნისას თარჯიმანი მძღოლებს კერავდა. არტანუჯის ციხეზე გვინდოდა ასვლა და 10-10 დოლარს დაგიმატებთო. ისინი 20-20-ს ითხოვდნენ. ლამამ მოჰკრა თუ არა ყური იმათ ლაპარაკს, გაექანა და კი, კი, თანახმა ვართო, მაგრამ რაზე ეთანხმებოდა, არ იცოდა. :lol: თარჯიმანმა, ჩვენი დელეგაციის წევრი ხარ თუ ეშმაკების, მაცალე, დავაკლებინო ცოტაო. :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 13 ივლ 2006, 20:29
by Nika
ჰაჰაჰა. მაგარი იყო! კი ვიცოდი ბევრი ამათგან მარა ხელახლა რო წავიკიტხე მაინც გამეცინა

ლამა მამაა!

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 13 ივლ 2006, 23:28
by Mao
gaixaret!!!!!!!!!!!!!!1 :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D amdeni ese gulianad didi xania ar mitsinia!!!!!!!!!!!!!!!!!!
eg SVANI ega :D :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 14 ივლ 2006, 11:11
by გვალდა
ბრავო lama და ბრავო თქვენ ამ ისტორიისთვის :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 14 ივლ 2006, 11:25
by guruli
თქვენ სიცილი იქ უნდა გენახათ. მაგ ისტორიებისას ხონმ ვიფხრიწებოდით სიცილით, რამდენჯერმე ავტობუსშიც რომ ვიგონებდით, ლამის ცუდად ვხდებოდი სიცილისგან. ამას რომ ვწერდი, ან ისეც რომ გამახსენდება ეგენი, სულელივით მარტო ვიცინი. კიდევ იყო ერთი რაღაცა, მაგრამ ვერ ვიგონებ. იმედია, მომაგონდება და დავწერ. აქამდე ლამას ასე კარგად არ ვიცნობდი და მოუმზადეელი წავედი, აწი კი თუ მომიწევს მაგასთან ერთად ასეთი შორეული გასვლა, ბლოკნოტს წავიღებ და ჩავწერ ყველაფერს. იუსუფელში სასტუმროდან ვერაფრით ვერ შემოვედი ამ საიტზე, თორემ იქიდანაც მინდოდა დაწერა. :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 14 ივლ 2006, 21:09
by dimitri
მეც ვიცინე... გაიხარეთ.

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 15 ივლ 2006, 00:11
by Druides
ოხ ლამა ლამა რა კაცია ეგ არა ნორმალური გადამრია მთლად მაგ კაცმა:)

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 15 ივლ 2006, 02:03
by Ivane Goliadze
guruli
ჯერ სად ხარ 5წელია მაგასთან ერთადდავდივარ და რომ ჩამოვწერო, რეები აქვს გადამხდარი თავს არეყოფა 1 სერვერი :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 15 ივლ 2006, 02:32
by Lola
არ არსებოოოობს....
სად შეუძილია ლამას მაგდენი...
ეჰჰ, სად არ ვიყავი...

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 15 ივლ 2006, 12:30
by guruli
Roger Waters(vanichkebi)
ჯერ სად ხარ 5წელია მაგასთან ერთადდავდივარ და რომ ჩამოვწერო, რეები აქვს გადამხდარი თავს არეყოფა 1 სერვერი
:lol: :lol: :lol:
სიცილი თუ მართლა სიცოცხლეს ახანგრძლივებს, წარმომიდგენია, ეგ 5 წელიწადი რამდენი წლის სიცოცხლეს შეგმატებდა.
Lola
ეჰჰ, სად არ ვიყავი...
აფსუს, მართლა სად არ იყავი! ჩინებული ტანდემი იქნებოდით. :D
P.S. ჰო, ის ერთი დავიწყებული კურიოზიც (დავარქვათ რა ასე მაგ ისტორიებს, თორემ ყველა იქნებ არცაა კურიოზი) გამახსენდა, სარფის საბაჟოზე გადახდა, გამოსვლისას, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ რაღაც კიდევ არ მავიწყდება.
სარფის საბაჟოზე თურქების მხარეს პასპორტებს ორი მებაჟე კი ამოწმებდა, მაგრამ ერთთან კომპის პრობლემა იყო თუ რაღაც, მაინცდამაინც ჩვენი მისვლისას გაჩერდა. ლამაც, როგორც ხიფათა კაცი, ცხადია, იმასთან მოხვდა და სხვა რა გზა აქვს, ელოდება რიგს, აქეთ კი მეორე ლიწი-ლიწინით გვიპარტყუნებს ბეჭდებს და გვიშვებს. ლამამ ერთხანს უყურა და იმის ამუშავებას რომ არ დააგდა საშველი, მერე ამჩვენსას გამოუწოდა პასპორტი. პარხალში თურქის ქალმა ხომ კინაღამ კეტით სცემა, ის ჩხუბი მონაგონი იყო ამ თურქი მესაზღვრის რეაქციასთან - ჯერ ხომ აუყვირდა ხმამაღლა და გაკაპასებით, მერე პასპორტი პირდაპირ ისროლა იმ მესაზღვრისკენ. :lol: ლამას ვეხუმრებოდით, ისეთი ბედის ხარ, შენთან არ დავდგებით, რამე არ ჩამოვარდეს და არ დაგვეცეს თავშიო. :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 15 ივლ 2006, 13:08
by Ivane Goliadze
Lola
სEნ რომ ყოფილიყავი ვაფშე რა იქნებოდა ???:P :D

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 16 ივლ 2006, 09:46
by Nika
Roger Waters(vanichkebi)
სEნ რომ ყოფილიყავი ვაფშე რა იქნებოდა ???
კატასტროფა!

ლამას კურიოზები ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას

Posted: 16 ივლ 2006, 15:16
by lama
დრუიდს ვახლავარ გაუმარჯოს ძმას გელი საქართველოში:)