Page 1 of 4

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 09:07
by Kakha
სტაჟიან კარველებს გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ვწერდი, რომ მზადდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს გზავმკველვი დიგიტალურ (ციფრუფრულ) ფორმატში - კომპაქტ დისკზე.

გზამკველვს ამზადებდა კავშირი სუნტნი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია "კარვის" წევრი და დიდი გულშემატკივარი გიორგი ბაგრატიონი.

გზამკვლევი მზადაა. მისი პრეზენტაცია გაიმართება დღეს 16 ივნისს, 18:00 მერიის ჰოლში. გიორგიმ რამდენიმე მოსაწვევი გამოუგზავნა კარავს. 6 საათისთვის მე მერიის წინ ვიქნები მოსაწვევებით. ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით.

სხვათა შორის, როგორც ვხვდები, მსურველებს შეუძლიათ 7 საათისთვის გადაინაცვლონ ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, რომელიც მერიიდან არც თუ შორსაა......

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 09:37
by Nika
Kakha
ზუსტად ეგ უნდა მეკითხა რომ 7-მდე თუ მოესწრება პრეზენტაციის დასრულება. 18.00-ზე მერიასთან ვარ. არგენტინა-სერბია კია მარა არაუშავს.

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 09:40
by toga
ისე რა მოხდება ერთი მშოფლიო ჩემპიონატის თემა რო გავხსნათ და რო დამთავრდება ეგრევე წავაშლევინოთ ადმინს თU ძაან გაბრაზდა რაღაცა საერთო აქვს ფეხბურთს და ლაშქრობას იქაც ხო მოძრაობენ ხო ამგარი საერთოა ? :? :? :? :?

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 10:04
by Gvalva
მეც მოვალ პრეზენტაციაზე და მერე ავიდეთ

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 20:32
by Forest
სად გაიყიდება CD ?

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 20:47
by guruli
Forest
სად გაიყიდება CD ?
არ გაიყიდება, არაა გაყიდვაში. იქ არიგებდნენ და რამდენიმე კარაველმა წამოვიღეთ. ამდენად, გადაწერა შეგიძლია.

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 21:25
by Gvalva
ჯერ მცირე ნაწილი დავათვალიერე...

მეტყველების უნარი დავკარგე და თავში ერთი აზრი დაბოდიალობს... რატომღაც... :)

"მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი"

ეს რომ გადავწეროთ და დავარიგოთ ხომ შეიძლება??

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 16 ივნ 2006, 22:45
by Wanderer
Gvalva
მეც ვნახე. პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს, თუ რამდენი იყო პროექტის ბიუჯეტი ! ანუ როგორ იყო დაფინანსებული. ეს რომ მეცოდინება მერე შეიძლება კომენტარის გაკეთება. მანამდე აზრი არა აქვს რაიმეს თქმას. :)

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 01:24
by Nika
Wanderer
ნუ რაც არ უნდა თქვა კოლოსალური სამუშაო როა ჩატარებული ეგ ფაქტია.

მე ძაან მომეწონა. იმდენი ძეგლია რომლების მიღმაც თურმე დავდიოდი და მათი არსებობის შესახებ არ ვიცოდი არაფერი.

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 11:48
by Mrs. Robinson
ტელევიზორში რაღაცას ვეძებდი და ბოლოს, ინტერვიუებს მივუსწარი....

გიორგი!
მართლა კოლოსალური შრომა ჩაგიდვიათ. მთელი საღამო დისკთან ერთად "მოგზაურობაში" გავატარე.....
ჩემს აზრს გეტყვით :oops: , რადგან აღმოსავლეთს იმედი მაქვს დასავლეთი აუცილებლად მოყვება............. :wink:
გზამკვლევს ძიება დასახელებების მიხედვით რომ ჰქონდეს ჩემისთანა მოყვარულისთვის უკეთესია. მაგ. იქვე ნინიგორას ჩანჩქერი-თამარის ტბა ვახსენეთ. ვეძებე. ფოტოები ავარ-ჩავიარე, ვერ მივაგენი. ასევე ძეგლებზე, რაც არ მინახავს ფოტოთი რომ ვერ ვიცნო, რა გასაკვირია?? ან თუნდაც მინახავს და კარგადაც ვცნობ მაგრად ასე, ფოტოთი ძებნას დამიჯერე, დიდი დრო მიაქვს......... :oops: :wink:
ერთსაც გეტყვით, გრძედი-განედის მითითება თავისთავად საჭიროა, მაგრამ რუკაზე მეტკები რომ იყოს, ანუ გადასვლა შეიძლებოდეს კონკრეტული ძეგლიდან რუკის შესაბამის წერტილში, გაცილებით-გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა. იმედი მაქვს აქაც მეთანხმებით......
პროგრამისტმა ასეთ სამუშაოებზე თუ ზედმეტად თავი არ შეიწუხა, მართლაც შეიძლება უფინანსობის ბრალი იყო. მგონი Wanderer-იც დაფინანსებაში მსგავსი ნიუანსების გათვალისწინებას გულისხმობდა.... :wink:

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 11:50
by Kakha
Wanderer
ევრაზიის ფონდის ვებ გვერდზე ყველა მათ მიერ დაფინანსებული პროქტია გამოდებული ბიუჯეტებითურთ. გზამკვლებვის ბიუჯეტია 32 000 დოლარი. რა ვიცი ბევრია თუ ცოტაა. ჩემი აზრით ბევრი ამ ფასად შესრულებული სამუშაოს მეათედსად კი არ გააკეთებდა.

რაც შეეხება გამრავლებას, ვინაიდან დისკი უფასოდ დასარიგებლადაა გათვალისწინებული და, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი სარგებლობისთვისაა მისი კოპირება შეიძლება (აბა ამუშავდა CD writer-ები!)

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 12:21
by caucasica
ხალხო ვისაც გაქვთ დისკი იქნებ აქაჩოთ "აქაჩეზე" და მერე ლინკი დადოთ!!!
:D

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 15:18
by Forest
ძალიან კარგი იქნება თუ ვინმე ატვირთავთ ვებზე გზამკვლევს. ბევრი ადამიანი გეტყვით მადლობას. აი აქ შეგიძლიათ ატვირთოთ:
http://up.aqache.com/?act=upload

ნუთუ არავის გაქვთ DSL ?

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 16:20
by Gvalva
DშL-იც მაქვს და გზამკვლევიც, მარა ვფიქრობ გიორგი ბაგრატიონის თანხმობას დაველოდოთ ჯობია

ცოტაც მოითმინეთ რა :)

გზამკვლევის პრეზენტაცია!

Posted: 17 ივნ 2006, 16:33
by Kakha
დილიდან ვათვალიერებ დისკ-ს.... არანორმალური შრომაა ჩადებული. მსგავსი საქრათველოში და ქართულ ენაზე არაფერი მინახავს. თანაც უფასო და ყველასთვის ხემისაწვდომი.

ვიცი ბანალური იქნება, მაგრამ დიდი მადლობა სუნტნის ჯგუფს და პირველ რიგში გიორგი ბაგრატიონს და ასევე ევრაზიის ფონდს რომელმაც დააფინანსა ეს პროექტი. მსგავსი რამ სახელმწიფო სტრუქტურას რომ გაეკეთებინა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დასჭრიდებოდა ასე 4-5 წელი და მრავალი, მრავალი ათასი ლარი (თუ დოლარი), ყოველ შემთხვევაში ოცათორმეტი ათასს კიდევ ერთი ნოლის დამატება მაინც დაჭირდებოდა....

მაქვს ცხადია შენიშვნებიც, მაგრამ ეს იმასთან შედარებით რაც გაკეთდა სულ პატარა წვრილმანებია და გამიკვირდებოდა რომ ეს პირველი ვარიანტი ისე გაკეთEბულიყო რომ შენიშვნები არ გასჩენოდა კაცს

გიორგი საღოლ :!: