2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Tami » 16 ოქტ 2012, 11:32

რადგან ეს თემა სხვა მიზნით გაიხსნა, მაგრამ სულ სხვა თემის განხილვის ადგილად იქცა, მეც აქ დავწერ: გული მიკვდება, კარვის დახურვის იდეით რომ გამოდის ხოლმე ვინმე და საერთოდ როცა ფორუმს აკრიტიკებენ. ყველას ალბათ თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ აღარ აქტიურობს კარავზე. პირადად მე რომ აქ ყოვლედღე არ ვწერ ან გასვლებს არ ვგეგმავ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მივივიწყე აქაურობა. დღე არ გავა ისე, აქ რომ არ შემოვიხედო. ხშირად საწერად არ მცალია და ეს თემა რომ არ მენახა, ალბათ არც დღეს დავწერდი რამეს. ძალიან მიყვარს კარავი, ბევრი კარგი მოგონება სწორედ მას უკავშირდება, ბევრი ულამაზესი ადგილი მოვინახულე, ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე მისი მეშვეობით.
ხოდა მოკლედ ისა რა, ნუ ამბობთ რა ასეთ რაღაცეებს :cry: :cry: :cry:
(ბოდიში თემიდან გადახვევისათვის)

რაც შეეხება კენჭისყრას, ზემოთჩამოთვლილი ხუთი გასვლიდან სამში მონაწილეობა მაქვს მიღებული და თვითოეული მათგანი გამორჩეულად კარგი და დასამახსოვრებელი იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიიიიდი მადლობა ორგანიზატორებს და კიდევ უფრო დიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა კარავს<3<3<3

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by shoda1121 » 16 ოქტ 2012, 11:40

Ledi
Tami
ორი გამორჩეული კარაველი :* :*
რატომ მიბრაზებთ? :(
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by GT.ge » 16 ოქტ 2012, 22:00

CheLo wrote:8) ქსოვრელის გავსლა!
ეგ გასვლა კი არა, მოგზაურობაა. :lol: :lol: :lol:
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Archil » 17 ოქტ 2012, 09:49

ლომისზე ასვლა იყო მაგარი რამე, მაგრამ ის მაინც გაკვალულ ბილიკზე რთულ პირობებში გასვლა იყო, ამიტომაც ჩემი სიმპათიები ხდის ხეობას - სრულიად უცნობ მარშუტზე გადაწყვიტეს გასვლა.

სამწუხაროა რომ მეც არ ვიყავი მათთან.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 17 ოქტ 2012, 15:27

კონკურსი „კარავის“ 2012 წლის მარშრუტი /ძეგლი/ აღმოჩენა“.

კონკურსის გამარჯვებული კენჭისყრისა და ჟიურის გადაწყვეტილების შეჯამების საფუძველზე გამოვლინდება.

ჟიურის წევრები: კახა, ნიკა, გურული, კოტეტბელი, გამარჯობა საქართველო, ქეთევან გულიაშვილი. ასევე – მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – ღვთისო ტურძილაძე.


ნომინაციებში „2012 წლის „კარავის“ საუკეთესო სიახლე შემეცნებითი ლაშქრობების განხრით“ – I, II და III ადგილოსნები დიპლომითა და წიგნით დაჯილდოვდებიან

„2012 წლის „კარავის“ საუკეთესო სიახლე საფეხოსნო ლაშქრობების დარგში“ ასევე I, II და III ადგილზე გასულებს დავაჯილდოვებთ დიპლომითა და წიგნით.

კონკურსის მიზანი – „კარავზე“ ახალი სალაშქრო მიმართულებებისა თუ ცალკეული ძეგლების „გაჩენის“ წახალისება.

კონკურსის ამოცანებია:
შემეცნებით და საფეხოსნო ლაშქრობების მარშრუტების არეალის გაფართოება.
უცნობი ადგილების რეკლამირება.
მარშრუტის დაგეგმარების ლოგიკურობის, ინიციატივისა და შემოქმედებითობის ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობას იღებს ყველა ის მიმართულება და ძეგლი , რომელიც 2012 წლამდე „კარავს“ არ უნახავს.

კონკურსი შეჯამდება და გამარჯვებული გამოვლინდება 23 დეკემბერს.
Last edited by Ketevan Guliashvili on 22 ოქტ 2012, 02:40, edited 2 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 17 ოქტ 2012, 15:35

Ketevan Guliashvili wrote:სათაურში გამოტანილია მხოლოდ ის ადგილები რომლებიც კარავი.გე სათვის ახალი იყო.

ასევე სიახლეა და განსაკუთრებით აღსანიშნავი ტობავარჩხილის -სვანეთისა და რაჭის ერთიანად გავლა, ამ გასვლაში კარავი პირველად იყო /თუ არ ვცდები/ რიონის სათაავეებში.


ლომისაზე ასვლა კარავისათვის ახალი არაა, თUმცა ზამთარში კარგი მომზადების შედეგად განხორციელებული ლაშქრობა ყურადღებას იპყრობს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 22 ოქტ 2012, 03:09

ჟIურის წევრები ნამუშევრების შეფასებისას სავარაუდოდ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ.

ამიტომ დიდი თხოვნაა შესაბამისობაში მოიყვანოთ გასვლის თემები /მაგ. ზოგან რუკა აკლია/.

სასურველია სიტყვიერ მონათხრობს დართული ჰქონდეს 10 გინდაც 15 ინფორმატიული ფოტო.

/ფოტოებზე ასახული ძეგლებით, მონაწილეებით, დეტალებით, ხედებით, გინდაც იმ გზაგასაყარის ფოტო რომელიც მიმანიშნებელი იქნება შემდეგში წამსვლელისათვის რა მიმართUლება უნდა დაიჭიროს/.

მაქსიმალური ქულა შეფასებისას 10.

ჟიურის წევრებს გაეგზავნათ ცხრილი,
ქულა თავისუფალ უჯრაში ჩაიწერება და დაჯამდება.

Last edited by Ketevan Guliashvili on 22 ოქტ 2012, 03:18, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 22 ოქტ 2012, 03:10

შეფასების კრიტერიუმები:

1. კარავული“ ლაშქრობა ამ მიართულებით პირველად განხორციელდა.


ა. ასეა – 10 ქულა ბ. არაა სიახლე – 4 ქულა გ. სადავოა – 5–8 ქულა.


2. ლაშქრობა ამ მიმართულებით შემდგომშიც საინტერესო იქნება. /თუ ძეგლია – ძეგლის ისტორიული გინდაც მხატვრული ღირებულების გამო.
ის მეტნაკლებად შემონახულია და ინტერესს აღუძრავს არა მხოლოდ სპეციალისტს/.

სანახაობრივად ესთეტურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, ანდაც სპორტული ინტერესის საგანს წარმოადგენს. – /იმ შემთხვევაში თუ არის ბუნებრივი ძეგლი ან ჩანჩქერი ან ტბა ან სხვ./ მაქსიმუმი – 10 ქულა.

3. ლაშქრობის აღწერა ისეა შედგენილი რომ შემდგომში წამსვლელთათვის დამხმარე წყაროს წარმოადგენს.

ა. არის რუკა – მაქსიმუმი 2 ქულა
ბ. მარშრუტი ტექნიკურად სწორედაა შედგენილი, ერთი ძეგლიდან მეორეზე გადასვლა ლოგიკურადაა დალაგებული – მაქსიმუმი 2 ქულა
გ. არის მონათხრობი, რომელიც გასაგებია და ინფორმატული /აღნიშნულია საბანაკე ადგილები, წყლის არსებობა ამა თუ იმ მონაკვეთში, რელიეფის თავისბურება, სირთულეები. აღწერა იძლევა მხარეთმცოდნეობის, ადგილობრივი ტრადიციებისა თუ თავისებურების შესახებ წარმოდგენას. – მაქსიმუმი 2 ქულა


ჯამში მაქსიმუმი 6 ქულა.

4. ლაშქრობის უსაფრთხოება.

ლაშქრობაში ჰქონდათ სირთულის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება. გონივრულად იყო გათვლილი საფრთხეები და მოძიებული მათი გადაწყვეტის გზები. – მაქსიმუმი 10 ქულა


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 02 ნოე 2012, 21:57

არის წინადადება რომ მხოლოდ კარავზე დაგეგმილ-განხორციელებული გასვლა იყოს საკონკურსოდ წარდგენილი.

უნდა ვაღიარო რომ სამართლიანი მიდგომაა.

თუმცა რადგან შეტანილი იყო და ახლა მოხდა ამ გასვლის ამოღება...

რადგან ჩემი პირადი დიდი სიმპატია აქვს გასვლას კარგი ორგანიზებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო.

/მათ სპეციალური აღჭურვილობა იქირავეს რომ ეს გზა დაეფარათ/,

პირადი სიმპატიის პრიზით ვასაჩუქრებ. 23 დეკემბერს სხვებთან ერთად დასაჩუქრდება ამ გასვლის კარაველი ორგანიზატორი ნინი 85.

ის 4 ხმა რომელიც ამ გასვლას ჰქონდა სავარაუდოდ ამ ლაშქრობის ამოღების შემდეგ შეძლებენ სხვა ლაშქრობისათვის ხმის მიცემას.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ნოე 2012, 12:37

„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: ტბათანა – ხადორი
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5635

1. რეგიონი:
თიანეთი, ახმეტა, პანკისის ხეობა

2. მარშუტის დასახელება:

პირველი დღე:
თბილისი-ბოჭორმა-საყდრიონი-არჩილის მონასტერი-თიანეთი-კვეტერა-დუისის მეჩეთი-ქისტების სასაფლაო-სოფელი ტბათანა(5 საათიდან სატვირთოთი) ულამაზესი ხედები/დაბანაკება/მწვადაობა/დალევა

მეორე დღე:

ტბათანას ტბა-საქისტოს მთის ძირი-ტბათანა-ბირკიანი (ფეხით)-ხადორის ულამაზესი ჩანჩქერი-მატანის ცხრაკარა(ზოგისთვის მხოლოდ ქეიფი)-ღამის თელავი - თბილისი


3. ხანგრძლივობა:
2 სრული დღე-დილის 5დან (შაბათი)-ღამის 11.40მდე კვირა.

4. სირთულე:
საშუალო (სატვირთოთი ავედით პირველ დღეს)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
43 ლარი(აქედან 10 ლარამდე საჭმელ სასმელის, 12 ლარამდე სატვირთოსი)

6. მონაწილეთა რაოდენობა
19+ მეგზური

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
shoda1121

7'. ტბათანაზე დაბანაკების და სატვირთოთი ასვლის გენიალური იდეის ავტორი: მიქაელი!

7''ადგილობრივი მეგზური: ასლანი


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახმეტა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
23-25კმ სულ: (სატვირთოთი ავედით ტბათანაზე)

ტბათანაზე 15კმ-მდე
ცხრაკარაზე 3-4 კმ,
ბოჭორმა ალბათ 4კმ
და კიდევ ცოტ-ცოტა


11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტბათანა სოფელი(12 ბალი 10დან)
ხადორის ჩანჩქერი (10 ბალი)
კვეტერა (10 ბალი)
მატანის ცხრაკარა (10 ბალი)
ბოჭორმა (10 ბალი)
არჩილის მონასტერი (7 ბალი)
საყდრიონი (6 ბალი)
ტბათანას ტბა(სანახავად 6 ბალი, სასურათედ კარგ ამინდში 9 ბალი)

ალაზნის ხეობა, ქისტების მეჩეთები და სასაფლაოები, მთებზე შეფენილი მონასტრების და ციხეების ნანგრევები რაც ჩვენ არ გვინახავს;კოშკები და ა.შ. და რაც მთავარია განსაკუთრებულად თბილი ხალხი!!!


12. საბანაკე ადგილები:
ტბათანაში, ქოხებში ან ქოხებთან დავბანაკდით

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შუა გზაზეა ტბათანაზე რომ ადიხარ ერთგან ჯობია მოიმარაგოთ ფეხით თუ ახვალთ და სოფელშიცაა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
3 მდინარის გატოპვა გვიწევს ტბათანაზე

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული ტბათანასთვის დანარჩენისთვის ყველა სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
სატვირთოდან გადმოვარდნის? რავი; ან წყალში ჩავარდნის ?

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
თორღვა პანკელი შეიძლება, ალვანის ნათლისმცემელი, თეთრი წმ. გიორგი, ალავერდი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის არ იჭერდა, განსაკუთრებით გამოუსადეგარი იყო ჯეოსელი

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ადგილები: 10 ბალი (თავისუფლად)
გართობა-სიამოვნება: 10 ბალი(ღამით დასვენებულები შთაბეჭდილებით სავსეები და ბედნიერები ვქეიფობდით მეორე დღეს დამეღალა ხალხი)
სალაშქრო თვალსაზრისით: 7-8(თუმცა იმ საღამოს ესე ვერ ვისიამოვნებით დაღლილები სატვირთოთი რომ არ ამოვსულიყავით)
თანამოლაშქრეები: 10 ბალი (ყველანი კარგები იყვნენ, უმეტესობა ჩემს გასვლაში 2-3დ იყო, ყველა ერთმანეთს იცნობდა, გუნდი შეიკრა, საჭმელ სასმელი არ გვაკლდა, გაჩერებით არსად არ დამჭირვებია დამეჩქარებინა: ყველაფერი ვნახეთ კარგად )
დაგეგმვით: ჩემთვის 10 იყო თუმცა ყველას თავისი გემოვნება აქვს
რომ ნანახი მქონოდა ეს ადგილები ბოჭორმადან პირდპირ კვეტერაში წავიდოდი გომბორით: თუმცა უღელტეხილიდან ახმეტაში გადასვლა ერთი სიამოვნებაა განსაკუთრებით ლამაზი იქნება შემოდგომაზე

20. სასარგებლო ბმულები
http://pankisi.org/
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo

21. კარავული გასვლები ამ მიმართულებით:
პირველი გასვლა იყო პანკისში!!!


ულამაზესი დღეები იყო და უმაგრესი ხალხი რომელიც წამოვიდა უნიკალური ადგილები ვნახეთ, ულამაზესი ხედები, მთები, ისეთი ვარსკვლავური ძეგლები როგორებიაცაა კვეტერა, ცხრაკარა, ბოჭორმა და ისეთი უმაგრესი ადგილები როგორებიცაა სოფელი ტბათანა, ხადორის ჩანჩქერი, პანკისის ხეობა უმაგრესი ხალხით თავისი ეგზოტიკით და ალაზნის ველით განსხვავებული კულტურითა და ტრადიციებით, ვისეირნეთ ცაში მოვხვდით ღრუბელში, ვჭამეთ ბლომადე მწვადი, დავლიეთ სვანური არაყი, მატანიდან უგემრიელესი კახური ღვინო, ლუდიც, არაფერი დაგვიკლია, ქოხში ძილი, ხედებით ტკბობა, ქეიფი თუ რავი.. მოკლედ ძალიან დადებითი ემოციებით ჩამოვედით...


გავედით დილაადრიან ზვიადის მიკროავტობუსით, ავედით ბოჭორმაზე, დავტკბით კახეთის და თიანეთის ხედებით, იყო ბლომად აკვანი, უზარმაზარი გალავანი, ციხე, გადასახედები..
შემდეგ საყდრიონი, ბალახის სუნი, სოფლის წყარო...
შემდეგ არჩილის მონასტერი, არჩილ მეფის საფლავი, საინტერესო მდებარეობა და თიანეთის ულამაზესი ხეივანი.
გზას დასჭირდა მოკლე ხანი კვეტერამდე და ავედით კიდეც მასზე ასეთი ესთეტიურად ლამაზი მეორე ეკლესია არაა საქართველოში, პატარა კოხტა ხელოვნების ნიმუში: 2დღიანის პირველ დღეს ტრადიციულად მირჩევნია მიკროავტობუსში ვჭამოთ მაგრამ კვეტერა ისეთი ლამაზია რომ იქ ჭამა მოვინდომე მიქაელს ეჩქარებოდა ძალიან პანკისში

შემდგე პანკისის ხეობაშინ შევედით, ძალიან ლამაზ ხედებს მიაპობდა ჩვენი სამარშრუტო: მთები, მეჩეთი, კოშკები, ჩადრიანი ქალები, პატარა ბავშვები და სასიამოვნო ატმოსფერო უმაგრესი გზით, გზად ბედუინის ფლეშკაზე ჩაწერილ სერბულ-ბოშურ სიმღერებს ვამღერებდით მატანური ღვინოც ავიღეთ
მეჩეთთან გავჩერდით დუისში. ახალი მეჩეთი იყო; და მეჩეთში ერთმა ქისტმა მანქანა გამოიყვანა რომ ჩემთვის და +4ისთვის ეჩვენებინა ის რაც მე მაინტერესებდა: ქისტების სასაფლაო ქართული, რუსული, არაბული წარწერები, ნახევარმთვარე, ძველი უმეტესად ახალი საფლავის ქვები... ბალახი და კოშკები და ისევ ხედები...
შემდეგ უკვე ბირკიანიც გამოჩნდა და ჩვენი სატვირთო, მძღოლი ხალაწანიდან იყო კეთილი და თბილი კაცი, როგორც ყველა მამაკაცი ქალებთან ფლირტის მოყვარული ჩანდა.
თავიდან გზები მარტივი იყო რამოდენიმე მდინარე გადავკვეთეთ მერე კი დაიწყო ულამაზესი აღმართები ზემოტ და ზემოტ ავდიოდით და ხედები უფრო და უფრო ლამაზდებოდა, რამოდენიმე უღელტეხილი გავიარეთ, გვეშინოდა, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლეს ვეთამაშებოდით, 1ხელ მიარტყა კიდეც მანქანა მიწას, მაგრამ როგორც თამიმ თქვა ამ სილამაზისთვის ღირდა ცხოვრება, ცხოვრება კი რისკია..
ერთგან გავაჩერეთ წყაროზე(წყარო ბევრია არაა გზად) და შემდეგი გაჩერება კი სუნთქვისშემკვრელი სილამაზეს გვპირდებოდა: ახლადდათოვლილი კავკასიონის მთა ჩანდა ჩვენს წინ: რაღაც ნაყინისფერი დაჰკრავდა...
ბოლო უღელტეხილის მერე უკვე ალპურ ზონაში ვიყავით..იმ წუთებს და ემოციებს ვერ გადმოსცემ თუ რა იყო ტბათანა.. ზოგმა მწყემსების ქოხები ავარჩიეთ, ზოგმა კარავი და გავამზადეთ ყველაფერი.. ამასობაში მწვადების შეწვა დაიწყო და ქეიფიც ერთ-ერთ ქოხში შევიკრიბეთ: ჩვენთან იყო ასლანი-ჩვენი უმაგრესი გიდი: ძალიან განსაკუთრებული ადამიანი რომელმაც პანკისი ქისტები და ჩეჩენი ხალხი წარმოადგინა ყველაზე საუკეთესო მხრივ.. ასევე ჩვენი მძღოლი და მწყემსი ვის ქოხშიდაც პირადად მე მოვთავსდი: დაღლილი არ ვიყავით და იმ დღეს კარგად ვისიამოვნეთ გავერთეთ.. დავთვერით კიდეც... და გემრიელად დავიძინეთ...

დილა არც იყო გათენებული, 5ზე გამოვიღვიძე რომ მზის ამოსვლა მენახა... ანანო არ წამომყვა არადა არ ეძინა. იკოს ახლაც ცეცხლი დაენთო ძალიან გამეხარდა!!!
ისმაილი და მე წავედით ცივი წყარო, იელის სუნი, დილის ნამი, ულამაზესი ხედები... ბარამბოს შოკოლადიც ნარჩენი სუფრაც და ავედით გორაზე : იელში გზა გავიკვლიეთ ძლივს ; და მინიმუმ 2 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით ცას და მთებს, როგორ იცვლებოდა ფერები, გათენებასთან ერთად.. ვიღებდით სურათებს, ვუსმენდით მთის მდინარეების ხმას... შემდეგ წამოვედით ჩვენი სოფლისკენ სადაც ჯერ კიდევ ბევრს ეძინა და მარუსიას ვმღეროდით ფილმიდან ივ. ვას. იცვლის პროფესიას მე პირადად ვღრიალებდი ბოლო ხმაზე ბედუინი ღია ცის ქვეშ იწვა როცა გავუარე ცალი თვალი გაახილა და ისევ დაიძინა რომ მცოდნოდა რომ 2-3 საათში წვიმას დასცხებდა და ეს ხედები დაიკარგებოდა მაშინ ყველას უფრო მაგრად გავაღვიძებდი
შემდეგ ბარგი ქვემოთ სატვირთოს მძღოლს გავატანეთ ეჩქარებოდა და გავუდექით გზას ტბისკენ, უღელტეხილები, საქისტოს მთა, ნაშალი ქვები, ღრუბელში მოხვედრა, 2,000 მეტრის აღება და მთის საჩუქარი: წვიმა რომელმაც თავისი განუმეორებელი ეფექტი შესძინა ამ გასვლას! ტბის ზემოთ ასვლა ვისაც დაეზარა 2,000ზე მის საყურადღებოდ ტბის სურათი ზემოდან 2ჯერ ლამაზი გამოდიოდა თუმცა მაინც ტბა კი არ იყო უმთავრესი ღირსშესანიშანაობა არამედ თვით სოფელი... და ხედები..
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
დავეშვით ქვემოტ საწვიმრებში..თავიდან მოკლეები მოვჭერით, მაგ დრო მთლიან ჯგუფს ვხედავდი და უკან მომავლებს ვერა, მერე დავიცადე ცოტა და უკან მომავლები შევაგროვე ყველა ერთად და ერთად წამოვედით, გზად ბევრი საინტერესო საკითხები განვიხილეთ კარგად გავერთეთ ვხუმრობდით საჭირბოროტო საკითხებს პოლიტიკასაც შევეხეთ და ესე გემრიელად მივდიოდით რომ არა მდინარე სადაც გატოპვა არ მოვინდომე და გადავხტი პატარა ტრამვა მივიღე მერე უკვე ძლივს შევბობღდი ბაწარას ნაკრძალში და ბოლოს ჩავედით ქვემოთ სადაც დანარჩენები გვიცდიდნენ ხიდთან.
Image
ხადორის ჩანჩქერმა-შემდეგმა გაჩერებან მოლოდინს გადააჭარბა უმაგრესი ულამაზესი ადგილი, ხეობა, საოცარი ვარდნა წყლის, რამოდენიმე იარუსიანია ამის შემდეგ უკვე ყველა დაღლილი ჩანდა: ფეხსაცმელიც გამოიცვალეს, თბილისისკენ წავიდეთო ისიც თქვა ზოგმა თუმცა მე ცოტა არ იყოს შეუპოვარი ვარ გამოვიკიტხე და მსურველებიც იყვნენ მატანის ცხრაკარას ნახვის და მეც ოპტიმალური გადაწყვეტილების ძებნა დავიწყე: ფეხს არყით ვიზილავდი და თან ვსვამდი არაყს და თანდათან მომეკიდა მერე ლუდიც დავაყოლე და საერთოდ

შემდეგ ხალაწანის და ომალოს ხიდი გადავკვეთეთ და ეკლესიის ნანგრევი ალაზნის ულამაზესი ხედით ჩვენს წინ აღიმართა თუმცა ხალხი დაიღალა და არავის აინტერესებდა არაფერი.. გადავწყვიტეთ რომ თამარი-ჩ ს უნდა გამოეკვლია ომალო-ხალაწანის ძეგლები და თორღვას ციხეც და გზა გავაგრძელეთ მატანისკენ...

კამათის და აზრთა სხვადასხვაობის განხილვის შედეგად ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე მატანში ნაწილი საქეიფოდ შესანიშნავ მდელოზე მოთავსდა და ის 6-7 კაცი ვისაც ცხრაკარა აინტერესებდა ავიდა კიდეც ეკლესიაზე და ძალიან მოეწონათ: მართლაც ულამაზესი ადგილია და ჩვენ არათუ სოფლელების ნათქვამი 2 საათი, 15 წუთში ავფრინდით ქვევრები, სამრეკლო შესასვლელის გარეშე ფრესკები ულამაზესი ბუნება.... ბოლოს ქვემოთ ჩანოსვლა და ლუდის დალევაც კი მოვასწარი და ბუნებაში წამოგორება..

თელავში ჩამოვედი კიდევ ერთი ლუდი ავიღე და შემდეგ სახლამდე ტკბილად მეძინა. 11.30ზე უკვე ჩამოვედი ტრანსპორტიდან ...

ალბათ რომ მცოდნოდა და სადმე რომ ნამყოფი ვყოფილიყავი ბოჭორმიდან დავატრიალებდი ტრანსპორტს და წავიდოდი პირდაპირ პანკისში თუმცა შენი თვალით უნდა ნახო + წინასწარი გამოკითხვის შედეგად ვიცოდი რომ ზოგიერთი არა ტბის არამედ ძეგლების სანახავად მოდიოდა ანუ ოპტიმალური გადაწყვეტილება არ არის ყველასთვის მისაღები ხოლმე. ასევე უნდა აღვნიშნო რომ როცა მართალი არა ვარ ვიღებ შენიშვნას: შორეთის ნაცვლად სამცხეში ვარძიაში დავბანადით მაგალითად, ახლაც შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო მატანში ქეიფი= თელავში თუ გომბორში მაშინ დავთანხმდებოდი სუფრის გაშლას თუ რესტორანში დამპატიჟებდა ვინმე
http://www.youtube.com/watch?v=7lTHiObYX1o
ეს ტექსტი ამ სიმღერის ფონზე დავწერე რომლის ტექსტიც რელიგიურია(ისლამი) და ასე ჟღერს ინგლისურად:

tajabone we're going to tajabone,
abdou jabar he's an angel coming from the skies to your soul,
he's going to ask you did you pray,
he's going to ask you did you fast,
he is coming to your soul,
he's going to ask you did you pray did you fast.

اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ
ეს სიტყვები კი რაც ჩემი პროფილის ქვეშ წერია ნიშნავს ღმერთი გაგიძღვეს სწორი გზისაკენ-ო,
მართლაც არ მჭირდება ჯპს და გზის ცოდნა როცა ღმერთი ჩემთანაა : ეგებ სწორედ არასწორი გზით წასვლა უფრო მეტ თავგადასავალს და უფრო საინტერესო ხალხის გაცნობას მეტ განცდებს მპირდება...
ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა და სწორ გზას გვაჩვენებს: როგორც მიქაელი და ასლანი ჩვენი ქისტი ძმა სურათის გადაღებისას ერთიანს აკეთებდნენ თითით იმის ნიშნად რომ ღმერთი ერთია: ის ერთია ჩვენთვის და ჩვენი მუსლიმანი ძმებისთვის... ამ ულამაზეს ხეობაში იმედია კიდევ ბევრს მოიყვანს ის ბევრ ქართველს, ღმერთი დიდია: ალაჰ აქბარ!!!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ნოე 2012, 23:02

„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
გასვლის ბმული: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5710
გადავედით ხდის ხეობიდან ჯუთაში... : )

ლაშქრობა ძალიან რთული იყო და მადლობა ღმერთს, მშვიდობით დავბრუნდით. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა ვუთხრა ასეთი სიყოჩაღისთვის. რომ არა ასეთი ჯგუფი, დიდი შანსი იყო, რომ მიზნისთვის ვერ მიგვეღწია. თქვენ ვინ ყოფილხართ კაცო!..

ეს გასვლა პირველი იყო კარვის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით არცერთი სხვა შემთხვევა. ეს კი არადა, საერთოდ, არ გაგვიგია არცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ვინმეს ეს მარშრუტი განეხორციელებინოს. თუმცა, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევები არსებობს, რასაც უღელტეხილზე დატოვებული წარწერები და იქ ნაპოვნი კალაშნიკოვის დაცლილი ვაზნებიც მოწმობს.



1. რეგიონი:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (ხევი)

2. მარშუტის დასახელება:
ხდის ხეობა - ჯუთა

3. ხანგრძლივობა:
2 დღე (პარასკევის ჩათვლით - 3 დღე)

4. სირთულე:
ძალიან რთული. ზოგგან - ექსტრემალური

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
22 ლარი მგზავრობა

6. მონაწილეთა რაოდენობა:
14:

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
Ismail

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მესაზღვრეების საგუშაგო ხდის ხეობაში, სოფელი ჯუთა მარშრუტის ბოლოში

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - დარიალის ხეობა ... ჯუთა - თბილისი (რამდენი გამოდის?? )

10. ფეხით გავლილი მანძილი:
26 კმ, როგორც ჯი-პი-ეს-ებმა გვიჩვენეს

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
- მთელი ხდის ხეობა თავისი უამრავი ჩანჩქერით, 4 ათასიანი მწვერვალებით, მყინვარებით...
- ყიბიშის მყინვარი
- ხდის ხეობიდან ჯუთას ხეობაში გადამავალი უღელტეხილი (ორიდან ერთ-ერთი)

12. საბანაკე ადგილები:
1. დარიალის ხეობაში, დარიალჰესის ეზოში
2. ყუროსწვერის ძირში, ზ.დ. 2600 მეტრზე

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველგანაა. ისმევა როგორც ხდის ხეობის მთავარი მდინარე ხდისწყალი (ქისტინკა), ასევე მისი შენაკადები.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ყველაფერი, რაც ზოგადად, რთული ლაშქრობისთვისაა საჭირო. + მსხვილი თოკი!

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ივლისი და აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები:
- ნაშალ ქვებზე სიარული (როგორც აღმართზე, ასევე - დაღმართზე; სიფრთხილეა საჭირო.)
- ციცაბო დაღმართები უღელტეხილიდან დაშვებისას (დიდი სიფრთხილეა საჭირო, შესაძლოა თოკიც დაგჭირდეთ.)
- მყინვარზე გავლისასაც ფეხის დაცურება ან ყინულის ჩატეხვა (აქაც დაზღვევა დაგჭირდებათ.)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
პატარა ტბა ყუროს ქედზე, რომელიც ქვევიდან არ ჩანს, მაგრამ არის.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ქეიფი და დროსტარება (ოღონდ საღამოს, დაბანაკების შემდეგ; დღისით სიფხიზლეა საჭირო!!!)

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ხდეში არსად არ იჭერს. ჯუთის მხარეს კი - მხოლოდ სოფელ ჯუთასთან მიახლოებისას.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მე და ამ გასვლის მონაწილეები.

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:

(წითელი ხაზი - ჩვენს მიერ გავლილი გზა)


Image

Image

Image








22. სიმაღლე ზღვის დონიდან:
- საწყისი წერტილი: დაახლ. 1300
- უღელტეხილი ყიბიშის მყინვარის თავზე (საიდანაც ჩვენ გადმოვედით): დაახლ. 3488
- საბოლოო წერტილი: დაახლ. 2300

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით:
10!

24. სასარგებლო ბმულები:
დაგეგმვა: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5665

დღე 1



ჩვეულებრივ შევიკრიბეთ სქიმიასთან. ზოგი - თავის დროზე, ზოგი - დაგვიანებით... ჩავსხედით და წავედით. დარიალჰესის ეზოში დავბანაკდით. მალევე დავიძინეთ.



დღე 2



6 საათზე დავიწყეთ გამოღვიძება.

მესაზღვრეებთან გავიარეთ პროცედურები, გამოგვკითხეს, საშვი გამოგვიწერეს, და დაგვარიგეს.

შემდეგ დავიძარით აღმა, მდინარე ხდისწყლის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ... სიარული 8 საათზე დავიწყეთ. გზაში გაგვიწვიმდა...

ქვაზე გადაძრომა. foto chasamatebelia

დაახლოებით ამ ადგილას არწივი აგვიფრინდა ცხვირწინ. იქნებ ვინმემ მოასწარით სურათის გადაღება...

დევდორაკის მყინვარი foto chasamatebelia

თუ ამ ჩანჩქერზე თავში მოვექცევით, და რამოდენიმე კილომეტრის სიგრძის მდინარეს ავყვებით, ყუროს ქედის სიღრმეში, მწვერვალ ყუროსწვერის ძირში ავალთ.

დაახლოებით ოთხსაათიანი სიარულის შემდეგ მესაზღვრეების საგუშაგოს მივადექით. მესაზღვრეები თავიანთი ლეგენდარული ჩაით გაგვიმასპინძლდნენ. ცოტა ხანს შევისვენეთ და გზა განვაგრძეთ.

გავიარეთ მარწყვიანი ჭალა (სადაც მარწყვის ნასახი ვერ ვნახეთ : ) ). ამასობაში გამოიდარა და ხდიწყლის მარჯვენა შენაკადზე არსებულ ჩანჩქერთან ავედით.

ჩანჩქერს გავცდით. გზა მდინარის მარჯვენა მხარეს ცუდი სასიარულო ხდებოდა. ამიტომ ჯგუფის ნაწილმა მდინარე გადავკვეთეთ და მარცხენა ნაპირზე განვაგრძეთ სიარული.

მე და GT.ge ბევრად წინ წავედით ჯგუფზე. გარკვეული დროის მერე iko-iko და arcivi9-ც ამოვიდნენ. დანარჩენი ჯგუფი კარგა ხანს არ ჩანდა და ცოტა ვინერვიულეთ... შემდეგ დანარჩენებიც მოვიდნენ და გზა განვაგრძეთ. ავიარეთ პირველი დიდი აღმართი და დაახლოებით 7-ის ნახევარზე ავედით მოსწორებუ ადგილზე. მგონი ამ ადგილს ეძახიან ყუროს ”ნაჩოვკებს”, ანუ სადაც ალპინისტები მწვერვალ ყუროსწვერზე ასვლის წინ ღამეს ათევენ. აქედან ჩვენს თავზე მეორე დიდი აღმართი იყო, რომელზე ასვლის შემდეგაც, ვვარაუდობდით, რომ უკვე ყიბიშის მყინვარი და ჩვენს მიერ გადასავლელი უღელტეხილი უნდა გამოჩენილიყო. უკვე საღამოვდებოდა, iko-iko-მ წინ გზა დაზვერა და გვითხრა, რომ კარგი საბანაკე ადგილი წინ დიდ მანძილზე აღარ ჩანდა და უმჯობესი იყო, დავბანაკებულიყავით. დავბანაკდით, დავისვენეთ და საკმაო დრო გვქონდა, რომ კარგად გამოგვეძინა და მეორე დღეს ადრე გავდგომოდით გზას.

შინო (4048)
პირველი დიდი აღმართი







ცა ისეთი მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი იყო, რომ იშვიათად ნახავს ადამიანი (იქნებ ვინმემ დადოთ სურათები : ) ). ვერ წარმოიდგენდი, თუ იმ ღამით შეიძლებოდა ეწვიმა... მაგრამ იწვიმა...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 30 ნოე 2012, 23:02

დღე 3
ნაწილი 1



ავდექით, ვისაუზმეთ და დავიძარით. მალევე მივადექით მეორე დიდ აღმართს და დავიწყეთ აღმა სვლა.
ასეთი შემთხვევები, როდესაც მდინარე უცებ მიწაში იკარგება, ხშირად გვხვდებოდა.

გზაში ეს გამოქვაბული შეგვხვდა, ხდეში ადამიანის კვალის არსებობის მგონი ერთადერთი ნიმუში. ვერ დავადგინეთ, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ გამოქვაბულს. შეიძლება მონადირეების თავშესაფარად გამოთხარეს.

ავიარეთ მეორე დიდი აღმართი. განვაგრძეთ გზა და ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც ყიბიშის მყინვარი. მანამდე კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სიმაღლის დაუკარგავად მივდიოდით. მდინარე ხდისწყალი საკმაოდ ქვევით დარჩა. ჩვენ ზევით, ქედ-ქედ განვაგრძობდით სიარულს, ლოდებზე და ნაშალ ქვებზე, რადგან ვფიქრობდით, რომ ძირს. მდინარის პირას უფრო ძნელი იქნებოდა სიარული. ბოლოს, წინ მყოფმა ჯგუფმა შევატყვეთ, რომ ქედ-ქედ სიარული ძალიან გაძნელდა და ქვევით, მდინარის პირას გადავწყვიტეთ სიარულის გაგრძელება, ახლა იქ უფრო ადვილი სასიარულო ჩანდა. მხოლოდ ქსოვრელმა განაგრძო სირული მაღლა.





ყუროსწვერი (4071)


ყიბიშის მყინვარი
ჩამოვედით, ”საფიხვნო ქვასთან” : ) მივედით და დანარჩენ ჯგუფს დაველოდეთ. ბოლოს ყველანი ამ ქვასთან მოვგროვდით (ქსოვრელიც კი ჩამოვიდა თავისი საჯიხვეებიდან : ) ). აქ უნდა გადაგვეწყვიტა, თუ როგორ უნდა განგვეგრძო გზა.

ჯუთის ხეობაში გადასასვლელად ორი ვარიანტი არსებობდა (რაც დარიალში გამოცდილმა მესაზღვრემაც დამიდასტურა):
1. მყინვარ ყიბიშის აღმოსავლეთიდან შემოვლით უღელტეხილზე გადასვლა;
2. მყინვარის თავზე არსებულ უღელტეხილზე გადასვლა.

პირველ შემთხვევაში საკმაოდ ციცაბო აღმართზე უნდა ავსულიყავით და თან ნაშალ ქვებზე. მეორე შემთხვევაში კი მყინვარზე გვიწევდა სიარული, რაც თავისთავად რისკებთან (ყინილის ჩატეხვა, ფეხის ასრიალება ყინულზე) არის დაკავშირებული.

ამას გარდა არსებობდა კიდევ ორი ვარიანტი:
3. ქსოვრელის მიერ ზევიდან დანახული ხეობით გადასვლა. ეს ვარიანტი იმთავითვე გამოირიცხა, რადგან როგორც რუკით დგინდებოდა, ეს ხეობა მდინარე ჯუთის მარჯვენა შენაკადის - ყორას ხეობა უნდა ყოფილიყო. მდინარე ყორა კი საკმაოდ გრძელია და იქ როგორი სასიარულო იქნებოდა, არ ვიცოდით.
4. უკან, ხდის ხეობით დაბრუნება. ეს ვარიანტი ხომ გამოირიცხა და გამოირიცხა. : ) თავი სადღა გამოგვეყო მერე... : ))

ორი უღელტეხილიდან ერთ-ერთი უნდა აგვერჩია. კარგად გავიაზრეთ ჩვენს წინაშე არსებული მდგომარეობა, მორიგეობით გამოვთქვით აზრები და ბოლოს კენჭისყრა ჩავატარეთ. 14 მონაწილიდან 9 მონაწილემ მყინვარის თავზე არსებული უღელტეხილით გადასვლას მისცა ხმა. : )) ამ ვარიანტის წინააღმდეგნი ხუთნი ვიყავით: მე, GT.ge, ანანო, Na-tia და iano. მეორე ვარიანტისთვის კეჭისყრას აზრი აღარ ჰქონდა.

ასე განვაჩინეთ სამართალი. შემდეგ სურათები გადავიღეთ და დავიძარით.




მყინვარის გვერდის აქცევით სადამდეც შეიძლებოდა სიარული, ავედით.



მდინარე ხდისწყლის სათავე


ბოლოს ავედით იმ ადგილამდე, სადაც მყინვარზე გავლა ვეღარ აგვცდებოდა, გავშალეთ თოკი, ერთმანეთის მიყოლებით ჩავებით და დავიწყეთ ნელი სვლა მყინვარზე, უღელტეხილისკენ.ყინულზე და თოვლზე ერთმანეთის უკან მივდიოდით თოკით ჩაბმულები. ყინულზე ხან ვის დაგვისრიალდებოდა, ფეხი და ხან - ვის. დასრიალებულს დანარჩენები იჭერდნენ თოკის მეშვეობით.


ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=TPbxIIsVkjE



ბოლოს როგორც იქნა გადავლახეთ მყინვარი. ქვებზე ცოტა სიარულიც და... უღელტეხილზე ავედით, ზ.დ. დაახლოებით 3488 მ. სიმაღლეზე, საიდანაც მოჩანს როგორც ხდის ხეობა, ასევე ჯუთის ხეობა და ჭაუხები.


დღე 3
ნაწილი 2



დავისვენეთ, სურათები გადავიღეთ, წავიხემსეთ და დაბლა დავიძარით. მაგრამ უცებ დაბრკოლება შევხვდა: პირველი რამოდენიმე მეტრიანი მონაკვეთი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ წინ მიმავალმა ქსოვრელმა და ანანომ თოკი მოითხოვეს. დაღმართი ძალინ ციცაბო იყო და თან ქვები ცვიოდა.




ისევ გავშალეთ თოკი და ყველანი მისი მეშვეობით დავეშვით პირველ მონაკვეთზე (იქნებ ამის სურათებიც დადოთ : ) ). ზემოთ მდგარები იჭერდნენ თოკით ჩამავლებს. ბოლოს ჩამავალს თოკი ქვაზე უნდა მოება და ისე ჩასულიყო.



ეს აღმართი ჩავიარეთ და განვაგრძეთ რთულ დაღმართებზე სიარული. დაიწყო პატარა მდინარე, რომელიც თანდათან იზრდებოდა. ხრიოკი ქვის შემდეგ ციცაბო მინდვრებზე განვაგრძეთ სიარული.



ყველაზე უკან მე და არწივი მოვდიოდით, რომელსაც ფეხი ტკიოდა. სიმაღლე არ დავკარგეთ და მდინარიდან (რუკის მიხედვით - მდინარე შარვანისწყალი) საკმაოდ ზევით მოვდიოდით. ქვევით iano დავინახეთ, რომელსაც აგრეთვე ფეხი ჰქონდა ნატკენი და სხვებზე უკან მიდიოდა. როდესაც ჩვენ და iano ერთმანეთს შევეხმიანეთ, მე და არწივმა აშკარად გავიგონეთ უკნიდან კაცის ძახილი. მაგრამ ჩვენს უკან ვინმეს ყოფნა იმდენად შეუძლებლად გვეჩვენა, რომ მე და არწივმა ჩავთვალეთ, რომ ირივეს მოგვეჩვენა.



ნელ-ნელა ორივე დავეწიეთ iano-ს. ვიარეთ და გზაში დასახმარებლად მობრუნებული ქსოვრელი შეგვხვდა. როდესაც მდინარე ჯუთის ჭალა გამოჩნდა და ქვევით მყოფებმა ჩვენი ფანრები დაინახეს, ქვევიდან შაშხანა აანთეს, რომ ეჩვენებინათ, საით უნდა წავსულიყავით და რა ადგილას უნდა გადაგვეკვეთა ჯუთის მარჯვენა შენაკადი მდინარე, რათა მდინარე ჯუთაზე გადამავალ ხიდამდე მივსულიყავით. მათ ეს ხიდი ზევიდან ჭოგრიტით დაინახეს, რადგან დღის სინათლეზე მოასწრეს იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ჭალის დაზვერვა შეიძლებოდა.



ჩავედით, გავყვეით ჩვენების ნავალს, გადავიარეთ პატარა მდინარე და მდინარე ჯუთაზე გადებული ხიდი - ”უგოლნიკი”. : ) აქ უკვე გველოდა ჩვენი მიკროავტობუსი, რომლებიც წინ წასულებმა გამოიძახეს, როდესაც ტელეფონმა დაიჭირა. ამასობაში მესაზღვრემაც ამოგვაკითხა, დარწმუნდა, რომ ის 14 კაციანი ჯგუფი, რომელზე მას ინფორმაცია ჰქონდა, კარგად იყო, და უკან დაბრუნდა.


ჯამში საბანაკე ადგილიდან უღელტეხილამდე ასვლას დაახლოებით 7,5 საათი მოვანდომეთ, ხოლო უღელტეხილიდან მიკროავტობუსამდე მოსვლას - დაახლოებით 5 საათი.



მიკროავტობუსში ვსხდებოდით და თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ, კიდევ ერთხელ ვინერვიულეთ: ზევით, მთაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, სინათლე დავინახეთ. გაგვახსენდა ის ხმა, რაც მე და არწივმა გავიგონეთ (და რომელიც იანოსაც გაუგია). თურმე იქ მართლა ყოფილა ვიღაც. ”ნუთუ ვინმე ჩვენიანი დარჩა უკან?!” ნერვიულად გადავითვალეთ ერთმანეთი და... 14 ვიყავით.



ჩვენთვის იდუმალებითაა მოცული, თუ ვინ იყო ის კაცი, საიდან მოვიდა იქ და როგორ მოხდა, რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ...



სულ ეს იყო... :
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2012, 13:29

ტობავარჩხილი– სვანეთი-რაჭა. ცალკეულად ეს ადგილები კარავისათვის სიახლე არაა, თუმცა მათი ერთად გავლა სიახლეა კარავისთვის. ზოგადად 21 დღიანი ლაშქრობა რამდენადაც ვიცი კარავზე ჯერ არ შემდგარა. ვიმედოვნებ ეს პირველი ნაბიჯი იყო იმისათვის რომ „კარავზე“ სხვადასხვა კატეგორიის მქონე სირთულის მარშრუტები განხორციელდეს და ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებდი.


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5696

მოლაშქრეებმა მოინახულეს: ოხოჯეს ტბა - ტობავარჩხილის ტბა- კალიაში - დიდღალა - ხაიში – მესტია - ბორულდის ტბები – უშგული - კატიწვერა
ხანგრძლივობა 18 დღე.

1. რეგიონი: სამეგრელო, სვანეთი, რაჭა

2. მარშრუტის დასახელება: თბილისი-მუხური-ეგრისის ქედი-ხაიში-მესტია-უშგული-სვანეთის ქედი-ლენტეხი-ქუთაისი-შოვი-გონა-თბილისი

3. ხანგრძლივობა: 18 დღე

4. სირთულე: რთული

5. გასვლის ღირებულება: 150-250 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 18 ადამიანი

7. გასვლის ორგანიზატორი: KSOVRELI.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: მუხური, ზედა ვედი, ჭველპი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მუხური-მეორე ქოხი - 25კმ


10. ფეხით გავლილი მანძილი:

მეორე ქოხი-ოხოჯეს ტბა - 9.5კმ
Image

ოხოჯეს ტბა-ტობავარჩხილი - 4.8 კმ (უფრო ნაკლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, უბრალოდ ჩვენ ცოტა გრძელი გზით წავედით)
Image

ტობავარჩხილი-ხობისწყლის სათავე-ნატახტიშდუდის ფერდობი - 7.9 კმ
Image

ნატახტიშტუდის ფერდობი-ნატახტიშტუდის უღელტეხილი-სოფ. ზედა ვედი - 14კმ

Image
ზედა ვედი-ევაკუაციის ადგილი ~ 10კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მთელი მარშრუტი სანახაობრივია

12. საბანაკე ადგილები: ნაკლებობა არ შეიმჩნევა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - უხვად არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, მინიმუმ 2 წყვილი ფეხსაცმელი


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები: უღელტეხილებზე თოვლია, მოსალოდნელია ქვათაცვენა

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: უამრავი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ცუდი

19. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი: 3060 მეტრი

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:
დაგეგმვა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5607
ლაშქრობები ამავე მიმართულებით:
http://lib.ge/mybook/index.php?book=08634
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3614
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5168
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5435&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ეს გასვლა დეტალური დაგეგმვის გარეშე განხორციელდა: არ ყოფილა დიდი დისკუსია და მსჯელობა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ადგილებში ლაშქრობის გამოცდილება არსებობდა და მეორეც - პედანტი არ ვარ. თუმცა, გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მსურველები შევკრიბე და 20-20 ლარი გამოვართვი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბოლო მომენტში მსურველის უარის თქმის შემთხვევაში ერთ მონაწილეზე ტრანსპორტირების საფასური არ გაზრდილიყო. აი ისე კი მოხდა, რომ ერთმა მსურველმა გასვლისწინა საღამოს დამირეკა და მითხრა, ვერ მოვდივარო და სურდა დადებული თანხა მეორე მსურველის სასარგებლოდ დაეთმო. მე არ დავიწყე ახსნა-განმარტებების მიცემა - უბრალოდ დავეთანხმე. ცოტა ხანში, ჩემგან დასტურის მიღების მიზნით, დამირეკა იმ მეორე მსურველმა. იმიტომაც დამირეკა, რომ იცოდა ჩემი ხასიათი, და რადგან მკვეთრად გამოხატულ უარყოფით რეაქციას წააწყდა, ხელი ჩაიქნია. ერთი სიტყვით, ტრანსპორტირების საფასური არ გაზრდილა.

რაც შეეხება მონაწილეებს, არც ისინი შემირჩევია დეტალურად: არც 75 წლის ბატონი მიხეილის წაყვანა შემშინებია და არც არასალაშქრო აღნაგობის მქონე ნათიასთვის მითქვამს უარი. ეს ხომ არ იყო ლაშქრობა რეკორდის დამყარების მიზნით. თუ ადამიანს 4 კიდურის ხმარება შეუძლია, ივლის, აბა რას იზამს?! მერე რა, რომ ჯგუფის მოძრაობის საშუალო სიჩქარე მთელი გასვლის განმავლობაში 0.7 კმ/სთ იყო?! ვფიქრობ, ჯგუფს შეუძლია და უნდა აიტანოს 2-3 "მკვდარზე ვენოკი" (ქაქუცას ტერმინი). ამას მე ვამბობ, იმ ერთერთთაგანი, რომელიც წინ და უკან დარბოდა და ძვირფას ენერგიას ხარჯავდა. საბოლოო ჯამში კი ჯგუფით კმაყოფილი დავრჩი. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლომსიკას, ქაქუცას და წივწივას. რომ არა ისინი, გზის გაგნების დროს მთელი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მომიწევდა, ეს კი არცთუ ისე მცირე სტრესია.

დღე პირველი

მუხური–მეორე ქოხი
Image

დღე მეორე
Image

დღე მესამე
Image

დღე მეოთხე
Image

დღე მეხუთე
Image
ზემო ვედიდან ხაიშამდე ტრეკი არ მაქვს. იქნება 10-15 კილომეტრი.
რამოდენიმე ხიდია /მორებია გადებული/ გადასავლელი მდინარეზე.

ხაიში მესტია
Image
მესტიიდან მარტოს მომიხდა გზის გაგრძელება. მორჩა, ვერ განხორციელდა სვანეთიდან რაჭაში გადასვლის ჩანაფიქრი. მეც გავუყევი გზას უშგულისკენ, ოღონდ არა სამანქანო, არამედ საფეხმავლო გზით. მარშრუტი კი ისეთია, რომ პირველ დღეს ერთ მთას გადაივლი და მიხვალ ჟაბეშამდე, ხოლო მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი მთა უნდა გადაირო ადიშში ჩასასვლელად. ჟაბეშამდე რამოდენიმე კილომეტრით აქეთ არის სოფელი მაჯვდიერი. აქ ერთ ოჯახში პური ვითხოვე.
მესტია– ქორულდი
Image
მესტია– მყინვარი
Image
მესტია–ადიში
მეორე დილას ადიშის გზას დავადექი. გზად დავეწიე 2 ჯგუფს. ამათ ცხენები ექირავათ მდინარეზე გადასასვლელად. მე ვიკითხე, განა ეგეთი რა მდინარეა მეთქი, რომ ვერ გადავიდე?! ცხენების პატრონებმა გაიცინეს და მითხრეს, აი ნახავ, თუ გადახვალო. ჰოდა, აი ვდგავარ მდინარესთან და ვხედავ, რომ საქმე ცუდად არის. ხელჯოხები მოვიმარჯვე და მდინარეში შევედი. მდინარე ძალიან ფართო არ არის, მაგრამ სათავე იქვე აქვს, - მგონი თეთნულდიდან გამოდის, - ცივია და სწრაფი. თან ქვები მოაქვს. ნახევრამდე რომ შევედი, მაშინ მივხვდი, რომ სისულელე გავაკეთე, მაგრამ უკან მოტრიალების შანსი უკვე აღარ იყო. წინ კუს ნაბიჯებით მივიწევდი, წყალი ლამის წელამდე მწვდებოდა. რომ არა იმხელა ზურგჩანთა, უეჭველი წამიღებდა. ბოლო მომენტში კი ფეხი ქვაში გამეჭედა, მანევრირება კი შეუძლებელი გახდა. ამ ვითარებაში ერთმა სვანმა ხელი გამომიწოდა, რითაც ძალიან დამეხმარა. აი აქ კი ბელორუსი წყვილი - პაველი და ალესია - ამოვიდა ქვემოდან. თურმე ცოტა ქვემოთ უფრო იოლი გადასალახი ყოფილა მდინარე. მალე ავედი უღელტეხილზე. ხალდეში ჩავედი - მოჩვენებების სოფელში. ძველი სახლები ნახევრად დანგრეულია, სოფელი - დაცარიელებული... ჩავედი იფრალში და იქ ერთ-ერთ სახლთან გავჩერდი. მასპინძლებმა უგემრიელესი ხაჭაპური გამოგვიტანა, შემდეგ ყავაც მოგვართვა. ღამეს ლოლხოლში დავბანაკდი.
Image
ადიში– იპრარი
Image
იპრარი– უშგული
უშუგულამდე კი ერთი დღე რჩებოდა. ამ ბოლო 12 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე სამანქანო გზით მიდიხარ
Image
უშგული– სვანეთის ქედი
Image
სვანეთის ქედიდან ჭველპში ფეხით ჩავედით.
იქიდან ტრანსპორტით ქუთაისში.
სვანეთის ქედი ქუთაისი
Image
შოვში სარეისო სამარშრუტოთი ასვლა.
შოვი კატიწვერა
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2012, 21:04

„კარავისათვის სიახლეს წარმოადგენს: ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5725

1.რეგიონი:
ლეჩხუმი - ცაგერის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
ხვამლის მთა-ბარდნალა-ქულბაქი–ცაგერი-პრომეთეს მღვიმე


პირველი დღე: თბილისი-ქუთაისის მაკდონალდსი-სოფელი ოყურეში-მწყემსების ბანაკი ხვამლის მთამდე

მეორე დღე: ხვამლის მთა-ბარდნალა-ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი-ბანაკი ცხენისწყლის ნაპირას

მესამე დღე: სოფელი ქულბაქი ხელოვნური ტბა-მდინარე ჯონოული-ცაგერი(მურის ციხე, მწვანე თეატრი, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი)

მეოთხე დღე: სოფელი ნაღომარი(ლენტეხის რაიონი)-პრომეთეს მღვიმე-ქუთაისი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
4 დღე

4. სირთულე:
საშუალო (თუ არ ჩავთვლით ხვამლის მთის აღმართებს)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
გზა: 43 ლარი; + არაფერი დავიკელით საჭმელ-სასმელი
(თბილისი-ქუთაისი 10 ლარი, ქუთაისი წყალტუბო-1 ლარი,

6. მონაწილეთა რაოდენობა 3: ყველაზე გენიალური რაოდენობა ავტოსტოპისთვის: მე, პერწკლი და ჩემი + ნოდო


7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
shoda1121


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ცაგერი, ქუთაისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სადღაც 40კმ-მდე; ხვამლი დაახლ. 15კმ იქნება ერთი გზა;



11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ხვამლის მთა
ბარდნალა(ლადო ასათიანის სოფელი და სახლ-მუზეუმი)
ცაგერში მწვანე თეატრი, მურის ციხე, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი
ქულბაქი-ულამაზესი მთიანი ლეჩხუმური სოფელი ; დიდი მთებში ჩაფლული ხელოვნური ტბა/ჭაობით და ჯონოულის ულამაზესი ხეობით


12. საბანაკე ადგილები:
მრავლადაა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ზედმეტად ბევრია (ხვამლზე მწყემსების ქოხთან უნდა მოიმარაგოთ ოღონდ)

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ცაგერი-ლენტეხის ტრასა არაა საუკეთესო ავტოსტოპისთვის

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
ხვამლზე ნისლი იცისო

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
ნაკურალეშის წმინდა გიორგი, საირმე და ლაბეჭინა(რაჭაში), თაბორი და ლაილაში, გონის სალოცავი და მთელი ლენტეხის რაიონი(განსაკუთრებით ზესხო ან ბავარი)

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სამივე ოპერატორი ერთნაირად იჭერს ზოგგან კი ზოგგან არა;


19. სასარგებლო ბმულები
http://lashqroba.ucoz.com/load/akhalch'ala/3
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 5&start=75
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5693&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2258

http://www.ptpress.ge/index.php?option= ... a&Itemid=3

http://church.ge/index.php?showtopic=7231



20. კარავული გასვლები ამ მიმართულებით:
პირველი დიდი ლეჩხუმური ლაშქრობა იყო კარავზე, თან ნამდვილად კარვულ სტილში: დაუქირავებელი ტრანსპორტით
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=75 ამ გასვლის განხორციელება მოხდა საბოლოოდ

რუკაზე გამომრჩა: ჩქუმის მთავარანგელოზი და გონის ეკლესია

არხოტში წამსვლელთა სია მოულოდნელად ჩემთვის და ისე როგორც კარავს ჩვევია: 20დან 6მდე ჩამოვიდა ჩემი რაჭაში ყოფნის ჟამს ჰოდა რაკი ძვირი ჯდებოდა გადავწყვიტე რომ ამდენი ფულის გადახდა არხოტში არ მიღირდა: ჯობდა ავტოსტოპით წავსულიყავი სადმე ველურ დასავლეთში: წასასვლელად შეირჩა ნაკლებად ტურისტული კუთხე რომელიც მართლაც საოცარი ხალხითაა დასახლებული: რადგან ამ მიმართულებით კარვული გასვლები არ შედგა აქამდე რეპორტაჟსაც ყურადღებით მოვეკიდები

წავედით მხოლოდ 3: საუკეთესო რაოდენობა ავტოსტოპისთვის 1 გოგო 2 ბიჭი რეგულარულით : ქუთაისის სარეისოთი ჯერ იქიდან ცაგერის: წინ დიდი მოგზაურობა გველოდებოდა მთელი 4 დღე : თან მქონდა ლადო ასათიანის წიგნი და ჩვენი მოგზაურობა ისეთივე გამოვიდა როგორც მისი ლექსი: "ბარდნალა"
ჩვენი მარშუტი ქუთაისის მაკდონალდსიდან დაიწყო: ავტოსადგური ოკრიბიდან ქუთაისის სამარშრუტოთი" ახალ ცენტრალურ ავტოსადგურში მოვხვდით რომლის გვერდითაცაა მაკდონალდსი, ვჭამეთ; თუკი ლეჩხუმის რიონის ხეობა გვინდოდა უნდა წავსულიყავით 2 ლარად ტაქსით ჯაჭვის ხიდისკენ და იქიდან წავსულიყავით ტვიშისკენ და ლახეფადან ან ნაკურალეშიდან ავსულიყავით ხვამლზე: ჩვენ კი გადავწყვიტეთ უფრო მარტივი და სწრაფი ვარიანტი: წავედით ქუთაისი–ცაგერის გზით: ტრანსპორტი იმავე ავტოსადგურიდან გადიოდა..

2 ვარიანტი გვქონდა :

1. ხვამლის მთა
2. ახლაჭალა

ხვამლი:

პირველი ამ სურათს აგდებს ინტერნეტში:

2. ახალჭალა:
http://txlishe.wordpress.com/
ამ ვებსაიტის მეშვებით შევიტყვეთ და ვნახეთ სურათებიც:
სოფლელებმა გვითხრეს რომ ჭალისთავიდან 20კმ–ია, ულამაზესი(ხვამლზე ლამაზიც კი) ბუნებაა, მწვერვალ ცეკურზე ადიხარ უკვე იქიდან იოლად ლეჩხუმის უმაღლეს წერტილში, და ზაფხულობით სუფთა ჰაერზე ბევრი ადამიანი ისვენებს იქ:

ასევე შესაძლებელი იყო სოფელ ზუბში ჩამოსვლა და იქიდან ასხის მასივზე ასვლა, თან გზად ზუბის წმ. გიორგის მონახულება ულამაზესი ხედებით; თუმცა ასხის მასივზე კინჩხადანაც შეიძლება თან შეშის მანქანებიც დადიან;

მოკლედ, ხვამლი გადაწყდა: ხვამლზე ეკლესიაც არის, თან ის უფრო მისტიურია და მნიშვნელოვანი ვიდრე ახალჭალა

მთელმა სამარშრუტომ „ხვამლი, ხვამლიო!“ და სხვა გზაც არ გვქონდა ლამის ყველა წამოგვყვა თან

ხვამლზე ასვლა ლახეფადან და ნაყურალეშიდან უფრო ადვილია თან ნაკურალეშში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ლეჩხუმის ორი მხრიდან მოხატული სვანეთის ძეგლების მსგავსად მაგრამ ჩვენ გვერჩივნა ცხენისწყლის ხეობიდან წასვლა ანუ ოყურეშში გავაჩერეთ.

გზად ჩვენი ბარგი (და მანდილოსანიც) მანქანამ გაიყოლა სოფლის ბირჟამდე

გზად გვესაუბრებოდა ჩვენი მასპინძელი სოფლის უნიკალურ ღვინის ჯიშზე: უსახელოურზე.
ჩვენ ძალიან გემრიელი ცოლიკაური დავაგემოვნეთ: უსახოლური როგორც ჩანს სოფლისთვის უფრო შემოსავლის წყაროა ვიდრე სასმელი
სოფლის ბირჟა ოყურეშში:



სოფლის ბოლომდე სიცხეში ავაღწიეთ: სოფელი იწყება ალბათ 300–400 მეტრიდან და ადის 850 მეტრამდე აღამართზე შეფენილმა სოფელმა ჩემი დედულეთი ჭყვიში გამახსენა რომელიც ოდესღაც ლეჩხუმს ეკუთვნოდა სანამ მზითევში რაჭის თავადები მიიღებდნენ: ისიც ასეთია აღმართიანი სანამ ლაბეჭინას ააღწევდე ბევრი წყარო და ბევრი უბანი უნდა აიარო: ლაბეჭინიდან კი ხედებია რაჭაზეც და ლეჩხუმზეც











ულამაზესი ყვავილები

წყარო ხის ფესვებიდან; ზემოთ ჭაც ყოფილა ხის ფესვებში. სოკო





წაქცეული ხეებიც
ადრეული შემოდგომის ფერებიც
და რაც მთავარია კეთილი ლეჩხუმელები და ავტოსტოპი: საქონლის მწყემსების ჯერის შეცვლის დრო იყო და ამოგვიყვანეს კაი ცოლიკაურის ღვინით, თბილი ახლადგამომცხვარი პურით და უგემრიელესი ლობიოთი გაგვიმასპინძლდნენ....

შემდეგ ქოხში დაგვტოვეს მთის წვერზე სადღაც.. ყვავილებიც გარშემო:
ცეცხლი დაშლილი ღობიდან დავანთეთ:

ხვამლის მთა: შხარა და თეთნულდის ხედები იშლებოდა, მთელი კავკასიონის ხედის თუმცა როცა ავედით ბოლო წერტილზე საიდანაც ვგეგმავდით ფოტოების გადაღებას ნისლები წამოვიდა სურათები ვერ აღწერს მისტიურობას ნისლიანი ხედების და კლდეების 1 კლდე განსაკუთრებით მეტეორა რომ არის საბერძნეთში იმას გავს: ამაზე უკეთესიუ ხედი 1. კატრიწვერადან(რაჭა) და 2. მხერიდან(სვანეთი) მინახავს მხოლოდ ...

ყველაზე საუკეთესოა თუ დილაადრიან ახვალთო
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ მარშრუტი–აღმოჩენა საფეხმავლო

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2012, 21:07

ლეჩხუმის ხედი ხვამლიდან;

გზაზე ყვავილები:


ცხენისწყლის ხეობა:

გადასახვევთან რომ გამოვედით მოვიდა ლეჩხუმის სამარშრუტოც და ბარდნალაში გავყევით: ფული არ გამოგვართვეს როგორც სტუმრებს: ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხის ხელში თავს მეფეებად ვგრძნობდით... გზაში დაგვანახეს სოფელი ლარჩვალი(და გამახსენდა ბარდნალას სტრიქონები: გახსოვს სოფელი ლარჩვალი და მეწისქვილე დამხრჩვალი)
იმ დღესვე ვესტმურეთ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს:


კალამი რომლითაც წერდა ლადო:




შემდეგი დღე ქულბაქში გავატარეთ ტბაზე(თუ რაღაც ეგეთზე) ულამაზეს ბუნებაში:

თევზი არ დაგვხდა

ჯონოული: ძალიან მაგარი მდინარე!!!









შემდეგ მორიგი ავტოსტოპი და ბარდნალადან აღმოვჩნდით ცაგერში: იმერელი ტკბილი ხალხი იყო: შემდეგ დილით დაგვირეკეს კიდეც ჩვენ წაგიყვანთო ქუთაისში: კარტოფილის ყუთების შემდეგ ამჯერად ლიმონათის პლასტმასის ბოთლებით გატენილ ფურგონში მომიწია ჯდომა ))
მურის ციხე: დახვდი დაჰკარ არ გაუშვა. სამი ციხეა კოპლექსში და განათებულია ღამით: ბანაკი მათ ხედზე გავშალეთ ერთ-ერთი კეთილი ლეჩხუმელის სახლის ეზოში:
მშვენიერი უგემრიელესი ყურძენი შევუჭამეთ(ნებართვით) მასპინძელს.
ცხენისწყლის ხეობა: სვანეთისკენ ავუყევით და პირველ სვანურ სოფელში ფეხით ავედით ნაღომარში, თუმცა არაფერი გამოჩნდა ტრანსპორტი და ლენტეხში აღარ წავედით...


აქ უკვე ესე გადავწყვიტეთ რაკი ლენტეხის რაიონის სოფელ ნაღომარში ტრასაზე არაფერმა არ გამოაიარა ვთქვით რომ პირველივე მანქანას გავყვებოდით რომელიც გაგვიჩერებდა და საითაც გაგვიჩერებდა: ბედი ღმერთს მივანდეთ: "ავტოსტოპ კლასიკს" ჰოდა გამოარეს სვანებმა კამაზით და ჩვენც იქ შევხტით ასე რომ ცაგერში დაგვაბრუნა გზამ ლენტეხის მაგივრად:




მანქანა გავაჩერეთ (რომელიც ძალიან ნელა მიდიოდა) ყუმისთავის გადასახვევთან და მოვინახულეთ პრომეთეს მღვიმე:

პრომეთე ანუ ამირანი ხვამლზე იყო მიჯაჭვული და ყუმისთავის გზიდან ჩანს კიდეც ხვამლის მთა: მოკლედ სიმბოლური იყო ჩვენი შემდეგი ფერადი გაჩერება:




წყალტუბომდე ამ კაცმა ჩაგვიყვანა საქეიფოდ იყო ჩამოსული წყალტუბოში:

შემდეგ იყო წყალტუბოს ლარიანი სამარშრუტო, ქუთაისი და სწრაფად ნაჭამი ჩისბურგერი.

დიდი მადლობა ყველა ლეჩხუმელს ვინც ჩვენ გვიმასპინძლა, გულთბილად მიგვიღო, ავტოსტოპზე გაგვიჩერა, გვაქეიფა ან დაგვპატიჟა სადმე, მართლა ძალიან მიყვარხართ... თქვენ ხართ ამ კუთხის ყველაზე მთავარი სანახაობა...

ეს აღწერა ასე გულით თქვენთვის დავწერე და თქვენ გეძღვნებათ...
ასევე ეძღვნებათ:
თაკო მეშველიანს(ჩემი მეგობარი ცხენისწყლის ხეობაში) რომ შემაგრძნობინა ნამდვილი ლეჩხუმური სოფელი, ქულბაქი, მისი ბუნება და მისი ჯონოული...

კარაველ ლეჩხუმელს: დეიდა კამას(ჩემი მეგობარი ლეჩხუმის რიონის ხეობაში)!!! სამწუხაროდ ვეღარ გადავედით რიონის ხეობაში: ჩემს სოფელთან-დედულეთთან -ჭყვიში(რომელიც ნალეჩხუმარია) ძალიან ახლოა და არაა პრობლემა ლეჩხუმის ისტორიული დედაქალაქის ლაილაშის, მის გვერდიტ სოფლების და მათი ჩანჩქერების, ორბელის ციხის, გონის და ნაკურალეშის ტაძრების მონახულება ჩემთვის ...

კარაველ არჩილ გამზარდიას რომელმაც დაგეგმა ეს ტური და ჩემი პატივია რომ საბოლოოდ არ დავტოვე პირველი კარვული ლეჩხუმური ტური განუხორციელე–ბელი და იმ სტილში თანაც როგორც თქვენ გიყვართ: ლაშქრობით დაუქირავებელი ტრანსპორტით და ნამდვილი ბოდიალით..

გია ლიპარტელიანს: ლენტეხის რაიონში ხომ დავდგი ფეხი მომავალში ბავარშიც ავიდეთ...

ჩვენი ნანახი ნისლიანი ხვამლი :



ჩემი მეგობრის თაკოს სურათები ლეჩხუმის ფონად:
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]