2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 15:28

მეგობრებო, კარავზე ახალი სალაშქრო მიმრთულებების, ძეგლების „აღმოჩენის“ წასახალისებლად გთავაზობთ 2012 წელს კონკურსი-გამოკითხვა ჩავათტაროთ, რომლის შედეგადაც გამოვლინდება იმ ორგანიზატორთა სამეული ვინც ყველაზე საინტერესო გეოგრაფიულ სიახლეს შემოიტანს კარავულ ლაშქრობებში.

სიახლე შესაძლოა ეხებოდეს როგორც მთლიანად მარშრუტს/მარშრუტი- აღმოჩენა, ასე დავარქვათ/ ასევე ახალ ხუროთმოძღვრებისა თუ ბუნების ძეგლებს.

წელს უკვე შეიძლება ითქვას, უამარავი სიახლეა.

საფეხმავლო და "საექსკურსიო"-შემეცნებით ლაშქრობებს განცალკევებით განვიხილავთ.

თითოეული "დანაყოფიდან"საბოლოოდ 3 გამარჯვებული მარშრუტი გამოვავლინდება, რომელთაც წლის ბოლოს წიგნით დავასაჩუქრებთ.

თავდაპირველად გთავაზობთ შემეცნებითი და შემეცნებით-კვლევით ლაშქრობებს ვუყაროთ კენჭი.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 იან 2013, 18:52, edited 7 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 15:31

კენჭისყრასთან ერთად ჟიური გამოავლენს 3-3 გამარჯვებულს როგორც საფეხოსნო ისე საექსკურსიო მარშრუტებში, შედეგებს შევაჯამებთ 50-50%ზე.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 15:51

ტბისი - აბელიანი http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ტბისი /ავლევის ეკლესია, ციხე და კოშკი/

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 17:12

გომარეთის მამულოს მეგალითი http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5582
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=30

გომარეთის მამულოს მეგალითი http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ფოტოების ავტორი: Makena

Image

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
Image

ერთერთ საცხოვრებელ დარბაზში
Image

Image

Image

Image
Last edited by Ketevan Guliashvili on 15 ოქტ 2012, 13:22, edited 3 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 17:22

ოშორა–თისელი http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5666

ოშორა

ფოტოების ავტორი: კახა

Image

Image

ფოტოების ავტორი: ნიკა

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2012, 20:55

შეფასებისას იხელმძღვანელეთ კრიტერიუმით, " ამ ადგილას აუცილებლად უნდა წავიდე!"

შემეცნებითი ხასიათის ლაშქრობებით დავიწყებ:


გეგუთის სასახლე– ჯიხეთი–ერკეთის დედათა მონასტერი http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5571

ოზაანის ამაღლება http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5437

ოთა–ხვილიშა–შორეთი http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5563

ზინობიანისა და "ნოდარის" ტბები http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5793


შემეცნებით-კვლევითი ლაშქრობები:

ხვამლის მთა http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5693


მარიამხევის ეკლესია–ბობნევის ნათლისმცემელი http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=56 ... sc&start=0]

გომარეთის მამულოს მეგალითი
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=30

ოშორა–თისელი http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5666

ტბისი - აბელიანი http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
Last edited by Ketevan Guliashvili on 07 დეკ 2012, 20:16, edited 5 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 16 ოქტ 2012, 20:53

კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა გამოვლინდება 23 დეკემბერს
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by shoda1121 » 18 ოქტ 2012, 13:17

მიხარია რომ ჩამოთვლილი უცნობი ადგილებიდან ზოგიერთი მე დავგეგმე ზოგშიც უბრალოდ ვიყავი კარავგარეთ :) სულ 5ია ჩამოთვლილთაგან ეგეთი. მოკლედ, წელს თამარიჩს და მე ყველაზე მეტი აღმოჩენები გვაქვს :)
ისე კი 1-2 ადგილზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაგრამ კარავგარეთ ვნახე გავხსნი თემას იმისათვის რომ არსებობდეს დაგეგმვის რესურსი.
პს. მსგავს კონკურსს მივესალმები რადგან ამგვარად ხდება ახალი მიმართულებების წახალისება, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.
მაგალიტად, როცა მე დავგეგმე შორეტი რამოდენიმე თვის შემდეგ თამარიჩმაც გააკეთა რადგან არსებობდა რესურსი. ასევე, თამთამ დაგეგმა ხვამლი , ჰოდა რამოდენიმე ხანში მე ავედი ხვამლზე, მერე ისმაილიც ავიდა და იკოც. გოგას დაგეგმილი გურიის შემდეგ მე მაისში წავედი 1 თვეში და დავიხამარე არსებული რესურსები, მოკლედ მისასალმებელი წამოწყებაა!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 22 ოქტ 2012, 03:11

შეფასების კრიტერიუმები:

1. კარავული“ ლაშქრობა ამ მიართულებით პირველად განხორციელდა.


ა. ასეა – 10 ქულა ბ. არაა სიახლე – 4 ქულა გ. სადავოა – 5–8 ქულა.


2. ლაშქრობა ამ მიმართულებით შემდგომშიც საინტერესო იქნება. /თუ ძეგლია – ძეგლის ისტორიული გინდაც მხატვრული ღირებულების გამო.
ის მეტნაკლებად შემონახულია და ინტერესს აღუძრავს არა მხოლოდ სპეციალისტს/.

სანახაობრივად ესთეტურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, ანდაც სპორტული ინტერესის საგანს წარმოადგენს. – /იმ შემთხვევაში თუ არის ბუნებრივი ძეგლი ან ჩანჩქერი ან ტბა ან სხვ./ მაქსიმუმი – 10 ქულა.

3. ლაშქრობის აღწერა ისეა შედგენილი რომ შემდგომში წამსვლელთათვის დამხმარე წყაროს წარმოადგენს.

ა. არის რუკა – მაქსიმუმი 2 ქულა
ბ. მარშრუტი ტექნიკურად სწორედაა შედგენილი, ერთი ძეგლიდან მეორეზე გადასვლა ლოგიკურადაა დალაგებული – მაქსიმუმი 2 ქულა
გ. არის მონათხრობი, რომელიც გასაგებია და ინფორმატული /აღნიშნულია საბანაკე ადგილები, წყლის არსებობა ამა თუ იმ მონაკვეთში, რელიეფის თავისბურება, სირთულეები. აღწერა იძლევა მხარეთმცოდნეობის, ადგილობრივი ტრადიციებისა თუ თავისებურების შესახებ წარმოდგენას. – მაქსიმუმი 2 ქულა


ჯამში მაქსიმუმი 6 ქულა.

4. უსაფრთხოება.

ლაშქრობაში ჰქონდათ სირთულის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება. გონივრულად იყო გათვლილი საფრთხეები და მოძიებული მათი გადაწყვეტის გზები. – მაქსიმუმი 10 ქულა


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 22 ოქტ 2012, 03:18

ჟიურის წევრები ნამუშევრების შეფასებისას სავარაუდოდ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ.

ამიტომ დიდი თხოვნაა შესაბამისობაში მოიყვანოთ გასვლის თემები /მაგ. ზოგან რუკა აკლია/.

სასურველია სიტყვიერ მონათხრობს დართული ჰქონდეს 10 გინდაც 15 ინფორმატიული ფოტო.

/ფოტოებზე ასახული ძეგლებით, მონაწილეებით, დეტალებით, ხედებით, გინდაც იმ გზაგასაყარის ფოტო რომელიც მიმანიშნებელი იქნება შემდეგში წამსვლელისათვის რა მიმართUლება უნდა დაიჭიროს/.

მაქსიმალური ქულა შეფასებისას 10.

ჟიურის წევრებს გაეგზავნათ ცხრილი,
ქულა თავისუფალ უჯრაში ჩაიწერება და დაჯამდება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 31 ოქტ 2012, 17:16

„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: გეგუთის სასახლე – ჯიხეთის დედათა მონასტერი – ერკეთის დედათა მონასტერი
გასვლის ბმული: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5571



1. რეგიონი:
გურია


2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ლანჩხუთი-შუხუთი-ოზურგეთის-რაიონი-საჯავახო-თბილისი

დღე პირველი
გეგუთის სამეფო სასახლე - ჯიხეთის დედათა მოანსტერი -შუხუთის ეკლესია და ლელობურთი - დაბანაკება აჭის შორიახლოს.

დღე მეორე
აჭის დედათა მოანასტერი - ტრაპეზი მეუფე იოსებთან - ვაშნარი - ჯუმათის მამათა მონასტერი - ერკეთის დედათა მონასტერი.


3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
45 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

11

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
გამარჯობა საქართველო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩოხატაური , ოზურგეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
800 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აუცილებლად ნახეთ გურიაში ყველა ის ეკლესია მონასტერი რაც ზემოთ დავწერე რადგან ულამაზესი ხედები იშლება იქიდან

12. საბანაკე ადგილები:
აჭის ეკლესიასთან ორიოდე კილომეტრში ულამაზესი მინდორია /ქვესადგურს რომ აცდებით/.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნუ შეხვალთ ლელობურთის სათამაშოთ ფიზიკურად სუსტი ხალხი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ნებისმიერი თვე

16. რისკები, საფრთხეები:
არ იყო

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს :
უდაბნოს ეკლესია , შემოქმედის ეკლესია

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
აჭში, საბანაკე ადგილას მხოლოდ მაგთი იჭერდა.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
10 ქულა.

20. რუკა.
დღე პირველი: http://goo.gl/maps/cvnqG

დღე მეორე: http://goo.gl/maps/dBynq


21. გასვლის დაგეგმვის ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5560


აღწერა:

დავიწყებ იმით, რომ :კარავზე: გეგუთი პირველად დაიგეგმა და ჩვენს დიდ ფოტომატიანეს ამ შესანიშნავი ძეგლის კადრებიც შეემატა.
Image
Image ფოტოების ავტორი: კახა
Image
By guliashvili at 2012-04-17

გეგუთი სიურპრიზად შევთავაზე თანამგზავრებს და მგონი, ყველა ნასიამოვნები დარჩა.

„კვიპაროსებიან ალეაზე შეთუხვიეთ და მინდორზე გავედით, შორს დათოვლილი კავკასიონი ჩანდა. სასახლე შთამბეჭდავი იყო დარბაზის სიდიდით, კედლების სისქით, ბუხრითა და აბანოთი. 14 მ. სიმაღლის დარბაზის ირგვლივ სხვადასხვა ოთახი თუ სათავსო იყო. სასახლის ადრინდელი ნაწილი VIII-IX სს–სა ყოფილა. ადრეული ცნობები მის შესახებ XII საუკუნეს მიეკთვნება. მასიური ბურჯები კი XIII-XIV საუკუნეებისაა. ეს სასახლე ე. წ. „სანადირო სახლს“ წარმოადგენდა. /ქ.გ./“

მახსოვს, მოდერმა კახამ თქვა, რადგან ჩვენ გარემოს არ ვანაგვიანებთ, მოდი, ბარემ სასახლის დარბაზში წავიხემსოთო.
Image

მართლაც, კგ სადილობა გამოგვივიდა.
ამის შემდეგ კი გურიისკენ ავიღეთ გეზი

გურიის პირველი ძეგლი ჯიხეთის სამონასტრო კომპლექსი იყო, რომელიც ნიგოითის მთაზე მდებარეობს.
ლაშქრობის საძიებელს თუ დავუჯერებთ, :კარავზე: ესეც პირველი გასვლა იყო.
ჯიხეთის მონასტერი 1896 ოზურგეთელმა ილარიონ მენაბდემ დაარსა.
მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა და ტაძრის დღედ ქრისტეშობისთვის 4 ითველბა, ისევე როგორც ფიტარეთი.
სამონასტრო კომპლექსი სამების სახელობისაა.
Image
Image

ამ ბოლო წლებში აქ რამდენიმე ახალი და პატარა ტაძარი აგებულა.

Image
Image

მიდამო ისე იყო მოვლილი, ჩანდა, რომ მონასტერს მარჯვე დედები ჰყავთ.
გურიაში ეს ერთადერთი მონასტერი იყო, რომელსაც საბჭოთა დროსაც არ შეუწყვეტია ცხოვრება.
თურმე, მოხუც გურულს ვალში მყოფი 1-1 ადგილობრივი მოხელესთვის უთხოვია, რაც უნდა მოხდეს, ტაძარს არ შეეხოთო.
ლელობურთი მალე, საათნახევარში დასრულდა.
რადგან შუხუთი-ოზურგეთის გზა ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული, ლანჩხუთი-ლესას გავლით დავადექით ოზურგეთის გზას, რომელიც ბეტონის საფარის არის და კგ მდგომარეობაშია.
ოზურგეთი-ლიხაურის გავლით სოფელ აჭიში ჩავედით. ბნელოდა უკვე. იქ კგ საბანაკე ადგილი მიგვასწავლეს და ზვიადის მინიბუსის სინათლეზე პატარა და ძნ კოხტა ბანაკი მოვაწყეთ. მდინარე აჭისწყალი
ისე საამო ხმაურით მოგორავდა, რომ ყველაზე ნერვულ ადამიანსაც დააწყნარებდა.
იმ ღამეს ვივახშმეთ და დავიძინეთ
ცხადია, დილა გათენდა წამღერებით: ადექიიიიიიიით, ადექიიიიიიიიიიიით.
ჰოდა, დილის 07. 27ზე კარვიდან ყველა გამოსული იყო.
წავიხემსეთ და 2 კმში მდებარე აჭის წმინდა გიორგის ტაძარში მივედით.
მე13 საუკუნის დარბაზული ტაძარია. შემონახულია შესანიშნავი და იშვიათი ფრესკები.
აჭიმდე სოფელი ლიხაურია, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. სწორედ ექვთიმე ღვთისკაცმა აღმოაჩინა
თამარის დროინდელი ის მოოქორვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა აჭიში ინახება.

აჭის შემდეგ ლიხაურის გავლით ოზურგეთში დავბრუნდით, სადაც დილის 11 სთზე შემოქმედელმა მეუფე იოსებმა
თავის რეზიდენციაში ტრაპაზზე მიგვიწვია.
მანამდე ლიხაურის ეკლესია ქვევიდან ვნახეთ. გორაკზე, სადაც ტაძართან 1ად სასაფლაოც არის, მეუფესთან მისვლის გამო,
ასვლას ვეღარ ვასწრებდით.
აქედან ჯუმათში წავედით, ვიწრო სამანქანო გზით ასულებს ხელის გულზე გადაშლილი გურიის ხედები გველოდა.
ჯუმათიდან მომავალ გზას გოგონები ფეხით გამოვუყევით გზაში ზვიადი მალევე წამოგვეწია. ვიწრო გზით დაღმართს შევუდექით, ზოგან ტოტების მოკაფვა მოგვიწია.

ავედით ერკეთში.

აქედან მოჩანს ერთ მხარეზე აჭარა-ახალციხის ქედი, მეორე მხარეზე კავკასიონის მთები. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე აგებული 10–11 საუკუნეების ეკლესია მრავალ სიწმინდეს ინახავს

Image
By guliashvili at 2012-04-18
ესაა X ს-ის კარი, ფრესკები,ასევე უძველესი სახარება და მთავარანგელოზის ხატი, ასევე სასწაულთმოქმედი წყარო. ვნახეთ ასევე დაყუდებული ბერების სამლოცველო.
წყარო
Image
Image
By guliashvili at 2012-04-18

ერკეთში სატრაპეზოდ შეგვიპატიჟეს. აქედან გვიან გამოვედით და პირდაპირ თბილისს მივაშურეთ. გზაში ლაილამ სხვადასხვა თამაში შემოგვთავაზა. მხიარულებაში ვერც შევამჩნიეთ ისე გაილია დრო. ღამის 2 საათისაკენ უკვე თბილისში ვიყავით.

უმჯობესი ხარისხის ფოტოების ნახვა შესაძლებელია აქ: პაატას ფოტოები – გეგუთი http://www.flickr.com/photos/paata/6943 ... otostream/
კახას ფოტოები – გეგუთი – https://picasaweb.google.com/1078017370 ... earKutaisi
ჯიხეთი – https://picasaweb.google.com/1078017370 ... nneryGuria
ერკეთი –
https://picasaweb.google.com/1078017370 ... nneryGuria
ქეთის ფოტოები – გეგუთი და სხვ. https://picasaweb.google.com/1017486469 ... 0964331474
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 31 ოქტ 2012, 17:57

„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: ხვამლის მთა

გასვლის ბმული: http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5693


1. რეგიონი: ლეჩხუმი

2. მარშრუტის დასახელება: თბილისი- ქუთაისი- ტვიში-ლახეფა-ხვამლის მთა - თბილისი

3. ხანგრძლივობა:1 დღე

4. სირთულე:
გააჩნია რითი წახვალ: - ფეხით თუ ახვალ რთულია
ჯიპით საშუალო სირთულის, თუმცა ზოგიერთ ადგილას ჯიპსაც გაუჭირდება ასვლა ისეთი რთული აღმართებია.

5. გასვლის ღირებულება: 15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 4 ადამიანი:

7. გასვლის ორგანიზატორი: Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ქუთაისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი ქუთაისი - 220
ქუთაისიდან ხვამლამდე დაახლოებით 56-60 კმ-მდე დავითვალეთ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2- 3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვემოთ სოფლებში არის ეკლესიები, ხვამლის ძირში ნანგრევები

12. საბანაკე ადგილები: ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - ყველგან

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ამინდი პანორამებისათვის
თბილი თვეები

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული-შემოდგომა.

16. რისკები, საფრთხეები:
ყველგან გადასავარდნი ადგილებია
+ წყვარამი

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
სოფლებში ეკლესებია, შეიძლება გადახვიდე რაჭაში - გზა პირდაპირ მიდის.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერს ალაგ ალაგ, ჯეოსელი სუსტად

19. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი:
ხვამლი მთა - მგონი 2000 მეტრზე მაღლა ვიყავით

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=381432 ... aca#381432

ესეც რუკა

Image


პირველად ჩავედით ქუთაისის მუზეუმში
იქ თბილად დაგხვდნენ
დაგვასაჩუქრეს
- ჩვენი გულისთვის ადრე გააღეს მუზეუმი...
დიდი მადლობა ბატონ დავით ბერძენიშვილს, ნონა ქარსიძეს და დათო დვალიშვილს

მერე დავიძარით ხვამლისკენ!

მუზეუმიდან დათო გამოგვყვა მეგზურად

თან ჩემზე როგორც რთული გზების მოყვარულზე უდიდესი ჩთაბეჭდილება დატოვა იქ ასასვლელმა სამანქანე გზამ. 11 კილომეტრიან მონაკვეთზე სიმაღლეში ავკრიფეთ 1500 მეტრი. თვითონ ხვამლის მთამ ხო საერთოდ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდი ლამაზ ხედებიან მთას. მაგრამ ვნახე კარსტული ძაბრებით (ალბათ არ ვცდები თუ არა და გეოლოგია ვინც იცის შემისწორეთ) დასერილი მთა. თანაც ზედ ულამაზესი შერეული ტყე, ბუჩქნარი, მდელოები ...
Image
Image

ხედები კავკასიონზე (სამწუხაროდ მხოლოდ შხარა დავინახეთ ღრუბლების გამო).
Image

და ცხადია ლამის მთელი კოლხეთის დაბლობი მოჩანდა.
Image
Image
Image
Image

11 კმ-იანი აღმართის ასვლას მანქანამ დაახლოებით 1 საათი მოანდომა. თუმცა გზად როგორც მახსოვს 2-ჯერ გავჩერდი როცა მობილურზე დამირეკეს (მანამდე რიონის ხეობაში არ იჭერდა).

ფეხით წასვლის მსურველთა საყურადღებოდ. ასასვლელად გზა იმითია რთული რომ თავიდან ძალიან ცხელა. მხოლოდ ლახეფას მიდამოებში იწყება მეტ ნაკლებად სიგრილე. სამანქანე გრუნტის გზა 14 კმ ია, სიმაღლეში ლამის 2 კმ უნდა აკრიფო.

1500 მეტრი რაც მანქანით ავკრიფეთ არ იყო სრული აღმართი. მაგის მერე ფეხით ალბათ 150-200 მეტრი კიდეა.

ხო ჯეოსელი იქ საკმაოდ კარგად იჭერს. ლახეფადან ასე 2-3 კილომეტრში უკვე აქვს დაჭერა და ზედ ხვამლზე კი ყველა ოპერატორი იჭერს მგონი.

4 კარიან გრძელ მანქანას შეიძლება ცოტა გაუჭირდეს მოსახვევებში შესვლა
არასაპარკეტო ჯიპი (დაბალი გადაცემა გინდა აღმართზე) ადის მშრალ ამინდში ჩვეულებრივად. ხოლო თუ არაა ეგეთი მანქანა ის ლახეფამდეც ვერ ავა, ფაქტიურად გადასახვევიდან 200-300 მეტრში იწყება უკვე სერიოზული აღმართები.

ნაკურალეშიდან ბევრად ცუდი გზააო. ოყურეშიდან მგონი იგივე სირთულის გზა უნდა იყოს.
ფოტოები უკეთესი ხარისხით იხილეთ აქ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 593#381593
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2012, 02:03

მშვენიერი წამოწყებაა.
ამ თემაში ბევრი უცხო გასვლა ჯერ კიდევ არ არის შეტანილი.
წლევანდელ გასვლებში თამარიჩსა და შოდას გამოვარჩევდი.
თუმცა, მოგვიანებით თემებს უფრო ღრმად გავეცნობი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2012, 02:04

ტბისი-აბელიანი ახალი სულ არ არის.
ამ ადგილებში :კარავიდან: რამდენიმე გასვლა მოეწყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 01 ნოე 2012, 23:23

ტბისი-აბელიანი ახალი სულ არ არის.
ამ ადგილებში :კარავიდან: რამდენიმე გასვლა მოეწყო

მართლაც, აბელიანში
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 596#328596
2010 წელს ყოფილა კარავი.

ეს ჩემი შეცდომაა, რომელიც დროულად ვერ შევნიშნე.

ვფიქრობ ურპიანი იქნება ამ ძეგლის ამოღება, აი ტბისისა კი ვერაფერი გავიგე, ნამყოფია კარავი 2009 წელს მაგრამ აი კოჟრების ეკლესიაში თუა ნამყოფი ვერ ირკვევა. უახლოეს მომავალში ვეცდები დავადგინო და თუ ამ კომპლექში იყო კარავი მაშინ ამოსაღებია.

სადავოა გომარეთიც /როგორც მახსოვს/

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 499#340499

სადაც აკრავი 2011ში ყოფილა, მაგრამ როგორც ვხვდები 2012 ში მაკენას ჯგუფმა სრულიად სხვა ძეგლი ნახა, ამიტომ ჩემი მხრიდან დარღვევა იყო მხოლოდ სოფლის მოხსენიება. გომარეთის მეგალითი მგონი პირველად წელს ვნახეთ.

სადავო მომენტი იყო ოზაანის ამაღლებასთან დაკავშირეითაც, მაგრამ აღმოჩნდა რომ კარავი "ზედა"ეკლესიაშია ნამყოფი ხოლო ამაღლებაში არა. სოფელში 11ეკლესიაა და გასაკვირი არაა.

ეს ჩემი შეცდომა იყო რომ მხოლოდ სოფლის სახელით მოვიხსენიე, რამაც ბევრი გაურკვევლობა გამოიწყვია.

თუ რამე შენიშვნა გაქვთ ან გამომრჩა მომწერეთ რა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]