2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 02 ნოე 2012, 20:29

კარავისათვის სიახლეს წარმოადგენს – ოზაანის ამაღლება

თოვლიანი კახეთი 22.01.12


http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0


1.რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - გურჯანი - დედოფლისწყარო - სიღნაღი - თბილისი

(ვეჯინის ლავრა - გურჯანის ყოვლადწმინდა - ოზაანის ამაღლება - ხირსას ტაძარი - ხორნაბუჯის ციხე სიმაგრე - ელიას ტაძარი - სიღნაღი)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

24

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
იდეის ავტორი და სულის შემსხმელი - CheLo
მარშუტის დამგეგმავი და აქტიური დამხმარე - shoda1121
აქტიური მომმარაგებელი მოლაშქრეებით - Levaniko

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტიბაანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 450 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
17-19 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ირგვლივ უამრავი ტაძარია შეიძლება ბევრი მარშუტის დაგეგმვა,

12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანისამოსი!

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე

16. რისკები, საფრთხეები:
თოვლიან გაყინულ ხორნაბუჯის ციხე სიმაგრეზე ასვლა ასეთ პირობებში რთული და ექსტრემალური იყო...

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
უამრავი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი კარგად მუშაობდა ყველგან

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ქულა.

20. სასარგებლო ბმულები

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას
ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

21. ვიდეოები
დაიდება.
(პირველი ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1600992
(მეორე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601005
(მესამე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601008
(მეოთხე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601011

22. რუკა
http://goo.gl/maps/Rg1lG


დილის 5:30 წუთზე რედისონთან შევიკრიბეთ.
შოდას გეგმის მიხედვით პირველი გაჩერება გვიწევდა სოფელ ვეჯინში სადაც ლავრა უნდა გვენახა. ჯერ მზის შუქი არ იყო ამოსული რომ ჩავედით ვეჯინში და სუსხიან სიცივეში ჩამოვბრაგუნდით მინიბუსიდან. თოვლი კარგად იდო და ულამაზესად მოსჩანდა ირგვლივ არემარე.. ლავრამდე 2.5 კმ იყო და გაუყევით გზას. 1 საათიც არ დაგვჭირვებია ამ მანძილის დასაფარად. აქ პატარა ინცინდენტი მოგვივიდა გზა აგვებნა. ამ ბილიკს გაუყვა რაღაც ნაწილი და მეც მათ გავყევი. თუმცა აღმოჩნდა რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდი, ხალხმა დროზე მომისწრო და უკან გამომაბრუნა, თუმცა წინ მიმავლებს მე უკვე ვერაფრით დავეხმარებოდი (ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და უკან გამოაბრუნეს) და აი ისიც გამოჩნდა, ვეჯინის ლავრა
თითონ ტაძარი კი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. ბერმა მოგვიყვა ამ ძეგლის ისტორია რომელიც 11-12 საუკუნეში აშენებულა შემდეგ კი ისიც დაამატა თუ დაიცდით ცოტახანში წირვა დაიწყებაო. შემოვიფარგლეთ მხოლოდ სანთელის დანთებით და ლოცვით. უკანა გზა რადგან უკვე დაღმართი იყო არ გაგვჭირვებია სიარული და
ვეჯინის ლავრის შემდეგ მეორე სიურპრიზი - გურჯაანის ყოვლდაწმინდა ანუ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გველოდა.
ყოვლადწმინდამდე მანქანა ბოლომდე მივიდა
ეს ეკლესია მე-8-მე-9 საუკუნეებში აშენდა და განსაკუთრებული იმითაა რომ ორგუმბათიანია, ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში. იგი სოფ. გურჯაანიდან 2 კმ-ს სავალზე, მოშიშვლებულ მინდორზეა და სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთიანი ფერდობებითაა შემოფარგლული. ყველაწმინდის ეკლესია ნაშენია ჭერემის ხეობიდან ჩამოტანილი რიყის ქვით, ყვითელი შირიმით და აგურით. ეკლესიის სიმაღლე გუმბათის წვერამდე 13,5 მეტრია.

ეკლესიის შეიდა სივრცე ბოძებით გაყოფილია ნავებად და ორსართულიანია. სამხრეთით ეკლესიას აქვს მთავარი კარი, რომელის პირდაპირ რამდენიმე ნაბიჯზე არის მიწისქვეშა ოთახი, რომელიც გვირაბით უკავშირდება ვეჯინის ამაღლების კოპმლექსსო. ეკლესიაში საკურთხეველთან დგას ქვის ცხვარი, რომელიც ზემოთაღნიშნულ გვირაბშია ნაპოვნი.

ყოვლადწმინდა შეკეთებულია მე-17 საუკუნეში, შაჰ-აბასის გამანაგურებელი შემოსევების შემდეგ.

შუა საუკუნეებში ყოვლადწმინდის ეკლესია სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა, რასაც მოწმობს ეკლესიის ეზოში შემორჩენილი ბერების სენაკებისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი.

1845 წელს მონასტერი დაცარიელდა: ბერები ხირსის მონასტერში გადავიდნენ, ხოლო სიწმინდეები ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანეს.
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამოციქულო და სახარება მოვისმინეთ.
ეკლესიიდან ამოსულებმა "წეროები" ვითამაშეთ, ლევანიკომ მოიგო
გეზი ჯუგაანისა და ტიბაანისაკენ ავიღეთ და სტეფანე ხირსელის მიერ დაარსებულ მონასტერი ვნახეთ. ძველი ბაზილიკური ტიპის VI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის ადგილზე ახლა XIII საუკუნიდან მოყოლებული მრავალჯერ გადაკეებული ტაძარი დგას. აქედან მალევე წამოვედით.

შემდეგი ძეგლი ოზაანის ამაღლება იყო რაც ასევე შოდას მოთხოვნით შევიდა გეგმაში.

მანძილი 2.8 კმ იყო. თუმცა იმდენად ლამაზ ადგილებში მოგვიწია სიარული რომ არც კი გვიგვრძვნია დაღლა რადგან ბუნების სილამაზიდ მოხიბლულები არ ვფიქრობდით ამაზე. (მეორე ვიდეო) მინდა აღვნიშნო რომ გზაში დაგვემგზავრა ოზაანელი კაცი რომელმაც მიგვიყვანა ამაღლებამდე და არც ენაძუნწი ჩანდა და ყველაფერს გვიყვებოდა. თურმე ეს ტაძარი მდებარეობს ოზაანის და ძველი ანაგის საზღვარზე და ორივე სოფლის მცხოვრებლები ამოდიან დღესასწაულზე და ამ დღეს ჩხუბებიც ხშირად ხდებაო იმის გამო რომ ვერ გაუყვიათ ვის ეკუთვნის ამაღლება : ))) რუკაზე კი აღნიშნულია ოზაანში. კიდევ გვითხრა რომ ამ სოფელში 11 ეკლესიაა, და ეს სოფელი ძველად დიდი მნიშვნელობისა ყოფილა. ასევე გზიდან დაგვანახა სახლი და აღნიშნა რომ მის სარდაფში ფიროსმანის მოხატულობა აღმოუჩენიათ.

თავიდან გაკვალული იყო, მერე გზა ორად გაიყო, ხელმარცხნივ მიმავალი გზა გაკვალული იყო, ჩვენ კი პირდაპირ უნდა გვევლო გაუკვალავში.
Image
ორი ნაბიჯი არ გვქონდა გადადგმული ჯიპმა გზა გაგვიკვალა.
Image
თავიდან ნანგრევები გამოჩნდა.
შემდეგ ამაღლებაც დავინახეთ.
Image
Image
Image
Image
Image

ოზაანიდან ჩამოსულებმა გადავწყვიტეთ
ხორნაბუჯი დაგველაშქრა, ხოლო ელია დაბინდებისას გვენახა. შოდას მეგობრებმა მეგზურობა გაგვიწიეს და ხორნაბუჯისაკენ მიმვალ საფეხოსნო გზამდე მიგვიყვანეს.

სარკინიგზო ხაზი გდავკვეთეთ, ხმაურინა ქარხანას ჩავუარეთ გვერდი, მდელოსთან რომ მივედით ზურას აღფრთოვანებული შეძახილები გაისმა: ესაა! ის მდელოა მე რომ თოვლში ვიგორავე!

გზად ცხოველების ნაკვალევი ჩანდა. ბიჭები მაიმუნობდნენ და ერთ გადასახვევთან ისარი ცრუ მიმართულებით გახაზეს, არადა გაუკვალავ თოვლზე ნაფეხური იქით საერთოდ არ მიდიოდა! წარმოიდგინეთ მათი აღტაცებული შეძახილები როდესაც ერთი მონაწილე გაება ხაფანგში და გადაუხვია, ჰქონდა,რასაკვირველია ის ერთი გოგო იყო და ეს მათ კიდევ უფრო ამხიარულებდა.
ხორნაბუჯის ძირს გამოქვაბულთან დანარჩენებს დაველოდეთ და ნელა ავუყევით ბილიკს.
რამოდენიმე წუთში თვალწინ ველები გადაიჭიმა,

ციხეზე ალბათ 20 წუთი გავჩერდით და დავიწყეთ ჩამოსვლა. როდესაც უკვე ძირს ვიყავით იქვე ახლოს ხის სახლთან დავისვენეთ და დაველოდეთ დანარჩენბს (მეოთხე ვიდეო) უკვე ღამდებოდა და არავის გვინდოდა გზაზე დაგვბნელებოდა.. თავიდანვე როდესაც გეგმას ვადგენდით უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრთან რომ ელიას ან ვერ ვნახავდით ან უკუნით სიბნელეში. ერთადერთი რაც უარყოფითად შეიძლება დასახელდეს ამ გასვლაში ისაა რომ ხორნაბუჯიდან უკანა გზაზე დისტანცია ძალიან გაიწელა და 1 საათი უაზროთ მოგვიწია მათი ცდა მანქანაში.

ელიას მთასთან რომ მივედით უკვე ღამე იყო.. ხორნაბუჯმა უმრავლესობას გამოაცალა ძალღონე და აღარ ისურვეს მისი ნახვა მე კი ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებდი და გავემართე ტაძრამდე.. გოგოებიდან მხოლოდ მარიჯაფოს არ დაეზარა წამოსვლა და ბიჭებისგან სამადლობელო კომპლიმენტებიც დაიმსახურა.

ტაძართან რომ მივედით რათქმაუბდა დაკეტილი იყო თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის იქ გაჩერების.. გადავიღეთ უამრავი სურათი. უკანა გზაზე სულ სირბილით დავბრუნდით და გაყინულები გავემართეთ სიღნაღისკენ.

ქალაქში ცოტა ვისეირნეთ და შემდეგ ვიპოვეთ ერთი ადგილი სადაც მხოლოდ ჩაი და ყავა ჰქონდათ.. ახლა რაც შეეხება ამინდს.. მიუხედავად იმისა რომ ღამე -12 გრადუსი ყინვა იყო. ქარი მაინც არ ყოფილა და მთელი დღის განმავლობაში იდეალური ამინდი იყო, არც მზე, არც ქარი, არც წვიმა და არც თოვლი.. ამან კიდე უფრო გაალამაზა ჩვენი გასვლა.. თბილისში ჩამოვედით შუაღამის 2 საათზე

ფოტოები უმჯობესი ხარისხით იხილეთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 971#368971
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 03 ნოე 2012, 21:56

ეს წერილი ჟიურის წევრებს ეხება მაგრამ კონკურსის საჯაროოობა მოითხოვს ღია სახითაც გამოქვეყნდეს.


ჟიურის წევრების წინაშე დგას ამოცანა – უამრავი ბუნების, სულიერი თუ ისტორიული კულტურის ძეგლებიდან ამოარჩიონ ყველაზე გამორჩეული მათი შესახედაობის თუ იმ ინფორმაციის მიხედვით რაც მათთანაა დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია შევაფასოთ ობიექტის ბუნებრივი თუ კულტურული ძეგლის გამომსახველობა – სილამაზე, ძეგლის ურთიერთქმედება გარშემოსთან /შენობებთან, ნაგებობებთან, ბუნებასთან/.

შევაფასოთ რამდენად კარგადაა შერჩეული წელიწადის დრო თუ დღის მონაკვეთი ამ ძეგლის მაქსიმალურად მომგებიანად წარმოჩენისათვის.

ა. მასლოუს კვლევებიდანაა ცნობილი თუ რამდენად "დამღუპველი" შეიძლება იყოს სილამაზის უკმარისობა საგმის აღქმისას. დასტურად მოყავს ექსპერიმენტების რიგი - ლამაზი და უშნო. ადამიანებს უსახურ, მოღუშულ გარემოში უღებდა ფოტო-პორტრეტებს. გამოკითხვისას ისინი ფსიქოპატებთან და დამნაშავეებთან ასოცირდებოდნენ. რაც იმაზე მეტყველებს რომ უსახურ გარემოცვაში ადამიანებიც მახინჯები და უსახურები წარმოჩინდებიან.

ადგილმდებარეობა ძლიერ მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ძეგლი საჩვენებელი ობიექტების სიაში შეტანის ღირსი იყოს.

შემეცნებითი ლაშქრობის მთლიანი ხანგრძლივობა, თუ ის ერთ დღიანია არ უნდა აღემატებოდეს 10 -16 საათს /სანახავი ძეგლების თბილისიდან მანძილის გათვალისწინებით/.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 28 ნოე 2012, 13:35

„კარავისათვის სიახლეს წარმოადგენს: ხვილიშა– შორეთი
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5563

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:

პირველი დღე:
თბილისი - გაყინული ფარავნის ტბა- ნინოწმინდის მონასტერი(საღამოს ტბასთან)-ახალქალაქის მონასტერი-კუმურდო-წუნდა(კუმურდოდან წუნდაში ფეხით)-წუნდის ტბა-ზემო თმოგვი(ფეხით)-თმოგვის ციხე-ზემო ვარძია(ლიტურგია)-ვარძიის გოგირდის აბანოები(სადაც დავბანაკდით კიდეც)

მეორე დღე:

გელსუნდის გამოქვაბულები და ქვის კარი(ფიცრების ხიდი)-სარო(ციხე, ეკლესია, კოშკი, დარანები, ზედხედი ნიჯგორის ჩანჩქერზე)-ხვილიშა(ბზობის ლიტურგია)-ასპინძის(აწ უკვე "არჩილის ციხე")-აგარის წმ. გიორგის სახ. დედათა მონასტერი- ოთა-შორეთის ეკლესია-შორეთის ციხე-დაბანაკება სოფელ ურაველთან(ახალციხის რაიონი)

მესამე დღე:

აგარის მონასტერი(სხვა აგარა ურაველის ხეობისა)-ბაიები-საფარა-რაბათი-ბიეთი(სოფელ აგარასთან+აჭარულს რომ ჰგავდა ისეთი ხიდი)-აწყურის ეკლესია-აგარა ქართლში -თბილისი



3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
35 ლარი (33.3 ლარი საშუალოდ(600/18 ) დანარჩენი მონასტერს შევწირეთ)

6. მონაწილეთა რაოდენობა

18

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
shoda1121
ბურდიანი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ასპინძა, ახალციხე


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი–ახალციხე რომ 218 კმ–ია ეგ ვიცი მარტო.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბიეთი, აგარა, ბაიები–ცოტ–ცოტა,
შორეთი დაახლ. 12კმ.
კუმურდო–წუნდაც ასევე ცოტა,
და ზემო თმოგვამდე რამოდენიმე კმ წინ და უკან.


11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
შორეთი
სარო
კუმურდო
ბიეთი
აგარის მონასტერი
საფარა
ბაიები
თმოგვის ციხე
ზემო თმოგვი
აწყურის ეკლესია
და ა.შ.



12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა ურაველის ხეობაშიც, ვარძიასთან და ა.შ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბევრგან იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალგაუმტარი ფეხსაცმელი; შორეთში შეიძლება იყოს თოვლი 3 სეზონზე

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე

16. რისკები, საფრთხეები:
თუ სიმაღლეების არ გეშინია ისეთი არაფერი ასევე კლიმატური პირობები ურაველის ხეობაში

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
ჩიტიკიბე(ოშორადანაა ასასვლელი)
ღართა(ოთადან)
ლეპისას დარანები(ვარძიის ხეობაში)
ვანის ქვაბები!
ხიზაბავრა(საროდან)
კოხტას ციხე(ასპინძიდან)

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი ზოგგან არ იჭერდა

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 ბალი (თავისუფლად)

20. სასარგებლო ბმულები:
დაგეგმვა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5518




თბილისი–საღამო–კუმურდო: http://goo.gl/maps/V7EgK
თმოგვი–ვარძია: http://goo.gl/maps/UgS3Y
თმოგვი ზემო ვარძია: http://goo.gl/maps/HhDGV
ვარძია–გელსუნდა: http://goo.gl/maps/K920m
გელსუნდა–სარო–ასპინძა–ოთა: http://goo.gl/maps/rQ9vp
ოთა–ახალციხე: http://goo.gl/maps/fUEPR
ახალციხე–საფარა–აგარა: http://goo.gl/maps/xPzTT
აგარა–აწყური: http://goo.gl/maps/lWXRe
აწყური–თბილისი: http://goo.gl/maps/P1RDz



ნაადრევი გაზაფხულის დილა გათენდა, რაჭის ერისთავს შოდას სამცხე–ჯავახეთის დალაშქვრა აოხრება ჰქონდა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ ასეულობით წლებით ადრე ვიდრე პატარა კახი გადაწყვეტდა აწყურსა და ასპინძას ტოტლებენის დახმარებით მოსდგომოდა კახეთის მეფეს დესპანი გაუგზავნა უჯარმაში და პასუხმაც არ დააყოვნა: ერთად დავესხათო სამცხეს თავს: ვუწინამძღვრებო ლაშქარს იწერებოდა უსტარში;
შეტევის გეგმა დასახეს ოღონდ დანარჩენი ღმერთს მივანდოთო ჰოდა დააგზავნეს თავადებთან მთელს ქვეყანაში შიკრიკები...
გურიის მთავარმა არჩილ გურიელმა ჯინი მჭირს მესხების ყველა ციხე უნდა ავიღოო და შემოუერთდა მთავარ ლაშქარს, ასევე ეგვიპტიდან ჩამოსული მამელუქების ემირი ბედუინი და სვანეთის მთების ლამაზთვალება ასულიც, მთელ ქვეყანაში სახელგანთქმული რაინდი ერეკლე და ომარ ხაიამის მემკვიდრე: ღვინო დუდუკი ქალების მოტრფიალე სახელგანთქმული აშუღი სანდრო, ლაშქარს ასევე შემოურთდნენ რაჭის დიდი თავადები: კობერა, გოცო და ინა
კვეტერიდან მოვიდა პასუხი: ლაშქარს გამოვიყვანო კოლოლკელიძის ასულმა შორენამ ჩემს რაზმს ცალკე ვუწინამძღვრებო და მარჯვენა ფლანგს დავიცავო.. არავინ იცოდა ისმაილიც თუ შემოუერთდებოდა ჯარს თუმცა არაბთა ხელმწიფემაც თავისი ჯარი გამოიყვანა ალაფის დათრევის მიზნით...
ბოლო მომენტში ლეკების შემოტევააო და ვეღარ მოახერხა აცამ...

გაირკვა მტერი შორეთის ციხეზე იყო დაბანაკებული, ბრძენთან კონსულტაციის შემდეგ შოდამ მაინც თავისი ქნა და ჯავახეთის ტბებით დაიძრა 3ივე ლაშქარი...რომლის წინ თეთრ რაშს თამაზ სპარსალარი მიაგელვებდა
შორეთამდე წინ დიდი გზა და თავგადასავლები ელოდათ...

თავი ორი: გზა შორეთამდე

ხარების დილა, უძილო კარაველები, ნახევრად თოვლიანი ჯავახეთი „თოვლ მოკიდებული“ მთები /რედ./, ბრძოლის ჟინი და დაუშრეტელი ენერგია 3დღიანი გასვლის მოუთმენელი მოლოდინი, ისეთი სიხარული რომ წინ გელის სანახაობები... გაყინულ ფარავნის ტბაზე სირბილი, დედაოების თბილი სიტყვები და მათი ბაგეებიდან სახიდან დაღვრილი მადლი საღამოს ტბაზე, და ლოცვა..

"უფალო, ვითარ შვენიერ-არს სტუმრობა შენთანა: ქარი მფრქვეველი კეთილსურნელებისა, მთანი, ცას მიბჯენილნი, წყალნი, ვითარცა უნაპირო სარკენი, სხივთა ოქროცურვილისა და ღრუბელთა სიმსუბუქის ათინათი. ბუნება იდუმალ ჩურჩულებს, ერთიანად ალერსით აღვსილი, და ფრინველნიცა და მხეცნიც შენი სიყვარულით აღბეჭდულან. კურთხეულ-არს დედამიწა თვისი დაჭნობადი შვენიერებით, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს, სად უხრწნელ შვენიერებაში გაისმის: ალილუია!"
http://www.shemoqmedi.ge/index.php?opti ... &Itemid=31

თავი მე3: გზა შორეთამდე: კუმურდო-წუნდა =ახალი მარშუტი

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ კუმურდოს მივადექით: ტაო-კლარჯეთის დონის ძეგლი ჯავახეთის ზეგანზე დგას, მისკენ 15კმ გაფუჭებული გზა მიდის ახალქალაქიდან და დიდი ხანი უნდება მისვლას ტრანსპორტი; ეკლესიის ეზოში ახალგაზრდობა იყო შეკრებილი; სომხური აღდგომის წინა დღე რომ იყო ვიცოდი და რამოდენიმე სომხური სიტყვით მისვესალმე, მივულოცე რაც ძალიან ესიამოვნათ და გზაც მიჩვენეს საიდანაც გადასახედი იყო კარგი ვარძიის ხეობაზე; ჰოდა მეც დავინახე წუნდა და უგზოდ ქვებში გადავწყვიტე რომ პირდაპირ უნდა ჩავაჭრათ..
აი სად დავეშვით(წუნდის ტბა ჩანს)

და გამოჩნდა წუნდაც,

თავი მე4: გზა შორეთამდე: თმოგვი
გზა არ აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში და ბევრი არც გვივლია ტრანსპორტით წუნდის ტბიდან იქვე ხიდი გადავკვეთეთ და მიხვეულ-მოხვეულ გზას სულ მალე ფეხით დავადექით..
თმოგვის ციხეზე ასვლის შემდეგ ავედით ზემო ვარძიაში ტრანსპორტით: ვისიამოვნეთ მისი მყუდროებით და იდუმალებით, შემდეგ დავბანაკდით, ვიქეიფეთ, გოგირდის აბანოებში ვიბანავეთ, და ძალიან ტკბილად დავიძინეთ კარავში. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო! ამინდსა და საბანაკე ადგილში გაგვიმართლა
ხედი ზემო თმოგვის გზიდან თმოგვის ციხეზე:

მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის:
მე ვხედავ შენს ცას, ვარსკვლავით მოჭედილს. ოხ, რა მდიდარი ხარ, რამდენი სინათლე გაქვს! შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა, იმდენად პატარა ვარ და არარაობა, მაგრამ ჩემთან არს უფალი, მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.

დიდება შენდა ჩემზედ განუწყვეტელ ზრუნვისთვის;
დიდება შენდა, ადამიანებთან განგებიან შეხვედრისთვის;
დიდება შენდა, მოყვასთა სიყვარულისთვის, მეგობართა ერთგულებისთვის;
დიდება შენდა, ცხოველთა თვინიერებისთვის, მე რომ მმსახურებენ;
დიდება შენდა, ჩემისა ცხოვრებისა ნათელი წუთებისთვის;
დიდება შენდა, გულისა ჩემისა ნათელი სიხარულისთვის;
დიდება შენდა, ბედნიერებისთვის ვცხოვრობდე, ვიქმოდე და ვჭვრეტდე;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

თავი მე5:

დილის 8.30ზე ოპერატიულად გავედიტ გელსუნდასკენ. ჩვენ წუნდასთან ახლოს ვნახეთ სხვა გამოქვაბულებიც, რომლებიც ვარძიის ისტორიულ-არქიტექტორული ნაკრძალის ნაწილებია თუმცა გელსუნდა ყველაზე საინტერესოდ მივიჩნიეთ და მეტი დროც დავუთმეთ: ვიძრომიალეთ გამოქვაბულებში და გვირაბებში:

გელსუნდა:

ქვის კარი რომელიც ახლაც მუშაობს

თავი მე6: სარო


მეც მიზიდავს საროს პირველყოფილება
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=21 ... 05c7ef2f4c


"ჩვენ კი ნანგრევებზე ფრთხილად დავაბიჯებდით, ოქროფერ ქვებს ნაზად ვეფერებოდით, სურათებს ვიღებდით... აღფრთოვანებისგან ენები წაგვერთვა.. ოქოს მიწაზე ოქროს ციკლოპური ლოდები საოცარი სანახაობა იყო...
ამინდი იცვლებოდა, ცაზე ღრუბლები იყრებოდა და ცოტა ხნით დაგვათოვა კიდეც. ესეც საოცრება იყო, ნაწილობრივ მოწმენდილი ციდან ასეთი ფანტელები გადმოცვენილი ჯერ არ მენახა. თბილი მიწა ფანტელებს წყლის წვეთებად აქცევდა და მაშინვე ისრუტავდა.
წავედით ჩანჩქერებისკენაც... საოცარი იყო, ოქროსფერ კლდეზე მოდიოდა მდორე ღელე და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ეშვებოდა ქვემოთ, უფსკრულში, სადაც კიდევ რამდენიმე ჩანჩქერს ჰქმნიდა.
ამ საოცრებით ტკბობით ვერ ვძღებოდით, ყველა მხრიდან სურათებს ვიღებდით, დაბბერილმა სიომ კი ჩანჩქერის წვეთები ჩვენ მოგვასხა უხვად.
..
მატყუარაა კლდეები... უსაფრთხოების ილუზიას ქმნის, ისეთი თბილია, ისეთო ლამაზი, მაგრამ ვერაგი თუ ფეხი ერთხელ დაგიცდა სამუდამოდ ამ მიცის ნაწილად იქცევი... შესაძლოა ბევრი ადამიანის სული აქვს ამ კლდეებს შთანთქული და ამიტომაა ასეთი თბილი? "


და შემდეგ კი წირვა ბზობის ბოლო ნაწილს მაგრამ მაინც მივუსწარით ხვილიშაში:
Image
Image

ვითარ დაატკბობ შენზედა მოფიქრალთ, რაგვარად შთაბერავს სიცოცხლეს წმინდა სიტყვა შენი, ურბილეს ზეთისა და ფიჭისა უტკბილეს შენთან საუბარი. ფრთოვან-ჰყოფს და აცოცხლებს ლოცვა შენდამო; როგორი თრთოლვით ივსება გული, რა დიდებული და გონიერი ხდება მაშინ ბუნება და მთელი სიცოცხლე! სადაც შენ ჰგიებ - იქ სულის სიმდიდრეა, იქ ცოცხალ წყაროდ იღვრება გალობა: ალილუია!

თავი მე-7 : შორეთი - გადამწყვეტი ბრძოლა

ლაშქარი შორეთის მიუახლოვდა; თუმცა შორეთამდე უკანასკნელი ბასტიონი ასპინძის ციხე იყო, კოხტას ციხე უკვე აუღიაო ცოტნე დადიანსო და ჩვენც გადავიფიქრეთ მასზე ასვლა; ასპინძის ციხეს კი გურიის დიდმა მთავარმა არჩილ გურიელმა შეუტია, შიგან ასრე გავერივნა, გნოლის ჯოგთა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, ცხენ-კაცისა დადგა გორი.
ასპინძის ციხის აღების შემდეგ სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა თუ არა შორეთისკენ ლაშქრობა, ადგილობრივი მოსახლეობის კერძოდ პატარა ბავშვების გადმობირება მოვახერხეთ და დავიძარით ციხისკენ გზა სწორედ იმ პატარა ბავშვებმა მიგვასწავლეს: მადლობა ღმერთს.. გზად აგარის დედათა მონასტერი ვნახეთ:

შორეთი მაღლა მიუწვდომელ მთაზეა ულამაზესი მარადმწვანე ტყით , მიწაც ისეთივე მწვანეა ხავსიანი; აღარსად წასვლა აღარ მინდოდა;
ეს პირველი კარვული გასვლაა შორეთზე და იქიდან გამომდინარე რომ ყველაზე მეტად რეგიონში(საროსთან ერთად) სწორედ ეს მოეწონა ბევრს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საოცარი ადგილია;

გზა თანდათან რთულდებოდა მერე ფეხი ყველას ბოლომდე გვეფლობოდა თოვლში: ჯგუფი ამას არ ელოდა :
Image
და შორეთიც:
Image

Image

Image

დროშა აფრიალდა შორეთზე გამარჯვებისა;

ციხე აღებულ იქნა 1770 წლის აპრილს; თუმცა მტერი ღართაში გამაგრდა და უკუაგდო მცდელობა ქართველთა ჯარისა სრულიად დაეკავებინათ რეგიონი.. შორეთის დიდი გამარჯვების შემდეგ ლაშქარს გული დასწყვიტა ღართის ბრძოლის წაგებამ და ოთისწყლის ხეობიდან დაეშვა ქვემოთ, დაიწყო საშინელი წვიმა და დაღლილი მოლაშქრეები დასაბანაკებლად გაემართნენ ურაველის ხეობაში...

ხედი შორეთიდან:

მარტოსული ფიჭვი:
Image
როგორ მიყვარდა ბავშვობაში ფიჭვის დახატვა... შოდას ფონზე ალბათ მაგიტომ არ ვიღებ ბევრ ფოტოებს და თუ ვიღებ ვაფერადებ
ჩემთვის ხატვა თვალით ან სულაც ფუნჯით უპრატესია ფოტოზე... მართლაც რამდენი ფერია ფიჭვში შეგიძლია ქვემოტ უფრო მუქიდან ნათელში გარდამავალი...

შორეთზე ადის ჯიპიც მაგრამ მეორე მხრიდან ჩვენ მოკლე გზით ავედით, ჩემი მეგობრებიარიან ნამყოფი მანქანით!!!
ესეც შორეთის გზები.
Image
წითლით აღნიშნულია შოდას მიერ ნაჩვენები ჯიპების გზა, ხოლო ყვითლით ჩვენს მიერ გავლილი ბილიკები. 10კმ-მდე გამოგვივიდა სიარული მანდ.

Image

დაღამდა, ყინავდა, ნაწვიმარი იყო, დაღლილები ვიყავით, ფეხები დაგვისველდა ყველას შორეთში, თუმცა კი :
ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას, ვისაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია. ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე, ძრწოლა და ღმუილი ქარისა, სულში კი სიმშვიდე და სინათლე: იქ ქრისტეა! და სული გალობს: ალილუია!


თავი მე8: დილა ურაველის ხეობაში

ღამით ყინავდა ურაველის ხეობაში... გამეღვიძა შუაღამეს და ხან იქით ხან აქეთ ვტრიალდებოდი... ვფიქრობდი: აღარ გათენდება ღამე საზიზღარი, რომელი საათია რომელი საათია: ტელეფონი კი დამიჯდა რომ საათი მენახა
დილის ნამით დაფარული კამერით გადაღებული ფოტო:

დილის მომაჯადოვებელი ნისლი იწვა გზაზე:

კარვების აშლამდე გავუდექით აგარის მონასტრისკენ გზას:
ბოლომდე ვერ მივიდა მთის ძირში ტრანსპორტი, შემდეგ კი წყაროზე გული გავიგრილეთ: ძალიან მხურვალე მზე იყო, და ავასკდით პატარა აღმართს:

გზა ტყეში შევიდა შემდეგ კი ასეთ ხედებზე გავიდა: სამწუხაროდ არც შემოდგომა იყო და არც გაზაფხული ჯერ

მოშორებით ჩანჩქერიც ჩანდა იქით:

თავი მე9: ბზობა (თითქმის) ბაიებში:
უკეთესი ფოტოები გექნებათ

უძლურ და უმწეო ყრმად ვიშევ ამქვეყნად, გარნა ანგელოსმან შენმან განართხნა ნათელი ფრთანი თვისნი და დაიფარა აკვანი ჩემი. იმა ჟამიდან ყოველთა გზათა ჩემთა მინათებს სიყვარული შენი, საკვირველად წინამძღვარი საუკუნოისა სინათლისაკენ. შობითგან ვიდრე მოაქამომდე დიდებულითა სიუხვითა დამაფრქვიე ნიჭნი შენნი. გმადლობ და მოგიხმობ შენ ყოველთა თანა შემცნობელთა შენთა:

დიდება შენდა ჩემ ცხოვრებისადა მომწოდებელსა;
დიდება შენდა გამომცხადებელსა შვენიერებისა ქვეყანისასა;
დიდება შენდა რომელმან, განახვენ წინაშე ჩემსა ცანი და ქუეყანა ვითარცა საუკუნო წიგ
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 28 ნოე 2012, 13:44

„კარავისათვის“ სიახლეს წარმოადგენს: მარიამხევის ანუ ფეტვისხევის – ბობნევის იოანე ნათლისმცემელი, იგივე ბიის კოშკებიანი ეკლესია.

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=56 ... sc&start=0]

1. რეგიონი:
ქართლი, გორის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - გარდატენი - ზემო ბოშური - ბობნევი - ატენი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
18 + 3 კაცი ჯიპით

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გორი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - გორი - 76 კმ
გორი - გარდატენი - 6 კმ
გარდატენი - ვერეს ეკლესია - 5 კმ (ვიარეთ ფეხით)
გარდატენი - ზემო ბოშური - 27 კმ
ახლა დაიანგარიშეთ რამდენია ჯამში


10. ფეხით გავლილი მანძილი:
13 კმ ჯამი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იქაურობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით.
ხეობაში 60 ზე მეტი ძეგლია


12. საბანაკე ადგილები:
ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში


14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი ზამთრის გარდა

16. რისკები, საფრთხეები:
მინიმალური

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ბევრი საინტერესო ძეგლია:
დაგვრჩა სანახავი ყველაანთ უბანში ორი ეკლესია,
ატენის სიონთან ორბელიანების ციხე
ვერეს ციხე
წმ.ბარბარეს ეკლესია, წმ.ნინოს ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია და სხვ.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
იჭერს თითქმის ყველგან

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
555 38 02 75 ესაა მძროლი ვალერი, რომელცი დადის სარეისო ავტობუსით გორიდან ზემო ბობნევამდე,


21. რუკა





22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10-ბალიანი სისტემით
8

23. სასარგებლო ბმულები, მზადება:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15


მშვენიერი დღე იყო...
სასიამოვნო, მშვიდი, თბილი ყველანაირი გაგებით...

ვერეს ეკლესიამ იმაზე მეტი დრო და ენერგია წაიღო, ვიდრე ვგეგმავდით, ამიტომ დღის ბოლოსკენ რაღაცეები ამოვარდა, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი ემოციით წამოვედით ტანას ხეობიდან.
შესანიშნავად გვიმასპინძლა ტანამ...

ამ მარშრუტზე კარავი პირველად იყო და ახლა უკვე ვიცით რა და როგორ უნდა დაიგეგმოს, რომ მარშრუტი სრულიად შედგეს. ეს ფაქტიურად დაზვერვითი გასვლა იყო...
ერთ რამეს გირჩევთ - დანახვისი და ვერეს ხეობა კარგი მომზადების პირობებში ერთ დღეში შესანიშნავად ჩაეტევა. ოღონდ უნდა გაარკვიოთ ერთი დეტალი
სოფლელებმა გვითხრეს დანახვისზე ყველაზე მოკლე გზა ადისო სოფლიდან გივი ბიძიას სახლიდანაა ასასვლელი. 1 საათში ადიანო (თუ არ ვცდები) იმდენად მოკლე გზა ყოფილა.
ანუ შეიძლება დილით ადრე გახვიდეთ და ნახოთ ვერეს ეკლესია და ციხე (ციხეზე ჩვენ აღარ ავსულვართ - დრო გვიჭერდა)
და მერე წახვიდეთ დანახვისზე სოფელში დაბრუნებისას.
იდეალურ ვარიანტში ჯიპით მიხვალთ ბოლომდე ვერეს ეკლესიასთან - ამით დაიზოგება ენერგია და დრო.
მერე უკან დაბრუნებისას ახვალთ სოფლიდან დანახვისზე.
ეს ერთი დღის გასვლაა..

ვერეს ხეობა+ტანას ხეობა ერთ დღეში ჩასატევად ცოტა რთულია
ჯობია ორ გასვლაში გაიყოს...

დილით შევიკრიბეთ შესაშური პუნქტუალურობით
ჩავლაგდით თამაზის სამარშრუტოში, მოვიტაცეთ ბარსა ნატახტარიდან და წავედით გორისკენ
გზაზე ეს ლამაზი ხედები იშლებოდა
ჩავედით გარდატენში და გადავუხვიეთ მარცხნივ
სოფელში სანამდე იარა, იარა სამარშრუტომ
მერე უზარმაზარი გუბე რომ დაინახა, მორჩა - ვეღარ გავივლიო.
და გავაგრძელეთ გზა ფეხით...

გზაზე აი ასეთი დაბრკოლებები გვხვდებოდა - მდინარე ვერე თუ ღელე?
თუ რუ?
ალბათ 6-ჯერ მაინც გადავკვეთეთ ასეთი რამ
სოფლიდან როგორც კი გავედით - ვერეს ციხეც გამოჩნდა, მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა და სურვილი გაგვიჩნდა მასზე ასვლის, მაგრამ ჯერ არ ვიცოდით რა დრო დაიხარჯებოდა ეკლესიამდე და თუ დრო გვექნებოდა, უკან გზაზე ვნახავდით
სოფლიდან გამოგვყვა ბებო - ვენახებამდე ვივლი თქვენთან ერთადო: მდინარეს გაუყევით - სულ გზაზე წინ იარეთ, გზაზე მარცხნივ დანახვისის წმინდა გიორგის ნიშას დაინახავთ და აი მანდ - მარჯვნივ უნდა აუხვიოთო
აი ეს ნიშა
გავიხედეთ მარჯვნივ - ავუხვიეთ და გამოჩნდა ვერეს ღვთისმშობელი
ამ დროს მეძახის კახა: ეკლესიის თავზე, დასავლეთ ფასადზე ასომთავრული - ლაპიდარული წარწერააო
ჰოდა ავძვერით
პატარა მდინარე ვერე ტანას მარჯვენა შენაკადია. უერთდება ტანას სოფელ გარდატენთან. ვერეს ხეობაში დგას ვერეს ციხე (იგივე აზრატის ციხე). შედარებით სიღრმეში, გარდატენიდან 5,5 კილომეტრში ვერეს ღვთისშობლის ეკლესიაა, მეექვსე საუკუნისა. მნიშვნელოვნად შეუკეთებია მეთერთმეტე საუკუნის სამოციან წლებში ატენის ციხისთავს გრგნელს
საფუძვლიანად დავათვალიერეთ ვერეს ღვთისმშობელი
გული ვიჯერეთ და გავბრუნდით უკან...
საკმაოდ დაქანცულები... არა იმდენად დაგვღალა გზამ (სულ რაღაც 10 კმ),
როგორც სიცხემ.... ძალიან ცხელოდა!
ვერეს ციხე და მასზე აძვრომა არვის გახსენებია...
კახას ფოტოები: აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... ariamkhevi#

https://picasaweb.google.com/1078017370 ... lisEklesia#
დაახლოებით 1,5 საათი ვიჯაყჯაყეთ სამარშრუტოში - გზები ატენის სიონის შემდეგ საკმაოდ გაფუჭებულია... როგორც იქნა მივაღწიეთ ბოშურამდე, იქ კითხვა კითხვით მივედით ადგილამდე სადაც გზები იყოფა: ერთი მიდის ფეტვისხევისკენ, მეორე ყველაანთუბანიკენ. ვინაიდან ფეტვისხევი უფრო მნიშვნელოვანი ძეგლია ფრესკების გამო - გადაწყდა პრიორიტეტი მას მინიჭებოდა... ისევ ფეხით - ისევ მარჯვნივ გადასახვევი - უკვე მარიამხეობაში
ულამაზესი ხეობაა.... ასეთი ხასხასა მწვანე არსად მინახავს.. ფოტო ვერ გადმოსცემს ამ სილამაზეს
მივადექით მონასტერს

არ ვიცოდი რომ იქ მონასტერი იყო.... კიდევ კარგი არავინ შემოგხვდა - ისე შევედით და გამოვედით ბერები არ გვინახავს... - აჯაჯულები, შარვლებში, ტაალახიანები, შორტებიანი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის რაც არ შეიძლება მონასტერში...
იქაა ფეტვისხევის მარიამწმინდას ეკლესია! რამდენი ხანია მისი ნახვა მინდა!
მარიამხევის მამათა მონასტერი სოფელ ფეტვისხევიდან 1,5 კილომეტრშია, ტანას მარცხენა ნაპირზე. ახლანდელ დროში ფეტვისხევს ზემო ბოშურსაც ეძახიან. მონასტრის მთავარი ტაძარი აშენებული უნდა იყოს მეცხრე-მეათე საუკუნეში, ხოლო მხატვრობა (ძლიერ დაზიანებული) მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნისა უნდა იყოს. ტაძარში ხის მეთექვსმეტე საუკუნის კანკელი იყო შემორჩენილი, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია შენახული. ადგილზე ხის კარი ვნახე კედელზე მიყუდებული, ტაძრის ძველ კარს ჰგავდა.
ულამაზესია ფეტვისხევის, უფროს სწორედ მარიამხევის მონასტერი.... ხედი დასავლეთიდან

იქვე, გარეთ დავჯექით, წავიხემსეთ, სული მოვითქვით
ბოლოს შედგა დიდი თათბირი
უკვე 6 საათი ხდებოდა, ფეტვისხევამდე სამარშრუტო 2 საათს მოუნდა ამოსვლას - სულ რაღაც 27 კმ-ს! ცუდი გზები რომ არა, ქვეყანა დრო დაგვრჩებოდა... დავდექით ალტერნატივის წინაშე- ვეღარ ვასწრებდით ყველაანთუბანს. არადა ახლოს იყო... სულ რაღაც 3 -4 კმ-ში.
იქ ორი ეკლესიაა - ორივეს ნახვას 1,5 საათი მაინც მოვუნდებოდით, ჰოდა 8 საათზე წამოსვლა ნიშნავდა, რომ სიბნელეში მოუწევდა მძღოლს ცუდ გზებზე სიარული. ამიტომ ყველაანთუბნის სიამოვნება
მომავლისთვის გადავდეთ...
სამაგიეროდ ვნახეთ ბობნევის ფრესკებიანი ტაძარი
ნიკას ვიდეო...
http://www.youtube.com/watch?v=aIWmwIuF13s
ბობნევის იოანე ნათლისმცემელი, იგივე ბიის კოშკებიანი ეკლესია

გარედან ერთი შეუხედავი ძეგლია... მაგრამ აი შეიგნით!!!!
ადგილი არაა დარჩენილი ფრესკის გარეშე!
ბობნევის იოანე ნათლისმცემლის მცირე დარბაზული ეკლესია 1661-1683 წლებშია აშენებული. ტანას მარცხენა ნაპირზეა, ბორცვზე, გზის პირას. მთლიანად მოხატულია.
ბოლოს ატენის სიონთანაც გავჩერდით, თუმცა კი დაკეტილი დაგვხვდა... გარედან გადავუღეთ ფოტოები.....

გზიდან დანახვისის წმ.გიორგიც დავინახეთ!

ნიკას ვიდეო...
http://www.youtube.com/watch?v=aIWmwIuF13s

აი ასეთი ლამაზი დღე იყო გუშინ!

http://www.youtube.com/watch?v=ry2qWtj1 ... e=youtu.be

ნიკამ გადაიღო ვიდეო - ბობნევის კოშკების ეკლესია
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by shoda1121 » 06 დეკ 2012, 18:13

შორეთი, ხვამლი და გურია : 3ივე მარშუტზე ვიყავი წელს და მიხარია :)
სამივე უმაგრესია : აქედან შორეთი მე "აღმოვაჩინე" კარვისთვის :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2012, 23:37

სიახლეებს კიდევ ერთი ლაშქრობა და რამოდენიმე ლამაზი ადგილი შეემატა.



ნეკრესი, ზინობიანის ტბა, განახლებული თელავი, სხვაც, 04.11.12

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5793

ვრცელი მონათხრობით მოგვიანებით ჩავასწორებ ამ წერილს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 18 დეკ 2012, 21:04

რამოდენიმე გასვლა დასამატებელი მაქვს.

ხმის მისაცემად იაქტიურეთ!!!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 21 დეკ 2012, 21:29

ტბისი - აბელიანი: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

1. რეგიონი:
ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- ფარცხისი - ტბისი - ვაკე- გუდარეხი - აბელიანი - თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საშუალოდ 10-12 ლარამდე

6. მონაწილეთა რაოდენობა
9 ადამიანი 2 ჯიპში,

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
თეთრი წყარო, ფარცხისი, სოფელი ვაკე, სოფელი გუდარეხი,

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 150 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ცოტა

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გარშემო ბევრი ძეგლებია, ფარცხისის ციხე და ეკლესია, ტბისის კომპლექსი, ვაკეს ღვთისმშობელი, გუდარეხის კომპლექსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი, აბელიანის ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან კარგი ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
არაფერი განსაკუთრებული

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი და უწვიმო სეზონი

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი
ყველა სოფელში ძეგლი დგას. იქვეა ბირთვისები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ბირთვისები,

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ძირითადად იჭერს მობილურები

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=382680#382680
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5724&p ... sc&start=0

გუდარეხში კარავი ბევრჯერ ყოფილა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4662
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=150
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=856
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=395
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=173
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=354
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=13 ... sc&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3889

აი ტბისის კომპლექსი კი ვერ ვიპოვე კარავზე
მე მგონი ნამყოფი არაა კარავი მანდ....

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
იისფერი ხაზით ნაჩვენებია ჩვენი მარშრუტი
Image
მწვანე ხაზითაა აღნიშნული მარშრუტი


ტბისი: http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cm ... ture=ka-GE


მონათხრობი

დილით 9 საათზე შევიკრიბეთ ტრადიციულად რედისონთან...
თითქმის ყველა მოვიდა დროზე და გავუდექით გზას!

პირველი გზაზევე იყო ფარცხისის ციხე
ამ ადგილას გამაოგნა ფარცხისის ციხის კედლის სისქემ!!!
ნინო კივილაძე ჯეირანივით აძვრა კედელზე
ძალიან ლამაზი ხედებია ფარცხისის ციხიდან...
შემდეგ წავედით იქვე ციხესთან მდგომ პატარა ეკლესიასთან და ისიც ვნახეთ,
ეკლესია თავად დიდ ღირშესანიშნაობას არ წარმოადგენს და აშკარად ახალი აღდგენილია,
მაგრამ საინტერესო იყო ეკლესიასთან არსებული საფლავის ქვები
ფარცხისის შემდეგ უნდა გვეპოვა ტბისის კომპლექსი...

აი აქ იყო პრობლემა...

რუკაზე არსად არაა აღნიშნული ტბისის ეკლესია და ციხე
ბიბლიოგრაფიაში ნახსენებია როგორც "კოჟრების ეკლესია"

4.ტბისი. "კოჟრების ეკლესია". ჯვრის კვარცხლბეკი //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.104-106. - ჯვრის კვარცხლბეკზე ამოღარული წარწერების აღწერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.1.)

ადგილობრივებს რომ ვკითხეთ ტბისის ეკლესია და "კოჟრების ეკლესია" თქო
თვალები ჭყიტეს.... არ ვიცითო... რა გვექნა? ბაგრატიონის დისკზეა აღნიშნული ავლევის ეკლესია, ციხე და კოშკი ჰოდა ბოლო ბოლო დავასკვენით, რომ ეგ უნდა იყოს ის, რასაც ვეძებდით... გავყევით ნიკას ჯიპიესს და შევედით ტყეში. იქაც არაფერი ჩანდა... გავიშალეთ და დავიწყეთ ძებნა... ჰოდა ერთ ერთ გორაკზე რომ ავედი - უცებ დავინახე ეკლესიის წითელი სახურავი! ჰოდა რომ ავედით - ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა! ულამაზესი კომპლექსია ტბისის ნამონასტრალი!!!!




ეს სავარაუდოდ სასახლის ნაშთი ქვემოთ ფერდობზე


თავად ეკლესია და კოშკი მაღლა მთის კენწეროზეა...


ქვე რაღაც გვირაბი ვიპოვეთ და რა თქმა უნდა შევძვერით~~


ცოტა ხანში ნიკა გობეჯიშვილმა ყვირილი დაიწყო - აქეთ მოდით, მოდით - რაღაც ვიპოვეო!!!...

გავყვეით ხმას და დავინახეთ!....

ქართული პიზის კოშკი!



აყირავებულია კოშკი!
რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს თავზე დაგეცეს!
ვიჯერეთ გული ძრომიალით, დავტკბით ულამაზესი ხედებით და გამოვბრუნდით უკან....

შემდეგი ჩვენს მარშრუტზე იყო ვაკის ღვთისმშობელი
პატარა ლამაზი ეკლესია გუდარეხის მოპირდაპირე მთაზე....~
აგებულია მე-14 საუკუნეში

წავედით სოფელ გუდარეხისკენ - კოშკამდე არმისული ეს საინტერესო ნანგრევები ვნახეთ სოფელში - აშკარად ეკლესიისაა...
ამოთხრილი იყო საძირკველი - ეტყობა რესტავრაციას უკეთებდნენ თუ რას აკეთებდნენ ვერ გეტყვით...
მერე ვნახეთ გუდარეხის კოშკი... რა თქმა უნდა ვიძრომიალეთ....
გუდარეხისკენ გზა ოფროუდული იყო...

ერთ ადგილას თენგოს ჯიპი ჩაეფლო ტალახში და ჩარჩა....

იმდენი "იბუქსავა", ბოლი აუვიდა...
ბოლოს ნიკას ოფროუდული გამოცდილების დახმარებით და ერთობლივი ძალებით ამოვიყვანეთ.....
მცირე ნაწილის ფეხით გავლა მოგვიწია, მაგრამ ღირდა ამდენ წვალებად!!!!
ულამაზესია გუდარეხი!
დაგვრჩა სანახავი აბელიანი. აბელიანზე ჯიპიესმა გვიჩვენა მოკლე გზა - გუდარეხიდან, მაგრამ გზა იყო და გზაც!!!
ავედით სადღაც მაღლა მთაზე!
ამ დროს უცებ წამოვიდა შავ-თეთრი ნისლი და თავზე გაგვემხო...
აღმოვჩნდით რაღაც ზღაპრულ გარემოში... ქუდივით გვეხურა შავი რაღაც....
ქვემოთ - მოჩანდა ბარი - განათებული და მზიანი...
ჩვენ კი ფარებით ვმოძრაობდით!... ძალიან შთამბეჭდავი იყო....
მივაღწიეთ აბელიანამდე....



აბელია, არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი სოფელი ქვემო ქართლში (ახლანდელი აბელიანი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV საუკუნეებში სამეფო დომენი იყო. XVI-XVIII საუკუნეებში კი საბარათიანოში შედიოდა. აბელია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან. გათხარეს 1954 და 1966 (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ნ აპოვნია კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა. აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.). ფილაქვით ნაშენ მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამი საბეჭდავი, რომლებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარირმისა და ფურირმის თამაში, კვიციანი ცხენი. ასეთი საბეჭდავები აღმოჩენილია მცხეთაში, შიდა ქართლში, კლდეეთში და სხვა. სოფელში თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. საყურადღებოა ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი. სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წლებს შორის. წარწერის ავტორი - მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაისძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი. წარწერა გამოიკვლია და პირველად გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა.

აი ასეთი გასვლა იყო.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 21 დეკ 2012, 21:30

საკონკურსო თემა: გომარეთის /მამულოს/ მეგალითი
გომარეთის (მამულოს) მეგალითი, ნაქალაქარი? 2012 აპრილი

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5582


1. რეგიონი: ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი - ჩხიკვთა - ჭივჭავი - მამულოს მიდამოები - თბილისი

3. ხანგრძლივობა: 1 დღე

4. სირთულე: საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: ბენზინის ხარჯის მიხედვით საშუალოდ თითოს დაუჯდა 16-20 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: ორი ჯიპით სულ 9 კაცი + ილიაუნის ექსპედიცია(8 კაცი)

7. გასვლის ორგანიზატორი: ილიაუნი+მაკენა +მე

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ. პანტიანი, მამულო, ბედიანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან დაახლოებით 100-110 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: დაახლოებით 2- 2,5 კილომეტრი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ჩხიკვთას ეკლესია, ჭივჭავას მენჰირი, მამულოს მიდამოებში დიდ ფართობზე გაშლილი ნასახლარები

12. საბანაკე ადგილები: - წყაროსთან

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: სასურველია ჯიპიესი თუ გინდათ იპოვოთ ის, რასაც ეძებთ...

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო ნაადრევი გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა

15. რისკები, საფრთხეები: არაფერი განსაკუთრებული

16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს

17. სასარგებლო ბმულები, მზადება

http://karavi.ge/viewtopic.php?t=5556&start=0
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5558


18. რუკა

„ჩევნ გავყევით ილიუნის პატარა ექსპედიციას...

მათი პირველი პუნქტი იყო ჩხიკვთას ეკლესიასთნ არსებული რაღაც მეგალითური ნაგებობა

აი ეს

ჩხიკვთას სამება // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, როგორც ზევით უკვე ვნახეთ, "გმირთ-ნაკვეთ"-ს, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“-ს უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა ე.თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს: «Вершина Самебы представляет продолшоватую площадку, окаймленную с двух доступных сторон, с юга и востока, оградою, сложёною из больших каменных глыб без всякого цемента... Камни её не принесены извне, а добыты на самой вершине Самебы. Она, как видно, была скалиста, и расчистив вершину, собранные камни нагромоздили с двух сторон, так как две другие стороны по своей крутизне не нуждались в защите. Правда, чтобы сдвинуть с места такие камни, нужна была большая сила, но это гораздо легче, чем поднять их на такую высоту». (Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. II, Тфл. 1905, стр. 14-15 (ჩვენს სტატიაში „ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში“, გვ. 222). ამ აღწერას უნდა დაემატოს მხოლოდ ის, რომ ამჟამად „გმირთ-ნაკვეთ“, „გმირთ - კვეთილ“-ში ერთადერთი ზღუდეა ოდნავად დაცული, რომელიც დაშლის გზას ადგია. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს, რომ თვით სამების მთა ვულკანური წარმოშობისაა" .
http://saunje.ge/index.php?id=985&optio ... =5&lang=ka

გადაწყდა გვენახა ეს "გმირთ-ნაკვალევი"

ჩხიკვთას სამება და აი ეს გალავანი....

ზოგან მართლა ატყვია ადამიანის ხელი, ზოგან კი ბუნებრივ წარმონაქმს ჰგავს...

თავად ეკლესიაც დიდი კვადრებითაა ნაგები“ წერს Tamari_ch.

„სამებისთან მისასვლელად უნდა გაცდეთ სოფელ ჩხიკვთას, რომელიც თავის მხრივ სოფელ ფრცხისის შემდეგაა (აქ ალგეთის მარჯვენა ნაპირზე გადახვალთ). ტრასაზე უნდა იმოძრაოთ ვიდრე არ შეგხვდებათ გზის პირას აღმართული უზარმაზარი რკინის ჯვარი. აქედან ფეხით უნდა გააგრძელოთ გზა ბორცვის წვერისკენ, ტრასიდან ჩრდილოეთით. ბორცვის წვერზეა სამების ტაძარი. ტაძრის სამხრეთ ფასადის გასწვრივ უზარმაზარი, გიგანტური ქვების კედელია აღმართული, სწორედ ამ კედლის გამოა აღნიშნული ჩხიკვთა 1982 წელს გამოცემულ საქართველოს წითელ წიგნში. როგორც ჩანს მეცნიერებს შორის არაა ერთიანობა იმის თაობაზე, ეს კედელი აგებულია თუ გეოლოგიური აქტივობის შედეგია.

მომყავს დრუიდის მიერ გაკეთებული ამონაწერი წითელი წიგნიდან (თუ რამეს გაიგებთ გეოლოგიური ტერმინოლოგიიდან - მე ნაკლებად გავიგე რამე)

ჩხიკვთის სამება ვულკანურ-ეროზიული მოწმე

მდებარეობა: თეთრიწყაროს რ-ნი, ჩხიკვთის სასოფლო საბჭო, მდ ალგეთის ხეობის მარჯვენა მხარე, სოფ. ცხიკვთის თავზე და თბილისი-თეთრიწყაროს გზატკეცილთან სიმაღლეზე 1196 მ ზღვის დონიდან.
დახასიათება: სამება, ანუ გმირთ-ნაკვეთი კონუსისებური ბორცვია, რომლის თხემზე დგას სამების საყდარი. ადგილი ძირიტადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის წყებებით, მაგრამ ბორცვისთხემზე ყურადღებას იპყრობს დოლერიტული ლავის უზარმაზარი, ვერტიკალურად დაყენებული ლოდები, რომლებიტაც აღნიშნული ეკლესია შემოღობილია ორი მხრიდან. აქაური დოლერიტი არ განსხვავდება სამხრეთი საქართველოს პლატოების სხვა ამგებელი ქანებისგან. ჰერმან აბიხი სამების ბორცვს ექსტრუზიად თვლიდა, მაგრამ ეს შეხედულება ამჟამად უარყოფილია. მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ლოდები არ არის სხვა ადგილიდან მოტანილი, არამედ ნაპოვნია ბორცვის თხემზევე. ამ შემთხვევაში დოლერიტის ფრაგმენტები სამების მთის მწვერვალზევე უნდა გავიგოთ, როგორც ქვემო ქართლის დოლერიტული პლატოს ნაწილი, რომელიც ეროზიის შედეგად მოსწყდა ძირითად ნაწილს და ტექტონიკურად გადაადგილდა.“ წერ კახა.


„გუშინ მეტად საინტერესო ლაშქრობა შედგა, საოცრად საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლი ვნახეთ, გომარეთის(მამულოს) მეგალითი და შუასაუკუნეების ნასახლარი (ეს სახელწოდება პირობითია რადგან ამხელა ნასახლარს/ნაქალაქარს თავისი სახელი ექნებოდა რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია), ნასახლარს იმხელა ტერიტორია უჭირავს რომ მას ნაქალაქარი შეიძლება ვუწოდოთ.
ამ გასვლას დიდი ხანია ვგეგმავდი თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ისეთი ხალხი შევიყარეთ რომ ძეგლის მოუძებნელად უკან დაბრუნება გამორიცხული იყო ილიაუნის მანქანით 8 ადამიანი წამოვიდა მათ შორის 2 არქეოლოგი, 2 გეოლოგი და 2 გეოგრაფი გახლდათ, მათ შორის კარველი ლაშარელა რომლისგანაც შევიტყვე თავდაპირველად ამ მეგალითის შესახებ. კარველ ლლევის ეკიპაჟი და ჩემი ეკიპაჟი - თამარიჩი, კახა, მასაი, აცა და მე.
ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რთულად მისაგნებია და რთულადვე მისასვლელი რადგან თუ ჯპს არ გაქვთ ძეგლს ვერ მოძებნით, იგი ტყეში მდებარეობს, მთის კალთაზეა შეფენილი და ჩემის აზრით 5-7 ჰექტარი უჭირავს, მისვლას სწორედ ტყე ართულებს რადგან ძეგლის დანახვა შორიდან შეუძლებელია, არც რაიმე ბილიკი არსებობს რომელსაც დაადგებით და მიხვალთ ნაქალაქარამდე, ჯერ ტყ-ტყე უნდა იაროთ ხოლო შემდეგ საურმე გზას უნდა გაუყვეთ, შემდეგ კი ისევ საცალფეხო ბილიკით უნდა იაროთ.
იმ წერტილამდე საიდანაც ფეხით სავალი იწყება ნებისმიერი მანქანა მივა.“ წერს მაკენა

გომარეთის(მამულოს) ნასახლარისკენ გზაზე ქვისგან აშენებული საწნახელი ვიპოვეთ, მოგვიანებით ვიპოვეთ ვაზი, ამ ვაზის რამდენიმე ყლორტი მოვჭერი და შევეცდებით გავახაროთ


გზაზე მრავლად არის ნასახლარების ნაშთები

შემდეგ კი გზა პირდაპირ ხევშიტყე-ტყე გავაგრძელეთ


მეგალითს მივუახლოვდით


აქ კი საოცარი სანახაობა გველოდა!

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

ერთერთი საცხოვრებელი დარბაზი, ასეთი საცხოვრებელი დარბაზის კედლები რამდენიმე ათეულია ნასახლარზე


სარდაფი, სადაც ჩასასვლელი ქვის კიბეები ჯერ კიდევ შემორჩენილია




იქვე მცირე საყდარი

ერთერთ საცხოვრებელ დარბაზში

საცხოვრებელი დარბაზის შესასვლელზე არქიტრავის ვეებერთალა ქვა
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 21 დეკ 2012, 21:50

ფოტოებს მოგვიანებიტ დავამატებ

აქვე ვიტყვი, გამარჯობა საქართველო საკუთარ გასვლას არ შეაფასებს,

იმისათვის რომ ერთი ჟIურის წევრის ქულა არ მოაკლდეს, ან არ მიემატოს რომელიმე ასვლას, მე მხოლოდ გეგუთის გასვლას შევაფასებ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 23 დეკ 2012, 22:22

სახალხო კენჭისყრა შეწყდა, შედეგები ასეთია, თUმცა საბოლოო შედეგებს ჟIურის გადაწყვეტილებისა და სახალხო კენჭისყრის შეჯერების შემდეგ გამოვაქვეყნებთ.

გეგუთის სასახლე– ჯიხეთი–ერკეთის დედათა მონასტერი

12% [ 4 ]


ოზაანის ამაღლება

3% [ 1 ]


ხვილიშა–შორეთის კომპლექსი

19% [ 6 ]


ხვამლის მთა

35% [ 11 ]


მარიამხევის ეკლესია–ბობნევის ნათლისმცემელი

3% [ 1 ]


გომარეთის მამულოს მეგალითი

12% [ 4 ]


ოშორა–თისელი

3% [ 1 ]


ტბისი

6% [ 2 ]


ზინობიანისა და „ნოდარის“ ტბები

3% [ 1 ]
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 08 იან 2013, 22:55

Image

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა

I ადგილი - ხვამლის მთა /ჟიურისა და სახალხო კენჭისყრის საერთო და ერთსულოვანი ფავორიტი/

II ადგილი - შორეთი

III ადგილი - გეგუთი-ჯიხეთი-ერკეთი

ვულოცავ გამარჯვებული ლაშქრობების ორგანიზატორებს!

უნდა აღIნიშნოს რომ ჟIურის შეფასებით ლიდერობდა

1. ხვამლის მთა.
2. მარიამხევის ეკლესია და ბობნევის ნათლისმცემელი
3. გომარეთის ანუ მამულოს მეგალითი
4. ტბისის კომპლექსი და აბელიანი

შეფასება 50%=50% ზე დაჯამდე ანუ ჟიურის 1 წევრის შეფასება 6,5 ადამიანის შეფასებას უდრიდა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 08 იან 2013, 23:05

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო და კიდევ და კიდევ მადლობა გადავუხადო ჟიურის წევრთა კოლექტივს: kacha-ს, Nika-ს, guruli-ს, ღვთისოს, რომლებმაც ენთუზიაზმით, პირნათლად და დაუზარელად შეაფასეს წარმოდგენილი თემები.

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by Ketevan Guliashvili » 08 იან 2013, 23:23

2 თემას : თისელსა და ზინობიანს 5 წევრის ქულა არ უწერია. თემებში ინფო თითქმის არ იდო ამიტომ "განსახილველი თემების ელ-ფოსტაზე" ვერ გადავაგზავნე.
ეს ჩემი პრობლემა იყო, რისთვისაც თემების ავტორებს ბოდიშს ვუხდი!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის „კარავული„ ახალი მარშრუტი–აღმოჩენა

Post by shoda1121 » 09 იან 2013, 01:10

მიხარია რომ შორეთის გასვლა მეორე ადგილზე გავიდა :
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5563&start=0
სამცხე-ჯავახეთის 3დღიანში იმდენი რამე ვნახეთ და ისეთი შთამბეჭდავი გასვლა იყო რომ ნამდვილად იმსახურებდა არა-საფეხმავლოში გამარჯვებას შორეთი!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]