Page 1 of 1

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 12:35
by Mako-dgm
ვინაიდან ბევრი კარაველი ამ საიტის მომსახურებით სარგებლობს, გაითვალისწინეთ, საიტი გატეხილია ყველა პირადი და საბანკო ინფორმაცია მოპარულია ამიტომ ყველა ბარათი რომლითაც რეგისტრირებული ხართ სასწრაფოდ დაბლოკეთ 16.01 2012

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 12:54
by Nika
ყველა პირადი და საბანკო ინფორმაცია მოპარულია
ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
მოპარულია დაშიფრული პაროლები (რომელთა გატეხვაც რამდენად შესალებელია კიდევ დასადგენია). და საკრედიტო ბარათების ბოლო 4 ციფრი.

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 12:57
by Nika
გაითვალისწინებთ რომ ბანკებს აწყობთ რომ თქვენ ეგ ბარათები დაბლოკოთ. ახლის დამზადება ხომ ფასიანია. ჩემი რომც გაეტეხათ მაინც 0 მაქვს ანგარიშზე. ყიდვის წინ რამდენიმე წამით ადრე ვდებ ფულს და ეგრევე ნულდება.

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 15:37
by Kakha
მეც მივიღე შეტყობინება მაღაზიიდან, მაგრამ როგორც ნიკა წერს, მხოლოდ პაროლი და ბარათის ბოლო ოთხი ციფრი არის მოპარული. შესვლა დავად 6პმ საიტზე არ ხერხდება, რომ პაროლი გამოცვალო. მიწერე - ვნახოთ რას მეტყვიან.

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 16:36
by Mako-dgm
პირადათ მე სახელფასო ბარათზე მაქვს ანგარიში მიბმული ასერომ გარისკვა ნამდვილად არ მიღირს. თანაც ერთხელ გატეხილი ბაზიდან, ბარათის წინა 12 რიცხვის განშიფვრა თუ გაუჭირდებათ არ ვიცი, ყოველშემთხვევაში მაგათი უტვინობის იმედზე ნაღდათ ვერ ვიქნები. მოკლეთ მე როგორც კი გავიგე და როგორც ვიცოდი ისე გაგაფრთხილეთ და აწი ...
როგორც ვიცი ახალი ბარათის დამზადების ფასი ერთ-ერთმა ბანკმა ამ შემთხვევის გამო გაანახევრა... :roll: :roll: :roll: მაკო

P.S. ანგარიში ბანკში უნდა დაბლოკოთ, ან სულაც სხვა ანგარიშზე გადაიტანოთ თანხა

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 17:10
by Nika
ბანკს გააჩნია. ჩემ ბანკში არაა ეგ პრობლემა. ინტერნეტბანკინგის ანგარიში უნდა გამიტეხონ მაშინ რომ ჩერ მიმდინარეზე გადაიტანონ თანხა და მერე იქიდან მოხსნან. ისე კი მიმდინარეზე არ ვაჩერებ ფულს.
აი პაროლი უფრო სერიოზული პრობლემაა. რადგან რამდენიმე სხვა საიტზეც ეგ პაროლი მქონდა. დავცვალე უკვე სადაც კი შეიძლებოდა.

დანარჩენი ციფრების გატეხვა ასე იოლი ნუ გგონიათ. ეგ ცალკე ბევრად უფრო დაცულ ბაზაში ინახება. თქვენ პროფილში რომ შეხვიდეთ თქვენც კი ვერ ნახავთ მაგ ციფრებს. ბოლო 4 ციფრი კი პირად ინფორმაციასთან ერთად არის.

აი სახელფასო ბარათის ონლაინ შოფინგისთვის გამოყენება კი არა მგონია კარგ აზრად. რომ აღარაფერი ვთქვა საკრედიტო ბარათზე.

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 19:02
by Tamari-ch.
რა მშვიდად არის ღარიბი ადამიანი....

:lol:

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 19:53
by QAQUCA
Tamari-ch. wrote:რა მშვიდად არის ღარიბი ადამიანი....

:lol:

ხეზე რომ ავიდე ძირს არაფერი დამრჩება :lol: :lol: :lol:

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 21:14
by keto
Nika
შენი ბანკი რომელია? იქნებ ჩემიც ეგ იყოს და მშვიდად ვიქნები :roll:

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 17 იან 2012, 21:47
by CheLo
QAQUCA
+1

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 18 იან 2012, 01:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mako-dgm wrote:ვინაიდან ბევრი კარაველი ამ საიტის მომსახურებით სარგებლობს, გაითვალისწინეთ, საიტი გატეხილია ყველა პირადი და საბანკო ინფორმაცია მოპარულია ამიტომ ყველა ბარათი რომლითაც რეგისტრირებული ხართ სასწრაფოდ დაბლოკეთ 16.01 2012
ყურადღებიანი გოგო ხარ.
ეს ვებ-გვერდი არ ვიცოდი.
რატომ რეგისტრირდებოდნენ აქ?
რამე განსაკუთრებული იყო თუ ყველა ბარათის პაროლი თავსდებოდა აქ?

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 18 იან 2012, 02:00
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
ინტერნეტ-მაღაზიაა (როგორც ამაზონი, ბ&ეიჩ და ა.შ.)

მეც მომივიდა წერილები თიბისი-დან, მაგრამ ბარათის დაბლოკვას არ მთხოვენ

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 18 იან 2012, 02:07
by Naia
მსგავსი პრობლემა შეექმნა ზუსად 1 კვირის წინ ანალიტიკურ-სადაზვერვო მედია საიტს http://www.stratfor.com. ჰაკერებმა გატეხეს მათი მონაცემთა ბაზა, სადაც კლიენტთა საკრედიტო ბარათების ინფორმაციები იყო შენახული

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 18 იან 2012, 10:31
by Nika
keto wrote:Nika
შენი ბანკი რომელია? იქნებ ჩემიც ეგ იყოს და მშვიდად ვიქნები :roll:
პროკრედიტი. თანხა მიდევს მოთხოვნამდე ანაბარზე. ყიდვა როცა მჭირდება ინტერნეტბანკინგით ვრიცხავ მიმდინარეზე და ეგრევე ნივთას ვყიდულობ. შესაბამისად ბარათზე მიბმულ მიმდინარე ანგარიშზე ფული არ მიჩერდება. ამავე დროს სალარე მიმდინარე ანგარიში ისეა მიბმული ბარათზე რომ მხოლოდ პროკრედიტის ბანკომატიდან შეგიძლია თანხის გამოტანა. შესაბამისად მანდ თუ მიდევს თანხა, ფიზიკურად ბარათი უნდა მომპარონ (ან დაკლონონ) პინ კოდიანად რომ მერე ბანკომატში გაანაღდონ.

ყურადღება. ვებ მაღაზია 6PM გატეხილია

Posted: 18 იან 2012, 10:36
by keto
Nika
აი, როგორ იქცევა ჭკვიანი კაცი და არა მე :) 3 ბარათი მაქვს 6პმ-ზერეგისტრირებული :შ
თუმცა ვითომ რამხელაა შანსი რომ იმ ბოლო 4 ციფრით ანგარიში გატეხონ? არ ვაპირებ ბარათის გამოცვლას თუ ვინმემ ძალიან არ შემაშინა და... :roll: