Page 1 of 2

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 05 მარ 2006, 18:38
by Forest
სალამი,
ხომ არ იცით ვინმემ, არის საქართველოში ბირთვისის მსგავსი კლდეთა სისტემა სხვაგან კიდევ თუ aსეთი სახის კლდეები უნკალურია საქართველოში?

FOREST

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 05 მარ 2006, 22:37
by Giorgi Bagrationi
მთლათ მასეთი არა, მაგრამ მსგავსია ისტორიულ საქართველოში, სოლომონ-კალას მიდამოები :wink:

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 05 მარ 2006, 22:38
by Giorgi Bagrationi
ესეც ხედი ზემოდან

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 14:37
by Gvalva
Giorgi Bagrationi

აუუუ...

სადაა ეს ყველაფერი?? ტაო-კლართჯეთში??

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 14:48
by pauna
აუ რააა....
ნამდვილად გავს ბირთვისს....

თუ ახლოა და არაა ტაო....
იქნეფ მალევე გვენახა! :D

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 16:03
by Forest
"სოლომონ-კალას მიდამოები" სად არის?

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 18:19
by lama
ტაო კლარჯეთია აშკარად ჯოჯოხეთის კანიონის მიდამოები :roll:

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 19:00
by PINKY
ჯაჯახეთის კანიანის
აუუ..

რამაგარ საჰელ ია..

ნეტავრაჰდება მ,ანდ ? ? ?

Image

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 19:12
by Giorgi Bagrationi
ჯოჯოხეთის კანიონის მიდამოები არაა, მაგრამ ტაო კია. უფრო სწორედ აღმოსავლეთ ტაო.
ამ ხეობაში ცნობილი ბანას ტაძრიდან შევდივართ, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. :wink:

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 19:21
by Forest
ხალხო ბირთვისში მასეთი გამოქვაბულები ან საერთოდ გამოქვაბულები არის?

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 19:43
by Giorgi Bagrationi
ასე ვთქვათ "გამოჩორკნილი" არა, მაგრამ ბუნებრივი გამოქვაბულები ბირთვისშიც საკმაოდაა.

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 20:17
by Forest
ისე მე არ გამიგია ბირთვისის გამოქვაბულებზე , ბევრია? ასე 1-2 თუ 20-30
და საიდან უნდა მიხვიდე სანახავად, ტბისიდან თუ ორბეთიდან? თუ შეგიძლია დეტალურად მითხარი.

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 20:54
by Giorgi Bagrationi
მთლად კლასიკური გამოქვაბულები არაა. ალბათ ნანახიც გაქვს და გამოქვაბულად არ ჩაგითვლია. ძირითადად ცენტრალურ ნაწილში, "დევის ნარღვევის" შემდეგ. კლდეების ძირებში, დიდი ლოდების ქვეშ და ა.შ.

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 21:23
by Forest
მე თვითონ ნამყოფი არ ვარ ბირთვისში, მოყოლილი ამბებიდან და სურათებიდან ვიცი მხოლოდ. ისე დაახლოებით გასაგებია სად არის.
სატელიტიდან გადაღებული სურათი დავურთე, "დევის ნარღვევი"-ში რომელ გზას გულისხმობ 1 წითელ ხაზს თუ 2-ე ხაზს?()

P.S. ვინც არ იცის, სატელიტიდან გადაგებული სურათები შეიძლება აიღოთ აქედან http://earth.google.com/ .

ბირთვისის კლდეთა სისტემა

Posted: 06 მარ 2006, 23:28
by Forest
???