კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Archil » 30 დეკ 2011, 18:29

Ketevan Guliashvili wrote: Archil

ვაა, ალბათ ბოლო მოგზაურობა ყელიწადზე...

:)

მასკალებისათვის იყოს ბოლო ლაშქრობა

ჩვენ კიდევ წავალთ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 30 დეკ 2011, 18:41

Archil wrote:
Ketevan Guliashvili wrote: Archil

ვაა, ალბათ ბოლო მოგზაურობა ყელიწადზე...

:)

მასკალებისათვის იყოს ბოლო ლაშქრობა

ჩვენ კიდევ წავალთ :)
ნდა, მოსკალი ...

წავალთ ლეგალურად ან ...:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 30 დეკ 2011, 20:41

მიკა და კახა - ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბილისი /ივლ 08, 2006/



mika

4-ში გავედით დიდუბის სადგურიდან. სამარშრუტომ ჩაგვიყვანა სოფელ ოქროყანაში (გადასახვევი არმისული ყაზბეგამდე).

ტვირთი გადავინაწილეთ, რის შემდეგაც შევუდექით მარშუტს. ვიწრო ხეობის გავლის და თერგის გადალახვის შემდეგ დავინახეთ ულამაზესი თრუსოს ხეობა ამინდი არ გამახსენოთ, წვიმდა. ჩვენდა გასაკვირად ხელმარჯვნივ ფერდობზე უზარმაზარი ბულდოზერი დავინახეთ (მემგონი გზა გაყავდა სად და როგორ???)
ირგვლივ ყველგან მჟავე წყლები ამოდის და ულამაზეს მრავალფორმიან მარილის რელიეფებს ქმნის...(pic3)

გავაგრძელეთ გზა კერტისისკენ თერგის მარცხენა სანაპიროზე კახამ პატარა ტბა დაინახა. სულ ცოტა წინ კი მოჩანდა ძველი კოშკები, ეს იყო სოფელი კერტისი.

მწყემსებთან საუბრის შემდეგ ხეობაში გადავწყვიტეთ შეგვეხედა... ასეც მოვიქეცით და იქვე ახლოს კახამ იპოვა იდეალური ადგილი ბანაკისათვის..ჩვენც დავეცით ბანაკი.....მდინარის პირას....

მეორე დილა თითქოს ღრუბლებმა აიწია .. მარჯვნივ რომ ქედი მოჩანდა და ბილიკი აი მანდ გავიარეთ...

საკმაოდ რთული იყო დიდ სველ ბალახზე სიარული .....

თრუსოს ხეობა არის ულამაზესი. განსაკუთრებით ის ადგილები სადაც 3-ი ხეობა და სამი მდინარე ერთდება /ერთ– ერთის სახელია დესიდონი და დესიკომიდონი. თერგი მესამე არ მახსოვს/. შემდეგ უზარმაზარი დელტასავით წარმონაქსნი და ამ ყველაფერს კი ციხე და კოშკები დაჰყურებს, სიღრმეში კიდევ მოცანს კოშკები ..

მოკლედ თუ მოხვდებით ამ მარშიტზე ოგონდ აირჩევთ უფრო რთულ უღელტეხილს (რომელიც ამ ხეობის დასაწყისში მინერალურ მჟავე წყლებთან იწყება) მაშინ აუცილებლად გამოყავით რამოდენიმე საათი რომ ხეობას ბოლომდე ჩაუყვეთ რომ შემოაღნიშნული ადგილები არ დაგრჩეთ აუთვალიერებელი.(pic.4)

რაც შეეხება მარშუტის მეორე დღეს: ამინდი იყო მზიან მოღრუბლული.
შევუდექით ხეობის მარჯვენა ფერდობს და უზარმაზარ ბალახებში (საკამოდ ძნელია თან როცა ეს ბალახი სხელიცაა) ვიარეთ. სულ 500იოდე მეტრში ლელას მფარველმა ანგელოზმა ყური აუწია "შენ გვალვუჩი რატო უკან არ გაბრუნდებიო, გინდა გვალვისგან ყელიწადის ტბა დააშროოო" ხოდა ლელასაც რა გზა ჰქონდა გამობრუნდა უკან. (იხ. ობიექტური პასუხები პმ-ებში)

სველი იყო ბალახში სიარული ძალიან ძნელი იყო და საკმაოდ ხშირად ვცურდებოდით, თან ისიც გაითვალისწინეთ რომ ბათინკი(თუ სუპერ უძლიერესი არ გაქვთ) ეგრევე გისველდებათ და წყალი შეგდით მათ შორის „ანდეს“ წყალგამძლე ბათინკშიც საკმაოდ სწრაფად შევიდა წყალი.

შემდეგ მივუახლოვდით ადგილს, რომელიც, სავარაუდოდ მეცხვარეების სადგოგმი იყო.. იქვე ახლოს არის გოგირდის წყლები (შესაბამისად სუნიც. დალევა არ ღირს
)
ამის მერე ისწყება ნაშალიანი მონაკვეთი. ჩვენ გავუყევით მდინარეს რომელზეც ალაგ ალაგ იდო თოვლი და ჩვენც ხან ერთ ნაპირზე ხან მეორეზე გადავდიოდით. რამოდენიმე ადგილზე ძაან ლამაზი ჩანჩქერებიც იყო (pic.6) შემდეგ შევუყევით ქედის მარჯვენა ფერდობს როგორც რუკაზე 300იოდე მეტრი ოთხით ვიბობღეთ მაგრამ... აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად. ეტყობა წინ მიწა ჩაიშალა და გადასვლა შეუძლებელი იყო ამიტომ ჩამოვბობღდით და გავაგრძელეთ გზა მარჯვნივ მდებარე ქედზე და ბოლოს მივაღწიეთ დიდ ნაშალებამდე. იქ ცოტა ხანს შევისვენეთ (ვჭამეთ) და ამასობაში წვიმაც წამოვიდა. ამ ადგილიდან დაიწყო საკამოდ დიდი აღმართები. სიმაღლეს სწრაფად ვკრეფდით, როგორც GPS გვიჩვენებდა კიდევ 400მეტრი უნდა აგვეკრიფა....

1საათში ისევ წამოდიდა წვიმა და კაი ხანი აღარ გადაუგია, ამსობაში ნისლიც ჩამოწვა (ამჯერად „სამუდამოდ“, მხოლოდ 1დღის მერე დახლოებით 5სათზე აიწია ნისლმა ისიც 1-2საათით და ნაწილობრივ) უღელტეხილს ვერ ვხედავდით ამიტომ ბრმად მივდიოდით. ძაან ძნელი იყო წვიმაში, ნისლში, სველ ნაშალზე და თოვლზე სიარული. ბოლოს როგორც იქნა გადავლახეთ ეს უღელტეხილი (ყველაზე ძალიან ეს მონაკვეთი გამიჭირდა, ეტყობა ძაან მძიმე ზურგჩანთა მქონდა მაგ მომენტში)

უღელტეხილიდან მხოლოდ ათიოდე მეტრი იყო მხედველობა..დავეშვით სავარაუდო მხარეს და დავინახეთ ნაწილობრივ ყინულებიანი ტბა. (pic. 7-8-9-10). მოვძებნეთ საბანაკე ადგილი (ი.ხ. დატანილია ნიკას დადებულ რუკაზე) და დავეცით კარვები...(pic.11. 12)

მორე დღეს ავდექით კიდევ კარგი რომ არ წვიმდა თუმცა ნისლი ოდნავადაც არ შემცირებულა. და გადავედით არჩვების ტბაზე მანამდე კი თოვლიანი მინი "უღელტეხილი" გადავიარეთ (pic.13). დავინახეთ არჩვების ტბა (pic.14)
რომელიც ნისლის გამო ნახევრად ჩანდა და ნაპირები /განსაკუთრებით სამხრეთის ნაპირი/ ყინულით და თოვლით იყო დაფარული. სწორედ აქ დავუშვით შეცდომა (ჩემს გამო მიზეზი: რუკის მაშტაბი და 100მ სიმაღლის აკრეფის მოლოდინი იყო) თუმცა ეს შეცდომა ასე 300-400მ-ში გავაცნობიერეთ და ქედზე დაგავლით დავუბრუნდით საწყის მარშუტს, ანუ მივაღწიეთ არჩვების ტბის სამხრეთ დასავლეთის ნაპირს და გზა მარშუტის შესაფერისად განვაგრძელეთ. მარჯვენა მთის ფერდობზე /სწორედ არ წავაწყდით დათვის ნაკვალევს (pic.15)/ შემდეგ წინ დავინახეთ ჩავარდნილი ადგილი. ეს ადგილი ტოპ. რუკაზე ადვილად ვიპოვე და 2 დასკვნა გამოვიტანე რომ ან მარჯვნიდან უნდა შემოგვევლო ან მარცხნიდან პირველი სიმარტივის გამო მარცხნიდან შემოვუარეთ და მარჯვნივ ავიღეთ გეზი, თუმცა რამოდენიმე ასეული მეტრის გავლის შემგედ აღმოჩნდა რომ GPS სულ სხვა მიმართულებას აჩვენებდა......
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 19:09, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 30 დეკ 2011, 20:42

მიკა და კახა - ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბილისი /ივლ 08, 2006/


აი, აქ კი მე ტვინი გამეჭედა, ვერ ვხვდებოდი რაში იყოო საქმე, უბრალოდ ვეღარ ვფიქრობდი, ყველანაირი სქემა მომეშალა თავში და მეც გავიფიქრე მორჩა, სადაც მიდიხართ გამოგყვებითთქოო....

კახამ დავუჯეროთ GPSსო და ასეც მოვიქეცით, მაგრამ რამოდენიმე ხნის ბოდიალის და მიმარტულების 5ჯერ მაინც შეცვლის შემდეგ ისევ ჩვენ ნაკვალევს მივადექით... მერე ისევ ამ ნაკვალევს გავყევით უკან და მოვხვდით იმ ადგილზე სადაც სწორეს იმ ჩავარდნილ ადგილის გამო შემოვლას ვაკეთებდით და ისევ იმ სქემის მიხედვით გავაგრძელეთ გზა....

და აი მივადექით ტბას (პატარა ტბას) მიუხედავად მისი მცირე მასშტაბისა ჩავთვალეტ რომ ეს იყო ის X ტბა...გავაგრძელეთ გზა და მივადექით უფრო დიდი ტბას.. კახამ და მე მარჯვნიდან მოვუარეთ და იქვე მარცხნივ კიდევ უფრო დიდი ტბა დავინახეთ ცოდა კიდევ წინ კიდევ კახამ მეორე დიდი ტბა ნახა რომელის მარცხენა ნაპირის ქედზე იყო ბესლანის დაღუპულთა მემორიალი...

ამასობაში ნისლი მაღლა ავიდა და შერხოტა დავინახეთ. ოოო, მაშინ კი ამოვისუნთქე დაახლოებით ამინც ვიცოდით სად ვიყავით....იქვე მიწა გავათავისუფლეთ ქვებიდან და კარვები გავშალეთ...კახა სასწრაფოდ გაემართა ბესნალის მემორიალისკენ რომ იქეთ გადაეხედა რა ხდებოდა მაგრამ სამწუხაროდ და საბედისწეროთ ნისლმა არ აცალა (თორემ ალბათ იქიდან ყელის ტბასაც დაინახავდა და უღელტეხილსაც)

მთელი ღამე წვიმდა და ქარი უბერავდა. რაც ძაან დიდი დისკომპორტს გვიქმნიდა (სველი ნასკები და ბათინკები უნდა ჩაგვეცვა)

მეორე დღეს კი ჩემი დიდი სურვილისდა მიუხედავად სულ სხვა მიმართულებით გადავედით ნიკას მიერ რუკაზე ნაჩვენებ უღელტეხილზე....
და მოვხვდით ერმიდონის ხეობაში....
მე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ყელის ტბაზე უკვე ვეღარასოდეს მოვხვდებოდით თუმცა ზოგს იმედი კიდევ ჰქონდა...ჩავუყევით მდინარეს რატომღაც გვეგონა არაგვის ხეობა თუმცა სულ უფრო დაშვების შემგედ ვრწმუნდებოდი რომ ეს არ იყო არაგვის ხეობა და ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი როცა მდინარემ მარჯვნივ შეხვია და სოფელი გამოჩნდა ეს უკვე ნამდვილად უადგილო იყო... მერე კი მე და კახამ ოსური ტექდათვალიერების ქაღალდი ვიპოვეთ. მანქანის ნაკვალევი იყო ბალახსე (ალბათ მესაზგვრები ამოყავთ ხოლმე) უკვე ამ ადგილებიდან გვითვალთვალებდნენ..ალბათ უფრო ადრე ადგილებიდანაც..
(pic. 16.17. 18. 19. 20. . . .) /სოფლამდე მდინარის მარჯვენა სანაპიროზე იყო რამოდენიმე კოშკი/..
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 30 დეკ 2011, 20:43

მიკა და კახა - ოქროყანა-კეტრისი-ყელიწადი-არჩვები-(?)-ერმანი-ცხინვალი-თბილისი /ივლ 08, 2006/

კახა

ჰოდა შერხოტა რომ დავინახეთ მივხვდით სადაც ვიყავით. ყელისტბის უღელტეხილი შორს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან საღამოვდებოდა და ძალიან დაღლილები ვიყავით გადავწყვიტრეთ იქვე, ფაქტიურად უღელტეხილზე დაგვეცა ბანაკი - დაახლოებით 3500 მეტრზე. იმედი გვქონდა, რომ მეორე დღეს გამოიდარებდა და ადვილად მივაგნებდით უღელტეხილს, და ყელის ტბის კარგად დათვალიერებასაც მოვასწრებდით. სინამდვილეში ღამე ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდა და დილას კიდევ უფრო სქელი ნისლი დაგვხვდა, თანაც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ქარი უბერავდა (ნისლს კი რატომღაც არ ყრიდა) და წვიმდა (სცრიდა), ხანდახან თოვლიში დაგადაიოდა. ასეა თუ ისე ესაა ჩვენი ბოლო ბანაკი (შემდეგი ღამე ცხინვალი კპზ-ში გავათენეთ).

უკვე იცით რომ ნისლის გამო უღელტეხილს გავცდით (ვერ დავინახეთ სად უნდა გადაგვეხვია მარცხნივ), მერე ფერდობმა მკვეთრად დაიწყო დაშვება. ვიარეთ ნაშალზე და გამოჩნდა პატარა მდინარის სათავე - აი თურმე როგორ იწყება და სად იღებს ლიახვი სათავეს (ძალიან გვიან მოვხვდით რომ ეს ლიახვი იყო!).

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სურათი გადავიღე სოფელ ერმანამდე. ერმანის შემდეგ კი ყველას ვთხოვე სურათები აღარ გადაეღოთ. როცა მკითხეს თუ რატომ არ უნდა გადაეღოთ მე ვუთხარი, რომ უკვე ცხადია სადაც ვართ, აწი რასაც გადავიღებთ ხეობის უფრო სიღმეში კაცმა არ იცის რა შეიძლება მიაკერონ მეთქი (მაგალითად კადრში შეიძლება გამოჩენილიყო გზა და მერე ეთქვათ ქართველო დივერსანტებო ჩენი გზების მდგომარეობას იღებდით ფოტოებზეო, ან სხვა ამგვარი). არადა, სამწუხაროდ (თუ ჩვენდა სასიკეთოდ) მართალი აღმოვჩნდი და როცა დაგვაპატიმრეს /თუ ჩვენ ჩავბარდით/ სულ დეტალურად ნახეს ჩვენი ფოტოები, მაგრამ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ჰოდა აღარც გადაგვიღია. არადა ლიახვიდ ზედა წელის მსგავსი სილამაზის ხოება მგონია საერთოდ არ მინახავს აქამდე.

ჩემი აპარატით ოსეთის უშიშროების თანამშრომელმა ოთახში რამოდენიმე კადრი გადაიღო, ალბათ აპარატს ტესტავდნენ, /ერთი კადრი სხვადასხვა ექსპოციზიით ექვსჯერ-თუ შვიდჯერაა გადაღებული/. კადრშია ოთახი სადაც მე პირად დამკითხეს. მარჯვენა ნაწილში მდგომ სკამზე ვიჯექი /მოგონებანი გარდასულ დღეთა/.

გამოგვიშვეს და აპარატებიც უკან დაგვიბრუნეს.

გორიდან თბილისიკენ მიმავალ სამარშრუტოში მჯდომმა უშიშროების მიერ გადაღებული ეს ფოტოები აღმოავაჩინე.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 31 დეკ 2011, 19:16

ორი თემიდან არა მხოლოდ ტექსტი არამედ ფოტოების წარდგენაც მთხოვეს

მთამყვარებიას თუშეთიდან ხევსურეთში გადასვლის ამბავი: http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3625&start=0

და ლობოს ორეთზე გათუშმეცხვარებულნი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=24 ... c&start=90
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 11 იან 2012, 15:13

ფოტოების დადება შემაგვიანდა, უახლოვეს დღეებში დავასრულებ ატვირთვას. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 15 თებერვალს, როგორც კოტეტბელმა თქვა სი(ყვ)არულის დღეს:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by perwkli » 11 იან 2012, 16:22

ბლოგებს არ იღებთ ხო? კაი :დ

და ისე, საერთო -სახალხო კენჭისყრა არ ჯობდა?
ფეისბუქზე, ჯგუფში, ხმის მიცემით, კაცზეერთი ან ორი ხმით, მხოლოდ კარაველებისთვის.
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 11 იან 2012, 16:27

perwkli wrote:ბლოგებს არ იღებთ ხო? კაი :დ

და ისე, საერთო -სახალხო კენჭისყრა არ ჯობდა?
ფეისბუქზე, ჯგუფში, ხმის მიცემით, კაცზეერთი ან ორი ხმით, მხოლოდ კარაველებისთვის.
პერწკლი, ბლოგზეს, ფეისბუქზე რაცაა გამოქვეყნებული იმასაც და სადმე რამე თუა იმასაც, ყველაფერს ვიღებთ. მთავარია ადამიანს ლაშქრობაში წასვლას უქმნიდეს განწყობას და კარაველის შემოქმედება იყოს, /კარავული გასვლაც თუა კიდევ/.

ჟიურის იდეა მოეწონა ხალხს, მეც მომწონს, ვნახოთ როგორ "იმუშავებს";)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:35

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 19:12, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:37

მთა მყვარებია - ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 2010

ჭონთიო
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

აწუნთის გზას შევუდექით
Image

Image

მწვერვალზე
Image

აქეთ თუშეთია:
Image

აქეთ კიდევ ხევსურეთი
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:37

მთა მყვარებია - ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 2010

ჭონთიო
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

აწუნთის გზას შევუდექით
Image

Image

მწვერვალზე
Image

აქეთ თუშეთია:
Image

აქეთ კიდევ ხევსურეთი
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:40

მთა მყვარებია - ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 2010

Image

Image

Image

Image

სოფელი ბახაო (ხევსურეთში)

Image

ახალი ხახაბო

Image

თებულომ სულ ერთი წამით გადაიგდო ნისლის მანდილი :)

Image

Image

არდოტის ეკლესია
Image

Image

ბეჭებგაბზარული მუცო

Image

Image

შატილი
Image

Image

ულამაზესი ყვავილებით იყო თუშეთ-ხევსურეთი მოჩითული

Image

Image

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:43

მთა მყვარებია - ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 2010

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 13 იან 2012, 17:47

მთა მყვარებია - ფოტორეპორტაჟი თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 2010


Image

Image

Image

Image

გადავედით თუშეთში
Image

Image

Image

Image


პირველი სოფელიც გამოჩნდა: ხისო:

Image

Image

ეს კიდევ ქუმელაურთაა
Image

ომალოშიც მივედით. ეს ის სასტუმროა ("თუშეთი"), რომლის ეზოშიც გვქონდა კარვები გაშლილი შარშან

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]