კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 13:21

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Ketevan Guliashvili wrote: თავდაპირველად მინდოდა სხვადასხვა ფერი, მაგრამ ვიფიქრე რომ ეს სხვადასხვა პირობაში ჩააყენებდა ავტორებს. ყველსათვის ცნობილია რომ წითელი და ცისფერი ადვილად იპყრობს" მომხმარებლის" ყურადღებას.
კგ რა, რა სხვა და სხვა პირობაში ცაყენებაზე ლაპარაკობ, სარეკლამო ტექსტები კი არა, გასვლის აღწერებია.
უბრალოდ, გასარჩევად თვალი სხვა და სხვა ფერს უფრო აღიქვამს, ვიდრე 1 ფერს.
ეგეც მართალია, შევცვალე ფერი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:47

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

შევიკრიბეთ შაბათს, 1 აგვისტოს, დილის 6 საათზე მაკდონალდსთან. სახლიდან სანამ გამოვიდოდი, 1 საათით ადრე ისეთმა წვიმამ დასცხო, სანამ ტაქსში ჩავჯექი, გავილუმპე. ამიტომ ამინდთან დაკავშირებით დიდი იმედები არ მქონდა.

ჩვენი მძღოლი კარვისთვის კარგად ნაცნობი ზვიადი იყო, მის გარეშე რომ ხევსურეთისკენ არცერთი გასვლა არ დგება .

ბარგი გასასვლელში ელაგა სართულ-სართულ, ისე რომ გვერდით მსხდომთ ვერ ვხედავდით, ამიტომ იყო რომ ნაიას კურიოზი შეემთხვა , (თუ მოისურვებს თავად მოყვეს).

ალვანში ჩავედით, სატვირთოს ძარაზე ავბობღდით და შევყარეთ ბარგი.

სატვირთოთი მგზავრობა მართლა მაგარი ექსტრიმი იყო. ჯერ იყო და გვაწვიმდა, ხან რას ვეხეთქებოდით, ხან, რას, მერე ხის ტოტებისგან რომ თავი დაგვეცვა, ერთმანეთს ვაფრთხილებდით სამხედრო შეძახილით "დაწექიიიით", და თავებს ლამის ზურგჩანთებში ვყოფდით . მალე იქაურობა ნისლში გაეხვა.

მერე შეჩერება მოგვიწია, გზა იყო ჩახერგილი ნაშალისგან და გაწმენდის გარეშე სატვირთო ვერ გადავიდოდა.

მამაკაცებმა იყოჩარეს და გზა ცოტა მოასწორეს.

აი ჩვენი მძღოლის, ახალგაზრდა ბიჭის, ონისეს სიყოჩაღემ მართლა განგვაცვიფრა, ისე ოსტატურად დაყავდა მანქანა.

გადავედით თუშეთში. პირველი სოფელიც გამოჩნდა: ხისო: მერე გამოჩნდა ქუმელაურთა. ომალოშიც მივედით. იმ სასტუმროსთან ("თუშეთი"), რომლის ეზოშიც გვქონდა კარვები გაშლილი შარშან, სასტუმროს მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე, ჩვენი შარშანდელი მასპინძელი შეგვეგება, პაატამ მას გელას ლექსების წიგნი ჩამოუტანა . გზა განვაგრძეთ.

შორს კესელოს კოშკები ჩანდა. დართლოს გზაზე ცისარტყელამაც გამოანათა. მალე დართლოც გამოჩნდა. ბანაკი მდინარის პირას, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დავეცით, კარვები გავშალეთ და ცეცხლისთვის შეშა მოვიტანეთ.

სანამ მეორე დღეზე გადავიდოდი, მინდა ამ ლაშქრობის რამდენიმე მონაწილის პორტრეტები შემოგთავაზოთ მათ კარგად გასაცნობად, არ უნდა იცნობდეთ მომავალ კარველებს?

მახსოვს, კარგად რომ გაგვეცნო ერთმანეთი, დედოფლისწყაროს სასტუმროში რომ თამაში ვითამაშეთ (ვაშლოვანის ნაკრძალის გასვლაში) ის გავიმეორეთ და ძალიანაც ვიხალისეთ. სწორედ აქედან წამოვიდა ფრთიანი მახასიათებელი ფრაზები: სოფო- ჯარისკაცობაზე მეოცნებე, სანდრო- რატომ არა ვარ მეფე-გიორგი, იაკო- დედა ფეხწრიაპიანი და ა.შ.

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:40, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:48

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

მეორე დღეც გათენდა.

ღამით წვიმდა და ორ კარავში წყალი ჩავიდა. საძილეების გაშრობა კოცონთან მოუწიათ.

მეორე ღამის გათევაც დართლოში, იმავე ბანაკში გადავწყვიტეთ. ვისაუზმეთ და გავემართეთ დართლოს, დანოსა და კვავლოს დასათვალიერებლად.

დართლოს ეკლესია, რომელიც თურმე ხატის ადგილას აუგიათ, ამიტომ ქალებს მასთან მიახლოება ეკრძალებთ.

ეს ძაღლი ხევსურეთიდან გადმოყოლია ტურისტებს, მას მერე თურმე ხან ვის ეკედლება და ერთგულობს და ხან ვის. ჩვენს ბანაკსაც დარაჯობდა 2 დღე და არც ძროხას უშვებდა ახლოს და არც ცხვარს

ამ ოჯახში ვიყავით შარშან სტუმრად, ეს კი პატარა სამუხაა (ქერაკულულებიანი), შარშან რამდენიმე თვის იყო, ცხენზე რომ იყო შემოსკუპებული გამოცდილი მხედარივით
დანოში ავედით. დანოელებს ფოტოები გადავუღეთ.

ისეთი გემრიელი ალუდი დაგვალევინეს, ენით ვერ აღწერ

ერთერთი სახლის კედელზე პიქტოგრამები დავინახეთ და ფოტო გადავიღეთ

დანოელმა პაპამ სულთანი რომ დაინახა მაშინვე ბალალაიკა გამოიტანა (სულტანმა თავის ბალალაიკა ბანაკში დატოვა )

ეს დანოს ხატია. ქალების მიახლოება აქაც არ შეიძლება, შორიდან გადავირე ფოტო.

დანოდან კვავლოსკენ გავემართეთ. ქვემოთ დართლო ჩანს.

ყვავილებიან მდელოებზე ვიპოზიორეთ

კვავლოს კოშკებიც გამოჩნდა.

სულთანი ადგილობრივებს
ცხვრის გაპარსვაში მიეხმარა

უნდა გენახათ, რა გატრუნულები იყვნენ ცხვრები, თავიდან ცოცხლები არც მეგონენ

მერე სანამ ზემო კვავლოში ავიდოდით, მზემაც გამოანათა, მინდორზე წამოვკოტრიალდით და მივეფიცხეთ. იმ დრეს რადგან არსად გვეჩქარებოდა, მთლიანად დავტკბით ზანტი, პენსიონერული ხეტიალით, გადარბენაზე არ ვიყავით და სამივე სოფელი გემრიელად დავათვალიერეთ

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:50

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.


კვავლოში ჩავუდით. ახლა აქ გაგვიმასპინძლდა იქაური როსტომა პაპა. ალუდით და არყით. თან ისეთი გემრიელი ყველი ჰქონდა, სულ შევუჭამეთ.

ეკამ და ამირანმა როსტომა პაპას შვილიშვილებისგან ინტერვიუ აიღეს

როსტომა პაპას რომ თავი "დავაღწიეთ" და ბანცალ-ბანცალით კვავლოს კოშკისკენ გამოვემარტეთ, ჩვენი ჯგუფის მეორე ნაწილს გადავეყარეთ, სხვა ოჯახი რომ მასპინძლობდა

ეს მამუკაა, კავკასიკას მეგობარი. წინა დღეს გიომ დაგვირეკა, მოგვიკითხა და გვითხრა, თუ რამე დაგჭირდეთ მამუკასთან მიდით ჩემი სახელითო. რა თქმა უნდა ამ უცნობი მამუკას შეწუხებას არ ვაპირებდით, მაგრამ შემთხვევით ამოვყავით მის ეზოში თავი, და მასში კავკასიკას მეგობარი მხოლოდ თუშეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერის ქურთუკის დანახვისას ამოვიცანით

ამ მეორე "ბლოკპოსტსაც" ვერ დავაღწიეთ თავი სამი ჭიქა არყის დალევის გარეშე , როგორ ჩამოვაღწიეთ დართლომდე მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით არ ვიცი

მოკლედ მოხიბლული დავრჩით თუშების სტუმართმასპინძლობით. განსაკუთრებით კვავლომ მოგვხიბლა ამ მხრივ .

პიქტოგრამა კვავლოს კოშკზეც შევნიშნეთ.


დღე მესამე:

გავიღვიძეთ დართლოში, ავშალეთ ბანაკი, ბარგი შევკარით, დავუტოვეთ სულთანს და სანდროს, რომლებიც ცხენებს და გამყოლს ელოდებოდნენ, და დავიძარით ფეხით ჯერ ფარსმისკენ, მერე გირევისკენ.

ჩვენი ერთგული მეგობარი (ძაღლი) რა თქმა უნდა თან გამოგვყვა.

ალბათ 5 კმ. გვექნებოდა ფეხით გავლილი რომ უცებ ხმაური შემოგვესმა, უკან გავიხედეთ და ონისეს სატვირთო მანქანა გამოჩნდა, თურმე პაატა მოლაპარაკებია ჩვენს გირევამდე აყვანაზე , ჩვენი ბარგიც მანქანაში იდო. ავედით სატვირთოს ძარაზე და ის იყო დავიძარით, ჩვენს ცუგას რომ გამოვხედე, ისეთი სევდაჩაბუდებული და აფორიაქებული თვალებით გვიყურებდა, გულში რაღაც ჩამწყდა. მანქანა მიდიოდა და ცუგა გამალებით მოსდევდა უკან. გული დაგვეწვა, გოგოებმა და ბიჭებმაც პროტესტი გამოვთქვით, ონისეს სახურავზე დავუბრახუნეთ და მანქანა გავაჩერებინეთ. ახლა ცუგას ძარაზე აყვანა იყო პრობლემა, არაფრით არ უნდოდა თავის ნებით ასვლა, მერე ნანამ იყოჩაღა, სტაცა ხელი და კახას და ბიჭების დახმარებით ამოათრიეს ძარაზე, მაგრამ ამ სულელმა ძაღლმა ისკუპა და არ გადახტა ძირს? . რაღაც ვიზამდით? გავაგრძელეთ გზა, ის კი ისევ უკან მოგვდევდა რამდენიმე კილომეტრი, მერე სხვა ძაღლებთან მოუვიდა ჩხუბი, იმათ თავი დააღწია და ისევ მანქანას გამოეკიდა, მაგრამ მერე მოსახვევებში მხედველობის არიდან ჩამოგვშორდა. ძალიან დაგვწყდა გული .

ფარსმაში ონისემ ნახევარსაათიანი გაჩერება გააკეთა, რომ სოფლის დათვალიერება მოგვესწრო.

მანამდე კი სოფელი ჭეშო გავიარეთ:

ავედით ფარსმაში, რომელიც გზიდან მაღლა მდებარეობს.

ამ ბიჭმა ჩვენთან ერთად იმგზავრა სატვირთოთი, გაგვიხარდა, რომ ვნახეთ

ცხენს ნალს აჭედებენ.

ფარსმა-გირევის გზა ერთ-ორ ადგილას ჩაწყვეტილი იყო, ონისემ მდინარეზე გადმოიყვანა მანქანა და ოფროუდის ისეთი კლასი აჩვენა, განგვაცვიფრა. მართლა, გურულმა მკითხა წინა გვერდზე, ეს დართლოელი ონისეაო? სწორედ მაგ ონისე გახლავთ, თეთრი ჯვრის გამოსახულებიან სახლში რომ ცხოვრობს.

მივედით გირევში და სამახსოვრო ფოტოც გადავირეთ მანქანასტან, ბარგთან და ონისესთან ერთად.

ცოტა ხანში უცებ ყეფა შემოგვესმა და ჩვენსკენ მორბენალი ჩვენი ცუფგა არ დავინახეთ?
ძალიან გაგვიხარდა მისი დანახვა

გირევში კალმიკა წამოგვეწია, რომელიც თავიდანვე ჩვენი გამყოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე აუცილებელი საქმეები გამოუჩნდა, თუმცა ბოლოს მაინც გადააწყვეტინა პაატამ ჩვენტან ერთად წამოსვლა.

ეს კიდევ კალმიკას ცხენი თავის კვიცით

სანამ დანარჩენ ცხენებს, სულთანს, სანდროს და ჩვენს მეორე გამყოლ ირაკლის ველოდებოდით, მინდორზე წამოვწექით და ვისვენებთ.

რა ვიცოდით რამდენ ხანს შეაგვიანდებოდათ, ამიტომ ლაროვანის ტბის სანახავად ვერ მოვახერხეთ წასვლა, თან როგორც მესაზღვრეებმა გვითხრეს, ცხენის გარეშე თუ გადახვალთ, დასველდებითო. მაგრამ დასველების არ შეგვშინებია, უფრო დროის გამო შევიკავეთ თავი ტბის სანახავად წასვლისგან

შუადღის 2 საათი იქნებოდა, ცხენები რომ გამოჩნდნენ, ბარგი ისევ დავტოვეთ და გზა განვაგრძეთ. იმ დღეს გვინდოდა, რაც შეიძლება მივახლოებოდით უღელტეხილს , რომ მეორე ღამე მის ძირში გაგვეთია.

გზას გავუდექით თუ არა ჩვენი ქუცაც გამოგვეკიდა. მაგრამ მესაზღვრეებმა არ გამოგვატანეს. მანამდე გვიყვებოდნენ მის ისტორიებს. რამდენჯერმე მაინც აქვს აწუნტა გადავლილი , ასე დაყვება ტურისტებს. ძალიან კარგი ზაღლია და მინდა დავიტოვოო, გვითხრა ერთერთმა. ცუგას კი არ ვეთმობოდით, მაინც ჩვენსკენ იწევდა, მაშინ ამ ბიჭმა ხელში აიყვანა და ასე წაიყვანა უკან გული დაგვწყდა, მაგრამ მისთვის ასე ჯობდა, ძალიან კარგი პატრონი გამოუჩნდა და აქეთ-იქით ხეტიალს ნამდვილად ჯობდა მესაზღვრეებთან დარჩენა

გზა გირევის კოშკების ქვეშ გადიოდა

ამ ადგილას ცხვრის ფარა შეგვხვდა, უნდა გენახათ, როგორ დაფეთებულები დაიფანტნენ ვიწრო ბილიკიდან მთის ფერდობზე

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:51

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

სოფელი ჭონთიო. ისევ ვაგრძელებთ გზას.

მერე თუშეთის დაცული ტერიტორიების აბრასაც მივადექით და აწუნთის უღელტეხილის ერტერთი მწვერვალიც გამოჩნდა. აბრა იმ რუქაზეც იყო დატანებული, მე რომ მქონდა და მივხვდიტ რრომ მცველტა თავშესაფრამდე სადაც კარვების გაშლას ვაპირებდით, დიდი გზა არარ იყო.

თავშესაფრამდეც მივედით

სანამ ცხენები მოვიდოდნენ ბარგით და კარვების გაშლას შევძლებდით, ქარს და წამოსულ წვიმას თავშესაფრის აივანზე შევაფარეთ თავი

გავშალეთ კარვები

ყოჩაღმა ბიჭებმა შეშაც მოძებნეს საიდანღაც, რაც არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან სიმაღლით ალპურ ზონას ვუახლოვდებოდით

აქ სანდრო რაციით ბატონ პრეზიდენტს იძახებს: "ბატონო პრეზიდენტო, შეშა მოვიტანეთ". პრეზიდენტი ვინ იყო არარ მახსოვს , მგონი სულთანი


კოცონიც დავანთეთ და ვახშმობის მერე ფერხულიც გავაჩაღეთ

მეოთხე დღეც გათენდა:

ბანაკი ავკეცეთ

სულთანმა, კალმიკამ და ირაკლიმ ცხენები შეკაზმეს და ბარგი აკიდეს

ნაია ყოველდრე ჩანაწერებს აკეთებდა, ალბათ გაგვაცნობს, რას ინიშნავდა ხოლმე

გზას გავუდექით

მერე ერთ ადგილას გზა იყო ჩაწყვეტილი, ან მდინარეში უნდა გაგვეტოპა მუხლამდე წყალში, ან ზემოდან, კლდე-კლდე გადმოვფოფხებულიყავით. ნაწილი წყალში გამოვიდა ნაწილი- ზემოდან. მე და მარიმ ერთხელ რომ გამოვტოპეთ, მერე ისევ შევბრუნდით ყინულივით წყალში ფოტოების გადასაღებად

ისევ მოგვიწია მდინარეში გატოპვა

აწუნთის ძირს მივუახლოვდით

და დავბანაკდით

ღამით ისევ წვიმდა .

მაგრამ დილით ფანტასტიური ამინდი დაგვხვდა (მეხუთე დღე)
ავშალეთ ბანაკი
და გავუდექით გზას უღელტეხილის დასაპყრობად
მერე გზა რაც უფრო გართულდა, ფოტოების გადაღებას ვერ ვახერხებდი, რადგან ერთ მწკრივში ვიყავით ჩაბმული და შეჩერებით უკან მომავალს ვერ შევაფერხებდი. მხოლოდ შესვენებისას გადავიღე რამდენიმე ფოტო
ეს უკვე აწუნთა მოჩანს ზემოთ, წერტილები კი ჩვენი ბიჭები არიან
აწუნთაზე ავედით
ქარიშხლისგან წაქცეული დაცული ტერიტორიების აბრები აქეთ-იქით ეყარა.
დავილოცეთ და გადავაბიჯეთ ხევსურეთში
სანდრო დეკას კრეფს, გადასარევი ჩაი მზადდება ამისგანო
ჰოდა დაპატიჟებულიც ვართ დეკის ჩაიზე
აწუნთაზე ასვლა იმდენად არ გაგვჭირვებია, როგორც დაუსრულებელ დაღმართებზე ჩამოსვლა. თავდაპირველი გეგმა შევცვალეთ და აწუნთის ძირში ღამისთევის ნაცვლად არდოტში დაბანაკება გადავწყვიტეთ. ამიტომ მოგვიწია ამდენი დაღმართის გავლა.

ეს სოფელი ბახაო ჩანს ზემოდან
ბანაკი არდოტში დავეცით
ამ მარშრუტზე კარველებთან მოულოდნელი შეხვედრები მთაში ამით არ დასრულებულა. არდოტის ბანაკში უფო დაგვხვდა მეგობრებთან ერთად
ასე დასრულდა ის დღეც
მეექვსე დღე გათენდა. კარვების აკეცვას გამგზავრებამდე არ ვაპირებდით, რადგან ბოლო 2 დღე არდოტში უნდა გაგვეთენებინა.
პირი ზემოდან ჩამომდინარე პატარა მდინარეზე დავიბანეთ. იქვე პატარა ტბური დაგვხვდა, მართალი გითხრათ, ვერ მივხვდით, რატომ დააგუბეს, ალბათ კოღოების მოსაშენებლად, უფფფ ისეთი ჯიშიანი კოღოები გამოუყვანიათ, უდაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა თუმცა სარგებლიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, იქაურობას უდაოდ უხდებოდა, განსაკუთრებით ზემოდან მოჩანდა ლამაზ ლურჯ ლაქად
მერე არდოტში ავედით და ნიკო არდოტელის ოჯახი და იქვე მდებარე ეკლესია მოვინახულეთ.

მურღვას გოგონას, თაიას თავის თოჯინების გარდერობი დაერეცხა და თოკზე გაეკიდა
რადგან წინა დღეს ძალიან დავიღალეთ და თან იარებს ვიშუშებდით ფეხებზე , გადავწყვიტეთ, ხახაბოს მონახულება შემდეგი დღისთვის გადაგვედო, იმ დღეს კი ვისაც სურვილი ჰქონდა, მუცოში გავისეირნეთ
გზადაგზა უგემრიელესი ჟოლო გვხვდებოდა
მუცო გამოჩნდა

თავად მუცოზე რამდენჯერმე ვარ ასული და იქ ასვლის ნაცვლად მოპირდაპირე მტაზე ასვლა ვარჩიეთ რამდენიმე ადამიანმა. თუმცა მხოლოდ შუაწელამდე ავედით, მერე მზე ღრუბლებში ცაიმალა და ცუდი განათების გამო აზრი აღარ ჰქონდა უფრო მაღლა აფოფხებას
ამიტომ დაბლა ჩამოვედი და მდინარის პირას, ქვაზე ჩამოვჯექი
მუსიკასავით ჩამესმოდა მისი ხმაური , მისმა სიანკარემ კი თითქოს მომაჯადოვა

ამ ლაშქრობის ერთერთმა მონაწილემ, სოფომ, კლდის ეს ნაშალი ქანები, თუშეთშიც ყოველ ნაბიჯზე რომ გვხვდებოდა და ხევსურეთშიც, ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს შეადარა, მართლაც ძველ ფოლიანტების ფურცლებივით იყო დაშრევებული

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:52

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

მეექვსე დღე გათენდა.

ღამით საშინლად წვიმდა, ამიტომ ორივე მდინარე საშინლად ტალახიანი მოდიოდა, წყლის მარაგის შესავსებად მოშორებით მოგვიწია წყაროზე წასვლა მე და იაკოს. რომ დავბრუნდით ყველა მზად იყო ხახაბოში წასასვლელად. პაატას ნავლად მეგზურობა გელა დაიაურმა ითავა, რომელიც წინა საღამოს ჩამოვიდა მუცოდან. გელასთან და სულთანთან ერთად ნიკო არდოტელის მეუღლე მარიამიც გამოგვყვა ხახაბოში, მარო ძალოსთან

რამდენიმე წუთის გასული ვიყავით ბანაკიდან რომ წვიმამ დასცხო, მთელი ორი საათის განმავლობაში არ გადაუღია, სანამ წვრილი ბილიკებით მთიდან მთაზე გადავდიოდით. ნაწილს სანდლები გვეცვა, სხვა ფეხსაცმლის ჩაცმის საშუალებას დაწყლულებული ფეხები არ გვაძლევდა, ამიტომ გალუმპული და გაყინულები მივჭყაპუნობდით გუბეებში .

ქვემო, ახალი ხახაბო გამოჩნდა, სადაც მარო ძალო ცხოვრობს. ნაწილმა სველი ტანსაცმლის მიუხედავად, მაინც გზის გაგრძელება და ძველ ხახაბოში ასვლა გადავწყვიტეთ და მარო ძალოსთან სტუმრობა კი უკანა გზაზე დავგეგმეთ. ცოტა ხანში მზემაც გამოანათა და სველი ტანსაცმელი ცოტა შეგვაშრო.
თებულო დროდადრო გვეჩვენებოდა ხოლმე
ძველი ხახაბო გამოჩნდა
უკანასკნელი ხახაბოელი, რომელსაც თურმე უკვე გადაუწყვეტია მთის მიტოვება
მის შესახებ ერთერთ ჟურნალში იყო სტატია დაბეჭდილი. დავდე კიდეც "კარავზე" აი ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=142428#142428
ჩამოვედით ქვემო ხახაბოში და ვესტუმრეთ მარო ბებოს
მარო ბებო ინტერვიუს აძლევს, იაკო, ანი და ეკა ესაუბრებიან მის საინტერესო ცხოვრებაზე
მერე მარო ბებო თავისი დაცხობილი პურით, ხაჭაპურით და უგემრიელესი ყველით გაგვიმასპინძლდა ჰოო არაყიც დაგვალევინა, 2-2 ჭიქა ჩვენი ნებით დავლიეთ, მაგრამ რა ვიცოდით, წინ რა გველოდა
ის იყო დავემშვიდობეთ მასპინძლებს და წასასვლელად მოვემზადეთ, რომ ნიკო არდოტელის მეუღლე მარინამ, აბა ასე წასვლა როგორ შეიძლება თუ საკართანო არ დალიეთო, გამოიტანა სასმელი და ჭიქა და თავისი წესის დაცვით დაგვალევინა ყველას საკართანო ანუ კართან დასალევი და ოჯახის დასალოცი სადღეგრძელო .
გელა მდინარეში შევარდა რომ გოგოებისთვის ხელი მოიწოდებინა და ხიდზე გადასვლაში დახმარებოდა
გზად ძალიან მხიარულად ვიარეთ, მწკრივში გაბმულები უკან მომავლებს სათქმელს გაფუჭებული ტელეფონივით გადაძახილ-გადმოძახილებით ვაგებინებდით და ამ ხელოვნური ექოთი დიდად ვხალისობდით. გელა რიგში ბოლოს მომავალ სულთანს გადასძახებდა: "სულთან, მიყვარხარო", მერე სათითაოდ ვიმეორებდით ამ ფრაზას, სანამ სულთანთან მიაღწევდა. ახლა იქიდან მოდიოდა პასუხი: "ვისაო, ვისაო?", შემხვედრი პასუხიც არ აგვიანებდა: "გელასო, გელასო", მაგრამ მერე მალევე გამოვასწორეთ: "ყველასო, ყველასოოოო"

მერე ხიდზე ჩამოვსკუპდით და ფოტოები ისე გადავიღეთ. ჯგუფური ფოტო გელამ გადაიღო პაატას აპარატით. იმედია პაატა გვაღირსებს, როცა იქნება
პატარა ხევსურს კალმახები დაეჭირა მდინარეში
მერე ორწყალს (ორი მდინარის შესართავს) მოვუახლოვდითო, გვითხრა მარიმ და აქ უნდა დავილოცოთო, გამოაძვრინა საიდანღაც ღვინით სავსე ბოთლი, პური და ყველი
ბანაკთან მოახლოებულებმა მაშინვე შევნიშნეთ გიგანტური კოსმიური ხომალდი ჩვენი კარვებს შორის რომ აღმართულიყო. კობას პაატას სამოთახიანი კარავი წამოეღო და მის ფონზე ჩვენი კარვები ჯუჯათა საცხოვრისებად მოჩანდა . პაატას ვუთხარი კიდეც, რომ მცოდნოდა ასეთი მაგარი კარავი გქონდა მის წამოღებას როგორ არ გირჩევდითთქო. თავიდან რომ გვითხრა დიდი კარვის წამოღებას ვაპირებო, რადგან ადგილები საკმარისი გვქონდა, გადავაფიქრებინეთ, მძიმე იქნება და მისი ტარება ცხენებს გაუჭირდებათთქო. სწორედ ამ დროს წვიმამ დასცხო, ჰოდა თავი ამ ხომალდში შევაფარეთ და მოვკალათდით. რა თქმა უნდა, ყველანი დავეტიეთ (ფეხზე მდგარი ადამიანი თავისუფლად ეტეოდა მთელი სიმაღლით )
მერე საკართანოს ბახუსიდან ოდნავგამოფხიზლებულებმა სადღეგრძელოების სმა ლუდით გავაგრძელეთ. კოსმოსურ ხომალდში გაზის ქურაც შემოვიტანეთ და ზვიადმა გემრიელი სოსისებიც მოგვიხარშა .
გელამ თავისი სიმღერები იმღერა და დაუკრა . მოგვნატრებია მისი "თუშეთის მთებიდან ხევსურეთს წაგიყვანნნ........., ან "არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალებიიიიიიი.....", ან კიდევ ყველასთვის საყვარელი - "ნაბიჯებს, ნაბიჯებს, ზედ გულზე რატომ მაბიჯებ, მაბიჯებ..."
გოგოებმაც მშვენივრად იმღერეს. ახლაც ჩამესმის მათი "ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს, კბილის გაკრაჭუნებაო.... ".
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:54

მთა მყვარებია - თუშეთიდან ხევსურეთში აწუნთის უღელტეხილით 1-8.08.09.

სიმღერებს საინტერესო საუბრები ენაცვლებოდა, ბევრი რამ მოგვითხრეს.
უკვე გვიანი იყო რომ დავიშალეთ.

შემდეგ დილით ადრე ავდექით და გამოსამგზავრებლად მოვემზადეთ. კარვები ავკეცეთ, ბარგი მინიბუსში ჩავალაგეთ და გამოვემგზავრეთ.
გზად მუცოში გავჩერდით, ვინც წინა დღეს ასვლა ვერ მოახერხა, იმ დრეს მოინახულა ციხე.

მერე გავემართეთ შატილისკენ, მაგრამ გზად ანატორი მოვინახულეთ
ისეთი მოსიყვარულე ძაღლი შეგვხვდა შატილშიც, კინაღამ გადაგვყარა მე და მარი საცალფეხო ხიდიდან მდინარეში

შატილიდან გზა გავაგრძელეთ და რადგან წვიმამ მოგვისწრო, დათვისჯვარზე გადასვლა გზის ატალახებამდე გვერჩივნა, კისტანთან და ლებაისკართან მხოლოდ ფოტოების გადასაღებად შევჩერდით

აქ გობეს პრივატიზებული გუბე ჩანს.

რადგან დათვისჯვარზე ძალიან ციოდა და ქარი ქროდა, ცოტა ქვემოთ, წყაროსთან წავიხემსეთ და დავილოცეთ

კორშაში შევედით თუ არა, აწკრიალდა ტელეფონები ათასგვარი მელოდიით ცივილიზაციას და კომუნიკაციას ამდენი დღის განმავლობაში მოწყვეტილებმა პირველი ზარები გავუშვით ყველაზე ძვირფას ადამიანებთან და ვუთხარით რომ მშვიდობით დავბრუნდით უკან . წინა დღეს "კოსმიურ ხომალდში" გელას ნათქვამი სადღეგრძელო გამახსენდა, "იმ ხალხს დაგილოცავთ, ვისთანაც პირველ ზარებს გაუშვებთ, კორშაში რომ შეხვალთო. ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობს თქვენზე ხომ ისინი არიან თქვენთვის ყველაზე ძვირფასებიო" მართლაც ასე იყო ...

დავბრუნდით დაღლილ-დაქანცულები, ყველანაის "კ" (კონსერვი, კვერცხი, კარავი და ა.შ) შეზიზღებულები, თბილ და რბილ საწოლს, აბაზანას მონატრებულები შინ და რამდენიმე დღის გასვლის მერე ისევ გვენატრება კარავიც, კონსერვიც და ის სილამაზეც იქ რომ დავტოვეთ
ჰოდა მალე ისევ დავბრუნდებით ალბათ უკან. მთამ ხომ ასე იცის, ერთხელ თუ დაიდო ბინა შენს გულში, მერე აღარ შეგეშვება სხვას თუ არა, მე მაინც დამეჯერება ეს სიტყვები

ამ გასვლის ჩემი რეპორტაჟი დასრულდა . მომავალ შეხვედრამდე შემდეგ რეპორტაჟში, ისევ მთიდან რომ დავბრუნდები ...
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 27 ნოე 2011, 20:59

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ნებისმიერი შინაარსის სურვილები და შეასწორებები მიიღება,

ტექსტი ზოგან ფოტოთი იყო შინაარსობრივად შევსებული ამიტომ საჭიროა თქვენი გამოხმაურება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by stranger » 27 ნოე 2011, 23:41

ქეთი რა კარგი დღეები გამახსენე ლიკას მონათხრობის გადაკითხვით,გმადლობ:)

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Mrs. Robinson » 28 ნოე 2011, 22:19

ქეთი ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს შეეჭიდე, თან ძალიან ენერგიულად. აბა შენ იცი, კარველების გვერდში დგომას გისურვებ და წარმატებები!!!!!!!!! :)

კონკურსები, შეჯიბრებები, რა ვქნა, არ მიყვარს. მაგრამ იმდენი არდასაკარგი და ძვირფასი თემა დაგროვდა კარავზე, ორიოდ წლის წინ ამის დაბეჭდვაზეც ვფიქრობდით. მერე... მოკლედ ჩვენს ნაფიქრალს გაგიზიარებთ დიიიიდი სიხარულით....
სამწუხაროდ ბოლო დროს კარვულ ლაშქრობებს ვერ ვადევნებ თვალს და არ ვიცი ვინ სად დადის და რას წერს, მაგრამ ძველებიდან ჩემს ფავორიტ თემებს (ასეთი კი ბევრია) მოგაწვდით.

კოტე - თუშრური შთაბეჭდილებები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=254

გობე - მოგონებანი გარდასულ დღეთა.
აქ სამი ჩანახატი მომწონს ნამეტნავად, ჭაუხი, ზესხო და ირმის ნახტომი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=730

ბელა - სვანეთი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=23 ... c&start=30

თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში - ტრული
აქ ერთად რამოდენიმე ადამიანის მონაყოლი კარგი იქნება
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2797

ტრული - საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2900

ლობო - ლიახვის ხეობა
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=972

ცირას ტობა ჩემს ფავორიტებშია ნამდვილად ლიდერობს და მიხარია რომ აქ აღმოვაჩინე...

კიდევ ბევრის დასახელება მინდა, ჯერ კი ესენი ნახეთ......... თუმცა მოგზაურის ჩანაწერები სხვაა და ლიტერატურული კონკურსი კიდევ სხვა და მშრალი კოპირება ნამდვილად არ იქნება საკმარისი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by ARCHILI » 28 ნოე 2011, 22:54

Mrs. Robinson


ბელა კონკურსგარეშე ჯობია იყოს, რადგან ბელა პროფესიონალია და სპეციალისტი, მასთან შერკინება არათანაბარ საზომში ყოფნაა :) ბელას სვანეთი ხომ მითუმეტეს შედევრია :)

ამიტომ, გირჩევთ, ბელა ჩეკურიშვილი საპატიოთა რანგში იყოს :) ბევრი კარგი რეპორტაჟია, მაგრამ ბელასავით გამართული, სიუაჟეტურად აწყობილი, პერსონაჟებ შექმნილი და ა.შ. ცხადია, ვერცერთი ვერ იქნება :) მწერალი ჟურნალისტია ბოლოსდაბოლოს :)
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 30 ნოე 2011, 22:19

Mrs. Robinson wrote:ქეთი ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეს შეეჭიდე, თან ძალიან ენერგიულად. აბა შენ იცი, კარველების გვერდში დგომას გისურვებ და წარმატებები!!!!!!!!! :)

კონკურსები, შეჯიბრებები, რა ვქნა, არ მიყვარს. მაგრამ იმდენი არდასაკარგი და ძვირფასი თემა დაგროვდა კარავზე, ორიოდ წლის წინ ამის დაბეჭდვაზეც ვფიქრობდით. მერე... მოკლედ ჩვენს ნაფიქრალს გაგიზიარებთ დიიიიდი სიხარულით....
სამწუხაროდ ბოლო დროს კარვულ ლაშქრობებს ვერ ვადევნებ თვალს და არ ვიცი ვინ სად დადის და რას წერს, მაგრამ ძველებიდან ჩემს ფავორიტ თემებს (ასეთი კი ბევრია) მოგაწვდით.

კოტე - თუშრური შთაბეჭდილებები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=254

გობე - მოგონებანი გარდასულ დღეთა.
აქ სამი ჩანახატი მომწონს ნამეტნავად, ჭაუხი, ზესხო და ირმის ნახტომი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=730

ბელა - სვანეთი
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=23 ... c&start=30

თორი - დაბაძველი - მოგზაურობა თოვლში - ტრული
აქ ერთად რამოდენიმე ადამიანის მონაყოლი კარგი იქნება
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2797

ტრული - საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2900

ლობო - ლიახვის ხეობა
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=972

ცირას ტობა ჩემს ფავორიტებშია ნამდვილად ლიდერობს და მიხარია რომ აქ აღმოვაჩინე...

კიდევ ბევრის დასახელება მინდა, ჯერ კი ესენი ნახეთ......... თუმცა მოგზაურის ჩანაწერები სხვაა და ლიტერატურული კონკურსი კიდევ სხვა და მშრალი კოპირება ნამდვილად არ იქნება საკმარისი.


საოცარი ლაშქრობებია, გენაცვალეთ თქვენ ყველას დიდიან პატარიანად!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Archil » 30 ნოე 2011, 23:26

გურულის თუშური მოგონებები, მეაც გავთუშდიო რომ იძახდა... მაგარ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 30 ნოე 2011, 23:55

Archil wrote:გურულის თუშური მოგონებები, მეაც გავთუშდიო რომ იძახდა... მაგარ

მოდი და ნუ "გათუშდები" და ნუ "გაითიშები" :lol: მგონი გულიც ეთუშებოდა სიცხეში :lol: :lol: :lol:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 01 დეკ 2011, 12:12

stranger wrote:ქეთი რა კარგი დღეები გამახსენე ლიკას მონათხრობის გადაკითხვით,გმადლობ:)
მართალია თითქოს ისევ იქ ხარო როცა კითხულოიბ და ფოტოებს ნახულობ, მეც მსიამოვნებს ხოლმე.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]