ფიცესი ??? ორი ფიცესი?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2011, 01:06

მეგობრებო იქნებ გამარკვიოთ...
რაღაც დავიბენი...
:roll:

ვინც ნამყოფი ხართ ფიცესში - ანუ ეს იგივე საორბისი უნდა იყოს

ორი ფიცესია თუ ორი ეკლესიაა ერთ ფიცესში?

http://saunje.ge/index.php?id=894&optio ... =1&lang=ka
საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის რაიონის სოფელ ფიცესის სამხრეთით გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირას, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს.


ამის ბიბლიოგრაფიაში მითითებულია მაკალათია - გვერდიც კი ემთხვევა
http://saunje.ge/index.php?id=893&optio ... =1&lang=ka
4. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959.- გვ.36-37. - წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მხატვრობის ნაშთებისა და წმინდანთან დაკავშირებული ხატობის აღწერილობა.


ამავე დროს არის თითქოს მეორე ფიცესიც - უკვე კასპის რაიონშიო....:

ფიცესის ეკლესია (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.- თბ., 1959.- გვ.35-36. - სოფლის ძველი ეკლესიის ნანრგევებისა ("თუთრი", წმ. თევდორე) და თევდორობის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ. ხალხური გადმოცემა ძეგლის თაობაზე.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ამავე დროს ორივე თეძმის ხეობაშია!


ვინც ნამყოფი ხართ ფიცესში
ამ ერთ სოფელშია ორი ეკლესია წმ.თევდორე და წმ. გიორგი

თუ ორი ფიცესია? - ერთი კასპის რაიონის და მეორე გორის?


ვერაფერი გავიგე...
:roll:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Giorgi Bagrationi » 16 ოქტ 2011, 19:16

ერთი და იგივეა.
ადმინისტრაციული საზღვარი ისე გადის, რომ სოფელი გორის რაიონში ხვდება, თუმცა ნორმალური მისასვლელი გზა ხოვლედან, კასპის რაიონიდან აქვს. გეოგრაფიულადაც თეძმის ხეობის ქვედა წელს განეკუთვნება რაც ასევე კასპის რაიონის ასოციაციებს იწვევს.
ეკლესიის ფრესკულ ნახატთაგან გამორჩეული და შემორჩენილია წმ. თევდორეს გამოსახულება და მოსახლეობაც თევდორობას ზეიმობდა ხოლმე.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2011, 20:53

Giorgi Bagrationi
ანუ
სოფლის ძველი ეკლესიის ნანგრევები - "თუთრი"
ეს იგივე საორბისის წმინდა გიორგის ეკლესიაა ხომ ? -
სწორედ გავიგე?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2011, 21:01

ბარემ ვისარგებლებ და ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ

ალგეთის ეროვნულ პარკში რომ იყვნენ ახლა ბავშვები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5310&p ... c&start=45

რაღაც ეკლესიის ნანგრევები ნახეს-

ხომ არ იცით რა ეკლესიაა?

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Maiko-adventurous » 16 ოქტ 2011, 21:21

ქ-ბ თამარ, როგორც ე.წ. ”რეინჯერმა” გვითხრა მას ნამტვრიანას ტაძარი ერქვაო.... თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია სწორია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, მთლად ჰაერზე მოტანილი არ უნდა ჰქონდეს ეს დასახელება :)
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by CheLo » 16 ოქტ 2011, 21:24

Tamari-ch.

ეკლესიის სახელი არავინ იცოდა.. იმდენად ძველი იყო რომ მისგან მხოლოდ კედლებიღა იყო შემორჩენილი.. (სოფელი შუა ტყე პარკშია გაშენებული, მხოლოდ 2 სახლია და მაშასადამე 2 ოჯახი ცხოვრობს) ამ ეკლესიას კი სოფლის სახელიდან გამომდინარე ნამტვრიანის ეკლესიას უწოდებენ.. ვისი სახელობისაა არავინ იცის რეინჯერის გადმოცემით..

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ფიცესი ??? ორი ფიცესი?

Post by Tamari-ch. » 16 ოქტ 2011, 21:42

გასაგებია...

შევცდებით ამ ეკლესიის ზუსტი სახელი დავადგინოთ...

:)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]