Page 3 of 7

კარვის კალენდარი 2012

Posted: 22 სექ 2011, 00:51
by Archil
წინანდალიც ხომ სასახლეა მაგ კრიტერიუმებით?

კარვის კალენდარი 2012

Posted: 22 სექ 2011, 09:39
by Kakha
Archil
ნამდვილად, წინანდალიცა და მსგავსი თავადური სახლები ჩვენთვის სასახლეებია. არ გვაქვს ვერსალი და რა ვქნათ.

მოკლედ გადახედეთ თქვენს არქივებს.

სურათები უნდა გაიგზანოს შემდეგ მისამართზე karavi.cal@gmail.com

ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg

კარვის კალენდარი 2012

Posted: 03 ოქტ 2011, 13:36
by Kakha
ხალხო, მხოლოდ რამდენიმე კაცმა გამოაგზავნა სურათები.

არადა უკვე ოქტომბერია! თუ გინდათ კარვის კალენდარი დროზე მოესწროს იაქტიურეთ. ხომ არ შეიძლება სულ რამდენიმე კაცის სურათებით იყოს მომზადებული კალენდარი.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 03 ოქტ 2011, 14:18
by CheLo
აუ როგორ მინდა კალენდარი ციხე სიმაგრეებიტ გააკეთოთ... თან ძალიან კარგი იქნებოდა მაგალითად დეკემბერზე თუ თოვლიან ხორნაბუჯს დადებდით და ასე სეზონის მიხედვით... ციხე სიმაგრეებს სხვა ეფექტი აქვს...

კარვის კალენდარი 2012

Posted: 03 ოქტ 2011, 15:30
by qvevri
CheLo
წინა კალენდარი სწორედ ციხესიმაგრეები იყო.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 03 ოქტ 2011, 18:04
by Nika
გადავხედავ აბა ეგებ მეც მაქ რამე. სალხინო მაქვს ნამდვილად მარა უკვე გქონიათ.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 05 ოქტ 2011, 14:11
by avtokh
რა ქვია და ანანური სასახლეების რიგში ჩაეწერება? ეგეც ხომ არაგვის ერისთავების ცენტრი იყო? :)

კარვის კალენდარი 2012

Posted: 06 ოქტ 2011, 12:52
by Kakha
ანანურის კოშკი კი შეიძლება სასალხეებში გავიდეს (გაჭირვებით მაგრამ მაინც), ისევე როგორც ლარგვისის საცხოვრებელი კოშკი.

ფოტოები არც თუ ბევრმა გამოაგზავნა. რის ფოტოებიც არაა, ერთი თვალის გადახედვით ესაა ბაროჯში (ფირუზა), ლიკანის სასახლე, გეგუთის სასახლე, თელავში ერეკლეს სასახლე. არაა არც ერთი სასახლე ქართლის ახალქალაქიდან (მაგალითად ბელეცკების). კახური სასახლეებიდან მხოლოდ რემდენიმეა.

იაქტიურედ!

გადახედეთ თქვენს არქივებს!

სურათები უნდა გაიგზანოს შემდეგ მისამართზე karavi.cal@gmail.com

ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg

კარვის კალენდარი 2012

Posted: 06 ოქტ 2011, 13:38
by avtokh
კახა თელავის, ერეკლეს სასახლე კი მაქვს, მაგრამ ძალიან ცუდი ხარისხისაა, და მხოლოდ წინა ფასადი ჩანს აივნის შიგნით.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 06 ოქტ 2011, 14:22
by Makena
Kakha
მე დღეს გამოვუშვი ამილახვრების კოშკი ქვემო ჭალაში.
გრემი გადის სასახლეებში?

კარვის კალენდარი 2012

Posted: 06 ოქტ 2011, 16:13
by Kakha
Makena
ახლა თუ ანანურისა და ლარგვისის საცხოვრებელი კოშკები შესაძლოა გაივყვანოთ სასახლეში, გრემმა რა დააშავა. ესეც მეფის საცხოვრისი იყო და შესაბამისად სასახლეც.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 06 ოქტ 2011, 20:23
by Nika
Makena wrote:Kakha
მე დღეს გამოვუშვი ამილახვრების კოშკი ქვემო ჭალაში.
გრემი გადის სასახლეებში?
უი ეგ თუ გადიოდა არ ვიცოდი. უფრო ციხესიმაგრე იყო თითქოს.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 07 ოქტ 2011, 19:11
by Ketevan Guliashvili
დღეს მეც გამოვაგზავნე რამოდენიმე ფოტო.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 07 ოქტ 2011, 21:50
by paata_
მეც

კარვის კალენდარი 2012

Posted: 07 ოქტ 2011, 21:57
by qvevri
მეც