Page 2 of 7

კარვის კალენდარი 2012

Posted: 14 სექ 2011, 16:59
by keto
Kakha
მელიქიშვილზე დიდი რეზოლუციით დაასკანერებინეთ და არ დაიკარგება ხარისხი, პირიქით ძალიან კარგი ხარისხი უნდა იყო თუ კარგი აპარატითაა გადაღებული. მე სახლში მაქვს რამდენიმე მასე დასკანერებული და მერე დიდ ფორმატზე დაბეჭდილი ზენიტით გადაღებული ფოტო, ხარისხია - ვერ შეედრება ბევრი ციფრული :)

კარვის კალენდარი 2012

Posted: 14 სექ 2011, 21:17
by Kakha
იაქტიურეთ. აქამდე მხოლოდ ქვევრმა გამოაგზავნე სურათები.

ველით სასახლეთა სურათებს

სურათები უნდა გაიგზანოს შემდეგ მისამართზე karavi.cal@gmail.com

ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg

კარვის კალენდარი 2012

Posted: 14 სექ 2011, 21:45
by keto
მეც გავაგზავნე დღეს.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 15 სექ 2011, 08:27
by Kakha
keto
ძალიან კარგი.

აბა სხვებმაც იაქტიურეთ, თორემ დავრჩებით კალენდრის გარეშე.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 15 სექ 2011, 15:10
by avtokh
მივალ სახლში და ამოვყრი ძველ ფოტოებს და ვიცი რაღაცას ვიპოვი :)

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 14:36
by Kakha
avtokh
აბა ველით ფოტოებს.

სხვაბმაც იქტიურედ, გთხოვთ. ნუ დაიზარებთ გადახედეთ თქვენს ფოტოერქივებს.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 14:43
by ARCHILI
Kakha

ამ თემასთან ფრიად მწირად ვარ (ანუ სასახლეებთან), მარა რაც ვიპოვე, გამოვაგზავნე.

თემა ხომ არ გაგვევრცო-განგვეზოგადებინა? - ოღონდ როგორ, არ ვიცი..

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 14:50
by Kakha
ARCHILI
ვითარება ასეთია, მხოლოდ რამდენიმე კაცმა გამოაგზავნა ფოტოები (მათ შორის შენც). თავად კელენდირასთვის საჭირო ფოტოების რაოდენობა ალბათ მოგროვდება, მაგრამ საშიშროებაა, რომ უმრავლესობა ამ ფოტოებისა სულ რამდენიმე კაცის იყოს.

მგონია, რომ პრობლემა შესაძლოა იმაშიც იყოს, რომ ხშირად არც კი იციან რომ სასახლეს უყურებენ. მაგალითად, უამრავი კარველია ნამყოფი კვეტერაში. კვეტერა მონასტერი არ ყოფილა, ეს ფეოდალის საცხოვრებელია, სადაც კარის ეკლესიაც დგას. თუ გახსოვს შესავლელთან, მარცხინ ერთი კარგა მოზრდილი ნაგებობა (სახურავ და სართულშუა გადახურვა ჩაქცეული) დგას. სწორედ ესაა სასახლე, თუ გნებავს ნასასახლარი. არადა სწორედ ასეთია ქართული შუა საუკუნეების სასახლეები.

შევეცდები გამოვდო ზოგიერთი სასახლის ფოტო, რომ მათ ვისაც აქვთ ამ ძეგლის/სასახლის ფოტო გამოაგზავნონ და არ გამოვიდეს, რომ ნახევარი კალენდარი ჩემი ფოტოებია.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 14:54
by ARCHILI
Kakha wrote:ARCHILI

მგონია, რომ პრობლემა შესაძლოა იმაშიც იყოს, რომ ხშირად არც კი იციან რომ სასახლეს უყურებენ. .
კი, ეს სავარაუდოდ ასეა.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 21:17
by avtokh
კახა ახლა გამოვაგზავნე რამდენიმე ფოტო. მაქვს ნოქალაქევის ფოტოები, მაგრამ იქ სასახლე ან მისი მსგავსი რომელია ვერ გავარკვიე ან არის საერთოდ? :)

კარვის კალენდარი 2012

Posted: 16 სექ 2011, 22:54
by Tamari-ch.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 17 სექ 2011, 00:02
by Tamari-ch.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 17 სექ 2011, 11:44
by avtokh
ნეკრესის ეს ხედი თუ გამოდგება მეც მაქვს რამოდენიმე რაკურსით, სამწუხაროდ არ ვიცი იქ სასახლის ნაშთი რომელია.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 18 სექ 2011, 20:30
by ARCHILI
კიდევ რაღაცეები გადმოვგზავნე, ნახეთ.

თბილისში არაერთი სასახლეა (დარეჯანის სასახლე, როსტომ მეფის სასახლე და ა.შ.) და იქნებ გადაეღოთ კარაველებს, კარგი იქნებოდა.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 21 სექ 2011, 13:10
by Kakha
კიდევ რამდენიმე სურათი მივიღეთ (სალხინო სამეგრელოში, კვეტერა) მაგრამ არაა ნამდვილად საკმარისი.

მაგალითად არავის გაქვთ ერეკლეს სასახლე თელავში.

ანდა გეგუთი.

სხვაც ბევრია. ნუ დაიზარებთ და თვალი გადაავლეთ თქვენს არქივებს.