Page 1 of 7

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 06:52
by Kakha
ხალხო მოახლოვდა 2012. თუ გვინდა, რომ წელს დროზე გამოვიდეს კალენდარი ახლავე, გადაუდებლად უნდა დავიწყოთ მზადება.

გახსოვთ ალბათ, ჩემი იდეა იყო თემად აგვეღო სასახლეები საქართველოშო. სასახლეებში ვგულისხმობ, როგორც უძველესს ასევე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულ სასახლეებს.

სასახლეები ბევრი არაა, მაგრამ იმდენი ნამდვილადაა, რომ კალენდარი გამოგვივიდეს.

მე რამდენიმე სასახლის ფოტო მაქვს
ნეკრესში ეპისკოპოსის სასახლე
ვაჩნაძიანში, ყველაწმინდის მიმავალ გზაზე სასახლე
ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლე
იკოთის ქსნის ერისთავების სასახლე
ნინოწმინდაში საბა ტუსიშვილის სასახლე
დუშეთში, მილახვირაანკარში ჭილაშვილების სასახლე
კვეტერის სასახლე
თელავში ერეკლეს სასახლე
სუჯუნაში (სამეგრელო) ხოშტარიას სასახლე
წინანდლის სასახლე
ვაზისუბანში ჭავჭავაძის სასახლე
მუხრან ბატონის სასახლე მუხრანში
დარეჯანის სასახლე თბილისში
მეფისნაცვლის სასახლე თბილისში (პიონერთა სახლი)

გარდა ამისა, რაც მახსენდება და რისი სურათებიც არ მაქვს
გეგუთი
ზუგდიდი
ქართლის ახალქალაქის სასახლეები (ბელეცკების)
ვაზისუბანში კიდევ მეგულება ერთი სასახლე, რომელიც ვერ ვნახე

ასევე, როგორც გიორგი ბაგრატიონის გაკეთებული დისკიდან ვიცი კახეთში კიდევ მრავლადაა სხვა სასახლეები. და სხვათა შორის ქართლიაც და თუ ქართლში თავადთა სახლებს სასახლეებს მივათვლით მაშინ საკმაოდ მრავლადაა. არადა კაცმა რომ თქვას თავადის სახლი იმ დროს სასახლე იყო, აბა რა იყო. მაგალითად ილიას სახლი საგურამოში და ალბათ მისი სახლი ყავრელშიც (ასეთი იყო ჩვენში სასალეები და რა ვქნათ)


მოკლედ სასწარფოდ გამოგვეხმაურეთ ვის რა გაქვთ, აბა მარტო ჩემი ფოტოებით გაკეთებული კალენდარი ხომ არ იქნება....

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 10:17
by keto
მე თავიდანვე სასახლეების იდეას ვემხრობოდი მგონი! თუმცა ბევრი არაფერი მაქვს. მხოლოდ ზუგდიდის დადიანების სასახლის ფოტოებით შემიძლია წაგეშველოთ. ესეც ერთ-ერთი ფოტო:

Image

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 11:10
by Nephros
Kakha
იმედი მაქვს, რომ საუკეთესო კალენდარი გამოვა.
კარგია, რომ ჩამონათვალიც დაურთეთ.
არადა კაცმა რომ თქვას თავადის სახლი იმ დროს სასახლე იყო, აბა რა იყო. მაგალითად ილიას სახლი საგურამოში და ალბათ მისი სახლი ყავრელშიც (ასეთი იყო ჩვენში სასალეები და რა ვქნათ)
:? :(

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 11:58
by qvevri
საუკუნეებით რომ არ იყოს შეზღუდული არ აჯობებს? რაღAც ძალიან მეცნიერული ნაშრომივით გამოვა "კარვის კალენდარი, საქართველოს სასახლეები. XVIII-- XIX სს" :wink:
ცოტა ძველებიც შევაპაროთ შიგა და შიგ. მომეძებნება რამოდენიმე ფოტო. ასევე ახალქალაქისაც...

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 12:18
by qvevri
სურათები სად და ვის გაუგზავნოთ? :?:

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 12:34
by pataputina
ლოლ ერთი საათია ქეთოს სურათის დალაიქება მინდა
და
გავგიჟდი სად წავიდა ლაიქის ღილაკიმეთქი


კი არა და


:roll:

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 14:43
by qvevri
qvevri wrote:სურათები სად და ვის გაუგზავნოთ? :?:
:?:

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 15:31
by qvevri
სად და ვის გაუგზავნოთ სურათები?

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 15:47
by zura N.
qvevri wrote:საუკუნეებით რომ არ იყოს შეზღუდული არ აჯობებს? რაღAც ძალიან მეცნიერული ნაშრომივით გამოვა "კარვის კალენდარი, საქართველოს სასახლეები. XVIII-- XIX სს" :wink:
ცოტა ძველებიც შევაპაროთ შიგა და შიგ. მომეძებნება რამოდენიმე ფოტო. ასევე ახალქალაქისაც...
ვინ თქვა რომ შეზღუდულია? :roll: :)
Kakha wrote: სასახლეებში ვგულისხმობ, როგორც უძველესს ასევე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულ სასახლეებს.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 16:23
by Kakha
qvevri
სურათები ალბათ ისევ გვალვასთან უნდა გავაგზავნოთ. საღამოს დაველაპარაკები და დავწერ ზუსტ მისამარს.

ასევე ზურა ნ სწორს ამბობს, მე მართლაც ვახსენე უძველესო პერიოდიდანთქო - მაგალითად დედოფლის გორა, ასევე ძალისი (ახლა სხვა არ მახსენდება).

დამავიწყდა ბორჯომი (ფირუზა) და ლიკანი მეხსენებინა. სურათები გაქვთ ალბათ.

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 16:57
by Kakha
სურათები უნდა გაიგზანოს შემდეგ მისამართზე karavi.cal@gmail.com

ფაილის სახელის ფორმატი ისევ ისეთი, როგორც ციხესიმაგრეების დროს იყო: დასახელება_ავტორი.jpg მაგალითად: Niagara_Natela_shubladze.jpg

აბა ველით ფოტოებს

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 17:37
by Gvalva
კახა,

ერთი ფოტო დაიდო და ის უკვე ძალიან მომეწონა!

იმედია ისევ მშვენიერი კალენდარი გამოვა

გთხოვთ, ვისაც როგორ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 17:38
by qvevri
Gvalva
ეს ესაა გამოუშვი.... აი ჯერ სახლში მივიდე მერე ნახეთ თქვენ...

კარვის კალენდარი 2012

Posted: 13 სექ 2011, 20:27
by Naia
გადასარევი იდეაა! დავათვალიერებ ჩემს ფოტოებს და რაღაცეებს მეც მოგაწვდით. ფოტოების გამოგზავნის ვადა როდემდეა?

კარვის კალენდარი 2012

Posted: 14 სექ 2011, 13:08
by Kakha
აღმოვაჩინე რომ ბორჯომის ფირუზა და ლიკანის სასახლე ფირზე მქონია გადაღებული და შესაბამისად დასჩირდება დასკანერება. ეს კი ხარისხის დაკარგვას ნიშნავს.

თუ ვინმეს აქვს გააგზავნეთ როგორც ზემოთაა მითითებული.

და საერთოდ იაქტიურეთ.